საკვირაო სახარება
საკვირაო სახარება
12 აგვისტოს საკითხავი სახარება (მათე 18,23-35)
23. (და თქვა უფალმან იგავი ესე): ამისთვის ემსგავსა სასუფეველი ცათაი კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყვის განგებაი მონათა თვისთა თანა.

24. და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა ტალანტისაი.

25. და ვითარ არარაი აქუნდა მას, რაიმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდვაი ცოლისა მისისაი და შვილთა მისთაი და რაიცა აქუნდა მას და გარდახდად იგი.

26. და დავარდა უკუე მონაი იგი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, უფალო, და ყოველივე მიგცე შენ.

27. შეეწყალა უფალსა მისსა მონაი იგი და განუტევა იგი და თანანადებიცა იგი მიუტევა მას.

28. და ვითარცა გამოვიდა მიერ მონაი იგი, პოვა ერთი მისი თანამონაი, რომელსა თანა-ედვა მისი ასი დრაჰკანი, შეიპყრა იგი და შეაშთობდა მას და ეტყოდა: მომეც, რაიცა-იგი თანა-გაც.

29. შეუვრდა მას მოყუასი იგი მისი და ევედრებოდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა და ყოველივე მიგცე შენ.

30. ხოლო მან არა ისმინა მისი, არამედ წარვიდა და შეაგდო იგი საპყრობილესა, ვიდრემდე მისცეს მას თანანადები იგი.

31. ხოლო იხილეს რაი მის თანა-მონათა მათ მისთა საქმე ესე, შეწუხნეს ფრიად და მივიდეს და აუწყეს უფალსა მათსა ყოველივე იგი, რაიცა იქმნა.

32. მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა მას: მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მოგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე.

33. არა ჯერ-იყოა შენდაცა, რაითამცა შეიწყალე შენ თანა-მონაი იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე?

34. და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ხელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიხადოს ყოველი იგი თანანადები მისი.

35. ეგრეცა მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქუენ, უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან ძმასა თვისსა ყოვლითა გულითა თქუენითა ცთომანი მათნი.

ეს იგავი, პირველ ყოვლისა, გვასწავლის, რომ ადრე თუ გვიან ღვთისთვის ანგარიშის ჩაბარება მოგვიწევს ჩვენს საქმეთა გამო, სიტყვათა, აზრთა და სურვილთა გამოც კი. ამიტომ თითოეულმა სულის წიაღში უნდა ვიქონიოთ ყოველივე, რაც ცხოვრების მანძილზე მოვიმოქმედეთ, და იმაზე ვფიქრობდეთ, რა მივუგოთ მათ გამო უკვდავ მსაჯულს, რომელიც განკითხვის საშინელ დღეს ყველაფერს მოგვკითხავს. ყოველმა ადამიანმა წარმოიდგინოს, რა დიადი სამსჯავრო ელის და ყველა თავისი ცოდვა აღრაცხოს. რადგან მაშინ "კაცად-კაცადისა იგი საქმე გამოცხადნეს, რამეთუ დღემან მან გამოაცხადოს, რამეთუ ცეცხლითა გამოჩინებად არს; და კაცად-კაცადისა იგი საქმე, ვითარ რაი იყოს, ცეცხლმან გამოცადოს" (I კორინთ. 3,13).

იგივე იგავი გვასწავლის, რომ ღმერთი მსესხებელია, ჩვენ კი, ყველანი, მისი მოვალეები ვართ. მაინც რა მოგვცა სესხად ზეციურმა მამამ? უფრო მეტი, ვიდრე ათასობით ტალანტია; მან სიცოცხლე მოგვმადლა, სხეული და სული მოგვანიჭა, გონიერება, ფული და გრძნობები გვიბოძა; მოგვცა ქვეყანა ფერხთა ქვეშე, გვიწყალობა ზეცის მშვენიერი კარავი ჩვენს თავთა ზედა; შექმნა მზე ჩვენი ხედვისა და სიცოცხლისთვის, ჰაერი ჩვენი სუნთქვისთვის; მოგვცა პირუტყვნი ჩვენი ხელმწიფების ქვეშ და მიწის მრავალგვარი აღმონაცენი ჩვენს საჭიროებათა და მოთხოვნილებათათვის, საზრდოდ, შესამოსელად და სამკვიდრებელად... და რაღა ვთქვათ ყველაზე მნიშვნელოვანსა და ფასდაუდებელზე: მისი საღმრთო მადლის საუნჯეზე?! ჩვენ, ცოდვილებს, დაბნელებულთ, წარწყმედილთ, უფალმა მოგვანიჭა ნათელი სარწმუნოებისა, იმედი, სასოება ხსნისა; თავისი მხოლოდშობილი ძის სიცოცხლე გაიღო საუკუნო სიკვდილისაგან ჩვენი გამოსყიდვისთვის; როგორც წინდი, როგორც დასაბამი, როგორც საგზალი საუკუნო და ნეტარი ცხოვრებისა, მოგვანიჭა წმინდა სული, ნათლისღება აღორძინებისა და მეორედ შობისა, ქრისტეს სხეულისა და სისხლის უხრწნელი საზრდო.

ამ იგავიდან უმოწყალო მოვალის შესახებ იმასაც ვსწავლობთ, რომ ოდენ ცოდვათა გამო სინანულის გზით შეგვიძლია, უფლისგან შენდობა მივიღოთ. ყოველი ცოდვა, პირველ ყოვლისა, იმით არის საშინელი, რომ შეურაცხყოფს უფალი ღმერთის დიდებულებასა და სიწმინდეს, მის უსაზღვრო სიყვარულსა და სიმართლეს; არღვევს საღმრთო სჯულს, რომელზეც დამყარებულია ზნეობრივი სამყაროს მთელი წესრიგი, აღაშფოთებს და აღამღვრევს უფლის მეუფების სიმშვიდესა და მოსვენებას. ცოდვილ ადამიანებს არ ძალგვიძს რაიმეს ქმნა, რაც დააკმაყოფილებდა საღმრთო სიმართლეს, მშვიდობა-ჰყოფდა ღვთის მეუფებას, აღადგენდა ჩვენს მიერ გათელილი ზნეობრივი სამყაროს კანონს, მოაწესრიგებდა იმ აღრევას, ჩვენს ცოდვებს რომ შეაქვს უფლის მსოფლიოში. მხოლოდ ერთს - ჩვენს უფალ იესო ქრისტეს ძალ-ედვა თავისი ვნებით, ჯვარზე სიკვდილითა და მკვდრეთით აღდგომით აღესრულებინა ყოველივე, მშვიდობა მოეფინა თავისი ჯვრის სისხლით ყოველგან - ცათა შინა და ქვეყანასა ზედა.

ამავე იგავიდან იმაშიც დავიმოძღვრებით, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი სინანული ცოდვების გამო. უბედური მოვალე თავისი ვალის გადახდას ჰპირდება მეფეს: "სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, უფალო, და ყოველივე მიგცე შენ". მაგრამ ცხადია, ესოდენი ვალის გადახდა მისთვის შეუძლებელია. ამ დაპირებით სურს, გამოხატოს, რომ ყველაფერს იღონებს, რათა მომავალში არა თუ ვალი არ გაზარდოს, არამედ შეძლებისაებრ ეცდება უწინდელი ვალის დაფარვასაც. და ეს აუცილებელი პირობაა თითოეული მონანული ცოდვილისათვის, რომელიც განმართლებას და შეწყალებას ეძიებს ღვთის წინაშე. მტკიცე განზრახვის გარეშე, სამუდამოდ განვეშოროთ ცოდვას, აღარ შეურაცხვყოფდეთ უფლის დიდებულებას ახალ-ახალი უსჯულოებებით, აღარ ვიწვევდეთ მის რისხვას მის წმინდა და ცხოველსმყოფელ მცნებათა გარდახდომით, ჩვენი სინანული არ იქნებოდა გულწრფელი და უფალიც ჩვენს ლოცვას არ შეიწყნარებს.

მეორე მხრივ, თუკი არაფრის ქმნა არ ძალგვიძს ღვთის მართლმსაჯულების დასაკმაყოფილებლად, ის ხომ მაინც შეგვიძლია, სიმდაბლითა და უფლის ნების მორჩილებით ვიტანდეთ ცხოვრებისეულ მწუხარებებსა და უბედურებებს, ვითარცა სამართლიან სასჯელთ ჩვენი ცოდვებისთვის? სწორედ ამისთვის გვაქვს მცნებად დადებული, აღვიღოთ ჩვენი ჯვარი და მივდიოთ უფალ იესო ქრისტეს.

დაბოლოს, უმოწყალო მოვალის საშინელი ხვედრი გვასწავლის, ყოველთვის მოწყალენი და თანამლმობელნი ვიყოთ ჩვენს მოყვასთან მიმართ. ათი ათასი ტალანტით ქრისტემ ღმერთის წინაშე ჩვენი ცოდვები აღნიშნა, ხოლო მოყვასის ცოდვათა პატიება ას დრაჰკანად შეაფასა. ჰოდა, აპატიე მოყვასს ეს ასი დრაჰკანი, მცირედი ვალი, და ღმერთი შენს ათი ათას ტალანტს მოგიტევებს. ამისკენ მოგვიწოდებს ღვთის სიტყვა: "ეკრძალენით თავთა თქუენთა; უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, შეჰრისხენ მას; და უკუეთუ შეინანოს, მიუტევე მას. დაღათუ შვიდ-გზის დღესა შინა შეგცოდოს და შვიდ-გზის მოაქციოს და გრქუას შენ: შევინანე, - მიუტევე მას" (ლუკა 17,3-4), და არა მხოლოდ მიუტევე, კეთილიც უყავი მას. ხოლო თუკი ვინმე მოყვასის მტრობით ცხოვრობს და წყენას არ პატიობს, უწყოდეს, რომ ვერ მიიღებს ღვთისგან ცოდვათა მიტევებას. როცა სხვათა შეცოდებებს იხსენებ, იცოდე, ამით საკუთარ თავს აყენებ ზიანს.


19 აგვისტოს საკითხავი სახარება (მათე 17,1-9)
1. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესო პეტრე და იაკობ და იოანე, ძმაი მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თვისაგან.

2. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი.

3. და აჰა ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა და თანა-ჰზრახვიდეს.

4. მიუგო პეტრე და ჰრქუა იესოს: უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაი, და თუ გნებავს, ვქმნეთ აქ სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა.

5. და ვიდრეღა იგი ამას იტყოდა, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაი აგრილობდა მათ, და აჰა ხმაი იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ.

6. და ესმა რაი ესე მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა თვისსა და შეეშინა ფრიად.

7. და მოუხდა მათ იესო, შეახო ხელი და ჰრქუა: აღდეგით და ნუ გეშინინ!

8. და აღ-რაი-იხილნეს თუალნი მათნი, არავინ იხილეს, გარნა იესო ხოლო მარტოი.

9. და გარდამო-რაი-ვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნო მათ იესო და ჰრქუა: ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძე კაცისაი მკუდრეთით აღდგეს.

დღევანდელი სახარება გვასწავლის, რომ მაცხოვარმა მოციქულებს თავისი მეუფება - საკუთარ დამდაბლებამდე ანუ ჯვარცმამდე, ღირსება კი უღირსებამდე გამოუცხადა, რათა როცა იუდეველები ჯვარზე გააკრავდნენ, მის მოწაფეებს სცოდნოდათ, რომ ჯვარს აცვეს არა უძლურების გამო, არამედ ღვთის დაშვებით, საკუთარი ნებით, ქვეყნის გადასარჩენად. ფერისცვალების დიდებაში გამოიხატებოდა მისი მომავალი აღდგომის დიდებაც და ის დიდებულებაც, რომლითაც იგი მომავალში უნდა მოვიდეს, როგორც ცოცხალთა და მკვდართა მსაჯული, და ამ დიდებაშია ჩვენი მომავალი ფერისცვალებაც მისი მეორედ მოსვლის ჟამს.

რატომ წაიყვანა უფალმა მხოლოდ სამი მოწაფე?

უფალმა გაიყოლა სამი გამორჩეული მოციქული, ვინც ადრევე გახდა ღირსი იაიროსის ასულის აღდგინების უდიდესი სასწაულის ხილვისა. ისინი გახდებიან მოწმენი უფლის უდიდესი მწუხარებისაც გეთსიმანიის ბაღში... იახლა ისინი იმიტომ, რომ სხვებს გარდაემატებოდნენ: პეტრე - იესოს სიყვარულით, იოანე - განსაკუთრებული ერთგულებით, ხოლო იაკობი - იმ პასუხის გამო, თავის ძმასთან ერთად იესოს რომ გასცა: შეგვიძლიაო შევსვათ ეს სასმისი.

რატომ ეხმიანებოდნენ ქრისტეს სწორედ მოსე და ელია წინასწარმეტყველები?

ელვასავით ბრწყინვალე ფერისცვალების ზეციურმა ნათელმა მოიცვა მოციქულთა სული. ღვთიური მშვენების ელვარებით იღვრებოდა ეს უცნაური ნათელი ყოველივეზე, აღწევდა სულიერ სამყაროშიც და მიიზიდა ზეციური საუფლოდან ღვთის დიდებულების უდიდესი მოშურნე ელია, ქვედა სამყაროდან კი სჯულმდებელი მოსე, რათა აღსრულებულიყო წმინდა წერილი: "მხოლოდ ორი ან სამი მოწმის სიტყვით შედგება საქმე" (II რჯ. 19,15). ორი დიდი წინასწარმეტყველისა და სამი გამორჩეული მოციქულის თანდასწრებით უნდა აღსრულებულიყო დიადი საქმე.

რა უნდა ეგრძნოთ მოციქულებს, როცა თავიანთ მდაბალ მოძღვარს ღვთიური დიდებით მოსილს ხედავდნენ და შესცქეროდნენ, როგორ ესაუბრებოდა უდიდეს წინასწარმეტყველებს, როგორც თავის მონებს?

ქრისტეს მოწაფეებს არ შეეძლოთ განსჯა ამისა, ერთადერთი გრძნობით აღვსილიყო მათი ბუნება - თავს საოცრად გრძნობდნენ, ეს სანახაობა ენით გამოუთქმელ სიტკბოებას ანიჭებდათ, აღაფრთოვანებდათ. სურდათ, ეს ნეტარება საუკუნოდ გაგრძელებულიყო... მაგრამ იგი სრულდება, წმინდა წინასწარმეტყველები ემშვიდობებიან უფალს და თავ-თავიანთ სამყოფელში მიემართებიან: ერთი - მართალთა სამკვიდრებელში, მეორე კი ზეცაში, - რათა ცისა და დედამიწის მოახლოებული შერიგება იქადაგონ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat