მაცხოვარი უდაბნოში გადის და მარხულობს არა იმისთვის, რომ ეს მას სჭირდება, არამედ იმის გამო, რომ ჩვენ, ადამიანებს, გვასწავლოს, როგორ ვიცხოვროთ
მაცხოვარი უდაბნოში გადის და მარხულობს არა იმისთვის, რომ ეს მას სჭირდება, არამედ იმის გამო, რომ ჩვენ, ადამიანებს, გვასწავლოს, როგორ ვიცხოვროთ
სახარებით - ნათლისღების შემდეგ მაცხოვარი გადის უდაბნოში, სადაც ორმოცი დღე და ღამე იმარხულა. ამჯერად სწორედ ამ პერიოდს გავიხსენებთ... გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- ნათლისღების მეორე დღეს, ვიდოდა რა მაცხოვარი იორდანეს სანაპიროზე, იოანე ნათლისმცემელმა მიმართა თავის მოწაფეებს, - აჰა, ტარიგი ღმრთისაი, რომელმან აღიხუნას ცოდვანი სოფლისანი. ე.ი იოანე პირდაპირ მიუთითებს მოწაფეებს - ეს არის ის, ვინც კაცობრიობის ცოდვებს აღხოცავსო. იოანე ნათლისმცემელი სულიწმინდით იყო განბრძნობილი და იცოდა, როგორი მესია უნდა მოსულიყო. არა ისეთი, როგორსაც იუდეველები ელოდნენ, რომელიც მათ რომაელთა ბატონობისგან იხსნიდა და მთელ მსოფლიოზე გააბატონებდა, არამედ ჭეშმარიტი მესია, რომელიც არა მარტო ისრაელიანებს, არამედ მთელ მსოფლიოს, მთელ მიწიერ სამყაროს გაათავისუფლებდა ცოდვებისგან, ვისი სისხლითაც უნდა გამოხსნილიყო კაცობრიობა... ამ დროს მაცხოვარს გაჰყვა იოანეს ორი მოწაფე - იოანე ღვთისმეტყველი და ანდრია პირველწოდებული. ისინი მივიდნენ მაცხოვართან და უთხრეს: რაბი, სადა იყოფი? - მოძღვარო, სად ცხოვრობ, რომ ჩვენც შენთან ერთად წამოვიდეთო. მაცხოვარმა მიუგო მათ, - წამოდით და ნახეთ. ფაქტობრივად ეს იყო მათი მოწოდება...

- როდესაც ნათლისღებისას მაცხოვარზე სულიწმინდა გარდამოვიდა მტრედის სახით, იოანე ნათლისმცემელს ამით ეუწყა, რომ იესო იყო ჭეშმარიტი მესია, თუმცა ამის შესახებ არ განუცხადებია ყველას წინაშე, მხოლოდ თავის მოწაფეებს მიუთითებს პირდაპირ მაცხოვარზე...

- ცხადია, იოანემ ამის შესახებ უპირველესად იმ მოწაფეებს, იმ ადამიანებს აუწყა, რომლებიც ყველაზე მეტად იყვნენ განბრძნობილნი და მიმღებნი მესიისა. მათ პირდაპირ მიუთითებს მესიაზე, თორემ თუ შემდგომ მოვლენებს გადავხედავთ, როდესაც იოანე უკვე დაპატიმრებულია და მის სანახავად მოწაფეები მიდიან, მათ ეუბნება: წადით იესოსთან და ჰკითხეთ, - შენ ხარ, რომელსაც მოველოდით, თუ სხვას უნდა მოველოდოთო. იოანემ მშვენივრად უწყოდა, რომ იესო იყო მომავალი, ის იყო მხსნელი, მაგრამ ისინი, რომელთაც იოანე მაცხოვართან გზავნის, არიან იოანეს ის მოწაფეები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან განბრძნობილნი მაცხოვრის მისაღებად. ამიტომაც ამ გზით მიუთითებს მათ მაცხოვრისკენ, ამ გზით აუწყებს, რომ იესო არის მხსნელი.

უფალმა იცის, რატომ ქმნა ეს იოანემ, რატომ გაგზავნა მასთან მოწაფეები. როგორც სახარება გვაუწყებს, ამ დროს მაცხოვარმა უამრავი სასწაული ქმნა - ეშმაკეულნი განიკურნენ, ბრმები ხედავდნენ, მკვდრები აღდგნენ... ამ სასწაულთა ხილვით იოანეს მოწაფეები უნდა მიმხვდარიყვნენ, უნდა ერწმუნათ, რომ იესო იყო ის, ვის მისაღებადაც ამზადებდა მათ იოანე.

- ნათლისღებიდან დაახლოებით რამდენი ხნის შემდეგ გადის მაცხოვარი უდაბნოში?

- ამის შესახებ არანაირი გარდამოცემა და ზუსტი ცნობა არ არსებობს. თუმცა, თუ საეკლესიო ტრადიციას გავითვალისწინებთ, ეს უნდა მომხდარიყო მალევე, დაახლოებით ერთი თვის ან თვენახევრის შემდეგ. ეკლესიის ტრადიცია ყოველთვის ყალიბდებოდა იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რაც მაცხოვრის დედამიწაზე ხორციელად ყოფნის დროს ხდებოდა. ნათლისღების დღესასწაულიდან აღდგომის მარხვის დაწყების პერიოდი მერყეობს დაახლოებით ერთი თვიდან თვენახევრის განმავლობაში. ეს ის პერიოდია, სანამ მაცხოვარი უდაბნოში გავიდოდა, რადგან სწორედ მაცხოვრის უდაბნოში ორმოცდღიან მარხულობას განასახიერებს აღდგომის მარხვა.

მაცხოვრის უდაბნოში გასვლა
- ნათლისღების შემდეგ მაცხოვარი გადის უდაბნოში, სადაც ორმოცი დღე-ღამის მანძილზე მარხულობდა. მარხვის დასრულების შემდეგ, როგორც ვიცით, მაცხოვარი განიცადა ეშმაკისგან...

- მაცხოვარი უდაბნოში გადის და მარხულობს არა იმისთვის, რომ ეს მას სჭირდება, არამედ იმის გამო, რომ ჩვენ, ადამიანებს, გვასწავლოს, როგორ ვიცხოვროთ. ამასთან, ბოროტ სულს, ბოროტ ძალებს შეებას, როგორც კაცი და აჩვენოს მათ, რომ კაცსაც შეუძლია ეშმაკის დამარცხება.

სახარება გვაუწყებს, რომ ორმოცი დღის მარხულობის შემდეგ მაცხოვარს შეემშია. რატომ აკეთებს სახარება აქცენტს იმაზე, რომ მაცხოვარს შეემშია. ან ვინ იცოდა, ვინ გაიგო კაცთაგან ამის შესახებ? კაცთაგან ეს იცოდა მხოლოდ და მხოლოდ მაცხოვარმა და შემდგომში თავადვე მოუთხრო მოწაფეებს, როდესაც უდაბნოში მარხულობის შესახებ უყვებოდა.

ეშმაკმა იცოდა, რომ მაცხოვარს შეემშია. ამასთან, ის ფიქრობდა, ეჭვობდა, რომ იესო იყო კაცობრიობის მხსნელი. სწორედ ამის გასარკვევად მიდის მასთან და ეუბნება: უკუეთუ ძე ხარ ღვთისა, უბრძანე, ეს ქვები პურებად იქცნენ. მაცხოვარი პასუხობს: არა მხოლოდ პურითა ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელიც გამოვალს პირისაგან ღვთისა. ეს იყო პირველი განცდა. თუ დაუკვირდებით, როდესაც კაცი ქრისტიანულ ცხოვრებას იწყებს, ბოროტის ბრძოლა მასთან იწყება სწორედ კუჭიდან, მიწიერიდან გამომდინარე.

შემდეგ ეშმაკმა მაცხოვარი წაიყვანა იერუსალიმის ტაძარში. აიყვანა ტაძრის ქიმზე და უთხრა: გადახტი აქედან, რამეთუ ძე ხარ ღვთისა, წერილ არს: ანგელოზთა მისთა უბრძანებიეს შენთვის, ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ... მაცხოვარი ეუბნება: "წერილ არს, არა განცადო ღმერთი შენი". ამის შემდეგ ეშმაკმა მაცხოვარი მაღალ მთაზე აიყვანა, საიდანაც მთელი მიწიერი სამყარო მოჩანდა და ეუბნება: ამ ყველაფერს შენ მოგცემ, ოღონდ დავარდი და თაყვანი მეციო. მაცხოვარი მიუგებს: განვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანავ, რამეთუ წერილ არს, უფალსა ღმერთსა თაყვანი ეცი და მხოლოდ მას მსახურებდე. იესოს განეშორა ეშმაკი, მასთან ანგელოზნი მივიდნენ და მსახურებდნენ.

მაცხოვრის ყველა პასუხი არის კაცობრივი პასუხი, ის, როგორც კაცი, ისე პასუხობდა და აღასრულებდა ყველაფერს, ანუ როგორც კაცმა, ისე დაამარცხა ეშმაკი.

- რატომ დაუშვა უფალმა, რომ განცდილიყო ეშმაკისგან?

- ეშმაკი ეჭვობდა, რომ იესო იყო კაცობრიობის მხსნელი. ბოროტმა, სწორედ ამ პასუხებიდან გამომდინარე, ვერ დაადგინა - იესო იყო მხსნელი კაცობრიობისა თუ ჩვეულებრივი ლიტონი კაცი, რადგან უფალმა ყველა სიტყვა წმინდა წერილიდან უთხრა. არა თავისი ღვთაებრივი ძალმოსილებით განაგდო ბოროტი თავიდანვე, არამედ მხოლოდ თავისი ადამიანური ბუნება აჩვენა, ყველა სიტყვა ისე უთხრა, როგორც ჩვეულებრივმა კაცმა, მაგრამ არა როგორც უბრალო კაცმა, არამედ ღვთივგანბრძნობილმა ადამიანმა. როდესაც ადამიანი განიცდება ეშმაკის მიერ, სწორედ იმგვარად უნდა ფიქრობდეს და მიუგებდეს, როგორც მაცხოვარი ფიქრობდა და მიუგებდა.

მაცხოვარს თავისი ღვთაებრივი ბუნება მცირედითაც რომ გამოემჟღავნებინა ამ დროს, ეშმაკი მაშინვე ყველაფერს მიხვდებოდა და შიშით თავზარდაცემული განეშორებოდა, თუმცა შემდგომში შეეცდებოდა, ხელი შეეშალა მისიის აღსრულებისთვის, რომ კაცობრიობის გამოხსნა არ მომხდარიყო. ამიტომაც, მაცხოვრის უდაბნოში ყოფნის დროს, ღვთის განგებულებით, დაფარული იქნა ეშმაკისთვის მისი ღვთაებრივი ბუნება ისევე, როგორც დაფარული იქნა ბოროტის წინაშე ქალწულისგან შობა.

"აბო თბილელის ცხოვრების" შესავალში იოანე საბანისძეს განმარტებული აქვს რამდენიმე სიტყვა, ერთ-ერთია "მატლი". იოანე საბანისძე ამბობს, - მატლში ქრისტე უნდა ვიგულისხმოთო. ერთი შეხედვით ამის გაგონება კაცს შეაძრწუნებს კიდეც - როგორ შეიძლება ქრისტეს მატლი ეწოდოს, მაგრამ მივყვეთ განმარტებას: ისევე, როგორც გამოცდილი მეთევზე დაფარავს ანკესს მატლით და იჭერს თევზს, ასევე დაფარა მაცხოვარმა თავისი ღვთაებრივი ბუნება ადამიანურით, გადააგდო და დაიჭირაAსაუკუნო ვეშაპი - ეშმაკი. ბოროტისადმი პირველი "ანკესის" გადაგდება იყო სწორედ მაცხოვრის უდაბნოში გასვლა. იესოს პასუხების შემდეგ ბოროტმა ჩათვალა, რომ ის არ იყო მხსნელი, მისგან საშიშროება არ ელოდა და განეშორა.

***
- უდაბნოდან გამოსვლის შემდეგ მაცხოვარი ბრუნდება გალილეაში და იწყებს ქადაგებას. ფაქტობრივად, ალბათ სწორედ აქედან იწყება კაცობრიობისადმი ახალი აღთქმის მიცემაც...

- ახალი აღთქმა ფაქტობრივად იწყება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გამოჩენით, შობით, მაგრამ კაცობრიობისადმი უფლის მიერ ახალი აღთქმის მიცემა, რა თქმა უნდა, დაიწყო მაცხოვრის ქადაგების დაწყების შემდეგ, გვირგვინი ამისა იყო მაცხოვრის ჯვარცმა და აღდგომა. მოციქულებზე სულიწმინდის გარდამოსვლით სრულად განცხადდა ყველაფერი. როდესაც მოციქულებზე სულიწმინდა გარდამოვიდა, ამ დროს შეიქმნა უკვე ახალი აღთქმის ეკლესია და ამ დროიდან განეშორა მადლი იუდაურ, ძველი აღთქმის ეკლესიას. გამომხსნელი მადლი დაემკვიდრა ახალაღთქმისეულ ეკლესიაში. რა თქმა უნდა, გამომხსნელი მადლი არც ამ დრომდე არსებობდა ძველი აღთქმის ეკლესიაში, რადგან ადამიანების ხსნა არ შეეძლო სჯულს, მაგრამ სულიწმინდის მადლით რომ ადამიანები განემზადებინა მაცხოვრის, მხსნელის მოსვლისთვის, ძველი აღთქმის ეკლესიაში იყო. როდესაც სულიწმინდის მადლი გარდამოვიდა მოციქულებზე და შეიქმნა ახალი აღთქმის ეკლესია, ამის შემდეგ საბოლოოდ მოხდა განშორება ძველაღთქმისეული და ახალაღთქმისეული პერიოდისა. ამ დრომდე, ასე ვთქვათ, იყო გარდამავალი პერიოდი. სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ კი საბოლოოდ გამოეყო იუდაური საკრებულოები ქრისტიანულ საკრებულოებს.

- ვიცით, რომ მაცხოვარი ძირითადად ქადაგებდა გალილეაში. რატომ უნდა ექადაგა უფალს სწორედ გალილეის მხარეში და არა იუდეაში, სადაც იდგა იერუსალიმის ტაძარი და თავმოყრილნი იყვნენ ისრაელიანთა სჯულისმოძღვრები?

- გალილეაც იყო ისრაელის ტერიტორია, მაგრამ იქ იუდეველებთან ერთად წარმართებიც ცხოვრობდნენ. მაცხოვრის ამ მხარეში ქადაგება მოასწავებდა იმას, რომ უფლის სიტყვა იყო ყველასთვის - არა მარტო იუდეველებისთვის, არამედ წარმართებისთვისაც. მართალია, უფალი ქადაგებდა სინაგოგებში, მაგრამ მისი სიტყვა წარმართებამდეც მიდიოდა. ვიცით, რომ უფალმა უამრავ წარმართს მისცა წყალობა. გავიხსენოთ თუნდაც სამარიტელი დედაკაცის შვილის განკურნება, ასევე ასისთავის მონის განკურნება... ანუ სახარებაშიც არის მოთხრობილი სასწაულები, რომლებიც წარმართებზე აღესრულა. მეორე მხრივ, იუდეაში ქადაგების შემთხვევაში იუდეველები წინ აღუდგებოდნენ მაცხოვარს, ისინი უფრო ორგანიზებულნი იყვნენ და ორგანიზებულად შეეწინააღმდეგებოდნენ მაცხოვრის ქადაგებას. გალილეაში კი გალილეველთა მხრიდან მაცხოვრის მიმართ ასეთი წინააღმდეგობა არ იყო და იქ მაცხოვრის სიტყვა უფრო ადვილად ვრცელდებოდა, ვიდრე ეს იუდეაში მოხდებოდა. გალილეის მცხოვრებნი მიმღებნიც უფრო იყვნენ ღვთის სიტყვისა. იუდეა თავს ყოველთვის თვლიდა ღვთის ჭეშმარიტ მსახურად. იუდეველთა გულები, მათი ამპარტავნებისა და პატივმოყვარეობის გამო, დახშული იყო ღვთისთვის, მისი სიტყვის მისაღებად. ამპარტავნების გამო ფიქრობდნენ, რომ ღვთის სიტყვა მათში იყო და არ სჭირდებოდათ ვინმეს ქადაგება. თავიანთი ჩამოყალიბებული აზრი ჰქონდათ, როგორი უნდა ყოფილიყო მესია და ამის გამო მიმღებნი არ იყვნენ ჭეშმარიტი მესიისა, მისი სიტყვისა. ამიტომაც უფალმა თავისი სიტყვის საქადაგებლად აირჩია გალილეის მხარე, სადაც უამრავმა ადამიანმა ირწმუნა ქრისტესი. უფალმა მოციქულებსაც სწორედ გალილეის მხარიდან მოუწოდა.

- რატომ იწოდება იოანე ნათლისმცემელი ძველსა და ახალ აღთქმას შორის ხიდად?

- პერიოდი, როდესაც იოანე ქადაგებდა, იყო გარდამავალი პერიოდი ძველსა და ახალ აღთქმას შორის, კაცობრიობა შემზადებული იყო მაცხოვრის მისაღებად. თავად იოანე იყო ხიდი - ადამიანთა გადამყვანებელი ძველიდან ახალ აღთქმაში. მან ძველი აღთქმის კაცობრიობა, ის ადამიანები, ვინც იოანეს ქადაგება მიიღო, მიიყვანა მაცხოვართან. იოანეს უმთავრესი მისიაც სწორედ ეს იყო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat