ყველაზე ღირსეული, ყველაზე ზეაღმატებული ჭურჭელი
ყველაზე ღირსეული, ყველაზე ზეაღმატებული ჭურჭელი
განვაგვრძობთ თხრობას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ. ამჯერად ყოვლადწმინდა ქალწულის ხარებამდე განვლილ გზას გავიხსენებთ... გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).

ტაძრად მიყვანება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა
- სამ წლამდე წმინდა ქალწული მშობლებთან იზრდებოდა. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ როდესაც ყრმა მარიამი ექვსი თვის გახდა, დედამ მიწაზე დასვა. დაინტერესდა, შეძლებდა თუ ვერა ფეხზე დგომას. მარიამმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და კვლავ დედასთან დაბრუნდა. მართალმა ანამ შვილი ხელში აიყვანა და წარმოთქვა: "ცხოველ არს ღმერთი ჩემი, შენ მიწას ფეხს არ დააკარებ მანამ, სანამ უფლის ტაძარში არ მიხვალ". ამის შემდეგ ანამ თავის საძინებელ ადგილას განსაკუთრებული სამყოფელი მოაწყო, სადაც არანაირი უწმინდურობა არ დაიშვებოდა. შეკრიბა უზაკველი ცხოვრების მქონე ებრაელი ასულები, რათა მათ ეზრუნათ ღვთივრჩეულ ყრმაზე.

როდესაც მარიამს ერთი წელი შეუსრულდა, იოაკიმემ მღვდელმსახურნი, მწიგნობრები და მეგობრები მოიწვია სადღესასწაულო ნადიმზე. მოწვეულთ სთხოვა, ყრმა მარიამი დაელოცათ: "ღმერთო მამათა ჩვენთაო, აკურთხე ყრმა ესე და განადიდე სახელი მისი ყოველთა ტომთა ზედა" - ამ სიტყვებით აკურთხეს წმინდა მარიამი, ღვთისმსახურებმა კი წარმოთქვეს: "ამინ, იქმნას ესრეთ..."

როდესაც ყრმა მარიამი სამი წლის შესრულდა, იოაკიმემ და ანამ ღვთის წინაშე დადებული აღთქმისამებრ ქალწული იერუსალიმის ტაძარში წასაყვანად განამზადეს. მოიწვიეს ახლობლები და ნათესავები, ყრმა საუკეთესო შესამოსლით შემოსეს და გალობითა და ანთებული სანთლებით ხელში იერუსალიმისკენ გაემართნენ, რომელიც ნაზარეთიდან სამი დღის სავალზე იყო. ტაძრიდან მარიამის შესახვედრად ღვთისმსახურები გამოვიდნენ, მათ მღვდელმთავარი ზაქარია უძღოდათ წინ. ტაძარში შესასვლელად 15-საფეხურიანი კიბის ავლა იყო საჭირო (რიცხვი თხუთმეტი მიუთითებდა ებრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლის თარიღს - ნისანის (მარტის) თხუთმეტს. თითოეული საფეხურის ავლისას ღვთისმსახურნი და ლევიტელნი ფსალმუნებს გალობდნენ. მშობლებმა მარიამი პირველ საფეხურზე დააყენეს, ყრმამ ყველას დაუხმარებლად აირბინა კიბე. ტაძრის შესასვლელთან ყრმა ქალწულს ღვთისმსახურებით გარშემორტყმული მღვდელმთავარი ზაქარია მიეგება. სულიწმინდის შთაგონებით, მღვდელმთავარმა წმინდა ქალწული არ შეაყოვნა კიბეზე, სადაც ჩვეულებისამებრ მლოცველები დგებოდნენ, არამედ ტაძრის წმინდათა წმინდაში შეიყვანა. აქ შესვლის უფლება არ ჰქონდათ არა მარტო დედაკაცებს, ღვთისმსახურებსაც კი. თვით მღვდელმთავარი წელიწადში მხოლოდ ერთხელ შედიოდა, ხანგრძლივი მარხვისა და ლოცვის შემდეგ, რათა ისრაელიანთა ცოდვები სამსხვერპლო ცხოველის სისხლის პკურებით განეწმინდა. როგორც ვთქვით, მღვდელმთავარმა ზაქარიამ წმინდა ყრმა წმინდათა წმინდაში ღვთის შთაგონებით შეიყვანა. ღვთისმშობელი შევიდა წმინდათა წმინდაში. ისევე, როგორც აღთქმის კიდობანი, რომელიც კაცობრიობის მხსნელის - ქრისტეს დედის წინასახეს წარმოადგენდა. მოსეს დროს აგებული მოძრავი კარვის წმინდათა წმინდაში შეტანილ იქნა სჯულის კიდობანი აღთქმის ფიცრებით, აარონის კვერთხი და ტაკუკი (მომცრო ზომის ოქროს ჭურჭელი) მანანით (ზეციური პურით). ყრმა მარიამის წმინდათა წმინდაში შესვლისას ებრაელთა ეს უძვირფასესი სიწმინდენი იქ აღარ იყო, რადგან ისრაელიანებმა თავიანთი ცოდვების გამო დაკარგეს, მაგრამ ყოვლადწმინდა მარიამის შესვლით ყველაფერი შეივსო, რადგან როგორც ღვთისმეტყველნი განმარტავენ, ღვთისმშობელი ის ტაკუკია, რომელმაც ზეციური პური დაიტია. იგი აარონის კვერთხია, რომელიც უსხმელი ტოტისგან, უნაყოფო მშობლებისგან აღმოცენდა (ძველ აღთქმაში ცნობილია აარონის კვერთხის აყვავება). ამასთან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სჯულის კიდობანიცაა, როგორც დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: "აღდეგ, უფალო, განსასუენებლად შენდა, შენ და კიდობანი სიწმინდისა შენისა".

მღვდელმთავარმა ზაქარიამ ღვთის შთაგონებით ყრმა მარიამს წმინდათა წმინდაში სალოცავად ადგილი მიუჩინა, მაშინ როდესაც სხვა ქალწულებს, რომლებსაც სიყრმიდანვე სალოცავად მიიყვანდნენ ხოლმე იერუსალიმის ტაძარში, ტაძართან მიახლოებაც კი ეკრძალებოდათ, მათ არ აკარებდნენ ეკლესიასა და საკურთხეველს შორის მდებარე ადგილს.

მარიამის ხანდაზმულმა მშობლებმა უფალს სამადლობელი მსხვერპლი შესწირეს და შინ დაბრუნდნენ. მათ არ განუცდიათ მწუხარება საყვარელ ასულთან გამოთხოვების გამო, რადგან უწყოდნენ, რომ შვილი უფალს მიუძღვნეს. სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე აქებდნენ და ადიდებდნენ ღმერთს მათზე მიმადლებული უდიდესი წყალობის გამო.

- რატომ იქცა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება სადღესასწაულო მოვლენად?

- როგორც ვთქვით, ღვთისმშობლის შობით დაედო დასაბამი კაცობრიობის გადარჩენას, გამოხსნას, რამეთუ მისგან იშვა მაცხოვარი, მხსნელი კაცობრიობისა. წმინდა მარიამის ტაძრად მიყვანებით ეს მოვლენა კიდევ უფრო განმტკიცდა. სამი წელი მშობლებთან, სახლში იზრდებოდა, შემდეგ მიდის ტაძარში და იწყებს უკვე ტაძარში ცხოვრებას. კიდევ უფრო უახლოვდება უფალს. ის სამი წელიწადი, რომელიც წმინდა ყრმამ შინ, მშობლებთან გაატარა, იყო მზადება თორმეტწლიანი პერიოდისთვის, რომელიც შემდგომ იერუსალიმის ტაძარში გაატარა. იერუსალიმის ტაძარში გატარებული 12-წლიანი პერიოდი კი უკვე იყო მომზადება ხარებისა და მაცხოვრის შობისთვის - რათა ყოვლადწმინდა ქალწულს მიეღო მთავარანგელოზ გაბრიელის ხარება და მის წიაღში კაცობრიობის მხსნელი, განკაცებული უფალი ჩასახულიყო; იმ თერთმეტი წლის მანძილზე, რაც ყოვლადწმინდა მარიამი იერუსალიმის ტაძარში ცხოვრობდა, თავისი აზრებით მაქსიმალურად დაუახლოვდა უფალს. მისი ნებელობა მაქსიმალურად უახლოვდება ღვთის ნებელობას ამ დროს.

- ცხადია, იმ დროს, როდესაც ეს მოვლენა აღესრულა, ყოვლადწმინდა ქალწულმა არაფერი უწყოდა იმ უდიდესი მისიისა და ღვთის უდიდესი საიდუმლოს შესახებ, რისთვისაც ამზადებდა უფალი და რომლის განხორციელებისთვისაც უნდა ემსახურა...

- თუკი მაცხოვარმა ყრმობისას თუ სრულწლოვან ასაკში სრულყოფილად უწყოდა ყველაფერი თავისი ღვთაებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ყოვლადწმინდა მარიამი იყო ჩვეულებრივი ადამიანი. მან წლების მატებასთან ერთად შეიძინა ყოველგვარი სულიერი ცოდნა. ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო განიბრძნობოდა. მაცხოვარი კი კაცთათვის იყო ყრმა, თორემ, როგორც ვთქვით, თავისი ღვთაებრივი ბუნებიდან გამომდინარე თავიდანვე უწყოდა ყველაფერი. უბრალოდ, წლების მატებასთან ერთად უფრო და უფრო განუცხადებდა თავს ადამიანებს.

ყოვლადწმინდა ქალწულის ცხოვრება იერუსალიმის ტაძარში ყოფნის ჟამს
ყოვლადწმინდა ქალწულმა მარიამმა იერუსალიმის ტაძარში 12 წელიწადი დაჰყო. იმ დროს იერუსალიმის ტაძრის გალავნის გარშემო შესანიშნავი სამსართულიანი ნაგებობები ერთმანეთის შორიახლოს იყო განლაგებული. ერთ შენობაში ცხოვრობდნენ ქალწულები, რომელთაც თავი ღვთის სამსახურს შესწირეს და გარკვეულ დრომდე იქ უნდა ეცხოვრათ და ემსახურათ ღვთისთვის, მეორეში - უზაკველი ქვრივები, ცალკეულ სენაკებში კი ნაზარეველნი. მათ სიცოცხლე ერთ ღმერთს მიუძღვნეს და ახალი აღთქმის ეკლესიის ბერების მსგავსად მოღვაწეობდნენ. დანარჩენი სამყოფელები იმ მწირთა მოსასვენებლად იყო განკუთვნილი, რომლებიც იერუსალიმში ღვთის თაყვანსაცემად ჩამოდიოდნენ. სამი წლის მარიამი ქალწულთა სავანეში მოათავსეს. მღვდელმთავრის კურთხევით მასზე უფროსი ქალწულები მზრუნველობდნენ. ასწავლიდნენ წმინდა წერილის კითხვას და ხელსაქმეს. ტაძარში მხოლოდ სალოცავად შედიოდა.

წმინდა ქალწულის ტაძარში ყოფნა განსაკუთრებული სისპეტაკითა და სიწმინდით იყო გამორჩეული. დადგენილი წესისამებრ ალიონზე დგებოდა და როგორც გარდამოცემა გვაუწყებს, დღეში სამჯერ ლოცულობდა, დანარჩენი დროის განმავლობაში წმინდა წიგნების კითხვითა და ხელსაქმით იყო დაკავებული. წმინდა ქალწულს ხშირად ეცხადებოდნენ ანგელოზები, ზეციურ საკვებს აწვდიდნენ და ესაუბრებოდნენ... წმინდა ქალწულის მიმართ ღვთისმსახურნიც კი განსაკუთრებულ მოწიწებას გრძნობდნენ, გვერდით ისე არ გაუვლიდნენ, რომ მისგან ლოცვა-კურთხევა არ გამოეთხოვათ.

- რატომ უნდა აღზრდილიყო წმინდა მარიამი ტაძარში?

- სახარებაში არის ადგილი, სადაც მაცხოვარი ქადაგებს და ერთ-ერთი დედაკაცი მიმართავს: "ნეტარ არს, რომელმან გშვა შენ". მაცხოვარი კი მიუგებს: "არა, არამედ რომელმან დაიმარხნა და აღასრულა მცნებანი ჩემნი".

ზოგიერთი სექტის წევრები მაცხოვრის ამ სიტყვებიდან გამომდინარე ამტკიცებენ, თითქოსდა მაცხოვარი ამბობს - დედაჩემი კი არ არის ყველაზე აღმატებული, არამედ ის, ვინც ჩემს მცნებებს დაიმარხავს და აღასრულებსო. ამგვარი მსჯელობით თითქოსდა აკნინებენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის უზეშთაესობას. წმინდა იოანე ოქროპირი და სხვა მამებიც, განმარტავენ რა ამ ადგილს, ბრძანებენ: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იმიტომ შეიქნა ღირსი, მისგან შობილიყო კაცობრიობის მხსნელი, რომ ყველა ადამიანზე მეტად - ადამიდან მოყოლებული, ბოლო ადამიანამდე, რომელიც მეორედ მოსვლის ჟამს იშვება დედამიწაზე, მოისმინა, დაიმარხნა გულსა შინა და აღასრულა ღვთის მცნებები. ე.ი. ყველაზე ღირსეული, ყველაზე ზეაღმატებული ჭურჭელი იყო ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი და ამის გამო იშვა მისგან მაცხოვარი. ასეთი ადამიანისთვის, მის მშობლებს აღთქმაც რომ არ ჰქონოდათ დადებული ღვთის წინაშე, წარმოუდგენელი იქნებოდა სახლში ცხოვრება, რადგან მისი გონება განუყრელად იყო უფალთან, განუწყვეტლივ უფალზე ფიქრით იყო დაკავებული. მამათა გადმოცემით ვიცით, რომ წმინდა ქალწული არაერთგზის გახდა ღირსი ანგელოზთა გამოცხადებისა, თავად ანგელოზები აწვდიდნენ სულიერ საზრდოსაც კი.

- იერუსალიმის ტაძარში ყოფნის პერიოდში წმინდა მარიამმა ღვთის წინაშე ქალწულობის აღთქმა დადო, რაც ძველი აღთქმის პერიოდში იშვიათად ხდებოდა, ყველა დედაკაცი ვალდებული იყო ოჯახი შეექმნა. ამასთან, მოხდა მისი მართალ იოსებზე დაწინდვა. რატომ გახდა საჭირო ქალწულობის აღთქმის ქვეშ მყოფი მარიამის დაწინდვა? რატომ დებს წმინდა მარიამი ქალწულობის აღთქმას?

- ძველ სჯულში მინიშნებაც კი არსად იყო იმაზე, რომ ადამიანს შეეძლო ღვთის წინაშე ქალწულობის აღთქმა დაედო და ამ გზით შეეწირა თავი უფლისთვის, ემსახურა ღვთისთვის. მართალია იერუსალიმის ტაძარში არსებობდა ქალწულთა სავანე, იქ იყვნენ ქალწულებიც, მაგრამ ეს იყო დროებითი აღთქმები ქალწულობაზე, რომელიც გარკვეულ დრომდე უნდა დაეცვათ - 15 წლამდე იმყოფებოდნენ ტაძარში, ემსახურებოდნენ უფალს, შემდეგ კი ოჯახი უნდა შეექმნათ. ასევე უნდა მომხდარიყო ყოვლადწმინდა მარიამის შემთხვევაშიც. მაგრამ მარიამი აღთქმას დებს, რომ მარადის დაიცავს ქალწულობას, რადგან ყოვლაწმინდა ქალწული ზეაღმატებული იყო არამხოლოდ ძველი აღთქმის პერიოდში მცხოვრებ ადამიანებზე. ის სულით გრძნობდა ამას და განემზადებოდა სწორედ იმისთვის, რომ მისგან იშვებოდა კაცობრიობის მხსნელი. როდესაც ადამიანის გონება, გული და სული ამგვარ მდგომარეობაშია, მას უბრალოდ არ შეუძლია, წუთისოფლისთვის იცხოვროს და ოჯახი შექმნას...

ძველი სჯულის წესისამებრ, წმინდა მარიამი 15 წლამდე იერუსალიმის ტაძარში იზრდებოდა, ამის შემდეგ კი დადგა დრო, დაქორწინებულიყო. მღვდელმთავარმა ზაქარიამ იცოდა, რომ მას მარადის ქალწულობის აღთქმა ჰქონდა დადებული, ამასთან, აუცილებელი იყო აღსრულებულიყო სჯული. სჯულის თანახმად, მარიამი უნდა დაწინდულიყო თავისივე ტომის წარმომადგენელზე. ებრაელთა შორის ძირითადად ერთი ტომის წარმომადგენლები ქორწინდებოდნენ, ხდებოდა სხვადასხვა ტომის წარმომადგენელთა შორის ქორწინებაც, მაგრამ თუკი ქალი დედისერთა იყო, ის აუცილებლად თავისივე თანატომელს უნდა მისთხოვებოდა. როდესაც აღთქმული ქვეყნის ტერიტორია ისრაელიანთა თორმეტ ტომს შორის დანაწილდა, არ შეიძლებოდა ერთი ტომის მიწები მეორე ტომის მფლობელობაში გადასულიყო, ამიტომ ქორწინება უნდა მომხდარიყო ერთი ტომის წარმომადგენლებს შორის. ღვთის შთაგონებითა და ნებით, მღვდელმთავარმა ზაქარიამ მოიფიქრა ასეთი რამ: შეკრიბა დავითის შტოს (ანუ იმ ტომის, რომლიდანაც ყოვლადწმინდა ქალწული იყო) ყველა უხუცესი ებრაელი, ყველას გამოართვა კვერთხი, ტაძარში შევიდა და ლოცვა დაიწყო, რათა თვით უფალს გამოერჩია კაცი, რომელიც ქალწულზე დაწინდვის ღირსი იქნებოდა. კვერთხები მთელი ღამით დატოვეს ტაძარში. მეორე დღეს ეკლესიის მსახურებთან ერთად ტაძარში შესულ მღვდელმთავარს იოსების კვერთხი დახვდა განედლებული. წმინდა ქალწულზე დაწინდვა მართალ იოსებს ხვდა წილად, რომელიც ამ დროს 80 წლის იყო. მას პირველი ქორწინებიდან უკვე 6 შვილი ჰყავდა: იაკობი, იოსია, სიმეონი, იუდა, მარიამი და სალომეა (იაკობ და იოანე ზებედეს ძეთა დედა). მართალი იოსები ღვთის ნებას დაემორჩილა და წმინდა ქალწული მასზე დაიწინდა - მარიამი მას გადაეცა არა ქორწინებისთვის, არამედ მისი ქალწულობის დასაცავად, რათა მარადიული საიდუმლო ხალხის თვალთაგან დაფარული ყოფილიყო. მართალმა იოსებმა უწყოდა, რისთვის მიჰყავდა წმინდა ქალწული, რა ევალებდა - მზრუნველობა და მფარველობა გაეწია მისთვის, მის ოჯახში ეცხოვრა და კაცთათვის დაფარული ყოფილიყო, რომ ყოვლაწმინდა ქალწული უქორწინებლობის, ქალწულობის აღთქმას აღასრულებდა. ეს სწორედ ღვთის ნების აღსრულებისთვის გააკეთა და არა - ცოლის შერთვის მიზნით. ეს რომ სდომოდა, გაცილებით ადრე იქორწინებდა. გადმოცემაში არსებობს მინიშნება, რომ ქალწულ მარიამს ჰქონდა გამოცხადება, რომელშიც ეუწყა - არ შეშინებოდა იოსებთან გადასვლის, რომელიც ქმრის სახელით მისი ქალწულობის დამცველი იქნებოდა. ძველი აღთქმის პერიოდში არსებული წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ქალწულისგან იშვებოდა კაცობრიობის მხსნელი, იცოდა დაცემულმა ანგელოზმაც და მზად იყო შებრძოლებოდა და გაენადგურებინა განკაცებული მხსნელი. ღვთის განგებულებით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ყოვლადწმინდა მარიამის დაწინდვისა ისიც იყო, რომ ამ გზით ბოროტისგან დაფარული ყოფილიყო მაცხოვრის ჩასახვისა და განკაცების საიდუმლო.

- საინტერესოა, რატომ იქნა დავითის ტომის ყველა უხუცესთაგან გამორჩეული სწორედ მართალი იოსები?

- უფალმა უწყოდა მართალი იოსების გული, უწყოდა, თუ როგორი ღვთის მადიდებელი ადამიანი იყო იგი. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მთელ იუდას ტომში ანუ დავითის საგვარეულოში ყველაზე მართალი ადამიანი იყო იოსები, უფალმაც სწორედ ამის გამო გამოარჩია და დაავალა, მზრუნველობა და მფარველობა გაეწია ყოვლადწმინდა ქალწულისთვის.

დაწინდვიდან მცირე ხანში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ნაზარეთში, მართალი იოსების სახლში გადავიდა საცხოვრებლად, რომელიც გალილეის მხარეში, იერუსალიმის ჩრდილოეთით მდებარეობდა.

როგორც ვთქვით, იოსები სამეფო გვარის წარმომადგენელი, დავითის შთამომავალი იყო, მაგრამ წინაპართა მიწიერი დიდება და სიმდიდრე არ შემორჩენოდა. ის საკუთარი ხელით შრომობდა - ღარიბი ხურო იყო და საკუთარი შრომითა და ოფლით ცხოვრობდა, მაგრამ კეთილშობილებით, ღვთისმოსაობითა და ხასიათის სიმტკიცით გამოირჩეოდა. წმინდა ქალწული ხედავდა, რომ მართალი იოსების სახით ღმერთმა მისი ქალწულებრივი ცხოვრების საუკეთესო მცველი და მფარველი მისცა...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat