ახალშობილი იესო ქრისტე იყო სრულყოფილი ღმერთი, სრულყოფილი კაცი და მეუფე არა მარტო მიწისა, არამედ ზეცისა და ქვესკნელისა
ახალშობილი იესო ქრისტე იყო სრულყოფილი ღმერთი, სრულყოფილი კაცი და მეუფე არა მარტო მიწისა, არამედ ზეცისა და ქვესკნელისა
ამჯერად მაცხოვრის შობის შემდგომ აღსრულებულ მოვლენებს შევეხებით - წინადაცვეთას, შობიდან მეორმოცე დღეს ტაძრად წარდგენას - მირქმას და მოგვთა თაყვანისცემას... გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

დაცემული ანგელოზის წინაშე დაფარული იესო ქრისტეს ქალწულისგან უბიწოდ შობა
- წინასწარმეტყველებით, მესია, მხსნელი უნდა შობილიყო ქალწულისაგან. ეს იქნებოდა ერთადერთი შემთხვევა სამყაროში - მაცხოვრის გარდა ქალწულისგან უბიწოდ არავინ იშვებოდა. როდესაც წინასწარმეტყველება აღესრულა, ეს საიდუმლოება, ღვთის განგებულებით, დაიფარა დაცემული ანგელოზისგან. მას იესო ეგონა ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც იშვა მარიამისა და იოსებისგან. ეს საიდუმლო რომ განცხადებულიყო ბოროტის წინაშე, ის მთელი თავისი ხელოვნებითა და ხელმწიფებით ეცდებოდა, როგორმე დაეღუპა მარიამი. ცხადია, დაცემული სული ამას ვერ მიაღწევდა, მაგრამ თუკი თავიდანვე ეცოდინებოდა, რომ წმინდა ქალწული ღვთის საფარველით იყო დაფარული, შეეცდებოდა, ხელი შეეშალა იესო ქრისტეს ჯვარცმისთვის, რათა არ მომხდარიყო ჯვარცმით კაცობრიობის გამოხსნა. დაცემული ანგელოზი სულ ეჭვობდა - იესო ხომ არ იყო ქალწულისგან შობილი, ვისგანაც უნდა მომხდარიყო კაცობრიობის გამოხსნა. როგორც მამები გვეუბნებიან, მაცხოვრის გეთსიმანიის ბაღში ლოცვის სიტყვებით, - მამაო, ამაცილე ეს სასმისი, თუ შესაძლებელ არს, მაგრამ არა როგორც მე, არამედ როგორც შენ გნებავსო, საბოლოოდ მოტყუვდა ეშმაკი და ხელი აღარ შეუშლია მაცხოვრის ჯვარცმისათვის, ანუ კაცობრიობის გამოხსნისათვის. დაცემულ ანგელოზს ხომ უნდოდა, არ მომხდარიყო კაცობრიობის გამოხსნა; როდესაც მაცხოვარი მოწაფეებს თავისი ჯვარცმის შესახებ ესაუბრებოდა, პეტრემ მიმართა - ნუ იქნება ასე, უფალოო, უფალი კი მიუგებს: განვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანავ... ანუ სატანის აზრს უწოდებს უფალი პეტრეს ნათქვამს, იმას,ლ რომ ჯვარცმა არ მომხდარიყო...

როდესაც ჯვარს აცვეს მაცხოვარი და ჯოჯოხეთში შთავიდა, მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდა დაცემული ანგელოზი, რომ წინასწარმეტყველება - ქალწულისგან შობილის მიერ მოხდებოდა კაცობრიობის გამოხსნა, - აღესრულა.

წინადაცვეთა უფლისა
- ძველი აღთქმის პერიოდში, მოსეს სჯულის თანახმად, შობიდან მერვე დღეს აღესრულებოდა ყრმის წინადაცვეთის წესი, რომლის დროსაც ხდებოდა ხორციელი ნაწილის მოცილება. წინადაცვეთიდან, რომელიც წარმოადგენდა სასჯელს წინაპართა მიერ ჩადენილი ცოდვისთვის, ყრმას სხეულზე რჩებოდა ჭრილობა. წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ხორციელად შობიდან მერვე დღეს წინადაცვეთის წესი მაცხოვარზეც აღესრულა. რატომ ინება უფალმა, რომ ვითარცა ცოდვილს, წინადაცვეთის ტკივილები დაეთმინა? რას მოასწავებდა ძველაღთქმისეული წინადაცვეთა?

- წინადაცვეთისა თუ სჯულის მიერ დადგენილი წესების საკუთარ თავზე აღსრულებით უფალმა გვასწავლა სჯულისადმი მორჩილება, ასევე გვიჩვენა უმაღლესი თავმდაბლობა. უფალი განკაცნა, ხორციელად მოვიდა და თვითონვე აღასრულა სჯული, რომელიც მისი მიცემული იყო კაცობრიობისადმი. თავისი თავი სჯულს გარეთ არ დაუყენებია, ჩადგა სჯულში - თავად აღასრულა სჯულში ყველაფერი და შემდეგ გამოიხსნა კაცობრიობა და გააუქმა ძველი აღთქმის სჯული, რომელიც საჭირო აღარ იყო. თვითონ ძველი აღთქმის სჯული არ იყო მაცხოვნებელი, ის ადამიანებს ასწავლიდა, როგორ შეხვედროდნენ მაცხოვნებელს, ძველი აღთქმის სჯულის წესები ღვთის მიერ დადგენილი იყო იმისათვის, რომ ადამიანებს კავშირი არ გაეწყვიტათ ჭეშმარიტ ღმერთთან და მისულიყვნენ მაცხოვნებელი ახალი აღთქმის სჯულამდე, მიეღოთ მხსნელი და მის მიერ მიცემული ახალი მაცხოვნებელი სჯული.

წინადაცვეთა, ერთი მხრივ, იყო კაცობრიობის ცოდვებისგან გათავისუფლების წინასახე. წინადაცვეთისას ხდებოდა ხორციელი ნაწილის მოცილება. ეს მიანიშნებდა, რომ ადამიანი უნდა წინადაიცვითოს ცოდვისაგან, მოიცილოს ცოდვა - ის, რაც ზედმეტია. მეორე მხრივ, წინადაცვეთა იყო ნათლისღების წინასახე.

მაცხოვარს სახელი - იესო სწორედ წინადაცვეთისას ეწოდა. "იესო" ნიშნავს მხსნელს.

უფლის ტაძრად მიყვანება - მიგებება, მირქმა
- მოსეს სჯულის თანახმად, ყველა პირმშო, როგორც ღვთის საკუთრება, შობიდან მეორმოცე დღეს უნდა მიეყვანათ ტაძარში ღვთის წინაშე წარსადგენად და შეეწირათ გამოსასყიდი მსხვერპლი. ამას ყრმის ტაძრად მიყვანება ეწოდებოდა. ღვთისაგან გამოსყიდვა ხდებოდა ტაძარში შესაწირი ცხოველის ან ფრინველის მიყვანით. თითოეული ოჯახი გამოსასყიდ მსხვერპლს იმის მიხედვით სწირავდა, რისი შესაძლებლობაც ჰქონდა. მინიმალური შესაწირი იყო მტრედის ორი ხუნდი.

ტაძრად მიყვანების წესი მაცხოვარმაც აღასრულა საკუთარ თავზე. ყოვლადწმინდა ქალწულმა და მართალმა იოსებმა ყრმა მაცხოვარი შობიდან მეორმოცე დღეს იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და შესწირეს მტრედის ორი ხუნდი, რადგან ხელმოკლეობის გამო უფრო დიდი შესაწირის გაღების საშუალება არ ჰქონდათ.

შობიდან მეორმოცე დღეს ყრმის ტაძრად მიყვანებისა და ღვთის წინაშე წარდგენის წესი ახალ აღთქმაშიც აღესრულება. ყველა ადამიანი ღვთის შვილია, რომელთაც უფალი ხორციელ მშობლებს ანდობს აღსაზრდელად. თავად განკაცებულ უფალსაც ზრდიდნენ ყოვლადწმინდა ქალწული და მართალი იოსები. სწორედ ამის ნიშნად ხდება ყრმის ტაძრად წარდგინება და იკითხება ტაძრად მიყვანების ლოცვა.

სვიმონ ღვთისმიმრქმელის მიგებება
- მაცხოვარს ტაძარში მიეგება მართალი სვიმონი, რომელიც სულიწმინდის შთაგონებით სწორედ იმ დროს მივიდა იერუსალიმის ტაძარში, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და მართალმა იოსება ყრმა იესო მიიყვანეს. სვიმონი ამ დროისათვის 400 წელს იყო მიტანებული. როგორც ვიცით, მართალი სვიმონი ერთ-ერთი გახლდათ 72 სწავლულ ებრაელს შორის, რომლებმაც ეგვიპტის მეფის - პტოლემეოს ფილადელფოსის თხოვნით, წმინდა წერილის წიგნები ებრაულიდან ბერძნულად თარგმნეს. თარგმნისას, როდესაც მართალი სვიმონი მიადგა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებს: "აჰა, ქალწულმან მუცლად იღოს...", იფიქრა, რომ სიტყვა "ქალწული" შეცდომით ეწერა და გადაწყვიტა, თარგმნისას ეს სიტყვა "ახალგაზრდა ქალით" შეეცვალა, მაგრამ ღვთისგან მოვლინებულმა ანგელოზმა შეაჩერა. მისგან ასევე ეუწყა, რომ არ აღესრულებოდა მანამ, სანამ საკუთარი თვალით არ იხილავდა ქალწულისგან შობილს. მართალი სვიმონი სასოებით მოელოდა აღთქმული მესიის ხილვას.

ანგელოზისგან უწყებული დაახლოებით სამი საუკუნის შემდეგ აღესრულა. როდესაც წმინდა ქალწულმა და მართალმა იოსებმა ყრმა იესო ტაძარში მიიყვნეს, სვიმონმა მასში განკაცებული მესია შეიცნო, ხელში აიყვანა - "მიირქვა მკლავთა თვისთა" ყრმა მაცხოვარი (ამიტომაც იწოდება მართალი სვიმონი ღვთისმიმრქმელად) და წინასწარმეტყველური სიტყვები წარმოთქვა: "აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი, ნათელი გამობრწყინებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა".

უფლის მირქმისას მართალმა სვიმონმა აკურთხა მართალი იოსები და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი: "აჰა, ესერა ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაელთა შორის და სასწაულად სიტყვისსაგებელად და თვით შენსა სულსა განვიდეს მახვილი, რაითა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი" - ე.ი. შენმა ძემ ამქვეყნად ხსნა მოიტანა, მაგრამ ყველა როდი ისარგებლებს ამით, ეს დაცემიდან აღმადგინებელი იქნება თავის მიმდევართა და მორწმუნეთათვის, მაგრამ დანსათქმელი ქვა - მათთვის, ვინც მას არ ირწმუნებს და განაგდებს. მართალმა სვიმონმა სულიწმინდის შთაგონებით ასევე განჭვრიტა მაცხოვრის ჯვარზე ვნება, მისი დედის ცრემლი და მწუხარება, რომელიც მომსწრე იქნებოდა ქრისტეს სატანჯველისა. სწორედ ამის შესახებ მიანიშნებდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ წარმოთქმული სიტყვები - თვით სულსა შენსა განვიდეს მახვილი...

მართალ სვიმონთან ერთად უფლის მიგებების ღირსი გახდა ანა წინასწარმეტყველიც, რომელიც იმ დროს 84 წლის იყო. ანა იყო ასული ფანოელისი, ასერისის ტომიდან. ის ახალგაზდა დაქვრივდა და მას შემდეგ ტაძარს არ განშორებია. ანაც აუწყებდა ხალხს ყრმა მაცხოვრის შესახებ - ის გამოიხსნის ისრაელს და საერთოდ მთელ კაცობრიობას ცოდვათაგანო. ე.ი. იმ დროისათვის ებრალთათვის ცნობილმა ორმა ადამიანმა - მართალმა სვიმონმა და მართალმა ანამ - დაადასტურა, რომ ყრმა იესო იყო მესია.

არსებობს გადმოცემა, რომ მაცხოვრის ჯვარცმის პერიოდისთვის სინედრიონის ერთ-ერთმა წევრმა, გამალიელმა ირწმუნა მაცხოვარი და მონაწილეობა არ მიუღია მის განსჯაში, შემდგომშიც ყოველთვის ცდილობდა მოციქულებს დახმარებოდა. თვითონაც ქრისტეს ერთ-ერთი რჩეული მოწაფე შეიქნა. გამალიელი იყო სვიმონ ღვთისმიმრქმელის აღზრდილი, რომელმაც შემდგომ აღზარდა პავლე მოციქული. პავლე მოციქულის სწავლება იყო ქრისტეს სწავლება, მაგრამ საფუძველი მიღებული ჰქონდა მართალი სვიმონისგან. მაცხოვრის მოსვლის დროისთვის ისრაელის ერში, რჩეულ ელიტაში - სინედრიონში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ჭეშმარიტი მსახურება. ამის შემდეგ ჰეროდემ თოთხმეტი ათას ყრმასთან ერთად მთელი სინედრიონი ამოხოცა. გადმოცემით, მათ შორის იყო სვიმონ ღვთისმიმრქმელიც.

- რატომ უნდა მიგებებოდა მართალი სვიმონი მაცხოვარს, რატომ არ უნდა აღსრულებულიყო, ვიდრე ქალწულისგან შობილ მესიას, მხსნელს არ იხილავდა?

- ეს საჭირო იყო თავად სვიმონისთვის, რათა მისი შეეჭვება - როგორ შეიძლებოდა ქალწულისგან შობა, საბოლოოდ განქარვებულიყო. მეორე მხრივ, საჭირო იყო იუდეველებისთვის, რომლებმაც მშვენივრად უწყოდნენ მართალი სვიმონის გამოცხადების შესახებ. მართალი სვიმონი ელოდებოდა მესიის მოსვლას, რათა აღსრულებულიყო. ამით ისრაელიანებს კიდევ ერთი საფუძველი უნდა გასჩენოდათ, რათა ერწმუნათ ქრისტე, მასში განკაცებული მხსნელი შეეცნოთ და მიეღოთ.

მოგვთა თაყვანისცემა
- მაცხოვრის შობის შესახებ აღმოსავლელ მოგვებსაც ეხარათ - აღმოსავლეთში აღმობრწყინებული უჩვეულოდ კაშკაშა ვარსკვლავის გამოჩინებით. სწორედ ეს ვარსკვლავი გაუძღვათ წინ და მიიყვანა ღვთაებრივ ყრმასთან...

- ზოგჯერ თვლიან, რომ მოგვები მაცხოვრის შობის ღამესვე მივიდნენ ყრმა მაცხოვრის თაყვანსაცემად, თუმცა ასე არ ყოფილა. ყრმა იესოს იერუსალიმის ტაძარში მიყვანების შემდეგ, გადმოცემისამებრ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მართალი იოსები ქალაქ ნაზარეთში, მართალი იოსების სახლში დაბრუნდნენ. ასევე, არსებობს გადმოცემა, რომ წმინდა ოჯახი დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ კვლავ იერუსალიმში გაემართა პასექის დღესასწაულზე. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს უნდა მისულიყვნენ მოგვები ყრმა იესოს თაყვანსაცემად. და მას შესწირეს დიდძალი ძღვენი - ოქრო, გუნდრუკი და მური. მოგვები გამოქვაბულში მაცხოვრის შობის ჟამს რომ არ გამოჩენილან, იქიდანაც ჩანს, რომ ყრმა იესოს ტაძრად მიყვანების დროს ღვთისმშობელმა და მართალმა იოსებმა შესწირეს ღარიბთათვის დადგენილი შესაწირი, მათ ერთი კრავის შეძენის საშუალებაც არ ჰქონდათ. გადმოცემით ისიც ვიცით, რომ მოგვებმა დიდძალი ოქრო მიართვეს მაცხოვარს (წმინდა ოჯახი ეგვიპტეში ყოფნის დროს სწორედ ამ ოქროთი ირჩენდა თავს. მისი მცირე ნაწილი ათონის მთის ერთ-ერთ მონასტერში დღემდეა შემორჩენილი - ოქროს ფირფიტები აღმოსავლური წარწერით). მოგვები მაცხოვართან აღმოსავლეთში აღმობრწყინებულმა უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა, ეს ვარსკვლავი დაახლოებით ორი წლით ადრე გამოჩნდა (ამით ეუწყათ, რომ იშვა იუდეველთა მეფე). როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ეს იყო არა ჩვეულებრივი ვარსკვლავი, არამედ ვარსკვლავის სახით გამოცხადებული მანათობელი სხეული ზეცაში - უფლის ანგელოზი. როგორც ვიცით, ეს ვარსკვლავი არ მოძრაობდა წესისამებრ - აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, არამედ ჩრდილოეთიდან, სადაც სპარსეთია, სამხრეთისაკენ - სადაც იერუსალიმია... წარმოვიდგინოთ მოგვების მდგომარეობაც: ვარსკვლავის გამოჩენის შემდეგ მისი შესწავლა დაიწყეს. საკმაო დრო დასჭირდებოდათ იმ აზრამდე მისასვლელად, რომ ვარსკვლავის მიმართულებას გაჰყოლოდნენ. როდესაც მიხვდნენ, რომ ის არავითარ ასტრონომიულ კანონს არ ემორჩილებოდა, დაიწყეს ფიქრი, თუ რა მოხდა და სწორედ მაშინ გაახსენდათ დანიელის წინასწარმეტყველება - რომ მესია, მხსნელი უნდა მოსულიყო და გადაწყვიტეს, ვარსკვლავს გაჰყოლოდნენ. როდესაც ბაბილონის ტყვეობის პერიოდში დანიელ წინასწარმეტყველი მოგვთა მეთაურად იყო დადგენილი, სწორედ მაშინ დათესა მან სპარსეთში ჭეშმარიტი სწავლების მარცვლები. მოგვებმაც და სპარსელებმაც იცოდნენ, რომ უნდა მოსულიყო მხსნელი. მაგრამ ისინი ელოდნენ უფრო მიწიერ მხსნელს - თუკი ისრაელიანთა უმეტესი ნაწილიც ასე ფიქრობდა, მათთვის მიუწვდომელი იყო იმის ხედვა, რომ მხსნელი არა მიწიერი, არამედ სულიერი მეფე იქნებოდა, მით უმეტეს, მიუწვდომელი იქნებოდა ეს მოგვებისთვის, რომელთა აზროვნებაც გაცილებით მიწიერი იყო, ვიდრე ისრაელიანთა. ამიტომაც ისინი პირველად იერუსალიმში, ჰეროდესთან მივიდნენ, რადგან სწორედ საიმპერატორო სასახლეში მოელოდნენ იუდეველთა მეფის ხილვას.

მოგვებმა ჰეროდეს ჰკითხეს: "სად არის, იუდეველთა მეფე რომ იშვა? ვინაიდან მისი ვარსკვლავი ვიხილეთ აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას". ჰეროდე შეცბა. ვიცით, რომ მას უკანონოდ ეპყრა ტახტი, რომელიც ძალადობითა და სიცრუით გამოსძალა ებრაელ ხალხს. მეუფის შობის ამბავმა შეაშფოთა. იფიქრა, ტახტის კანონიერი მემკვიდრე დაიბადა და ჩემი შთამომავლები იერუსალიმის მეფის ტახტს დაკარგავენო. მოგვებისთვის ამის შესახებ არაფერი უთქვამს, მათგან ვარსკვლავის გამოჩენის დრო გამოიკვლია, თან სთხოვა, ყრმის ხილვის შემდეგ კვლავ იერუსალიმში გაევლოთ და მისი ადგილსამყოფელი ეუწყებინათ - მეც მინდა თაყვანი ვცეო. სინამდვილეში კი მისი მოკვლა განიზრახა...

მოგვები ვარსკვლავმა ზუსტად იმ ადგილას მიიყვანა, სადაც მაცხოვარი იმყოფებოდა და დაადგა ვარსკვლავი ადგილსა, სადაცა იყო ყრმა იგი და შევიდნენ მოგვები სახლში. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მათ უშუალოდ შობის ჟამს არ უციათ თაყვანი განკაცებული უფლისთვის. როდესაც მოგვებმა იხილეს მაცხოვარი, ნელ-ნელა გაუჩნდათ აზრი, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი კაცი. მასში შეიცნეს კაცობრიობის მხსნელი. თაყვანი სცეს მაცხოვარს, მიართვეს ძღვენი და უკან გამობრუნდნენ და უკვე არა ვარსკვლავი, არამედ ანგელოზი გამოეცხადათ, რომელმაც აუწყათ - არ მოსულიყვნენ იერუსალიმში ჰეროდესთან, თავიანთ ქვეყანაში სხვა გზით დაბრუნებულიყვნენ. აქ ჩანს, თუ როგორ აღამაღლა უფალმა მოგვების გონება - დაიწყო იმით მოწოდება, რაც მათთვის ჩვეულებრივი და მისაწვდომი იყო - ასტრონომიული კანონებით - და აიყვანა ღვთის შემეცნებამდე. მხოლოდ ამის შემდეგ ეცხადება მათ ანგელოზი, რადგან უფლის ხილვის შემდეგ მოგვების გონება მიწიერ მეცნიერებაზე ამაღლდა და მათთვის ანგელოზის გამოცხადებაც მისაღები გახდა. მათ რომ თავიდანვე ანგელოზი გამოსცხადებოდათ, შესაძლოა ეს მოჩვენებადაც კი მიეღოთ და არ მიექციათ ყურადღება, რადგან მათ უფრო მეცნიერული გონება ჰქონდათ და სიზმრისეულ ჩვენებას არ ირწმუნებდნენ. სწორედ ამგვარად იქცევა უფალი თითოეული ადამიანის მიმართ - ყველას იმ გზითა და საშუალებებით მოუწოდებს, რომელიც ყველაზე ადვილად მისაღებია მისთვის, მთავარია, ადამიანმა ისურვოს უფალთან მისვლა. რაოდენ მაღლა იდგა მწყემსების სარწმუნოება მოგვების რწმენასთან შედარებით - მათ პირდაპირ ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა - იშვა, მიდით, ნახეთო... მწყემსებისთვის ეს საკმარისი და სარწმუნო აღმოჩნდა და მაშინვე აღასრულეს.

მოგვების ძღვენი
- მოგვებმა ახალშობილ მაცხოვარს მიართვეს ძღვენი - ოქრო, მური (იმ დროს მიცვალებულს მურში გაჟღენთილ სახვევში ახვევდნენ და ისე კრძალავდნენ) და გუნდრუკი - საკმეველი, რომელიც მსახურების დროს გამოიყენებოდა. რატომ შეარჩიეს მოგვებმა სწორედ ძღვნის ეს სახეობები?

- მოგვები ჩვეულებრივი ადამიანები კი არა, მეცნიერი-მისტიკოსები იყვნენ. მათი ყველა ქმედება განსაზღვრული იყო. მათ წინდაწინ იფიქრეს და სულიწმინდის მადლითაც ეუწყათ, რა უნდა მიერთმიათ ახალშობილი მაცხოვრისთვის. ოქრო მიართვეს როგორც მეფეს, მური - როგორც ადამიანს, სრულყოფილ კაცს და გუნდრუკი - როგორც ღმერთს. მათ შესაწირში წინასწარმეტყველურად იყო გამოხატული, რომ ახალშობილი იესო ქრისტე იყო სრულყოფილი ღმერთი, სრულყოფილი კაცი და მეუფე არა მარტო მიწისა, არამედ ზეცისა და ქვესკნელისა. ე.ი. მათი შესაწირი იყო სიბრძნისეული, ღვთისმეტყველური და გვაუწყებდა, თუ ვინ იყო იესო ქრისტე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat