საკვირაო სახარება
საკვირაო სახარება
21 ოქტომბერს საკითხავი სახარება (ლუკა 7,11-16)
11. და (მას ჟამსა შინა) იყო ამისა შემდგომად და წარვიდოდა ქალაქად, რომელსა ჰრქვიან ნაინ, და თანა-უვიდოდეს მას მოწაფენი მისნი და ერი მრავალი.

12. და ვითარ მიეახლა ბჭეთა ქალაქისათა, და აჰა ესერა გამოაქუნდა მკვდარი, ძე მხოლოდშობილი დედისა თვისისაი, და იგი იყო ქვრივ, და ერი მრავალი იყო ქალაქისაი მის თანა.

13. და იხილა დედაკაცი იგი იესუ და შეეწყალა იგი და ჰრქუა მას: ნუ სტირ!

14. და მივიდა ცხედარსა მას და შეახო, ხოლო რომელთა აქუნდა ცხედარი იგი, დადგეს. და ჰრქუა მას: ჭაბუკო, შენ გეტყვი, აღდეგ!

15. და ზე წარმოჯდა მკვდარი იგი და იწყო სიტყვად: და მისცა იგი დედასა თვისსა.

16. და შიში დაეცა მათ ყოველთა ზედა, და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: წინასწარმეტყველი დიდი აღდგომილ არს ჩვენ შორის, და რამეთუ მოხედნა ღმერთმან ერსა თვისსა.


როცა უფალმა იესო ქრისტემ საბრალო ქვრივი დაინახა, რომელსაც ერთადერთი ვაჟიშვილი მოჰკვდომოდა, გულგრილად არ ჩაუარა მას, გულწრფელი თანალმობა გამოხატა და უდიდესი კეთილმოქმედებაც აღმოუჩინა - გარდაცვლილი ძე მკვდრეთით აღუდგინა. ნურც ჩვენ ვიქნებით გულგრილნი საწყალობელ ღარიბ, ობოლ, ქვრივ და სხვა უბედურ ადამიანთა მიმართ, რომლებიც ცხოვრების გზაზე შემოგვხვდებიან; გულწრფელად თანავუგრძნოთ და შეძლებისდაგვარად კეთილიც ვუყოთ მათ. ასე უნდა მოვიქცეთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტემ დაგვიტოვა ხატი, "ხელით წერილი, რაითა შევუდგეთ კვალთა მისთა" (1 პეტრე 2,21), არამედ იმიტომაც, რომ ყველა ღარიბი და უბედური ჩვენი ძმაა ხორცით და სულით და უფალსაც სურს, მათზე ვიზრუნოთ.

უფალმა იესო ქრისტემ უბედურ ქვრივ ქალს უდიდესი ნუგეში მიანიჭა მაშინ, როცა იგი ამას არ მოელოდა, და ის აღასრულა მისთვის, რაც ბუნების ძალებს აღემატება. ასეთივე ნუგეში და კეთილმოქმედება ძალუძს მას ყველას მიმართ, ვინც ამას საჭიროებს, ყოველთვის და ახლაც, ჩვენს დროშიც, რამეთუ უფალი იესო ქრისტე გუშინ და დღეს და თავადი არს უკუნითი უკუნისადმე. ამიტომ როგორი განსაცდელიც არ უნდა გვეწვიოს, ნურასოდეს წარვიკვეთთ სასოს, ნუ დავკარგავთ იმედს, არამედ ყოველთვის ჩვენს სახიერსა და ყოვლადძლიერ მაცხოვარზე დავამყაროთ სასოება და იგიც უეჭველად მოგვივლენს შეწევნას, როცა ეს აუცილებელი იქნება მისი ყოვლადბრძნული განგებულებით, რამეთუ მას ისეთი რამის აღსრულება ძალუძს, რასაც ჩვენ არც მოველით: "რამეთუ იცის უფალმან ღმრთის მსახურთაი მათ განსაცდელთაგან ხსნაი... ხოლო სასოებამან არ არცხვინოს", - გვმოძღვრავენ უფლის წმინდა მოციქულნი (11 პეტრე 2,9; რომ. 5,5).

მკვდერეთით აღმდგარი ქვრივის ვაჟი უმალ წამოდგა და ლაპარაკი დაიწყო. მაშასადამე, ის ისეთივე ადამიანად აღდგა, როგორიც სიკვდილამდე იყო. აქედან ჩანს, რომ უფალმა, რომელმაც კვლავ ქვეყნიური ცხოვრებისთვის გააცოცხლა იგი, ახალი სული კი არ მიანიჭა, მისივე სული დაუბრუნა, რომელიც უწინ იმყოფებოდა მის სხეულში. ეს კი ცხადყოფს, რომ ადამიანთა სულები არ ისპობიან სხეულებრივი სიკვდილით, არამედ განაგრძობენ არსებობას იმავე სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და შეუძლიათ, ღმერთის ნებით, არა მხოლოდ ამქვეყნად იყვნენ, თავიანთ სხეულებსაც შეუერთდნენ. ამიტომ ნუ დავმწუხრდებით, როცა ნათესავი ან მეგობარი გარდაგვეცვლება, რამეთუ ისინი, სხეულებრივად მომკვდარნი, ცოცხალნი რჩებიან სულით და შესაძლოა ჩვენს გვერდითაც იმყოფებიან. ნუ შეგვეშინდება საკუთარი სიკვდილისაც, რამეთუ იგი არ წყვეტს ჩვენს არსებობას, არამედ მხოლოდ სახეცვლის მას და არსებობის იმ სფეროში გადავყავართ, რომელიც შემოქმედი ღმერთის მიერ უსხეულო სულთათვის არის განკუთვნილი.

როცა ნაინელი ქვრივი დედაკაცის ძის სასწაულებრივი მკვდრეთით აღდგინება იხილეს, იუდეველებმა ღმერთი განადიდეს. მით უფრო უნდა განვადიდებდეთ მას ჩვენ, ჩვენთვის ხომ ცნობილია, რომ იესო ქრისტემ ქვეყნიური ცხოვრების ჟამს მხოლოდ ეს სასწაული კი არ აღასრულა, არამედ კიდევ მრავალი სხვაც, რომლებიც დააგვირგვინა მისმა საკუთარმა მკვდრეთით აღდგომამ. განსაკუთრებით კი იმის გამო უნდა განვადიდებდეთ უფალს, რომ თვით ჩვენზეც აღასრულა მეორედ შობის, მკვდრეთით აღდგინების უდიდესი საიდუმლო: "რამეთუ ვიყვენით ჩვენ მკვდარ შეცოდებითა, ქრისტეს თანა განგვაცხოველნა... და თანა-აღმადგინნა და თანა-დამსხნა ზეცათა შინა ქრისტე იესუის მიერ" (ეფეს. 2,5-6).


28 ოქტომბერს საკითხავი სახარება (ლუკა 8,5-15)
5. (თქვა უფალმან იგავი ესე) გამოვიდა მთესვარი თესვად თესლისა თვისისა; და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა და დაითრგუნა, და მფრინველთა ცისათა შეჭამეს იგი.

6. და სხვაი დავარდა კლდესა ზედა, აღმოსცენდა და განხმა, რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაი.

7. და რომელიმე დავარდა შორის ეკალთა, და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი.

8. და სხვაი დავარდა ქვეყანასა კეთილსა და აღმოსცენდა და ყო ნაყოფი ასი წილი. ამას ეტყოდა ხმითა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ.

9. ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი, ვითარმედ: რაი არს იგავი ესე?

10. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: თქვენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლო სასუფევლისა ღმრთისაი, ხოლო სხვათა -იგავით, რაითა ხედვიდენ და ვერ იხილონ, და ესმოდეს და ვერ გულისხმა-ყოს.

11. ხოლო იგავი იგი ესე არს: თესლი იგი არს სიტყუაი ღმრთისაი.

12. ხოლო გზასა ზედა იგინი არიან, რომელთა ესმის, მერმე მოვიდის ეშმაკი და მოუღის სიტყუაი იგი გულისაგან მათისა, რაითა არა ჰრწმენეს და ცხონდენ.

13. ხოლო რომელ იგი კლდესა ზედა, - რომელთა-იგი რაჟამს ისმინიან, სიხარულით შეიწყნარიან სიტყვაი იგი, და ამათ ძირი არა უბნ, რომელთა-იგი ჟამ ერთ ჰრწამნ და ჟამსა განსაცდელისასა განდგიან.

14. ხოლო რომელი იგი ეკალთა შინა დავარდა, ესე არიან, რომელთა ისმინიან სიტყუაი და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არა ნაყოფიერ იქმნიან.

15. ხოლო რომელი-იგი კეთილსა ქვეყანასა დაეთესა, ესე არიან, რომელთა გულითა კეთილითა და სახიერითა ისმინიან სიტყვაი და შეიკრძალიან და ნაყოფი გამოიღიან მოთმინებითა.


უბრალო, გასაგები სიტყვით ანუ მიწათმოქმედების გამოცდილებიდან აღებული მსგავსებით განგვიმარტავს მაცხოვარი ცათა სასუფევლის უზენაეს საიდუმლოთ, რითაც გვასწავლის, რომ "არა სიტყვითა არს სასუფეველი ღმრთისაი, არამედ ძალითა" (I კორინთ. 4,20). ღვთის სიტყვის მქადაგებელნიც უნდა ცდილობდნენ, მარტივად, ნათლად გადასცემდნენ მსმენელთ ყოველივეს, რაც ცხონებისთვის სჭირდებათ. ამას მოითხოვს მსმენელთა უმეცრება, გაუნათლებლობა, უბრალო ადამიანთათვის ხომ მაშინაც ძნელია სულიერი, საუკუნო ცხოვრების საკითხების შემეცნება, როცა ისინი მარტივი ენითაა გადმოცემული.

მოციქულებმა სთხოვეს ქრისტეს, განემარტა მათთვის იგავი. ეს გარემოება დიდად მანუგეშებელია ღვთის სიტყვის მთესვარი კეთილმოშიში მსახურებისთვის. ისინი თავს იმით უნდა განიმხნევებდნენ, რომ ღვთის სიტყვის უგულებელმყოფელ მსმენელთა გარდა ისეთნიც არიან, მოწიწებით რომ ისმენენ ღვთის სიტყვას და ძალისაებრ ცდილობენ მის აღსრულებას, რითაც ცხონდებიან კიდეც. როცა მაცხოვარი ერს თავისი სხეულის მაცხოვნებელ საზრდოდ მიღების შესახებ უქადაგებდა, ბევრი მოწაფე განეშორა, მაგრამ მისი ქადაგება უნაყოფო არ დარჩენილა: როცა უფალმა ჰკითხა თავის სხვა მოწაფეებს: "ნუუკუე თქვენცა გნებავს წარსლვაი? მიუგო მას სიმონ-პეტრე და ჰრქუა: უფალო, ვისა მივიდეთ ჩვენ? რამეთუ სიტყვანი ცხოვრებისა საუკუნოისანი გქონან შენ".

ეკალთა შორის ჩავარდნილი თესლი ღვთის სიტყვის იმ მსმენელს აღნიშნავს, რომელიც სიმდიდრესა და ქვეყნიურ კეთილდღეობაზე ზრუნვით, ყოველივე ნივთიერის სიყვარულით შეაშთობს მას. ყველამ უნდა ვისწავლოთ სიძუნწის მოშორება და სჯულის საწინააღმდეგო სიმდიდრისმოყვარეობისგან თავის მოზღუდვა, რომელიც შხამ-სამსალაზე უარესია.

კვალად, მთესვარისა და თესლის იგავიდან ჩვენთვის საცნაურია, რომ ღვთის სიტყვა გამუდმებით ეუწყება ადამიანებს, ეს კი იმად უნდა აღგვძრავდეს, რომ გულმოდგინედ ვისმენდეთ მას. რწმენა ჩვენს არსებაში პირდაპირ არ გადმოიღვრება, ის სიტყვის მეშვეობით გვეძლევა. ამრიგად, განსაკუთრებული საშუალება ცხოვნებისა არის ღვთის სიტყვის მოსმენა.

დღევანდელი სახარების იგავი იმასაც გვასწავლის, რომ საკმარისი არ არის ღვთის სიტყვის მხოლოდ მოსმენა, იგი ღრმად უნდა დავიმარხოთ გულში და აღვასრულოთ კიდეც. რამეთუ როგორც თესლია უნაყოფო, თუკი მიწაში არ შთაეფლობა და ფესვს არ გაიდგამს, ასევე ღვთის სიტყვაც, თუკი ქრისტიანმა ღრმად არ დაიმარხა გულში, ვერ გამოიღებს კეთილ ნაყოფს ცხოვნებისა. სიფრთხილე და სიფხიზლე გვმართებს, რათა ჯოჯოხეთის ქორებმა არ წარგვტაცონ ღვთის სიტყვა გულიდან, რამეთუ ისინი იმთავითვე კაცისმკვლელები არიან და მიდრეკილნიც ადამიანთათვის ცხოვნების წარსატაცებლად. როცა მიწისმოქმედნი თესავენ, ფრინველები გუნდ-გუნდად მოფრინდებიან, რათა დაბნეული მარცვლები აკენკონ. ასევეა ღვთის ტაძარშიც: როცა ცათა სასუფევლის სიტყვა იქადაგება, ბოროტი სულები მოფრინდებიან და ცდილობენ, წარიტაცონ ხარების სიტყვა მსმენელთა გულთაგან. მაგრამ როგორც ფრინველთ განაგდებს მინდვრიდან მიწათმოქმედი, ასევე შენც, ქრისტიანო, ეცადე, გულმოდგინე ყურადღებითა და ღვთის სიტყვის მნიშვნელობაში ჩაღრმავებით განდევნო შენგან ყველა ბოროტი სული.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat