საკვირაო სახარება
საკვირაო სახარება
9 სექტემბერს საკითხავი სახარება (მათე 22,35-46)
"35. და (მას ჟამსა შინა) ჰკითხა ერთმან მათგანმან სჯულის-მოძღვარმან (იესუს), გამოსცდიდა მას და ეტყოდა:

36. მოძღვარ, რომელი მცნებაი უფროის არს სჯულსა შინა?


37. ხოლო იესუ ჰრქუა მას: შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.

38. ესე არს დიდი და პირველი მცნებაი.

39. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი.

40. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინასწარმეტყველნი დამოკიდებულ არიან.

41. შეკრებულ რაი იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ

42. და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქვენ ქრისტესათვის, ვისი ძე არს? ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი.

43. ჰრქუა მათ იესუ: ვითარ უკუე დავით სულითა ჰხადის მას და უფლად იტყვის:

44. ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯვენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქვეშე ფერხთა შენთა?

45. უკუეთუ დავით სულითა უფლად ხადის მას, ვითარ ძე მისი არს?

46. და ვერვის ეძლო სიტყვისმიგებად მისა, არცაღა ვინ იკადრა მიერ დღითგან კითხვად მისა არღარაი".

პირველ ყოვლისა, აწინდელი სახარება გვასწავლის, რომ ჩვენი სიყვარული ღმერთისადმი ყველა ქვეყნიურ მისწრაფებასა და სიყვარულზე მაღლა უნდა იდგეს, რამეთუ საღმრთო სჯულიც ამას გვიბრძანებს: "შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძლიერებითა შენითა" (მათე 22,37-38). ღმერთისადმი სიყვარულის უპირატესობა და ყოველივე სხვაზე აღმატებულობა სავსებით სამართლიანია კაცობრივი ჯანსაღი განსჯითაც. ჩვენ ღმერთმა შეგვქმნა. მანვე მოგვანიჭა ყოველივე, რაც გვაქვს. ჩვენი ცხოვრება და ჩვენს გარშემო არსებული ყველა საგანი, რომელნიც გვაცოცხლებენ და გვასაზრდოებენ - ღმერთის საბოძვარია. ღმერთისმიერი ზრუნვა ჩვენზე ჯერ კიდევ იმ დროიდან დაიწყო, როცა თითოეული ჩვენგანი ჩასახულ იქნა დედის მუცელში და იქიდან მოყოლებული, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ვარსებობთ, რომ ასე ნებავს ღმერთს.

დღევანდელი სახარებიდან მეორე გაკვეთილი არის ის, რომ მთელი საღმრთო სჯული ღმერთისა და მოყვასის სიყვარულში მდგომარეობს (მუხლი 40). მართლაცდა, რაკი ქრისტიანული სჯულის სული სიყვარულია, ამიტომ მისი აღსრულებაც გარეგან სჯულისმიერ მოქმედებებში კი არ მდგომარეობს, არამედ სჯულისმიერად მოქმედი ადამიანის შინაგან განწყობაში. ამიტომაც მხოლოდ ის ადამიანი შეიძლება მივიჩნიოთ სჯულის აღმსარებლად, ვინც სიყვარულით არის აღსავსე: რამეთუ უსიყვარულოდ შეუძლებელია საღმრთო სჯულის აღსრულება.

კვალად, აწინდელი სახარებიდან ის ჭეშმარიტება განგვეცხადება, რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი. საღმრთო წერილი ათასგზის და განუწყვეტლივ გვიმოწმებს, რომ იესო ქრისტე - ღმერთია. მისი ღვთაებრიობა ცხადად განმსჭვალავს მთელ მის ქვეყნიურ ცხოვრებას.

იესო ქრისტეს ღვთაებრიობაში დასარწმუნებლად აუცილებელი იყო რომელიმე ყოვლადსაკვირველი და არაჩვეულებრივი სასწაული. ამგვარი სასწაულია მისი მკვდრეთით აღდგომა. იმის წარმოდგენაც შეუძლებელი იყო, რომ ადამიანს, გარდაცვლილს, საკუთარი თავი მკვდრეთით აღედგინოს. ამიტომაც უფალ იესო ქრისტეს მიერ აღსრულებულმა მკვდრეთით აღდგინებამ საკუთარი თავისა, საკუთარი ნამდვილად მომკვდარი ადამიანური ბუნებისა ყოვლად სრულყოფილი დადასტურება-დამტკიცება მოგვმადლა იმისა, რომ იგი არის ჭეშმარიტი მაცხოვარი, რომელსაც ძალუძს თავისი საღმრთო ყოვლადძლიერებით მკვდრეთით აღადგინოს ყოველნი ადამიანნი, მოკვდინებულნი ცოდვებით.

ამრიგად, იესო ქრისტე "ხატი ღმრთისაი იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა" (ფილიპ. 2,6), ანუ უფალ იესო ქრისტესთვის ღმერთის თანასწორად ყოფნა და ასეთად პატივ-დება არ ყოფილა სხვისი ღირსების მიტაცება, რამეთუ იგი იყო და არის არსისმიერი ხატი ღმრთისა, ჭეშმარიტი ღმერთი.

დაბოლოს, აწინდელი სახარებიდან ვიგებთ, რომ მთელი საღმრთო წერილი არის ღვთის სიტყვა, რადგან თავად იესო ქრისტე ამბობს, რომ დავითი საღმრთო სულით ანუ სულიწმინდით უწოდდა მესია-ქრისტეს უფლად, ღმერთად. საღმრთო წერილი რომ ღვთის სიტყვაა, ეს მტკიცდება წინასწარმეტყველთა და მოციქულთა ღმრთივსულიერებით და ღმრთივშთაგონებულობით, რომელთა მიერ იგი შეიქმნა, დაიწერა.


16 სექტემბერს საკითხავი სახარება (მათე 25,14-30)
14. (და თქვა უფალმან იგავი ესე:) ვითარცა-იგი რაჟამს წარვალნ კაცი და მოუწესნ მონათა თვისთა და მისცის მათ მონაგები თვისი.

15. და რომელსამე მისცა ხუთი ქანქარი და რომელსამე ორი ქანქარი და რომელსამე ერთი, კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თვისისა, და მეყსეულად წარვიდა.

16. ხოლო წარვიდა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, აქმნია მას ზედა და შესძინა სხუაიღა ხუთი ტალანტი.

17. ეგრეთვე, რომელმან-იგი ორი მიიღო, შესძინა სხვაი ორი.

18. ხოლო რომელმან-იგი ერთი მიიღო, წარვიდა და მოთხარა და დაჰფლა ქვეყანასა ვერცხლი იგი უფლისა თვისისაი.

19. შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი იგი მათ მონათაი და სიტყუაი ყო მონათა მათ თანა.

20. და წარმოდგა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, და მოართუა მას სხვაიღა ხუთი ქანქარი და ჰრქუა: უფალო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა ესერა სხუაიღა ხუთი ქანქარი შევსძინე.

21. ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა.

22. მოვიდა იგიცა, რომელსა ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაი ორი ტალანტი შევსძინე.

23. ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა.

24. მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო და ჰრქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ შენ: მოიმკი, სადა არა დასთესი, და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიედ.

25. და შემეშინა, წარვედ და დავმალე ქანქარი იგი შენი ქვეყანასა. აჰა, ესერა შენი შენ თანა არს.

26. მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას: ბოროტო მონაო და მედგარო! უწყოდე, რამეთუ მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიედ.

27. ჯერ-იყო შენდა დადებად ვერცხლი ჩემი სავაჭროსა, და მო-მცა-ვედ და მოვიღე ჩემი იგი აღნადგინებითურთ.

28. მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე და მიეცით მას, რომელსა აქუს ათი ქანქარი.

29. რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. და ამას რაი იტყოდა, ხმა-ყო: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ.

30. და უხმარი ეგე მონაი განხადეთ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი".

პირველ ყოვლისა, ამ იგავიდან განცხადდება, რომ უფალი ზოგს ხუთ ტალანტს ანუ თავის საბოძვარს, ნიჭს აძლევს, სხვებს - ორს, მესამეთ კი - ერთ ნიჭს, და სულაც არ ანიჭებს ყველას ერთნაირად (მუხლი 15). რატომ არიგებს უფალი თავის საბოძვართ ასე არათანაბრად? - ჩვენივე სარგებლობისთვის. თუკი ახლაც, ქვეყნიურ ცხოვრებაში თითოეული ჩვენგანი სხვის დახმარებას საჭიროებს, მდიდარი - საქმიანი ადამიანებისას, ხოლო ღარიბნი - მდიდრებისას, და მაინც ჩვენს შორის ნაკლებია დამთმობლობა, ერთურთის შეწევნა, მაშინ რაღა იქნებოდა, ყველანი რომ ყველაფრით ერთმანეთის თანასწორნი ვყოფილიყავით? როგორღა ვიცხოვრებდით ამქვეყნად? თუკი, მაგალითად, მავანი ამპარტავანი, ბოროტი ადამიანისგან ყველანი შეწუხებულნი არიან მისი უბადრუკობის, სიღარიბის დროსაც კი, მაშინ რაღა იქნებოდა, ყველაფერთან ერთად მდიდარიც რომ ყოფილიყო?! თუკი ცბიერი, მზაკვარი თავისი მოკლე ჭკუითაც ესოდენ დახვეწილი გამომგონებელია ათასგვარ მოტყუებაში, მაშინ რაღა იქნებოდა, ბუნებითვე გამჭრიახი გონებით, ძალაუფლებითა და დიდება-პატივით რომ ყოფილიყო დაჯილდოებული?! კვალად, თუკი ადამიანთა უდიდეს ნაწილს მცირედი ქონების ჯეროვნად მოხმარება არ შეუძლია, მაშინ რაღა იქნებოდა მათ თავს, ღმერთს რომ მათთვის ყოველივე ბევრი მიეცა?! მაშინ თავთაც დაიღუპავდნენ და სხვებსაც ცოდვის ჩასადენად უბიძგებდნენ. აი, სწორედ ამიტომაც უფალი თითოეულს გონებასაც, ქონებასაც და სხვა ყოველივეს იმდენს აძლევს, რამდენიც მისი სულისთვის იქნება სასიკეთო და სასარგებლო.

კვალად, დღევანდელი სახარების იგავიდან ჩანს, რომ ღმერთისგან მიღებულნი ნიჭნი საქმეში უნდა გამოვიყენოთ (მუხლები 20-23). სულ ერთია, ბევრი ნიჭი მიიღო ადამიანმა, ნაკლები თუ სულ ცოტა, - ყველა ვალდებულია სინდისიერად და ქმედითად გამოიყენოს იგი. და ვინც ღმერთისგან მიღებულს, ბევრსა თუ მცირეს, მნიშვნელოვანსა თუ უმნიშვნელოს, კარგად იყენებს და ამით სარგებლობა მოაქვს საკუთარი და სხვა ადამიანთა სულებისთვისაც, იგი კეთილი მონაა ღმერთის წინაშე, და როცა დაასრულებს თავისი ქვეყნიური ცხოვრების გზას, საუკუნო ნეტარებით დატკბება. მაგრამ ვინც თავის ნიჭს, რა მცირეც არ უნდა იყოს იგი, გამოუყენებლად ტოვებს და სარგებლობას არ მოუტანს არც თავის სულს და არც სხვებისას, მას უარყოფს უფალი ღმერთი და განაგდებს ბნელსა მას გარესკნელსა.

ამავე იგავიდან დავიმოძღვრებით იმაშიც, რომ საუკუნო ნეტარების მისაღწევად აუცილებელია ერთგულნი, სარწმუნონი ვიყოთ ჩვენს მოწოდებაში. "მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ!" - ეუბნება უფალი ერთგულ მონებს. ამრიგად, ჩვენც ერთგულნი ვიყოთ უფლისა.

დაბოლოს, მზაკვარი, ბოროტი და მცონარი (მედგარი) მონის მაგალითი იმას გვასწავლის, რომ არამც და არამც არ უნდა უგულებელვყოფდეთ სულ მცირე ნიჭსაც კი (მუხლი 29). რატომ არ იღვაწა ამ მონამ სხვების მსგავსად, როცა თავისი უფლისგან ტალანტი მიიღო, რატომ არ დაშვრა მისი განმრავლებისთვის და მიწაში დაფლა იგი? რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ მისდა ბოძებულ ტალანტს, ნიჭს იგი მეტისმეტად მცირედ, უმნიშვნელოდ მიიჩნევდა, ისეთად, რომელიც არ ღირდა დასაშვრომად და იმაზე საზრუნავად, რომ მისი განმრავლება ეცადა. და განა ჩვენს თავსაც იგივე არ ხდება ხოლმე? ბევრს რასმე ჩვენს ცხოვრებაში არ ვაქცევთ ყურადღებას, რადგან კნინად და უმნიშვნელოდ მიგვაჩნია...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat