საკვირაო სახარება
საკვირაო სახარება
2 დეკემბერს საკითხავი სახარება (ლუკა 12,16-21)
"16. და ეტყოდა მათ იგავსაცა და ჰრქუა მათ: კაცისაი ვისიმე მდიდრისაი ნაყოფიერ იყო აგარაკი.

17. და განიზრახვიდა გულსა შინა თვისსა და თქუა: რაი-მე ვყო, რამეთუ არა მაქუს, სადა შევიკრიბო ნაყოფი ჩემი?

18. და თქვა: ესე ვყო: დავარღვივნე საუნჯენი ჩემნი და უფროისნი აღვაშენნე და შევიკრიბო მუნ ყოველი ნაყოფი და კეთილი ჩემი.

19. და ვჰრქუა სულსა ჩემსა: სულო, გაქვს მრავალი კეთილი დაუნჯებული მრავალთა წელთა: განისვენე, ჭამე და სვი და იხარებდ.

20. ჰრქუა მას ღმერთმან: უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე, ვისა იყოს?

21. ეგრეცა რომელი იუნჯებდეს თავისა თვისისა და არა ღმრთისა მიერ განმდიდრებოდის".

უპირველესად, ეს იგავი ცხადად გვიჩვენებს, თუ რა მანკიერია სიმდიდრის სიყვარული (მუხლები 18-19). ქვეყნიურ სიმდიდრეს მიკრობილი ადამიანის სული ისწრაფვის მანკიერებებისკენ. მდიდარნი მართებულად არიან შედარებულნი წყალმანკით დაავადებულ ადამიანებს, რომლებიც, რაც მეტ წყალს სვამენ, მით უფრო აღივსებიან წყურვილით. "რასაც კი თვალი ხედავს, ის სურს ხარბ ადამიანს, - ამბობს ბასილი დიდი, - თვალი ვერ ძღება, იგი არ იტყვის, საკმარისიაო, ასევე, ძუნწი ადამიანიც არასდროს იტყვის, მეყოფაო". სიმდიდრის მოყვარულნი მრავალ ხიფათში იგდებენ თავს, ხშირად ქურდობენ, ძარცვავენ და კლავენ ადამიანებს. რა უნდა იყოს ამაზე სამარცხვინო და მანკიერი?! ბოლოს მდიდარსაც წააქცევს სიკვდილი, და ეწვევიან მას ამ მძიმე დღეს სატანჯველნი, შეურაცხყოფანი და კაეშანნი, რადგან იგი, ტოვებს რა მამონას, თავისი სხეულისა და სულის სიშიშვლის შეგრძნებას იწყებს, სასოწარკვეთა, კაეშანი ეუფლება, რადგან იძულებულია, თავისი ნების საწინააღმდეგოდ განეშოროს ყველა თავის სიკეთეს.

ამავე იგავიდან ცხადდება, თუ რა ახლოს არის ყოველთვის ადამიანთან ანაზდეული სიკვდილის საშიშროება. მდიდარი არ ფიქრობდა ამ საშიშროებაზე და არ ელოდა მას. ოცნებობდა, კიდევ მრავალი წელი იცხოვრებდა თავის გემოზე, სიამტკბილობაში. სიკვდილი სულ არ ახსოვდა, ის კი თურმე აქვე, მის ზურგს უკან იყო: იმავე ღამეს, როცა იგი თავის ქვეყნიურ ოცნებებს ეძლეოდა, მას სიკვდილი მოელოდა. ეს გაკვეთილი ყველას უნდა ახსოვდეს, რათა ყოველთვის მზად იყვნენ სიკვდილისა და სიკვდილისშემდგომი სამსჯავროსთვის.

მაგრამ ღმერთმა დაგიფაროს იმისაგან, რომ სიკვდილი მოულოდნელად გეწიოს ქვეყნიურ ცოდვით აღსავსე ოცნებებით აღვსილს. რა მძიმე ხვედრი ელის იმ სულს, რომელიც განმსჭვალულია ოდენ ქვეყნიურ სიკეთეთა სიყვარულით და არ ფიქრობს ღმერთზე.

იგავის სიტყვებიდან: "უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან, ეგე, რომელი მოიმზადე, ვისა იყოს?" - ჩვენთვის ცხადდება, რომ სიმდიდრე იმისთვის როდი გვეძლევა, გულისთქმებს და ამაო სურვილებს დავახარჯოთ, არამედ ღარიბ-გლახაკთა შესაწევად. რამეთუ სიმდიდრე შენი როდია, ქრისტიანო, სხვისიცაა. მას ღმერთი ვალად გაძლევს, ვითარცა მოურავს, არა გასაფლანგად, არამედ იმისთვის, რომ მეგობრები შეიძინო მოწყალების გაცემით, ღარიბ-ღატაკთა შეწევნით. წმინდა იოანე ოქროპირიც ამბობს: "ღმერთმა იმისთვის დაუშვა ფული შენს მფლობელობაში, რომ საზრდოს აძლევდე უქონელთ, როცა ისინი გთხოვენ ამას".

აღსანიშნავია, რომ უფალი ჩვენ ღმრთისმიერ განმდიდრებას გვიბრძანებს. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ვცდილობდეთ, მხოლოდ მას სათნოვეყოთ, მხოლოდ მასზე ვამყარებდეთ იმედს, მას ვსასოებდეთ და მხოლოდ ღმერთში ვპოვებდეთ მოსვენებას, რათა საუკუნოდ დავტკბეთ ამგვარი მოსვენებით. ღმერთის მიერ განმდიდრებული ღარიბია ოქროთი, მაგრამ მდიდარია სულით.


9 დეკემბერს საკითხავი სახარება (ლუკა 13,10-17)
"10. და (მას ჟამსა შინა) ასწავებდა მათ იესუ შესაკრებელსა ერთსა შაბათსა შინა.

11. და აჰა, ესერა დედაკაცი იყო, რომლის თანა იყო სული უძლურებისაი ათვრამეტ წლითგან; და იყო იგი დაღონებულ და ვერ ეძლო ზე ახილვად ყოვლითურთ.

12. იხილა იგი იესუ, მოუწოდა და ჰრქუა მას: დედაკაცო, განტევებულ ხარ უძლურებისაგან შენისა.

13. და დაასხნა მას ზედა ხელნი, და მეყსეულად აღემართა და ვიდოდა და ადიდებდა ღმერთსა.

14. მიუგო შესაკრებელის-მთავარმან მას რისხვით, რამეთუ შაბათს განკურნა იგი იესუ და ეტყოდა ერსა მას: ექუსნი დღენი არიან, რომელთა შინა ჯერ-არს საქმედ; მათ შინა მომავალნი განიკურნებოდეთ და ნუ დღესა შაბათსა.

15. მიუგო მას იესუ და ჰრქუა: ორგულო, კაცად-კაცადმან თქვენმან არა აჰხსნისა შაბათსა შინა ხარი გინა ვირი ბაგათაგან მათთა და წარიბის და ასვის მას წყალი?

16. ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა ესერა ათვრამეტი წელი არს; არა ჯერ-იყოა განხსნად საკრველთაგან მისთა დღესა შაბათსა?!

17. და ამას რაი იტყოდა თავადი, ჰრცხვენოდა ყოველთა წინააღმდგომთა მისთა; და ყოველსა მას ერსა უხაროდა ყოველთა მათ ზედა დიდებულებათა მისთა, რომელნი იქმნებოდეს მის მიერ".

უფალ იესო ქრისტეს მაგალითი, რომელიც შაბათ დღეს სინაგოგაში - ებრაელთა სამლოცველო სახლში მივიდა, გვასწავლის, რომ კვირას, საუფლო დღეებსა და დღესასწაულებზე ჩვენც დავდიოდეთ ეკლესიაში - ღმერთის სამლოცველო სახლში. რისთვის არის განკუთვნილი სადღესასწაულო და კვირა დღეები, რა დანიშნულება აქვთ მათ? ის, რომ, სხვათა შორის, ჩვენ, მოშორებულთ ქვეყნიურ საზრუნავსა და ფუსფუსს, შეგვეძლოს ღმერთს ვემსახუროთ და საკუთარ სულში ცხოვნების ჭეშმარიტებანი აღვიბეჭდოთ.

ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახით დღეს წაკითხულ სახარებაში კიდევ ერთი მისაბაძი მაგალითი გვაქვს. კერძოდ ის, რომ მან შაბათს, ღმერთისათვის მიძღვნილ დღეს, განკურნა სნეული დედაკაცი. ეს გარემოება ჩვენც აღგვძრავს იმად, რომ დღესასწაულები და კვირა დღეები, სხვა კეთილი საქმეების გარდა, ქრისტიანული მოწყალებისა და სიყვარულის საქმეთა აღსრულებას მივუძღვნათ.

ძველი ქრისტიანების შესახებ ასევე ცნობილია, რომ სადღესასწაულო დღეებში, ჩვეულებრივ, ისინი სნეულთ და ტუსაღთ მოინახულებდნენ და ცდილობდნენ, სხვადასხვა საშუალებით შეემსუბუქებინათ მათი ხვედრი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხშირად სახიფათოც იყო.

ჩვენი წმინდა სარწმუნოების მოთხოვნით, ქრისტეს სჯულით, ჩვენ ყველანი, ქრისტიანები, როგორც ერთმანეთის ძმები, ყოველთვის გულწრფელნი უნდა ვიყოთ ერთმანეთთან და ყველა საქმეში განკითხვის გარეშე უნდა ვუთითებდეთ ერთმანეთს ნაკლოვანებებს, რათა გამოვასწოროთ ისინი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat