საკვირაო სახარება
საკვირაო სახარება
26 აგვისტოს საკითხავი სახარება (მათე 21,33-43)
33. სხვაი იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენახი და ზღუდე გარე-მოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა.

34. და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთაი, მიავლინა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა.

35. და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსწყვიდნეს და რომელთამე ქვაი დაჰკრიბეს.

36. კვალად წარავლინნა სხვანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა, და მათცა ეგრეთვე უყვეს.

37. ხოლო უკანაისკნელ მიუვლინა მათ ძე თვისი და თქვა: შე-ხოლო-თუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა.

38. ხოლო ქვეყნის მოქმედთა მათ ვითარცა იხილეს ძე იგი მისი, და თქვეს გულსა მათსა: ესე არს მკვიდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკვიდრებელი მისი.

39. და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე ვენახისა მის და მოკლეს.

40. რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი სავენახისაი მის, რაი-მე უყოს ქვეყანის-მოქმედთა მათ?!

41. ჰრქუეს მას: ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენახი იგი მისცეს სხვათა ქვეყანის-მოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თვისსა.

42. ჰრქუა მათ იესუ: არასადა აღმოგიკითხავსა წიგნთა შინა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა. უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩვენთა.

43. ამისთვის გეტყვით თქვენ, ვითარმედ: მიგეღოს თქვენგან სასუფეველი ღმრთისაი და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდნენ ნაყოფსა მისსა.

ვის ეხება ეს იგავი?

იგავი ვენახისა და ვენახის-მოქმედთა შესახებ პირდაპირ განეკუთვნება იუდეველებს; მაგრამ ირიბად და არაპირდაპირ იგი მთელ კაცთა მოდგმას, განსაკუთრებით კი თითოეულ ჩვენგანს ეხება. უნდა ვიჩქაროთ, ჩვენს მოვალეობათა განუხრელი შესრულებით არა მხოლოდ ჯეროვანი ნაყოფნი გამოვიღოთ ჩვენი ვენახისა, კეთილს ვუყოფთ რა ჩვენს ბუნებას, არამედ გვიყვარდეს, პატივს ვცემდეთ და ვაფასებდეთ ჩვენი ეკლესიის მოძღვრებს, მღვდელმსახურებს, თავად მაცხოვარს, რათა ჩვენც არ დავიღუპოთ თავი ბოროტი ვენახისმოქმედების მსგავსად და ჩვენი მშვენიერი ვენახიც არ დავღუპოთ.

გარდა ამისა, ეს იგავი ცხადად გვიჩვენებს, თუ რა დიდია ღმერთის მრავალმოთმინება. ჩვენს დროში ყვავის და განდიდებულია უკეთურება, ხოლო ჭეშმარიტი კეთილმსახურება - შეიწრებული. მაშ, რატომ არის უფალი ესოდენ მრავალმოთმინე ადამიანის უსჯულოებისა, რატომ არ იძიებს შურს მართალ მორწმუნეთა წმინდა სისხლისთვის? პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ ყველაზე უკეთური ცოდვილებიც, ვითარცა ადამიანები, ღმერთის ქმნილებანი არიან და მათშიც აღბეჭდილია ზეციური მამის ყოვლადწმინდა ხატი; მათთვისაც იქნა მოტანილი ღვთის მართლმსაჯულების წინაშე უდიდესი და უწმინდესი მსხვერპლი - ჯვარზე სიკვდილი ღმერთის მხოლოდშობილი ძისა და მათთვისაც დაიღვარა ღვთაებრივი სისხლი კრავივით უბიწო და ყოვალდწმინდა ქრისტესი. ამიტომ თავად საღვთო სიმართლე ცოდვილის სიკვდილს კი არ მოითხოვს, არამედ მის მოქცევას და ცხოვნებას. იმიტომაცაა ღმერთი მრავალმოთმინე ადამიანთა უსჯულოებისადმი, ცოდვილთა დროებითი ზეობისადმი და მართალ მორწმუნეთა დამცირებისა და შეურაცხყოფისადმი, რომ ადამიანთა განსჯისთვის მას მარადიულობა აქვს, მისი საღვთო ყოვლისმცნობელობისთვის ცნობილია რჩეულ ადამიანთა რიცხვი არა მხოლოდ იმათგან, რომელნიც ჯერაც ჭეშმარიტების სრულ უცნობლობაში დაეხეტებიან ამქვეყნად, ანდა ბოროტ ვნებათაგან არიან დაბრმავებულნი და საღმრთო მადლის ძალით შეიძლება სინანულად მოიქცნენ და ცხოვნდნენ, არამედ იმათგანაც, რომლებიც ყველაზე უკეთური და ურწმუნო მოდგმისაგან აღმოცენდნენ და შეიძლება აბრაამის ჭეშმარტნი შვილნი შეიქმნან რწმენითა და კეთილმსახურებით.

იგავში ვნახეთ, რომ ვენახის-მოქმედებმა დახოცეს უფლის მონები და თვით მისი ძეც. რა იყო მიზეზი ამ ბოროტებისა? მარტოდენ შური. ეს ვნება ყველაზე საძაგელია ღმერთისთვის: იგი არის პირდაპირი მტრობა უფლისა - ყოველი სიკეთის წყაროსი და მომნიჭებლისა. როცა მოყვასის კეთილი ყოფისადმი შურით აღივსება, ამით ადამიანი ვერაფერს იძენს საკუთარი თავისთვის: მისთვის უსიამოვნო ხდება თვით სიკეთე, მაშასადამე, არ სურს, რომ ქვეყნად ღმერთის მეუფება განვრცელდეს, მოვიდეს მისი სუფევა, რაც მდგომარეობს კიდეც ადამიანთა შორის სიკეთის დამკვიდრებაში. შური სატანური ცოდვაა, რამეთუ სწორედ ეშმაკისმიერი შურის გამო შემოხდა ქვეყნად ცოდვა, ხოლო ცოდვასთან ერთად - სიკვდილიც.

სამოძღვრებო და ღირსშესანიშნავია იუდეველთა პასუხი უფლის კითხვაზე, - რას უზამს ვენახის პატრონი ბოროტ ვენახის-მოქმედთ, რომელთაც მისი მსახური მონებიც დახოცეს და საყვარელი ძეცო. ამ კითხვაზე მათ მიუგეს: "ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენახი იგი მისცეს სხვათა ქვეყანის-მოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თვისსა". ეს სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა, რადგან ისინი თავად მათზე აღსრულდა მას შემდგომ, რაც მათ ღმერთის ძე - უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჯვარს აცვეს. ხშირად ახლაც, ჩვენს დროშიც ასრულდება ხოლმე ეს სიტყვები! და ბოროტი ადამიანები ბოროტსავე ხვედრს უნდა ელოდნენ.

დაბოლოს, ყურადღება მივაპყროთ იმ მსგავსებას, რომელიც იგავის ვენახსა და ჩვენს ეკლესიას შორის არსებობს. ქრისტეს ეკლესია ვენახს არის მიმსგავსებული. როგორც ვენახი მოჩანს ზამთარში გაჩანაგებულად და გაუფასურებულად, ხოლო გაზაფხულზე და ზაფხულში კვლავ ყვავის და ნაყოფს იღებს, დამწიფებული შემოდგომაზე კაცის გულს ახარებს, ასევე ღმერთის ეკლესიასაც თავისი ცვალებანი აქვს. მისთვის ზამთარია, როცა უბედურებანი ეწვევა, გაზაფხული და ზაფხული - როცა ღმერთი მოდის მის შეწევნად. რამეთუ როგორც ქრისტე იყო ჯერ დამცირებულ-შეურაცხყოფილი და შემდეგ განდიდებული, ასევე ქრისტეს ეკლესიაც ან დათრგუნულია, მიმძლავრებული, ანდა განდიდებულია.

ღმერთის ეკლესია ვენახთან არის შედარებული ძალისა და თვისებების მიხედვით. როგორც ვენახს გამოაქვს სხვადასხვაგვარი ნაყოფი ანუ ღვინო, "სიხარული ღმრთისა და კაცთა" (მსაჯ. 9,13), ამგვარადვე ეკლესიაშიც უაღმატებულესი სიკეთეებია დამკვიდრებული, როგორიცაა განმართლება, რომელიც მდგომარეობს ცოდვათა მოტევებაში, განახლება და სულიწმინდის მუნმყოფობა, რომელიც "ეწამების სულსა ამას ჩვენსა, რამეთუ ვართ შვილნი ღმრთისანი" (რომ. 8,16).


2 სექტემბერს საკითხავი სახარება (მათე 22,2-14)
2. (და თქვა უფალმან იგავი ესე) ემსგავსა სასუფეველი ცათაი კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თვისისაი.

3. და წარავლინნა მონანი თვისნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად.

4. კვალად წარავლინნა სხვანი მონანი და ჰრქუა: ეგრეთ არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა, ესერა, პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზვარაკები და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველი მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას.

5. ხოლო მათ უდებ-ჰყვეს და წარვიდეს: რომელიმე თვისსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თვისსა.

6. ხოლო სხვათა შეიპყრნეს მონანი იგი მისნი, აგინნეს და მოსწყვიდნეს.

7. ხოლო მეუფე იგი განრისხნა, ესმა რაი ესე, და მიავლინა ერი თვისი და მოსრნა კაცის-მკვლელნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწვა ცეცხლითა.

8. მაშინ ჰრქუა მონათა თვისთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს.

9. წარვედით მებოძირთა გზათასა და რაოდენიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას.

10. და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რაოდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინახითა.

11. ხოლო შე-რაი-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინახეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე.

12. და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა.

13. მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თვისთა: შეუკრენით მაგას ხელნი და ფერხნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი.

14. რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ - რჩეულნი.

უპირველესად, ამ იგავით ცხადი ხდება ღმერთის უსაზღვრო კაცთმოყვარეობა, მისი უდიდესი სახიერება და ენით უთქმელი მოწყალება კაცთა მოდგმისადმი. მან, წარმოგზავნა რა ამქვეყნად თავისი მხოლოდშობილი ძე ჩვენი ხსნისთვის, ყოველივე ისიც მოგვანიჭა, რაც საჭიროა ან ცოდვების შენდობისთვის, ანდა მთელი ჩვენი ცხოვრების განახლებისთვის.

ქორწინებაში იგულისხმება აგრეთვე ღმერთის ძის მიუწვდომელი ჰიპოსტასური შეერთება ადამიანურ ბუნებასთან და ხორცთან, როცა "სიტყუაი იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის" (იოანე 1,14). ეს საიდუმლო შეერთება ღმერთის ძის ხორციელ-ქმნაში ისე მჭიდრო, ისე ახლობელია, რომ ღმერთი და რჩეულ მორწმუნეთა სულები თითქოსდა დაქორწინებულნი - შეუღლებულნი არიან. უთვალავნი და უძვირფასესნია ადამიანის სულის ღმერთთან ამგვარი შეუღლების, შეერთების ნიჭნი და უპირატესობანი. და, პირველ ყოვლისა, "რაოდენთა-იგი შეიწყნარეს (ანუ რომელნიც მოვიდნენ მადლმოსილი სწავლების ამ ქორწილში), მოსცა მათ ხელმწიფებაი შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი" (იოანე 1,12) და ჩვენ, ქრისტეს მორწმუნეებმა, მივიღეთ ღმერთის სიყვარული.

იგავის სიტყვებიდან - "და წარავლინნა მონანი თვისნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად" - უნდა შევიმეცნოთ ადამიანის ნების გარდაქცეულება, მისი გულის გაუხეშება, გასასტიკება, ანუ მიზეზნი მისი საუკუნოდ დასჯისა. ღმერთი თავისი მადლისა და შინაგანი შთაგონების მიერ უკლებლივ ყველა ადამიანს მოუწოდებს საუკუნო ნეტარებისკენ. მაგრამ მრავალთ არ სურთ იწამონ და უგულებელყოფენ ცხოვნების გზას. ეს კი ამა სოფლის დაბრმავების გამო ხდება; რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, ხოლო კაცთა შეიყვარეს უფროის ბნელი, ვიდრეღა ნათელი, უფრო მეტად ისურვეს, კვლავაც დარჩენილიყვნენ თავიანთ სულიერ სიბრმავეში, ვიდრე მართალი გზის ნათელი და სიმართლის მზის - ქრისტეს ბრწყინვალება დაენახათ. აქედან კი უნდა დავასკვნათ, რომ სწორედ ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული - ზეცა მოიპოვოს თუ ჯოჯოხეთი დაიმსახუროს.

კვალად, დღევანდელი სახარების იგავი ცხადად გვიჩვენებს, თუ სადამდე მიჰყავს ადამიანი გადამეტებულ სიყვარულსა და მიჯაჭვას ქვეყნიური საგნებისადმი, რამეთუ სწორედ იმიტომ არ ნებავთ მეფის ქორწილში მისვლა, რომ ზოგი ქონება-სიმდიდრის გადამეტებული სიყვარულის გამო მოშორებია ქრისტეს, მეორეს დროებითი, ქვეყნიური სიმდიდრის განმრავლებით მოუკლია საკუთარი თავისთვის მარადიული ზეციური სიკეთეებით სარგებლობის შესაძლებლობა. ერთი - სიძუნწეს, მეორე კი ცხოვრებისეულ ამპარტავნებასა და ქვეყნიურ ამაო ფუსფუსსა და საზრუნავს მოუშორებია ღმერთისაგან. ყურადღება მიაქციეთ ერთ გარემოებას: სიმდიდრის ჯეროვანი, კეთილი გამოყენება კი არა, დროებითი, წარმავალი საგნებისადმი გადამეტებული სიყვარული და ამაო სურვილთა გამართლება უშლის ხელს ადამიანებს, ქრისტესმიერი გამოსყიდვის ფასდაუდებელი სიმდიდრე უყვარდეთ.

"მოყუასო! ვითარ შემოხვედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე?" მათში ვისაც არა აქვს შემოსილი საქორწინო სამოსელი, იგულისხმებიან ყოველნი პირმოთნე და ცრუ ქრისტიანები, რომელნიც მოსულან ქრისტეს ქორწილში, ქრისტეს მეგობრებივით ისმენენ ღვთის სიტყვას, სხვებთან ერთად არიან საქორწინო პურობაზე, იყენებენ მადლმოსილ საიდუმლოთ და ყველა იმ სიკეთით სარგებლობენ, რომელიც ქრისტეს ხორციელ-ქმნამ მოუტანა კაცობრიობას, მაგრამ ყოველივე ამას მხოლოდ მოჩვენებითად, გარეგნულად იქმან. არც ერთ პირმოთნეს არ ძალუძს, გამოცხადდეს უფლის წინაშე, როგორც ამას მართალი იობი ამბობს: "მის წინაშე ზაკვა არა შევიდეს" (იობი 13,16)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat