ახალი მცნება უფლისა იესო ქრისტესი
ახალი მცნება უფლისა იესო ქრისტესი
30 წლის 6 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, საიდუმლო სერობის საღამოს, იერუსალიმში, სიონის მთაზე მდგარი ერთ-ერთი სახლის ვრცელსა და გაწყობილ დარბაზში მაცხოვარმა თავის მოწაფეებს განუცხადა: "ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის" (იოან. 13:34-35).

ამ მოვლენას რამდენიმე თვით უსწრებდა ერთ-ერთი საგულისხმო ეპიზოდი იესო ქრისტეს ცხოვრებიდან...

1. ეპიზოდის შინაარსი და ადგილი ახალ აღთქმაში
ეს ამბავი მოხდა მაშინ, როდესაც მაცხოვარი ტაძარში ასწავლიდა. იესო ქრისტეს გარშემო ბევრ ხალხს მოეყარა თავი. მწიგნობრებსა და ფარისევლებს მრუშობაში დადანაშაულებული ქალი შეეპყროთ და იმას ფიქრობდნენ, როგორ გამოეყენებინათ მოსეს კანონმდებლობის მიხედვით ეს სასიკვდილოდ განწირული ადამიანი იესო ქრისტეს დასადანაშაულებლად. მათ მიიჩნიეს, რომ გამოინახა შემთხვევა, როდესაც შესაძლებელი იყო, მარჯვე კითხვით მაცხოვარი ხალხთან ან, უკიდურეს შემთხვევაში, კეისრის მთავრობის წარმომადგენლებთან დაეპირისპირებინათ. მწიგნობრებმა და ფარისევლებმა იცოდნენ, თუ იესო ქრისტე მოსეს კანონს მიემხრობოდა და ქალის ჩაქოლვაზე მღვდელმთავრებს დათანხმდებოდა, სამოქალაქო მთავრობას შეეწინააღმდეგებოდა, ხოლო თუ ურჩევდა, დედაკაცი არ დაესაჯათ, მოსეს კანონს დაარღვევდა. უფალმა არც ერთი გამოსავალი არ აირჩია; მან ბრალმდებლები აიძულა, საკუთარ შეკითხვაზე პასუხი თავად მოენახათ და გადაწყვეტილება არა სიტყვებით, არამედ მოქმედებით გამოეხატათ. ყველას, ვისაც სასჯელის აღსრულება სწადდა და დედაკაცის ჩასაქოლად ქვა ჰქონდა მომზადებული, იესო ქრისტემ მოუწოდა, პირველი ქვა იმას ესროლა, ვინც თავის თავს უცოდველად მიიჩნევდა. ამგვარად, მაცხოვარმა დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა ბრალმდებლების სინდისს მიანდო და ამით მწიგნობრებისა და ფარისევლების სამართლებრივ-სოფისტურ მიზნებს ზნეობრივი შინაარსი დაუპირისპირა. საკითხის ასეთი შემობრუნების შედეგად ყველა იუდეველმა, დიდმა და პატარამ, სასჯელის აღსრულებაზე უარი განაცხადა, ამ ისტორიამ კი კაცობრიობისთვის დიდაქტიკური შინაარსი შეიძინა.

როდესაც მწიგნობრები და ფარისევლები იესო ქრისტესგან პასუხს ელოდნენ, ის რაღაცას წერდა "თითითა ქუეყანასა" ზედა, არავინ იცის რას, მაგრამ ცხადია, რომ მისი ეს ქმედება და სიტყვები: "ვინ უცოდველ არს თქუენგანი, პირველად მან დაუტევენ ქვაი მაგას ზედა", - საკმარისი აღმოჩნდა, რათა ყოველ ადამიანს საკუთარი ცოდვიანობა შეეგრძნო, სინდისის ქენჯნა დაუფლებოდა და შემთხვევის ადგილს გაშორებოდა.

მომხდარის შემდეგ ცოდვილი დედაკაცი მხოლოდ უფალის წინაშე დარჩა.

ამ ეპიზოდს ასე გადმოსცემს წმინდა იოანე თავის სახარებაში:

"და განთიად (იესო) კუალად მოვიდა ტაძრად. და ყოველი ერი მოვიდოდა მისა მიმართ, და დაჯდა და ასწავებდა მათ. ხოლო მწიგნობართა მათ და ფარისეველთა მოიყვანეს მისა დედაკაცი, რომელი ცხადად ერსა ზედა დაეპყრა მრუშებასა, და დაედგინეს იგი შორის და ჰრქუეს მას: მოძღუარ, ესე დედაკაცი ცხადად მრუშებასა დაეპყრა. და მოსე ამცნო სჯულსა შინა ჩუენსა ესევითართა ქვისა დაკრებაი. შენ უკუე რასა იტყვი? ხოლო ესე თქუეს და გამოსცდიდეს მას, რაითა აქუნდეს შესმენად მისა, ხოლო იესო ქუეყანად დადრკა და თითითა ქუეყანასა წერდა და არარას ეტყოდა. და ვითარ მყოვარ დგეს და ჰკითხვიდეს მას, აღემართა ზე და ჰრქუა მათ: ვინ უცოდველ არს თქუენგანი, პირველად მან დაუტევენ ქვაი მაგას ზედა. და კუალად ქუე დადრკა და წერდა ქუეყანასა. ხოლო მათ, ვითარცა ესმა, მხილებულნი სვინდისისაგან, განვიდოდეს თითოი, იწყეს მოხუცებულითგან, ვიდრემდის დაშთა თავადი მარტოი, და დედაკაცი იგი დგა შორის. ხოლო იესო აღემართა და არავინ იხილა, გარნა დედაკაცი იგი და ჰრქუა მას: სადა არიან შემასმენელნი შენნი? არავინ განგიკითხა შენ? ხოლო მან ჰრქუა: არავინ, უფალო! ხოლო იესო ჰრქუა მას: არცა მე განგიკითხავ შენ; წარვედ და ამიერითგან ნუღარა სცოდავ" (იოან. 8:2-11).

ქალის მიმართ გამოთქმულ მაცხოვრის ბოლო სიტყვებში თანაგრძნობასთან ერთად მკაცრი გაფრთხილებაცაა გამოხატული. აშკარაა, რომ იესო ქრისტე არ ამართლებს მრუშობას. ამასთან, ეპიზოდი გვიჩვენებს, რას ნიშნავს ნამდვილ სამართლიანობაში გულშემატკივრობის შენარჩუნება. სწორედ ასე განიკითხავს და ასეთ მოთხოვნებს უყენებს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ მორწმუნეს.

როგორც ვხედავთ, ამ ამბავში ისეთი არაფერია, რაც არ გვაფიქრებინებს, რომ ეპიზოდი იესო ქრისტეს ცხოვრებიდან არის აღებული. ამავე დროს, ამ ეპიზოდის წმინდა წერილის მოცემულ ნაწილში განთავსებაც სავსებით ლოგიკურია, რადგან სახარების მე-7 და მე-8 თავებში აშკარად ჟღერს განკითხვის თემები, ეს ისტორია კი ამ პრობლემების ქრისტიანული მიდგომის ილუსტრირებად შეიძლება ჩაითვალოს.

მიუხედავად ამისა, სახარების მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ეპიზოდი იოანეს სახარების მოცემულ ნაწილში არ უნდა იყოს. მართლაც, ზოგიერთ უძველეს ხელნაწერში იგი ან საერთოდ არ ჩანს, ან საეჭვოობის გამო წინწკლებით არის გამოყოფილი. სხვა რედაქციებში იოანეს სახარების ბოლოში, საიდუმლო სერობამდე, ან ლუკას სახარებაში 21:38-ის შემდეგაა მოთავსებული. ეს ეპიზოდი არ არის წარმოდგენილი სახარების იმ რედაქციაში, რომელსაც კომენტირებისთვის ორიგენე, იოანე ოქროპირი და კირილე ალექსანდრიელი იყენებდნენ. მაგრამ ფრაგმენტი უძველესი დროიდანაა ცნობილი, ქრისტიანულ წყაროებში ის უკვე 100 წელს არის მოხსენიებული და ჩვენ არავითარი საფუძველი არ გაგვაჩნია, მის ნამდვილობაში ეჭვი შევიტანოთ.

ნეტარი ავგუსტინე მიიჩნევს, რომ ქრისტიანობის პირველ წლებში გადამწერებს სახარებიდან ეს ისტორია იმის გამო შეიძლებოდა ამოეღოთ, რომ ფართო მასების სუსტ რწმენაზე მრუშობისადმი ლოიალური დამოკიდებულების შთაბეჭდილება არ მოეხდინა. იგი გვახსენებს, რომ დასაწყისში ეკლესია უსასრულო წარმართულ ოკეანეში ერთი მცირე კუნძული იყო და ეს "ოკეანე" ეკლესიას მუდმივად წალეკვით ემუქრებოდა. ზოგიერთ იმდროინდელ გადამწერს, სწორედ ამის გამო, შესაძლოა, მართლაც გადამეტებული სიფრთხილე გამოეჩინა. მოგვიანებით, როდესაც ამ ისტორიის არასწორად გაგების საშიშროებამ იკლო, სახარებაში ეპიზოდმა თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა, რაც ქართული ოთხთავის ადრეული რედაქციებითაც დასტურდება.

2. მოსეს კანონმდებლობა მრუშობის შესახებ და ფარისევლების ნამდვილი ინტერესები
მოსეს კანონმდებლობით, ვინც ცხადად იქნება მრუშობაში მხილებული, ქვით უნდა დაკრბეს ანუ ჩაიქოლოს (ლევ. 20:10, რჯულ. 22:22-24; რიცხ. 5:11-31). რომის იმპერიამ ებრაელებს აუკრძალა ამ კანონის განხორციელება, მაგრამ ეს აღკვეთა ყოველთვის არ სრულდებოდა (საქმ. 7:58-59 ან 10:31).

მეორე მხრივ, მრუშობის გამო მხოლოდ დედაკაცის დასჯა მოსეს კანონსაც ეწინააღმდეგება, რადგან მემრუშე დედაკაციც უნდა დასჯილიყო და მამაკაციც. კანონი ყველა ასეთი შემთხვევისთვის პირდაპირ მიუთითებს: თუ კაცს გათხოვილ ქალთან მრუშობის ფაქტზე წაუსწრეს, ორივე უნდა მოიკლას - კაციც და ქალიც. აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან. თუ კაცზე დანიშნულ ყმაწვილ ქალს, ქალწულს, ქალაქში ვინმე შეხვდა და დაწვა მასთან, გაიყვანონ ორივენი ამ ქალაქის კარიბჭესთან და ჩაქოლონ სასიკვდილოდ - ყმაწვილი ქალი იმის გამო, რომ ხმა არ გაიღო ქალაქში, კაცი კი იმის გამო, რომ ძალა იხმარა მოყვასის ცოლზე. აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან (რჯულ. 22:22-24). ამრიგად, მაცხოვარს მხოლოდ დედაკაცის გადარჩენა ან უხერხულად დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა რომ სდომოდა, მაშინ თითქოს კანონზე უნდა მიეთითებინა და დამრღვევები თვითონ ფარისევლები და მწიგნობრები აღმოჩნდებოდნენ. მაგრამ, როგორც ტექსტი მიგვანიშნებს, გარემოებები უფრო მეტ სირთულეებს მოასწავებდა და მაცხოვარს სხვა მიზნებიც ამოძრავებდა. ეს იყო კლასიკური მაგალითი და ის შემთხვევა, რომლის დროსაც თვალნათლივ უნდა გამოჩენილიყო, ეშმაკის მანქანებით მოძალებული მტრის მიერ შეთხზული გარემოებები უფალს სასიკეთოდ როგორ უნდა შემოებრუნებინა.

იესო ქრისტეს წინააღმდეგ მოფიქრებულ სხვადასხვა ხრიკიანობას საკმაოდ ხშირად ვხვდებით მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებში. ეს ამბავი მღვდელმთავრების ერთ-ერთი რიგითი მზაკვრობა იყო. ახლა მოფიქრებულით დიდად დაიმედებულ მწიგნობრებსა და ფარისევლებს მრუშობაზე წასწრებული დედაკაცი მაცხოვართან მიჰყავთ, რათა მან გადაწყვიტოს, უნდა აღსრულდეს თუ არა მოსეს კანონი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ვერაგობას სხვა შორსმიმავალი მიზნებიც ჰქონდა. რჯულის კანონი დამნაშავის დასჯას ერთმნიშვნელოვნად მოითხოვდა (რჯულ. 22:22). ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდში დამნაშავე მამაკაცი არ ჩანს, იესო ქრისტე თუ ჩაქოლვას წინ აღუდგებოდა, მათი აზრით, დადასტურდებოდა, რომ იგი კანონს ეწინააღმდეგებოდა, რაშიც მაცხოვარი, მათი ცილისმწამებლური მტკიცებით, შაბათის უგულებელყოფით უკვე იყო მხილებული. სხვა ასეთი შემთხვევა კი, მათი აზრით, იესო ქრისტეს თვითმარქვიობას და ერეტიკოსობას საბოლოოდ დაამტკიცებდა.

ამავე დროს, ხალხში კარგად იყო ცნობილი იესო ქრისტეს შემწყნარებლობა და ღატაკთა მოსარჩლეობა. ამიტომ, თუ მაცხოვარი კანონის სიმკაცრეს გამოიყენებდა, მოსახლეობის ფართო წრეებისთვის გაუგებარი იქნებოდა, რატომ არის საჭირო ერთ შემთხვევაში კანონისადმი მკაცრი მიდგომა, ხოლო სხვა შემთხვევაში - არა. ამას მღვდელმთავრებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. როგორც არქიეპისკოპოსი ამბერკი ტაუშევი წერს: ისინი ამტკიცებენ, რომ იესო ქრისტე ხალხის მაცდუნებელია, ხალხს კი მიაჩნია, რომ იგი კეთილი და სიკეთისმქმნელია. ამ წინააღმდეგობის უტყუარობა თვით წმინდა წერილში მოჩანს. იოანე მახარებელი წერს, რომ ხალხი იუდეველების შიშით იესო ქრისტეზე სასიკეთოს ხმამაღლა ვერ ლაპარაკობდა (იოან. 7:13). ასეთი იყო ფონი მაცხოვრის გარშემო არსებული საზოგადოებრივი ცხოვრებისა და მიმდინარე პროცესებისა.

ამ მდგომარეობაში იესო ქრისტეს მტრების ჩანაფიქრს უფრო საშიშს ხდიდა კიდევ ერთი ხლართი, რომლის შესახებაც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ. თუ მაცხოვარი იუდეური კანონით იმოქმედებდა და მხარს სიკვდილით დასჯას დაუჭერდა, რომაელები მის მიმართ თავიანთი კანონის სიმკაცრეს გამოიყენებდნენ, რადგან იუდეაში გასამართლებისა და სიკვდილით დასჯის უფლებას მხოლოდ რომი ინარჩუნებდა.

ამრიგად, შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ: ფარისევლების ჩანაფიქრი ძირითადად იესო ქრისტეს წინააღმდეგ იყო მიმართული და მეძავის დასჯა მხოლოდ საბაბად იქნა წარმოდგენილი.

3. ძალაუფლება და ადამიანებისადმი ფარისევლური დამოკიდებულება
მწიგნობრებმა და ფარისევლებმა კანონი კარგად იცოდნენ. იუდეველები მათ თავიანთი გაუგებრობებით მიმართავდნენ და ისინიც ძალაუფლების უმთავრეს გამოხატულებად განკითხვას, გაკიცხვასა და სიმკაცრეს მიიჩნევდნენ. მწიგნობრები და ფარისევლები შორს იყვნენ ადამიანებისადმი დამოკიდებულების ისეთი გაგებისგან, როგორიც კაცობრიობას იესო ქრისტემ მოუტანა. მათ არ ესმოდათ, რომ ძალაუფლება თანაგრძნობაში უნდა ვლინდებოდეს და რომ მათი მოვალეობა ცოდვილი თანამოძმის გამოსწორებისა და გადარჩენისთვის ზრუნვა უნდა ყოფილიყო. ისინი მიიჩნევდნენ, რომ კანონების ცოდნა მათ მაღალ, გამორჩეულ მდგომარეობას ანიჭებდა, რომ ადამიანთა ცხოვრების განმკარგველები და მეთვალყურეები იყვნენ. მათი აზრით, კანონის ყოველგვარი დარღვევისთვის მკაცრად უნდა დაესაჯათ ყველა, ვიზეც ხელი მიუწვდებოდათ, ვიზეც თავიანთი ძალაუფლება შეეძლოთ განეხორციელებინათ. ამის ნათელი დასტურია ის, რომ ჰეროდე მეფის უზნეობასა და დაუშვებელ მრუშობას იოანე ნათლისმცემლის მეტი არავინ ამხელდა და როდესაც სამართლიანი მხილებისთვის მას თავი მოჰკვეთეს, ამან მღვდელმთავრებში არავითარი წინააღმდეგობა არ გამოიწვია. ერთი სიტყვით, კანონი მათ მისაკუთრებული ჰქონდათ და ეს იყო მათი პრივილეგირებული მდგომარეობის განხორციელების მთავარი საშუალება.

მაცხოვრის პირადი მაგალითი იუდეველებს ყოველდღიურად საპირისპიროს უჩვენებდა. იესო ქრისტე ქადაგებდა: ვისაც ღვთისგან ძალაუფლება აქვს მინიჭებული, პირველ რიგში, იმით უნდა დაინტერესდეს, თუ რა არის ხალხის ცდუნების მიზეზი; რატომ ემორჩილება ადამიანი მაცდურს, რადგან მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი, ეშმაკის კლანჭებიდან მისი გამოხსნაო. ჯვარზე სიკვდილის შედეგად უფალმა კაცობრიობა ადამის ცოდვისგან გაათავისუფლა. "კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ; მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად" (მარკ. 2:17), - ბრძანა უფალმა.

მაცხოვრის მიერ განხორციელებული სასწაულები აშკარად მეტყველებდნენ მის უსაზღვრო შესაძლებლობებზე. იესო ქრისტე თავისი ქმედებით ადამიანებს უჩვენებდა, რომ ყოველგვარი ძალაუფლება, რომელიც დამნაშავეს გაუცნობიერებელ ტკივილამდე და საზოგადოებიდან გარიყვამდე მიიყვანს, თავის ნამდვილ მოვალეობას არ ასრულებს. ამგვარი "სამართალი" დანაშაულს კი არ აღკვეთს, არამედ ეშმაკის მსხვერპლად ქცეულ ადამიანს ჯოჯოხეთისკენ უბიძგებს. ასეთი ძალაუფლება ეშმაკის სამსახურშია.

მწიგნობრები და ფარისევლები ამ ცოდვილ დედაკაცში მოყვასს საერთოდ ვერ ხედავდნენ. ის მათთვის მხოლოდ იესო ქრისტეს დადანაშაულებისთვის საჭირო საგანი და მათი პირადი ინტერესების განხორციელების საშუალება იყო. მათ წარმოდგენაში ამ დამნაშავეს აღარც ადამიანური გრძნობა, აღარც პიროვნულობა და აღარც სახელი არ გააჩნდა. მხოლოდ იმის გამო, რომ მაღალი მდგომარეობა არ ეკავა, ის გასანადგურებლად განწირული ნივთი იყო.

სხვაგვარია ღმერთის დამოკიდებულება ადამიანისადმი. ღმერთი სახელით ცნობს ყოველ ადამიანს (იოან. 10:3; 20:16), ანუ უფალი ყოველი ცალკეული ადამიანის ინდივიდუალობას აღიარებს და ყოველი კაცი მისთვის პიროვნულად ფასეულია. საერთოდ, ბიბლია სახელებით უხმობს თავის რჩეულებს. დაწერილია: "უთხრა უფალმა მოსეს: მაგ შენს ნათქვამსაც ავასრულებ, რადგან მადლი გაქვს ნაპოვნი ჩემს თვალში და სახელით გიცნობ" (გამ. 33:17). მაცხოვარი თავისი პირადი მაგალითით გვიჩვენებს, რომ ღმერთი თავის ძალაუფლებას ადამიანის სიკეთისკენ სიყვარულით შემოსაბრუნებლად იყენებს. ღმერთისთვის არც ერთი ადამიანი არ არის ნივთი, საშუალება და საგანი. ამდენად, ყოველგვარი ძალაუფლება, რომელსაც თავისი ეგოისტური ინტერესები ამოძრავებს, ღვთისა და ადამიანის მიმართ ფარისეველია - ამ სიტყვის ყველაზე უარყოფითი მნიშვნელობით, ანუ ეშმაკეულია.

4. იესო ქრისტეს მოქმედების შინაარსი
ყოველივედან გამომდინარე, მეტად საინტერესოა, რა მოიმოქმედა მაცხოვარმა მწიგნობრებისა და ფარისევლების მიერ ჩაფიქრებული მზაკვრობის საპასუხოდ.

სახარებაში ვკითხულობთ, როდესაც იესო ქრისტეს საცდუნებლად ეკითხებოდნენ, რათა ბრალი დაედოთ მისთვის, იგი ქუეყანად დადრკა და თითითა ქვეყანასა ზედა რაღაცას წერდა (იოან. 8:6). იმასთან დაკავშირებით, თუ რას წერდა მაცხოვარი, მრავალი ვერსია არსებობს. მაგრამ ცხადია, რომ ეს არ იყო ტრადიციული ან რაიმე ჩვეულებრივი ქმედება; ეს იყო საკმაოდ მძიმე პაუზა, რომელიც ეპიზოდის მონაწილეთა უფრო მეტ დაძაბვასა და გონების კონცენტრირებას გამოიწვევდა. დაბოლოს, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ქმედება, ვიცით, რომ იესო ქრისტეს მიერ ამ მომენტში იუდეველთა მისამართით წარმოთქმული ფრაზა: ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა (იოან. 8:7), მთელი კაცობრიობის მიმართ ითქვა, მისი შინაარსი სამარადჟამოა და მუდამ სიცოცხლისუნარიანი. მაცხოვრის ეს ერთი წინადადება ყოველი მსჯავრის დამდებისა და აღმსრულებლის უდიდეს პასუხისმგელობაზე მიუთითებს. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ვისაც ადამიანების მიმართ მძიმე ვერდიქტის გამოტანა და აღსრულება ევალება, არ შეიძლება ცოდვის წამქეზებელი, ცოდვაზე თვალის დამხუჭველი იყოს. ასეთი ადამიანი ყოველთვის უნდა ზრუნავდეს, თავადაც განერიდოს და მოყვასიც განარიდოს ცოდვას.

დედაკაცის ჩასაქოლად მოყვანილმა ადამიანებმა მაცხოვრის სიტყვები ყურად იღეს. თუ ფარისეველთა გაიძვერულ ჩანაფიქრში ვერ გაერკვნენ, ის მაინც შეიგრძნეს, ამ წარმოდგენაში მონაწილეობას რა შინაარსი უნდა შეეძინა. მაცხოვრის სიტყვებმა ამ ადამიანებს დაანახვა, რომ ისინი ორმაგად სცოდავდნენ: სცოდავდნენ მეძავის მიმართ, რომელიც კანონის მიხედვით სასჯელს იმსახურებდა, მაგრამ სამართლიანს და ისეთი ადამიანებისგან, რომელთაც საკუთარი ცოდვების განცდა, აღიარება და მონანიება სურდათ; და სცოდავდნენ იესო ქრისტეს მიმართაც, რადგან ხვდებოდნენ, რომ უდანაშაულო კაცის წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი საცდურის მონაწილეები ხდებოდნენ. მათთვის ამ ცოდვაში მონაწილეობა უფრო მეტად მძიმდებოდა, რადგან უფალი მათგან კანონის დარღვევას კი არა, მის აღსრულებას ითხოვდა. სიტყვებით: "ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა" (იოან. 8:7), - უფალი ყველასთვის თანაბარ და სამართლიან მორალურ ნორმებს აწესებდა.

ამავე დროს მაცხოვრის სიტყვებმა არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ კანონი მხოლოდ გარკვეული მორალური ნორმების დამცველების მიერ შეიძლება აღსრულდეს. სხვაგვარად, ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია განიკითხოს, თუ თვითონ არის სრულიად უცოდველი. მაცხოვარი გვასწავლის, განმკითხველს უნდა ახსოვდეს, რომ მისი მახვილი ორლესულია და როდესაც სხვას განიკითხავ, თავად შენც განიკითხები. თუ არ გსურს, განგიკითხონ, სხვისი განკითხვის დროს საკუთარ ცოდვიანობაზე სერიოზული დაფიქრება გმართებს.

მეძავი თავისი ცოდვის გამო ისედაც განკითხული იყო. საქმე მხოლოდ სასჯელის აღსრულებას ეხებოდა. იმ დროს ე.წ. ლინჩის წესი იუდეაში ხშირად აღესრულებოდა. ასეთ შემთხვევებში რომაელები თავს ზედმეტად არ იწუხებდნენ და რომის კანონის დარღვევისთვის არავის სჯიდნენ. ლინჩის წესის მოქმედების გამო იუდეველების ხელით სიცოცხლე მრავალმა ქრისტიანმა დაამთავრა. მათ შორის იყო პირველმოწამე სტეფანე (საქმე. 7:54-59); ასევე იქნა მოკლული მოციქული იაკობი; პავლე მოციქული ერთხელ ჩაქოლვის შემდეგ გადარჩა (საქმ. 14:19, 2 კორ. 11:25), ხოლო მეორედ ჩაქოლვა იუდეველებმა მხოლოდ იმიტომ ვერ განახორციელეს, რომ მოციქულმა, როგორც რომის მოქალაქემ, კეისრის სამსჯავრო მოითხოვა და გარემოებათა გამო ამ მოთხოვნის შესრულება შესაძლებელი გახდა (საქმე. 28:19).

ამ შემთხვევაში მოხდა ის, რაც ფარისევლებს ვერც კი წარმოედგინათ: განსაკითხავად მოყვანილმა ხალხმა მაცხოვრის ქმედებასა და სიტყვებში საკუთარი ცოდვიანობა დაინახა და თანაც არა მხოლოდ ის ცოდვები წარმოუდგათ, რომლებიც წარსულში ჩაიდინეს, არამედ ისიც გააცნობიერეს, რის ჩასადენადაც ახლა მოიყვანეს. მაცხოვრის სიტყვებმა მათ თვალი აუხილა და ყოველმა მათგანმა საკუთარ ხელში უდიდესი ცოდვის განხორციელების საშუალება დაინახა. ქვები, რომლებიც ეკავათ, საქმის მღვდელმთავრებისთვის ხელსაყრელად განვითარების შემთხვევაში, უდანაშაულო მასწავლებლის წინააღმდეგ იყო მიმართული. ცოდვის წინაშე მდგარ ადამიანს ასეთი შეგრძნება ღმერთისგან ყოველთვის ეძლევა, თავად პიროვნების ნებაა, ყურად იღებს თუ არა უფლის მინიშნებას. მაცხოვრის სიტყვებმა უდიდესი შედეგი გამოიღო - სასჯელის აღსასრულებლად და სიტუაციის გასამწვავებლად მოყვანილი იუდეველები "ამ სიტყვების გაგონებისას, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი" (იოან. 8:9).

5. რას "წერდა ქუეყანასა" ზედა უფალი (ვერსიები)
როგორც დავინახეთ, იესო ქრისტეს წინააღმდეგ მწიგნობრებისა და მღვდელმთავრების გამოხდომა მათივე საწინააღმდეგოდ და ყველასთვის მოულოდნელად შემობრუნდა. მაგრამ მანამდე: იესო ქუეყანად დადრკა და თითითა ქვეყანასა ზედა რაღაცას წერდა (იოან. 8:6). რატომ გააკეთა ეს მაცხოვარმა? ამ კითხვას სხვადასხვა დროს არაერთი პასუხი გამოენახა, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას: არის მოსაზრება, თითქოს მაცხოვარი დროის მოგებას ცდილობდა, რათა ამ რთულ სიტუაციაში სწორი პასუხი მოენახა. მიიჩნევენ, რომ დროის ამ მოკლე მონაკვეთში იესო ქრისტე ლოცვას აღავლენდა და ამავე დროს მომხდარს აანალიზებდა. მაგრამ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ვერსია უფლის მიერ შემოთავაზებულ ცხოვრების პრინციპებს ეწინააღმდეგება, იესო ქრისტე ხომ თვითონ ასწავლიდა მოწაფეებს: "როდესაც მიგიყვანენ სინაგოგებში, მთავრებისა და მეფეების წინაშე, ნუ იზრუნებთ, როგორ მივუგოთ, რა მივუგოთ, ანდა რა ვთქვათო, რადგანაც სულიწმინდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ" (ლუკ. 12:11-12); და სხვაგან: "მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რით იმართლოთ თავი" (ლუკ. 21:14).

სხვა ვერსიით: ვინაიდან ზოგიერთ მანუსკრიპტში (ხელნაწერში) დამატებულია ფრაზა: "არ აქცევდა ყრადღებას" ან "თითქოს მათი არ ესმოდა", სავარაუდოა, მაცხოვარი სპეციალურად ამეორებინებდა ამ სიტყვებს, რათა ჯერ კარგად გაეაზრებინათ საკუთარი საქციელის შინაარსი და შემდეგ მიეღოთ დასმულ კითხვაზე პასუხი.

არსებობს ასეთი დაშვებაც: მაცხოვარს საოცარი სირცხვილის გრძნობა დაეუფლა, მას არ შეეძლო განმკითხავი ბრბოსა და ჩასაქოლად მოყვანილი ქალისთვის თვალი გაესწორებინა... უფალი დაიხარა და უხერხულობაში მყოფმა ქვიშაზე რაღაცის წერა დაიწყო.

არქიეპისკოპოსი ამბეკი ტაუშევი საინტერესოდ და ყველაზე უფრო გავრცელებულად მიიჩნევს ვერსიას, რომლის მიხედვითაც, მაცხოვარი ქვიშაზე იმ სიტყვებს წერდა, რომლებშიც მსჯავრმდებლებმა საკუთარი ცოდვები ამოიკითხეს და ვინაიდან ისინი მაინც ითხოვდნენ პასუხს, უფალმა ასე მიმართა მათ: "ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა" (იოან. 8:7). სხვის ქმედებაში საკუთარი ცოდვების ამოკითხვას გულისხმობს იობის წიგნში გამოთქმული ეს ფრაზაც: "მწარე ამბებს მაწერ თავზე და სიყმაწვილის დროინდელ ცოდვებს მითვლი" (13:26). ამრიგად, ეს ვერსია ჩვენთვისაც საგულისხმოა და მრავლისმეტყველი.

ბიბლია "ღმერთის თითის" შესახებ
წმინდა წერილში ვკითხულობთ:

"მისცა მოსეს უფალმა, როცა შეწყვიტა მასთან ლაპარაკი სინაის მთაზე, მოწმობის ორი დაფა, ღვთის თითით ნაწერი ფიქალები" (გამ. 31:18);

"მომცა უფალმა ორი ფიქალი, ღვთიური თითებით წარწერილი. ზედ იყო ყველა ის სიტყვა, რომელიც გამოგიცხადათ უფალმა მთაზე ცეცხლის შუაგულიდან თავშეყრის დღეს" (რჯულ. 9:10).

უფალს ღვთის ნების აღსრულების მნიშვნელობით არა ერთხელ გამოუყენებია გამოთქმა "ღმერთის თითი". მაცხოვარი ბრძანებს: "ხოლო თუ მე ღმერთის თითით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენთან ღმრთის სასუფეველს" (ლუკ. 11:20); ოდნავ შეცვლილი სიტყვებით ზუსტად ეს აზრია ნაგულისხმევი მათეს სახარებაში: "ხოლო თუ მე ღმერთის სულით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენამდე ღმრთის სასუფეველს" (მათ. 12:28).

"ღმერთის თითი", "ღმერთის სული" და "ღმერთის ხელი" - სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ყოველი მათგანი ღმერთის ნების გამომხატველი, საერთო შინაარსის მატარებელი გამონათქვამებია. ეს სიტყვები არა მხოლოდ ღვთის ნებას გვაუწყებენ, არამედ გვიჩვენებენ, რომ აღსრულებულია გარკვეული ჟამი, ღმერთის თითით იწერება და კაცთათვის ცხადდება ღმერთის ნება, რომელიც კაცთა მოდგმამ უნდა განახორციელოს. ვინც ეწინააღმდეგება ღმერთის ხელით ქვეყანაზე ამოკვეთილ მცნებას, უბრალოდ კი არ სცოდავს, არამედ ღმერთის მიერ დაწერილ უმთავრეს ახალ კანონს ეწინააღმდეგება.

6. იერუსალიმი. 30 წლის 6 აპრილი, დიდი ხუთშაბათი, სადუმლო სერობის საღამო
იესო ქრისტე პასექისთვის ემზადებოდა. იმ დროს, ტრადიციულად, პასექს ვიწრო ოჯახურ გარემოში აღნიშნავდნენ. ასეთ სიტუაციაში სავსებით ბუნებრივი იყო მიმართვა - "შვილნო ჩემნო" (1 იოან. 2:1). მაცხოვარმა იცოდა, რომ ცოტა ხანს უნდა ყოფილიყო თავის მოწაფეებთან (იოან. 13:33), ამ სიტყვებში კი ადამიანების მიმართ მისი სიყვარული უფრო ნათლად გამოვლინდებოდა. განშორება გარდაუვალი იყო. ღმერთის სიყვარულს ზიარებული მოწაფეები ამა ქვეყნის ძლიერთა სამფლობელოში მარტონი რჩებოდნენ. ამ თითქოს გამოუვალ მომენტში მაცხოვრმა კაცობრიობას ამცნო, რომ გახსნილია სიყვარულის ახალი შინაარსი, ადამიანს ახალი შესაძლებლობები გაუჩნდა. უფალმა ბრძანა: "ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი" (იოან. 13:34). აქამდე ჩვენთვის, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, უპირველესი სიყვარულის ემოციური ასპექტი - "გრძნობითი სიყვარული" იყო. უფალმა გვამცნო, რომ ჩვენ შეგვიძლია ისე გვიყვარდეს, როგორც ღმერთს უყვარს.

მოწაფეების ფეხთა ბანა, მოწაფეებისა, რომლებიც უმეცრებისა და ცოდვის მონობიდან თვითონ უფალმა გამოიყვანა, დაიმოწაფა, დაიმეგობრა, შემდეგ კი ძმებად ანუ ღმერთის ძეებად ღირსქმნა - ეს არის ჭეშმარიტად სიყვარულით ქმედება. უფალი ადამიანებს დროებითი ემოციური სიყვარულის სანაცვლოდ ასეთ სიყვარულსა და სიყვარულით ცხოვრებას სთავაზობს. მორჩილებიდან - მეგობრობაში, მეგობრობიდან - უფლის ძმობაში (იოან. 13:1), - ამ თვალსაზრისით საინტერესოა სხვა ახალი ძმების შეძენისთვის ქრისტიანული თავგანწირვა. უფალი გვასწავლის: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, ხოლო თუ მოკვდა, უამრავ ნაყოფს გამოიღებს" (იოან. 12:24).

ქრისტიანობა ღმერთისა და ადამიანების ერთმანეთის სიყვარულით გაერთიანებული საზოგადოებაა. ჭეშმარიტ ქრისტიანებს სიყვარულის გარდა სხვა ინტერესი არ გააჩნიათ. ქრისტიანი მზადაა მიიღოს ნებისმიერი წარმომავლობის, ასაკის, სქესის, ფერის, ზნეობრივი, სოციალური სტატუსის, განათლებისა და სხვა რელიგიური წარსულის ადამიანი, რომელსაც ცოდვის გამო სინანულისა და სიყვარულით ამ ახალ საფეხურზე შემოერთების სურვილი ექნება. ასეთი სიყვარული იესო ქრისტეში გაერთიანებას ანუ ღმერთთან ერთობას ნიშნავს. უფალი ბრძანებს: "იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის" (13:35). და მართლაც, როგორც II საუკუნეში წერდა ტერტულიანე, წარმართები უცქერენ ქრისტიანებს, უკვირთ და ამბობენ: "შეხედეთ, რა სიყვარულით არიან ქრისტიანები გაერთიანებულნი! ისინი მზად არიან, ერთმანეთისთვის თავი გაწირონ". ასეთი ურთიერთსიყვარული მართლაც დიდი ძალაა და ნათელივით იზიდავს ადამიანებს.

7. რამდენიმე მაგალითი ბიბლიიდან და ახალი მცნების შინაარსი
ბიბლიაში პირველად ღმერთის თითებს მაშინ ვხედავთ როდესაც: "გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან" (დაბ. 2:7). ბიბლია ერთმნიშვნელოვნად გვასწავლის, რომ მთელ სამყაროში მხოლოდ ადამიანი გამოისახა ღმერთის თითებით.

მეორე შემთხვევაში ღმერთის თითების შესახებ გამოსვლის წიგნში ვკითხულობთ: უთხრეს გრძნეულებმა ფარაონს: "თითი ღმრთისაი არს ეგე!" მაგრამ შესაბამისად ვერ შეაფასა მომხდარი და გაუსასტიკდა გული ფარაონს, არ შეისმინა არც თავისი გრძნეულების, არც მოსესი, არც აარონის (გამ. 8:19); ეს იყო პირველი გაფრთხილება უფლისა იმის შესახებ, რომ არავის ძალუძს ღმერთს შეენაცვლოს, მისი ძალაუფლება მიიტაცოს და ღმერთის რჩეული, საკუთარ არსში წარმართობასთან მებრძოლი ხალხი დაჩაგროს. გამოსვლის წიგნიდან ცნობილია, რით დასრულდა ფარაონის ურჩობა და ამპარტავნება.

სხვა შემთხვევაში, უფალმა თავის ხალხს ქვის ფიქლებზე თავისი თითით ამოტვიფრული სჯულის მცნებები მისცა, რადგან "თუ რჯული არ არის, ცოდვა არ შეირაცხება" (რომ. 5:13) და ხალხი წარმართობის ტყვეობიდან ვერ განთავისუფლდება. როდესაც აღმოჩნდა, რომ ხალხმა ღმერთის მცნება უარყო და ისევ კერპს დაუბრუნდა, მოსემ ფიქლები დაამსხვრია და ბრძანა: "მახვილი შეიბას ყველამ, მოიარეთ ბანაკი ჭიშკრიდან ჭიშკრამდე და მოკალით ძმამ ძმა, მეგობარმა მეგობარი, ნათესავმა ნათესავი. მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევიანები, სამი ათასამდე კაცი (ვისაც ხალხის წარმართობაში დაბრუნება სურდა) გაწყდა იმ დღეს" (გამ. 32:27-28). ამის შემდეგ: "უთხრა უფალმა მოსეს: გამოთალე იმ პირველთა მსგავსი ორი ფიქალი, და მე დავწერ ფიქლებზე სიტყვებს, რომლებიც ეწერა იმ პირველ ფიქლებზე, შენ რომ დაამსხვრიე" (გამ. 34:1).

***
მემრუშე დედაკაცთან დაკავშირებული შემთხვევა მოხდა დილას - განთიადისას. ებრაული კალენდარული დღე მზის ჩასვლიდან იწყება, ასე რომ ჯერ ის დღე დასრულებული არ იყო. ზამთარი იდგა. იერუსალიმში განახლების დღესასწაული ახლოვდებოდა, რაც თავისთავად სითბოსთან, ნათელსა და ახალ იმედებთან იყო დაკავშირებული (იოან. 10:22). მომხდარის შემდეგ, იმავე დღეს, მოგვიანებით, იესო ქრისტეს გარშემო კვლავ მრავალი ადამიანი შეიკრიბა. აქ და ამ დროს ხალხის წინაშე, რომელიც დილას მღვდელმთავრების მზაკვრობაში მონაწილეობდა, უფალმა განაცხადა: "მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი" (იოან. 8:12). როგორც ჩანს, სწორედ ამ დღის შესახებ წერდა ესაია წინასწარმეტყველი: "ხალხმა, ბნელში მოარულმა, იხილა ნათელი დიდი" (ეს. 9:1); იმავეს წერს მალაქია წინასწარმეტყველი: "ამოგიბრწყინდებათ, ჩემი სახელის მოშიშნო, მზე სიმართლისა და კურნება იქნება მის ფრთებზე" (მალ. 3:20).

ორ ფიქალზე ღმერთმა თავისი თითით მოსეს მეორედ ამოუტვიფრა სჯულის მცნებები. დრომდე ეს მცნებები მხოლოდ ებრაელი ხალხის კუთვნილება იყო, ხოლო როდესაც აღსრულდა ჟამი და ცათა სასუფეველი მოახლოვდა, ბნელში მოარულმა მღვდელმთავრებმა მოისურვეს, გამოჩენილი ჭეშმარიტი ნათელი წყვდიადით დაეფარათ. იესო ქრისტემ კი ხალხს ახალი მცნებით მოუწოდა, ოღონდ ამჯერად ღმერთს ეს მცნება მხოლოდ ებრაელთათვის ფიქლებზე არ ამოუტვიფრავს; უფალი ქუეყანად დადრკა და თითით ყველასთვის დააწერა: "ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი".
ბეჭდვაელფოსტა
27.12. 2016
დიდება შენდა, ღმერთო!
დიდება შენდა, ღმერთო!
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat