საკვირაო სახარება
საკვირაო სახარება
23 სექტემბერს საკითხავი სახარება (მათე 15,21-28)
21. და (მას ჟამსა შინა) წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტვიროსისა და სიდონისათა.

22. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისაო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს.

23. ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყვაი. და მოუხდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგვიდგეს ჩვენ.

24. ჰრქუა მათ იესუ: არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისასა.

25. ხოლო იგი მოუხდა და თაყვანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე!

26. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა.

27. ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცვივინ ტაბლისაგან უფალთა მათთაისა.

28. მაშინ მიუგო იესუ და ჰრქუა: ჰოი, დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაი ეგე შენი; გეყავნ შენ ვითარცა გნებავს, და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან.

პირველ ყოვლისა, დღევანდელი სახარებიდან ის ჭეშმარიტება განგვეცხადება, რომ მწუხარება გვასწავლის, ვილოცოთ და ჩვენი გულები ღვთისკენ მივმართოთ ვედრებით. სწორედ ამიტომ იყენებს უფალი უბედურებას და ტანჯვას, ვითარცა აღზრდის საშუალებებს, ჩვენი სულიერი სრულყოფისთვის.

ქანანელი დედაკაცის ასულის განკურნების ამბავი იმასაც გვასწავლის, რომ წმინდანნი, ვითარცა ღმერთთან უფრო ახლოს მყოფნი, გვშუამდგომლობენ და მეოხ-გვეყოფიან მის წინაშე (მუხლი 23). "შენცა გყავს მოყვასნი, რომელთაც შეუძლიათ, შენნი მეოხმყოფელნი იყვნენ ღმერთის წინაშე, - ამბობს წმინდა ამბროსი, - ეს მოყვასნი არიან მოციქულნი და წმინდა მოწამენი, ოღონდ მხოლოდ მაშინ გიშუამდგომლებენ, თუკი შენც ჯეროვან პატივს მიაგებ მათ და მიუახლოვდები, მიემსგავსები მოწყალებით, იმიტომ რომ მოყვასი არის ის, "რომელმან ყო წყალობაი" ყოველი შეჭირვებული და განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანის მიმართ" (ლუკა 10,37).

წმინდა იოანე ოქროპირი შეგვაგონებს, მეოხება შევთხოვოთ წმინდანთ, მაგრამ მათმა შუამდგომლობამ ნაყოფი რომ გამოიღოს, მოითხოვს, სულიერი წარმატებისთვის ჩვენც დაუცხრომლად ვიღვაწოთ. "წმინდანთა ლოცვებს უდიდესი ძალა აქვს, - ამბობს იგი, - ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ თვითონაც ვინანიებთ ცოდვებს და გამოსწორების გზას ვადგავართ".

კვალად, ქანანელი დედაკაცის მაგალითი გვასწავლის, რა თვისებები უნდა ჰქონდეს ჩვენს ლოცვა-ვედრებას, რათა წარემატოს და ღვთის შეწევნა მოგვიპოვოს (მუხლები 25-27).

რა განსაკუთრებული თვისება გამოამჟღავნა თავის ვედრებაში ქანანელმა დედაკაცმა? რით შეძლო უფლის მოწყალეყოფა?

უპირველესად, მტკიცე და შეუეჭვებელი რწმენით ღვთის ყოვლადძლიერებისა, რაც თავად უფალმა დაამოწმა, როცა უთხრა: "დიდ არს სარწმუნოებაი ეგე შენი". ასევე - მოთმინებითა და დაუშრომლობით, რისი წყალობითაც ვერ შეაშფოთა უფლის თითქოსდა უყურადღებობამ; კიდევ - თავმდაბლობითა და მორჩილებით, მან ხომ შეურაცხყოფად არ მიიღო დამამცირებელი შედარება ძაღლთან.

მაშ, ჩვენც ვეცადოთ, ქანანელი დედაკაცის ეს თვისებები შევიძინოთ, თუკი გვსურს ჩვენი ლოცვა-ვედრება შეისმინოს უფალმა. რწმენით ვილოცოთ ღვთის წინაშე. შეგვიძლია კიდეც ეს, რადგან თავად უფალსაც ძალუძს და ნებავს, შეგვეწიოს შეჭირვებისას. შეგვეწევა იგი იმიტომ, რომ თავადვე აღგვითქვა ეს. ამიტომაც უფლის წინაშე შეწევნის მაძიებელმა თავი უნდა დაიმდაბლოს და მორჩილ-ჰყოს, არარად შერაცხოს იგი. წმინდა ისააკ ასური გვასწავლის: "როცა ღვთის წინაშე ლოცვით წარდგები, ჭიანჭველას მიემსგავსე შენს აზრებში, მიწაზე მხოხავ პირუტყვს თუ მოტიტინე ჩვილს..."

დაბოლოს, დღევანდელი სახარება გვიმოწმებს ერთურთისთვის ლოცვის უდიდეს სარგებლობას (მუხლები 25-28). ქანანელი დედაკაცი თავისი ასულისთვის ევედრებოდა უფალს და სნეულმაც დედის ლოცვით სასწაულებრივი განკურნება მიიღო.

წმინდა მოციქული იაკობი შეგვაგონებს: "აღუარებდით ურთიერთას ცოდვათა და ულოცევდით ერთიერთსა, რაითა განიკურნეთ, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად" (იაკობი 5,16). რითაც არ უნდა ევნებოდეს ადამიანი, რაც არ უნდა სტანჯავდეს, - სინდისის ქენჯნა, მძიმე სხეულებრივი სნეულება თუ სასოწარკვეთა უბედურებათა გამო, - მოყვასთა ლოცვა მისთვის ნებისმიერ დროს შეიძლება კეთილისმყოფელი იყოს. ამიტომაც გვასწავლის მაცხოვარი, მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არა, მოყვასისთვისაც ვილოცოთ.

შესაძლოა ზოგმა იფიქროს, ამ შემთხვევაში კეთილმსახურ ადამიანთა ლოცვა ქმედითი აღმოჩნდა, რადგან ისინი ასევე კეთილმსახური ადამიანებისთვის ლოცულობდნენო; მაგრამ განა შეეწევა ცოდვილთ მათივე მსგავთა ლოცვა? რამეთუ დიდი ხანია შემჩნეულია, რომ "ცოდვილისაი არა ისმინის ღმერთმან" (იოანე 9,31). - მართალია, "ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად" (იაკობი 5,16), ამიტომ საჭიროა ცოდვათა გამოძიება და მონანიება!


30 სექტემბერს საკითხავი სახარება (მარკოზი 8,34-9,1)
8,34. და მოუწოდა (უფალმან) ერსა მას მოწაფეთა მისთა თანა და ჰრქუა მათ: რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაი, უვარ-ყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე.

35. რამეთუ რომელსა უნდეს სულისა თვისისა განრინებაი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის გინა სახარებისათვის, მან აცხოვნოს იგი.

36. რაი სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თვისი იზღვიოს?

37. ანუ რაი მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თვისისა?

38. რამეთუ რომელსა-იგი სირცხვილ უჩნდეს ჩემი და სიტყვათა ჩემთაი, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხვინოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თვისისაითა ანგელოზთა თანა წმიდათა.

9,1. და ეტყოდა მათ: ამენ გეტყვი თქვენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოი სიკვდილისაი, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაი, მომავალი ძალითა.

სახარების ამ ფრაგმენტიდან, პირველ ყოვლისა, ჩანს, რომ გზა სამოთხისაკენ მწუხარებითაა აღსავსე, ვიწროა და სხვა გზა მისკენ სავალი არ არსებობს.

მაგრამ რა არის საჭირო, მწუხარებამ და უბედურებამ ცათა სასუფეველში რომ შეგვიყვანოს? ამისთვის აუცილებელია, ყველა განსაცდელი ცხოველი რწმენითა და გულწრფელი სინანულით მივიღოთ, მოთმინებით და უდრტვინველად, უფლის სახელისთვის, რათა ამ სათნოებებით ვძლიოთ ეშმაკს.

კვალად, დღევანდელი სახარება გვასწავლის, რომ ჩვენი სული უძვირფასესი საუნჯეა მთელ სამყაროში და ყველაზე მეტად სწორედ მისი ხსნისთვის, მისი ცხოვნებისთვის უნდა ვიზრუნოთ. თავისი ბუნებით იგი ხატია ღვთისა, მისი მსგავსებაა. და თუკი ჩვენს სულს ასეთი მაღალი ღირსება აქვს, განა მთელი ჩვენი მზრუნველობა, ძალისხმევა და გულმოდგინება მის საუკუნოდ შენარჩუნებას, ხსნას, ცხონებას არ უნდა მოვახმაროთ?

დაბოლოს, ყოველთვის იყვნენ და არიან ადამიანები, - და მათი რიცხვი დიდია, - რომელნიც სირცხვილად მიიჩნევენ ქრისტეს და მისი სიტყვების აღიარებას. რაც ყველაზე უარესია, ასეთნი თანამედროვე "ქრისტიანთა" შორისაც გვხვდებიან, მეტიც - თვით "მართლმადიდებელთა" შორისაც, რამეთუ მართლმადიდებლობა მხოლოდ გარეგნულად მიუღიათ, როგორც საუკუნოვანი ქრისტიანული ცხოვრების მემკვიდრეობა, როგორც საყოველთაოდ აღიარებულ-განმართლებული ჭეშმარიტება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat