"რაისა მეძიებთ მე? არა უწყით, რამეთუ მამისა ჩემისა თანა ჯერ-არს ჩემი ყოფაი?"
"რაისა მეძიებთ მე? არა უწყით, რამეთუ მამისა ჩემისა თანა ჯერ-არს ჩემი ყოფაი?"
წმინდა ოჯახმა ეგვიპტეში ოთხ წელზე მეტხანს დაჰყო. კოპტური გადმოცემის თანახმად, ისინი კაიროს მახლობლად, ერთ-ერთ გამოქვაბულში ცხოვრობდნენ, რომელიც შემდეგ ეკლესიად გადაკეთდა. იქ მათ ჰეროდეს აღსრულებამდე დაჰყვეს. ჰეროდეს უცნაური სენი შეეყარა - აუტანელი შინაგანი მხურვალება ტანჯავდა; სახსრები მატლებმა დაუღრღნეს, სუნთქვაც უჭირდა; მისგან მომდინარე უსიამოვნო სუნის გამო ახლოს ვერავინ ეკარებოდა. თანაც შიმშილის გრძნობა ტანჯავდა, რასაც ვერაფრით იკმაყოფილებდა; ასეთ ტანჯვაში დალია სული. ჰეროდეს სიკვდილის შესახებ მართალ იოსებს ეუწყა ანგელოზისგან, რომელმაც უბრძანა, რომ კვლავ ისრაელში დაბრუნებულიყვნენ. არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მართალი იოსები ისრაელში დაბრუნდნენ. იოსებმა ზეციური უწყებით შეიტყო, რომ ჰეროდეს შემდგომ მისი ძე - არქელაოსი გამეფდა და ამიტომაც იუდეაში დარჩენის შეეშინდა, რათა იესოზე ახალი დევნა არ წამოეწყოთ, მაგრამ უფლის ანგელოზმა დაამშვიდა და უთხრა, - კვლავ ნაზარეთში დაბრუნებულიყვნენ. წმინდა ოჯახი ნაზარეთში წავიდა და იქ გააგრძელა ცხოვრება, რამეთუ, როგორც სახარება გვაუწყებს, აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომ მას ნაზარეველი დაერქმეოდა. მართლაც, ვიცით, რომ იესოს ნაზარეველადაც მოიხსენიებდნენ, რადგან ის ცხოვრობდა ქალაქ ნაზარეთში. ძველ აღთქმაში ნაზარეველობა იყო მიმდინარეობა. ნაზარეველები განსაკუთრებული მოშურნეობით აღასრულებდნენ ღვთის მცნებებს. გარეგნულადაც გამოირჩეოდნენ ისრაელიანებისგან.

ნაზარეთი - ქალაქი, სადაც მაცხოვარმა ყრმობისა და სიყმაწვილის წლები გაატარა
- ქალაქი ნაზარეთი გალილეის მხარეში მდებარეობს. ეს იყო ჩრდილოეთ ისრაელის ტერიტორია, სადაც ისრაელიანთა გარდა, წარმართებიც ცხოვრობდნენ. მართალი იოსები სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობდა. "ნაზარეთი" - რჩეულს, განცალკევებულს ნიშნავს. ეს პატარა ქალაქი საქარავნო გზებისგან პალესტინის ხორბლის ყანებისა და დიდი სავაჭრო ქალაქებისგან მოშორებულია. როგორც ვიცით, ნაზარეთში, მართალი იოსების სახლში მოხდა ხარებაც. წმინდა ოჯახის საცხოვრისი კლდეში, ერთმანეთის თავზე ამოკვეთილი ორი ოთახისგან შედგებოდა. ზემო ოთახში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ცხოვრობდა, ქვევით, პატარა ეზოში კი იოსების სახელოსნო იყო. მას მუშაობისას ყრმა იესოც ეხმარებოდა.

ამჟამად წმინდა ოჯახის საცხოვრებელი სახლის ადგილზე კათოლიკური ტაძარი დგას. თავდაპირველად მართლმადიდებლების მიერ აგებული მცირე ეკლესია მდგარა, რომელიც დაინგრა. მის ადგილზე შუა საუკუნეებში ჯვაროსნებმა ახალი ტაძარი ააგეს, მაგრამ ჩვენამდე არც ამ ტაძარს მოუღწევია.

მაცხოვარმა ნაზარეთში 30 წლამდე დაჰყო, იმ დრომდე, ვიდრე არ დაიწყო მოღვაწეობა ადამიანთა მოდგმის გამოსახსნელად.

- რატომ უნდა გაეტარებინა მაცხოვარს ყრმობისა და სიყმაწვილის წლები გალილეის მხარეში და არა იუდეაში, სადაც შემდგომ ჯვარცმა - კაცობრიობის გამოხსნა მოხდა?

- მიწიერი თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ეს იმის გამო მოხდა, რომ მართალი იოსები სწორედ გალილეის მხარეში ცხოვრობდა, იქ იყო მისი სახლი, თუმცა ეს მოხდა ღვთის ნებითა და განგებულებითაც, რათა მაცხოვრის შესახებ დაფარული ყოფილიყო კაცთა წინაშე მის გამოცხადებამდე - ე.ი. ვიდრე 30 წლის გახდებოდა და გამომხსნელ მოღვაწეობას დაიწყებდა. შემდგომში, როდესაც იესომ ქადაგება დაიწყო და მის შესახებ ამბობდნენ, - ეს არის მესიაო, იუდეველები კითხულობდნენ, - როგორ, მესია ბეთლემში არ უნდა იშვას და ბეთლემიდან არ უნდა იყოს? იესო ბეთლემში იშვა, მაგრამ ნაზარეთში გაზრდით, გალილეაში გატარებული წლებით ეშმაკისთვისაც იქნა დაფარული, რომ იესო ქრისტე იყო მხსნელი. ამ დრომდე მაცხოვარი ცხოვრობდა როგორც ჩვეულებრივი კაცი. როგორც სახარება გვაუწყებს, ის იყო დედ-მამის, ანუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მართალი იოსების მორჩილი. გადმოცემით ვიცით, რომ მართალი იოსები იყო დურგალი და მას თავის საქმეში ხშირად ეხმარებოდა ყრმა იესოც. იგი ფიზიკური შრომით ოჯახსაც შეეწეოდა და საკუთარ თავსაც ასაზრდოებდა. მაცხოვარს შეეძლო ეს ყველაფერი სასწაულთა ქმნითაც გაეკეთებინა, მაგრამ როგორც ჩვეულებრივ ადამიანს საკუთარი შრომით უნდა მოეპოვებინა საზრდო, ასევე მოიპოვებდა მაცხოვარი საზრდოს თავისი ფიზიკური შრომით.

მაცხოვრის ცხოვრება იმდენად უბრალო, მოკრძალებული და შეუმჩნეველი იყო, რომ მოციქულ ნათანაელს, რომელიც გალილეის კანადან იყო, ნაზარეთიდან ერთი საათის სავალზე, იესოს შესახებ არაფერი სმენოდა, შემდგომში მხოლოდ ფილიპე მოციქულისგან გაიგო, რომ იესო ნაზარეველი აღმოჩნდა ის, ვისზეც მოსე და წინასწარმეტყველები წერდნენ.

თორმეტი წლის იესო იერუსალიმის ტაძარში
- როგორც ვიცით, იოსები მართალი და ღვთისმოსავი კაცი იყო. ის ყოველდღიურად ჩადიოდა იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან და ყრმა იოსებთან ერთად. როდესაც მაცხოვარი თორმეტი წლის შეიქნა, ჩვეულებისამებრ წავიდნენ იერუსალიმში ღვთის თაყვანსაცემად და პასექის დღესასწაულზე დასასწრებად. სადღესასწაულო დღეების დასრულების შემდეგ მომლოცველები შინ ბრუნდებოდნენ. მათთან ერთად წამოვიდნენ მართალი იოსები და წმინდა ქალწულიც. დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იესოც ახლობლებსა და ნაცნობებს შორის მოდიოდა. პასექის დღესასწაულზე იერუსალიმში ორ მილიონამდე კაცი იკრიბებოდა. ცხადია, ასეთ დროს თითოეული ოჯახის ერთად თავმოყრა ძნელი იყო. ყველანი მცირე ჯგუფებად გამოდიოდნენ და საღამოს მახმასის დასახლებაში დათქმულ ადგილას ჩერდებოდნენ. სწორედ იქ აღმოაჩინეს მართალმა იოსებმა და ღვთისმშობელმა, რომ იესო მათ შორის არ იყო. დამწუხრებულები კვლავ იერუსალიმში დაბრუნდნენ და მხოლოდ სამი დღის ძებნის შემდეგ მიაგნეს იერუსალიმის ტაძარში. ყრმა მაცხოვარი უხუცესებს შორის იჯდა და საუბრობდა. ისეთ შეკითხვებს აძლევდა მათ, რომ თავად სჯულის ზედმიწევნით მცოდნე მეცნიერნიც კი გაოცებული იყვნენ იესოს ცოდნით.

- რატომ ინება 12 წლის მაცხოვარმა იუდეველთა უხუცესებთან, სჯულის მეცნიერებთან საუბარი? თავისი ცოდნის ნაწილის გამჟღავნება?

- უფალმა ამ ქმედებით ცოდნის მხოლოდ მცირედი ნაწილი გაუმჟღავნა ადამიანებს, რათა შემდგომ, როდესაც ჟამი მოვიდოდა, იუდეველებისთვის ეს სასწაულიც ყოფილიყო დადებული, რათა მოქცეულიყვნენ ღვთისკენ და ქრისტე, როგორც მხსნელი, ისე მიეღოთ. უპირველესად მაცხოვარმა ეს ქმნა იმ ადამიანებისთვის, სჯულის მეცნიერებისთვის, რომლებთანაც საუბრობდა - მათი სულის გადასარჩენად. მათ შორის იქნებოდნენ ისეთებიც, რომლებიც ან უკვე იყვნენ სინედრიონის წევრები, ან შემდგომში გახდებოდნენ. როდესაც მაცხოვარი მათ წინაშე წარდგებოდა და განსჯიდნენ, გაეხსენებინათ, რომ ჯერ კიდევ 12 წლის იესომ იცოდა ისეთი რაღაცები, რაც თვითონაც არ იცოდნენ. დაფიქრებულიყვნენ და მიმხვდარიყვნენ, რომ იესო ქრისტე იყო მესია, მხსნელი. ე.ი. უფალმა იუდეველთა მღვდელმთავრებსა და სჯულის მოძღვრებს ამ გზითაც მისცა თავისი შეცნობის შესაძლებლობა.

როგორც სახარებიდან ვიცით, როდესაც ღვთისმშობელმა ყრმა იესო სჯულის მეცნიერთა შორის მჯდომარე და მოსაუბრე იხილა, მიმართა: "შვილო, რაი ესე მიყავ ჩუენ ესრეთ, აჰა, ესერა მე და მამაი შენი ვრონინებთ და გეძიებთ შენ" - წმინდა ქალწულმა "მამაი შენი" მართალი იოსების მიმართ იმ თვალსაზრისით წარმოთქვა, რა თვალსაზრისითაც ადამიანები თვლიდნენ იოსებს იესოს მამად, თორემ ყოვლადწმინდა ქალწულმა ყველაზე კარგად უწყოდა, რომ იოსები იესოს მამა არ იყო. მაცხოვარი მიუგებს: "რაისა მეძიებთ მე? არა უწყით, რამეთუ მამისა ჩემისა თანა ჯერ-არს ჩემი ყოფაი?" - მაცხოვრის ამ სიტყვებით გამოიხატება, რომ ის არის განკაცებული ღმერთი. ეს არის პირველი სიტყვები, რომელიც სახარებაში მაცხოვრის ბაგიდან გვესმის. როგორც ძემ, მან სიყვარულით უპასუხა დედას, ხოლო როგორც უფალმა და მხსნელმა, დამოძღვრა მშობელი, რომ მომზადებულიყო მასში იმ საქმეთა აღმსრულებლის დასანახად, რისთვისაც ზეციურმა მამამ მოავლინა, თუმცა მაცხოვარს დედისა და მამობილის მორჩილებისაგან თავი არ გაუთავისუფლებია და მათთან ერთად კვლავ ნაზარეთში დაბრუნდა.

- რატომ ეძიებს და მწუხარებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მაცხოვრის დაკარგვის გამო, მან ხომ უწყოდა, რომ იესო არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი...

- ცხადია, ღვთისმშობელმა იცოდა, რომ მისი ძე არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი, ის იყო ძე ღვთისა, რჩეული ღვთისა, მაგრამ წმინდა ქალწული იყო დედა და ზრუნავდა თავის შვილზე. ვიცით, რომ ღვთისმშობელი ყველა ადამიანზე მეტად აღასრულებდა ღვთის მცნებებს და ყველა ადამიანზე მეტად იყო მინდობილი ღვთის ნებაზე, მაგრამ ასევე როგორც დედა ზრუნავდა თავის შვილზე. შემდგომშიც კარგად უწყოდა, რომ მაცხოვარი აღდგებოდა, მაგრამ მაინც ტიროდა და მწუხარებდა მაცხოვრის ჯვარცმის გამო. როდესაც ის მაცხოვრის ცხედართან ტიროდა, ეს არ ნიშნავს, რომ ღვთისმშობელს არ სწამდა მაცხოვრის აღდგომისა, მას ყველაზე მეტად სწამდა ეს, მაგრამ როგორც დედამ, იხილა რა თავისი შვილის ტანჯვა და გარდაცვალება, იტირა თავისი შვილის გამო. თავად მაცხოვარმაც კი დაღვარა ცრემლი ლაზარეს საფლავთან, როგორც კაცმა. ეს არის გამოვლინება ადამიანური ბუნებისა. სწორედ ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე მწუხარებდა ღვთისმშობელი, როგორც დედა აკეთებდა ამას, როდესაც მაცხოვარს ეძიებდა, თორემ მან იცოდა, რომ მისი ძე იყო აბსოლუტურ მფარველობაში და მათი მფარველობა არ სჭირდებოდა. პირიქით, თვითონ ყრმა მაცხოვარი იცავდა და მფარველობდა მათ ოჯახს.

- "წარემატებოდა ყრმა იგი სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა წინაშე ღმრთისა და კაცთა" - ამ სიტყვებით სრულდება სახარებაში მაცხოვრის ყრმობის შესახებ თხრობა. იესოს ყრმობის შესახებ სახარებიდან მხოლოდ ეს არის ცნობილი. როგორ გავიგოთ ამ სიტყვების მნიშვნელობა?

- როდესაც სახარება გვაუწყებს - "წარემატებოდა ყრმა იგი სიბრძნითა", არ უნდა ვიგულისხმოთ, თითქოს მაცხოვარს ასაკის მატებასთან ერთად რაიმე ცოდნა ემატებოდა და წარემატებოდა. წარემატებოდა იგი მხოლოდ ადამიანთა თვალთათვის, თორემ უფალს შეეძლო მეყსეულად გაზრდილიყო, მეყსეულად დაეწყო ქადაგება, მაგრამ მან, როგორც ჩვეულებრივმა კაცმა, ისე გაიარა თავისი მიწიერი ცხოვრება. მას დედის მუცლადყოფნიდანვე იგივე ცოდნა ჰქონდა, რაც ზრდასრულ ასაკში, რადგან ის იყო სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი კაცი და იესოს ცოდნა იყო მისი ღვთაებრივი ბუნებიდან გამომდინარე. როდესაც დიდი და მცირე ცოდნა ერთმანეთს შეუერთდება, დიდი ცოდნა გადაფარავს ყველაფერს. არსებობს ასეთი ცრუ სწავლებაც - თითქოს მაცხოვარმა რაღაცები იცოდა, როგორც ღმერთმა და არ იცოდა, როგორც კაცმა. მაცხოვარი იყო ერთი პიროვნება - ორბუნებოვანი, ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების მქონე, მაგრამ ცოდნით ერთმა პიროვნებამ იცოდა ყველაფერი - ანუ როგორც ღმერთმა, მან ყველაფერი იცოდა. "წარემატებოდა წინაშე კაცთა" - ეს ნიშნავს, რომ იესო ქრისტე ნელ-ნელა გაუმჟღავნებდა ადამიანებს თავის ცოდნის იმ ნაწილს, რისი დამტევნიც იყვნენ, და არა იმ ზომით, რაც მან იცოდა.

მაცხოვარი ფიზიკურად იზრდებოდა, მაგრამ რაც შეეხება გონებრივ განვითარებას, როგორც ვთქვით, ის სრულყოფილი იყო დედის მუცლიდანვე, თუმცა ზრდასრულ ასაკამდე თავის თავს არ გამოამჟღავნებდა. ყრმა მაცხოვარს რომ დაეწყო ქადაგება, მიუღებელი იქნებოდა ხალხისთვის. ამას თავი დავანებოთ, ეს იქნებოდა უდიდესი სასწაული. შეუძლებელი იქნებოდა ამ სასწაულს წინ აღდგომოდა ვინმე და ადამიანები არა სარწმუნოებით, არამედ იძულებითად მიიღებდნენ მაცხოვარს და მის სწავლებას, ქადაგებას. მაცხოვარი ადამიანებს უქადაგებდა ისე, რომ არა იძულებით, არამედ საკუთარი ნებით მიეღოთ, ერწმუნათ მისი. სარწმუნოება არის ის, როდესაც ადამიანს სჯერა, რისი დამტკიცებაც არ შეუძლია და როდესაც აქვს არჩევანი, ანუ თავისი თავისუფალი ნებით აკეთებს არჩევანს. როდესაც ფაქტის წინაშე დადგებით, ანუ იმდენად ცხადია უკვე ყველაფერი, რომ არჩევანი აღარ გჭირდება, ეს სარწმუნოება აღარ არის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat