ცოდვა ადამიანზე შთამომავლობით არ გადადის
ცოდვა ადამიანზე შთამომავლობით არ გადადის
მაცხოვრის იუდეველთა შორის გამოჩენას და ქადაგების დაწყებას წინ უძღოდა იოანე ნათლისმცემლის, წინამორბედის, გამოსვლა უდაბნოდან და მისი ქადაგება და ნათლისღება ისრაელიანებისა მდინარე იორდანეში. ამჯერად სწორედ ამ პერიოდის შესახებ გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

იოანე ნათლისმცემლის - უფლის წინამორბედის გამოჩენა და ქადაგების დაწყება
- როგორც "სახარება" გვაუწყებს, მაცხოვრის კაცთა წინაშე გამოჩენას და ნათლისღებას წინ უძღოდა იოანეს გამოსვლა უდაბნოდან, მისი განცხადება ხალხის წინაშე. მას მანამდე ადამიანებთან ურთიერთობა არ ჰქონია. უდაბნოდან გამოსული იოანე აქადაგდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. ის ქადაგებდა, რომ მის შემდეგ მოვიდოდა კაცი, რომლის ფეხსაცმლის საბელთა შეკვრის ღირსიც არ იყო, რომელიც საუკუნეთა დასაწყისამდე არსებობდა და მარადიულად იარსებებდა, ანუ იოანე ქადაგებდა ღვთის განკაცებას და ადამიანებს სინანულისკენ მოუწოდებდა. ვინც შეინანებდა, ნათლავდა მდინარე იორდანეში.

როგორც ვიცით, იოანე ნათლისმცემელს უდიდესი მისია ერგო - კაცობრიობა უნდა განემზადებინა მხსნელთან შესახვედრად. ძველ აღთქმაში იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ მოვიდოდა წინამორბედი, რომელიც განუმზადებდა გზას მესიას. იოანე ნათლისმცემელი ამბობდა, - მე არ ვარ მესია, არამედ ის, რომელიც გზას განუმზადებს მას. ეს იყო კიდევ ერთი წინასწარმეტყველება იმისათვის, რომ იოანეს შემდგომად მოსული, რომელზეც იოანე დაამოწმებდა - ეს არის მხსნელი, ერწმუნათ ადამიანებს. იოანეს წინამორბედობა სჭირდებოდა არა უფალს, არამედ ადამიანებს, რათა იმით, რომ უკვე წინამორბედი გამოჩნდა, განმზადებულიყვნენ მხსნელთან შესახვედრად. ასევე, უფლის წინამორბედს ადამიანები სინანულით უნდა განეწმინდა და განემზადებინა იმისათვის, რომ ღვთის სიტყვა უფრო ადვილად მიეღოთ. როგორც მიწის მუშაკი დაამუშავებს ნიადაგს თესლის დასათესად, რათა ნაყოფი გამოიღოს, იოანემ თავისი მოსვლით, თავისი ქადაგებით, განუმზადა კაცთა გულები მაცხოვარს საღვთო სიტყვის დასათესად, რომ ის ნოყიერი ნიადაგი ყოფილიყო ღვთის სიტყვის მისაღებად და იქიდან აღმოცენებულიყო ნერგი, რომელიც გამოიღებდა ნაყოფს "30-ეულს, 60-ეულს და 100-ეულს"...

წინასწარმეტყველება იოანეს გამოჩენის შესახებ
იოანე ნათლისმცემლის შესახებ ესაია წინასწარმეტყველი წინასწარმეტყველებდა: "აჰა, ესერა წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა, ხმაი ღაღადებისა უდაბნოსა: განამზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი". ამის შესახებ მოგვითხრობენ მარკოზ და ლუკა მახარებლები. სახარებაში იოანე ნათლისმცემლის გამოჩენისა და ქადაგების შესახებ თხრობისას ნათქვამია, რომ ეს წინასწარმეტყველებმა იწინასწარმეტყველეს, მახარებლები და მოციქულები ამბობენ - ჩვენ რაიმე ახალს კი არ გთავაზობთ, ახალ სწავლებას კი არ გაწვდით, არამედ ეს არის ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა გვითხრეს. თქვენ ვისაც აღიარებთ, მათ ნათქვამს გეუბნებით. მათი ნათქვამი აღსრულდა და წინასწარმეტყველებისა თუ მაინც გწამთ, მათ მაინც დაუჯერეთ და გაიგეთ, რომ უკვე მოვიდა ნაწინასწარმეტყველები მხსნელი. იოანე თავადაც ამბობს: "მე ვარ ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა...": როდესაც ფარისევლებმა და სჯულის მეცნიერებმა იოანესთან მოავლინეს თავიანთი მსახურნი და შეუთვალეს, - ვინ ხარ - წინასწარმეტყველი, ელია თუ მესია, რომ ჩვენს მომავლინებლებს ვუთხრათო, იოანე მიუგებს: "მე ვარ ხმა მღაღადებლისა უდბნოსა შინა" - ზუსტად ის სიტყვები უთხრა მათ, რაც ნაწინასწარმეტყველები იყო. იუდეველთა სჯულის მეცნიერნი და ფარისევლები ამითაც კი უნდა მიმხვდარიყვნენ: იოანემ, რომელიც ბავშვობიდან უდაბნოში იზრდებოდა და არ ჰქონდა ნასწავლი სჯული, ისე როგორც მათ, მაინც ზეპირად იცოდა საღვთო სიტყვები. უნდა დაფიქრებულიყვნენ, საიდან იცოდა - სულიწმინდის მადლით? თუ სულიწმინდის მადლით უწყოდა ყოველივე, მაშინ მის სიტყვას უნდა მივენდოთო, სწორედ ეს უნდა დაესკვნათ, მაგრამ მათი გონება იმდენად იყო გამიწიერებული, რომ მხოლოდ მიწიერი ახსოვდათ, მარტოოდენ მიწიერ სურვილთა დამაკმაყოფილებელი მხსნელი უნდოდათ. ე.ი. უდაბნოში მქადაგებლის - იოანეს მოსვლა მაცხოვრის წინ, ანუ წინამორბედის მოსვლა, წინდაწინვე იყო ნაწინასწარმეტყველები ძველ აღთქმაში და სწორედ ეს წინასწარმეტყველება აღსრულდა, ასევე იოანეს, როგორც ვთქვით, უნდა განემზადებინა კაცთა გულები. ის თავისი ცხოვრებით თვალსაჩინო იყო ყველასთვის. ისე, როგორც იოანე ცხოვრობდა, მანამდე არავის უცხოვრია. ყველა ხვდებოდა, რომ ის არ იყო ჩვეულებრივი კაცი. ბევრს უდიდეს წინასწარმეტყველად მიაჩნდა, ზოგი მესიადაც კი თვლიდა, მაგრამ იოანე ამბობდა, - მე არა ვარ მესია, მესია ჩემს შემდგომ მოვა... ამიტომაც ადამიანთა ნაწილი, იუდეველთა ნაწილი მის სიტყვას ჭეშმარიტებად იღებდა. შემდეგ, როდესაც მაცხოვარი მასთან მივიდა ნათლისღებად, დაამოწმა, - ეს არის მხსნელიო. ანუ იმ ადამიანებს, რომლებსაც იოანესი სჯეროდათ, უნდა ერწმუნათ, რომ იესო იყო მხსნელი...

- რატომ იყო საჭირო იოანეს სინანულის ქადაგება და ნათლისღება?

- როდესაც ადამიანი სინანულშია თავისი ცოდვების გამო, მისი გული ხდება ლმობიერი და ღვთის სიტყვის ადვილად მიმღები, სწორედ ეს არის ადამიანის გულის "დამუშავება" ღვთის სიტყვის მისაღებად და ადამიანში ნაყოფის გამოსაღებად. იოანეს მიერ აღსრულებული ნათლისღება იყო სწორედ დამტკიცება ამ სინანულისა, ანუ იოანე ნათელს სცემდა მათ, ვინც მასთან სინანულით მიდიოდა და თავის ცოდვებს აღიარებდა, ადამიანები იმ ცოდვებისგან, რომელსაც იოანესთან ამბობდნენ, განიწმინდებოდნენ და უფრო განმტკიცდებოდნენ ღვთის სიტყვის მისაღებად, მაგრამ იოანეს ნათლისღება არ განწმენდდა ადამიანს მარადიული ცოდვისაგან - ადამის ცოდვისაგან. ადამის ცოდვა მხოლოდ და მხოლოდ მაცხოვრის ჯვარცმითა და აღდგომით მიეტევა კაცობრიობას. ამის შემდეგ წმინდა სამების სახელით აღსრულებული ნათლისღება განწმენდს ადამიანს არა მარტო პირადად მის მიერ ჩადენილი, არამედ ადამის ცოდვისგანაც, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა. უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანზე შთამომავლობით არანაირი ცოდვა არ გადადის, გარდა ადამის ცოდვისა. შესაბამისად, არ გადაეცემა და არ მოეკითხება ადამიანს წინაპართა ცოდვა. თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ შთამომავლობით გადადის რაიმე ცოდვა, დავუშვათ - მამიდან შვილზე, ამით ღვთის გმობამდე მივდივართ, რადგან მიდივართ იმ აზრამდე, რომ თითქოს ღმერთი უსამართლოა, მამის უნანებელ ცოდვას შვილს მოჰკითხავს, მაგრამ თავისი წინაპრის ცუდ საქციელს ადამიანი ამართლებს ან გმობს. თუ გმობს, ის უკვე ღვთის მცნებების შესაბამისად მოქმედებს, ღვთის მცნებების აღსრულებას იწყებს და, რა თქმა უნდა, არ ხდება თანაზიარი წინაპრის მიერ ჩადენილი ცოდვისა, ხოლო თუ არ გმობს, ე.ი. აღიარებს ამ ცოდვას, შინაგანად თვითონაც მისი ჩამდენი, თანაზიარი ხდება და უკვე არა წინაპრის, არამედ პირადად თავისი ცოდვა მოეკითხება.

ადამის ცოდვა კი იმიტომ მოეკითხება და გადაეცემა შთამომავლობით, რომ ამ ცოდვით ხრწნილება შემოვიდა კაცობრიობაში, კაცობრიობის, ადამიანის გენი დაზიანდა.

იოანესთან სინანულით მიდიოდნენ ადამიანები, რომლებიც თავად ფიქრობდნენ, რომ ცოდვას ჩადიოდნენ და ვერ აღასრულებდნენ სჯულს საჭიროებისამებრ. ფარისეველნი და იუდეველთა სჯულის მეცნიერნი, ანუ იუდეველთა ელიტა შეახსენებდა მათ, რომ ისინი იყვნენ მეზვერეები, ცოდვილნი, რადგან სჯული მათ მსგავსად ზეპირად არ იცოდნენ, გარეგნულად არ აღასრულებდნენ სჯულის წესებს. ეს ადამიანებიც ცოდვილებად მიიჩნევდნენ თავს. თვითონ ამ ელიტას თავი მართლად და უცოდველად მიაჩნდა. კარგად იცოდნენ სწავლება, რომ უცოდველი არავინაა, სიტყვითაც ასწავლიდნენ ამას, მაგრამ შინაგანად სწამდათ თავიანთი თითქოსდა უცოდველობა. სხვაობა სწორედ ეს იყო მათ შორის. როგორც კი გამოჩნდა სინანულის მომწოდებელი და მოქადაგე, სულ მალე მოვა ის, ვინც თქვენ ცოდვებისგან დაგიხსნითო, ხალხი სიამოვნებით მიდიოდა მასთან და ნათელს იღებდა. მეორე კატეგორია ადამიანებისა - სჯულის მეცნიერნი და ფარისეველნი, იოანეს არ ეკარებოდნენ. თავიანთი საქციელით თითქოსდა ამბობდნენ, - ცოდვებისგან განწმენდილნი ვართ და მხსნელი არ გვჭირდებაო. მათ სჭირდებოდათ მიწიერი მხსნელი, რომელიც რომაელთა ბატონობისგან გამოიხსნიდათ და მთელ მსოფლიოზე გააბატონებდათ. სწორედ ასეთ მხსნელს ელოდნენ და არა ისეთს, რომლის შესახებაც იოანე ქადაგებდა.

- ამიტომაც მიმართავს მათ იოანე ნათლისმცემელი: "ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქვენ სივლტოლაი მერმისა მისგან რისხვისა?", თუმცა მათაც მოუწოდებს სინანულისკენ...

- იოანე ნათლისმცემელთან უამრავი ადამიანი მიდიოდა - მეზვერეევი, მეძავები... მაგრამ ნაკლებად - ფარისეველნი და სჯულის მეცნიერნი, რადგან თვლიდნენ, რომ უცოდველნი იყვნენ. იოანე ყველა ადამიანს თავის სწავლებას აძლევდა - მაგალითად, როდესაც მასთან მიდიოდნენ მხედრად გამწესებულნი და ეკითხებოდნენ, - რა ვქნათო, "გეყავნ პაჭიკი თქვენი" - ე.ი. რასაც სახელმწიფო გაძლევთ ჯამაგირს, ის იმყოფინეთო. მეზვერეებს კი ასწავლიდა - დაწესებულზე მეტს ნურავის გადაახდევინებთო... ყველა ადამიანს ასე გაამზადებდა მესიის მისაღებად. ფარისევლებსა და სჯულის მეცნიერებს კი მიმართავდა - იქედნეთა შობილნო, ვინ გასწავლათ, რომ გაქცეოდით მომავლის რისხვას? იქედნე გველის სახეობაა. როდესაც იქედნე იბადებოდა, დედის მუცელს ჭამდა და ისე გამოდიოდა გარეთ, შემდეგ მასაც იმავეს უკეთებდა თავისი შვილი. იოანე იუდეველთა მღვდელმთავრებს და სჯულის მეცნიერთ იქედნეს ადარებს - ასეთები ხართ თქვენც - თქვენს წინაპრებს ჭამთ, ისინი თქვენ გჭამენო. ამით ამხელდა და მიანიშნებდა, რომ თქვენი საქმეები არ არის ღვთისთვის სათნოო. "მომავლის რისხვაში" უნდა ვიგულისხმოთ ის რისხვა, რომელიც მეორედ მოსვლის ჟამს დაატყდებათ თავს მაცხოვრის არმიმღებთ. ფარისევლებმა და სჯულის მოძღვრებმა, ვისაც ყველაზე მეტად უნდა მიეღოთ მაცხოვარი, თითქოსდა ყველაზე მეტად უწყოდნენ მოსეს სჯული და ელოდნენ მხსნელს, ყველაზე მეტად არ მიიღეს იგი, რადგან უკვე მათი სწავლება იყო დაზიანებული, აღარ იყო ჭეშმარიტი. მათი გამიწიერებული გონება მხოლოდ მიწიერ მხსნელს ელოდა, ფიქრობდა მიწაზე, მთელ მსოფლიოში ისრაელის ერის გაბატონებაზე და ეს უნდა ყოფილიყო მარადიულად - აღარ ყოფილიყო სიკვდილი, სნეულება, ომი, გაჭირვება... თუმცა იოანე, როგორც ყველას, მათაც მოუწოდებს სინანულისკენ - "ყავთ ნაყოფი სინანულისა", ანუ ისეთი რამე ქენით, სინანულში მოხვიდეთო; როდესაც იოანესთან მიდიოდა უამრავი ადამიანი, მათ დასკვნა უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ამპარტავნების გამო არ კადრულობდნენ იოანესთან მისვლას, იციან, ვინ არის იგი - რომ მღვდელმთავრის შვილია, ანუ მათზე არანაკლებ პატივდებული ღვთის წინაშე. მიუხედავად ამისა, მასთან თვითონ კი არ მიდიან, მსახურებს უშვებენ სალაპარაკოდ. იოანეს რომ მათი მსახურებისთვის ეთქვა, - მე ვარ მესიაო, ის რომ ყოფილიყო მხსნელი, მის წინააღმდეგაც აღიძვრებოდნენ, როგორც მაცხოვრის წინააღმდეგ, მაგრამ როდესაც იოანემ შეუთვალა, მე მხსნელი არ ვარო, არად ჩააგდეს და მის წინააღმდეგ თითიც არ გაუნძრევიათ, თანაც იოანეს ქადაგების პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა. ვიდრე სინედრიონი მის წინააღმდეგ რაიმეს მოიმოქმედებდა, მანამდე ჰეროდემ დააპატიმრა და მოაკვდინა კიდეც. სახარება ჰეროდე აგრიპას მიერ გამართული წვეულების შესახებ გვაუწყებს, - მან მოიწვია ასისთავნი და წინამძღვარნი ერისანიო. ე.ი. იოანეს სიკვდილით დასჯისას ჰეროდესთან ძალიან ბევრი სჯულის მეცნიერი და ფარისეველი იქნებოდა, მაგრამ არავის სიტყვა არ დასცდენა მის დასაცავად, ხმა არ აღუმაღლებია, - ეს არ გააკეთოო.

ნაყოფი იოანეს ქადაგებისა
- იმ უბრალო ადამიანების გონება, რომლებიც იოანეს ქადაგებას იღებდნენ, გაცილებით ამაღლებული იყო ღვთისმეტყველებაში, ვიდრე ფარისეველთა და სჯულის მეცნიერებისა. მათი უმრავლესობა შემდგომში გაქრისტიანდა, თუმცა იუდეველთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც გარეგნულად მიიღეს, რიტუალურად აღასრულეს იოანეს ნათლისღება. ფარისევლებმა და სჯულის მოძღვრებმა კი საერთოდ არ მიიღეს. შემდგომში მაცხოვარი აყვედრის იუდეველებს და ეუბნება, - ვის ვამსგავსო ეს მოდგმა, მოვიდა იოანე, არ ჭამდა, არ სვამდა და ამბობდით, ეშმაკეულიაო, ე.ი. იუდეველთა ელიტა იოანეს ეშმაკეულადაც კი მიიჩნევდა.

მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომის შემდგომაც კი, როგორც საქმე მოციქულთა მოგვითხრობს, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქადაგებდნენ ქრისტეს და იცოდნენ მხოლოდ იოანეს ნათლისღება და ქადაგება - ე.ი. იოანეს სწავლებით თავად მოციქულთა ხანაშიც კი იოანეს მოწაფეთა მოწაფეებიც ხდებოდნენ ქრისტიანები, მისი სიტყვა მაცხოვრის გამომხსნელი მსხვერპლის შემდეგაც კი აგრძელებდა თავის საქმეს - ამზადებდა კაცთა გულებს მაცხოვრის, ქრისტეს მისაღებად. იოანეს ქადაგებით, მისი სიტყვითა და ნათლისღებით, ადამიანები მაცხოვრის აღდგომის შემდეგაც კი მიდიოდნენ ჭეშმარიტებამდე, მაცხოვრის სწავლებამდე.

- "ხოლო თავადსა იოვანესა ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა სარტყელი ტყავისაი წელთა მისთა; ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური". რატომ არის სახარებაში ყურადღება გამახვილებული იოანეს შესამოსელსა და საზრდელზე?

- რათა ვუწყოდეთ, როგორ იყო იოანე განშორებული ამქვეყნიურობას, როგორ არ აინტერესებდა ამქვეყნიური არაფერი - არც სიმდიდრე, არც თავშესაფარი, არც საზრდელი... გარდა იმისა, რომ ღვთის მცნებები აღესრულებინა, ეკეთებინა მხოლოდ ის, რაზეც უფალმა მოუწოდა, რა მისიაც მას ეკისრა. როდესაც მაცხოვარს ეშმაკი განცდის, ეუბნება ქვებზე - თუ ძე ხარ ღვთისა, თქვი, რომ ქვანი ესე პურებად იქცნენ. უფალი კი მიუგებს - არა პურითა განძღების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელნი გამოვალს პირისაგან ღვთისა. იოანე სწორედ "არა პურითა განსძღებოდა", ღვთის პირიდან გამომავალი სიტყვით. პურში იგულისხმება ამქვეყნიური ყველაფერი. უფალი სახარებაში ამბობს, - ჩემი ჭამადი არს აღსრულება ნებისა ჩემი მომავლინებელი მამისა. იოანეს "ჭამადიც" ღვთის ნების, მისი მომავლინებლის ნების აღსრულება იყო. მისი გარეგნული მხარე აბსოლუტურად მოწმობს, რომ მას ამქვეყნიურთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რაც ხორციელთათვის იყო აუცილებელზე აუცილებელი.

იოანე ნათლისმცემელი - ხიდი ძველსა და ახალ აღთქმას შორის
- რატომ ეწოდება იოანე ნათლისმცემელს ხიდი ძველსა და ახალ აღთქმას შორის?

- იოანე იყო აღმსრულებელი ძველი აღთქმისა, იყო უკანასკნელი წინასწარმეტყველი, რომელიც წინასწარმეტყველებდა მაცხოვრის, მხსნელის მოსვლას. ამის შესახებ ყველა წინასწარმეტყველმა იწინასწარმეტყველა, მათ შორის უკანასკნელი იყო იოანე, რომელმაც ამასთანავე პირდაპირ დაამოწმა და განამზადა კაცობრიობა მესიის მისაღებად. იოანე არის ხიდი - ანუ თვითონ იყო ბოლო, ვინც მაცხოვრის მოსვლა იწინასწარმეტყველა და პირველი ნათელღებულიც, - შეახო რა ხელი მაცხოვრის თავს, როდესაც ნათელს სცემდა, თავად იოანემ იღო ნათელი.

იმის გამო, რომ ჯერ კიდევ არ იყო სასუფევლის კარი ღია, ვიცით, რომ სასუფევლის კარი მაცხოვრის ჯვაცმისა და აღდგომის შემდეგ გაიღო. ყველა ადამიანი ამ დრომდე მაინც ჯოჯოხეთში მიდიოდა აღსრულების შემდეგ, მათ შორის იოანეც, მაგრამ მართლები, იმ იმედით, სასოებით, რომ მოვიდოდა მხსნელი, არ განიცდიდნენ ტანჯვას. პირველი მახარებელი ჯოჯოხეთში მართლებისადმი, რომ მხსნელი უკვე მოვიდა, იყო სწორედ იოანე ნათლისმცემელი.

შემდგომში მაცხოვარი ბრძანებს, - იოანედან ვიდრე აქამომდე სასუფეველი იიძულების და ვინც არ აიძულებს თავს, მან ვერ მიიტაცოს იგიო. ე.ი. იოანედან, მაცხოვრის ნათლისღებიდან უკვე სხვა დროა დამდგარი. აღარ არის ის დრო, როდესაც ჯოჯოხეთში შთაინთქმებოდა და სიკვდილი უფლობდა ადამიანზე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat