საკვირაო სახარება
საკვირაო სახარება
3 ივნისს საკითხავი სახარება (მათე 10,32-33; 37-38; 19,27-30)
10,32 (ჰრქუა უფალმან მოწაფეთა თვისთა:) ყოველმან, რომელმან, აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა.

33. და რომელმან უარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა...

37. რომელსა უყუარდეს მამაი ანუ დედაი უფროის ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროის ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს.

38. და რომელმან არა აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს...

19,27. მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: აჰა ესერა ჩვენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ; რაი-მე იყოს ჩვენდა?

28. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ამინ გეტყვი თქვენ, რამეთუ თქვენ, რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაი საყდართა დიდებისა თვისისათა, დასხდეთ თქვენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა.

29. და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაი, ანუ დედაი, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათვის, ასწილად მიიღოს და ცხორებაი საუკუნოი დაიმკვიდროს.

30. ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანა, და უკუანანი წინა.

რას უნდა მივაპყროთ ამ სახარებაში საგანგებო ყურადღება?

პირველ ყოვლისა, მტკიცედ უნდა დავიხსომოთ, რომ უფალი მცნებად დაგვიდებს თავისი სახელის აღიარებას ადამიანთა წინაშე ყოველთვის, ქვეყნიური ცხოვრების ყველა ვითარებაში და საზღაურად აღგვითქვამს საუკუნო ნეტარებას, ცათა სასუფევლის დამკვიდრებას, ხოლო მისი სახელის უარმყოფელთ კაცთა წინაშე საუკუნო სატანჯველით, ღმერთისაგან უარყოფითა და განშორებით ემუქრება. ამრიგად, ყოველთვის უნდა წარმოვაჩენდეთ ჩვენს რწმენას ქრისტეს მიმართ, მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვიან სხვები.

არის შემთხვევები, როცა არ გვეპატიება დადუმება, როცა მავანი აგინებს და გმობს ჩვენს წმინდა მართლმადიდებელ სარწმუნოებას. ამხილე იგი, აღიარე ჭეშმარიტება!

მეორე - ყურადღება უნდა მივაქციოთ მაცხოვრის იმ სიტყვებს, რომლებშიც იგი ღვთისადმი სიყვარულს ყველაზე მაღლა აყენებს - მშობელთა, შვილთა თუ და-ძმათა სიყვარულზე მაღლა. "რომელსა უყუარდეს მამაი, ანუ დედაი უფროის ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს" (მუხ. 37). ნათესავები სხვებზე მახლობელნი არიან თავიანთი ბუნებით და ამიტომ ჩვენთვისაც სხვებზე მეტად სწორედ მათი სიყვარულია დამახასიათებელი. განსაკუთრებული სითბოთი გვიყვარს მშობლები, რომელთაც უნდა ვუმადლოდეთ ამქვეყნად გაჩენას, აღზრდა-განათლებას და რომლებსაც ისე ძლიერ ვუყვარვართ, როგორც არც ერთ სხვა ადამიანს. ეს გრძნობა სავსებით ბუნებრივი და სჯულიერია. მაგრამ ღვთის სიყვარული ჩვენში უნდა აღემატებოდეს ამ ბუნებრივ სიყვარულს. ღმერთს უფრო მეტად ვუყვარვართ, ვიდრე ჩვენს ქვეყნიურ, ხორციელ მშობლებს! და მას უფრო მეტად უნდა ვუმადლოდეთ ყველაფერს, ვიდრე ჩვენს მშობლებს.

კვალად, ჩვენს ყურადღებას იპყრობს მაცხოვრის შემდეგი სიტყვები: "და რომელმან არა აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს!" (მუხ. 38). ამ სიტყვებით ჩანს, რომ ცათა სასუფეველში შესვლა შესაძლებელია არა ქვეყნიური სიხარულისა და შვება-სიამეთა ფართო გზით, არამედ ვიწრო გზით უფლის ჯვრის ტარებისა. და იმისთვის, რომ ბოლოს ქრისტესთან ვიყოთ მის დიდებაში, საკუთარი ჯვარი უნდა ავიღოთ და მას შევუდგეთ, ანუ უნდა ვეცადოთ, ყველაფერში მას მივბაძოთ, ვითარცა ჩვენს წინამძღვარსა და უფალს.

აი სწორედ ამ გზით ჯვრის ტარებისა ვიდოდნენ უფალ იესო ქრისტეს კვალდაკვალ ყოველნი წმინდანნი, რომელნიც ახლა მის თანა სუფევენ საღმრთო დიდებაში.

დაბოლოს, დღეს წაკითხულ სახარებაში მოციქულები მშვენიერ მაგალითს გვაძლევენ თავიანთი მტიცე გადაწყვეტილებით, შეუდგნენ იესო ქრისტეს (მუხ. 27).

"იხილე, თუ ვითარია მათი (ანუ მოციქულების) რწმენა და მორჩილება, - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - ისინი თავიანთი ცხოვრების საქმეს მისდევდნენ, მაგრამ როგორც კი მაცხოვრის მოწოდება ესმათ, არ დააყოვნეს, არ გადადეს სხვა დროისათვის, არ თქვეს - აი, შევივლით შინ და ნათესავებს ვკითხავთ რჩევასო, არამედ უმალვე ყოველივე მიატოვეს და უფალს შეუდგნენ. და რაც ყველაზე საკვირველია, ისე, რომ მისი არც ერთი ნიში არ ენახათ, ყველაფერს ამჯობინეს ქრისტეს შედგომა". უბრალოდ, იქვე დაყარეს ყველაფერი და ქრისტეს გაჰყვნენ. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ; როგორც კი ჩვენს სულში წმინდა სურვილი აღმოცენდება, უმალვე ჩავეჭიდოთ მას და ვუთხრათ საკუთარ თავს: აქ არაფერია საფიქრალი და საჭოჭმანო; გული ჩემი მზაკვარია, ხორცი კი - ცოდვილი; ამიტომ ახლავე, ამავე წამს უნდა შევუდგე ახალ ცხოვრებას! რატომ ველოდო ხვალის დადგომას?

ან კი რა სულმოკლეობაა, როცა გულში გაიძახით: მოდი, ერთ წელიწადს მაინც დავიცდი და მერე ღმერთისთვისაც მოვიცლიო. განა ერთი ან ორი წლის შემდეგ უფრო გაგიადვილდებათ საკუთარ ცოდვიან ჩვეულებასთან განშორება?!


10 ივნისს საკითხავი სახარება (მათე 4,18-23)
18. (მას ჟამსა შინა) და იქცეოდა რაი იესო ზღვის კიდესა მას გალილეაისასა, იხილნა ორნი ძმანი: სვიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრია, ძმაი მისი, ითხევლიდეს რაი სათხევლითა ზღვასა მას, რამეთუ იყვნეს მესათხევლე.

19. და ჰრქუა მათ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა.

20. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე მათი და შეუდგეს მას.

21. და წარმოვიდა მიერ და იხილნა სხვანი ორნი ძმანი: იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაი მისი, ნავსა შინა ზებედეს თანა, მამისა მათისა, გან-რაი-აგებდეს ბადეთა მათთა, და უწოდა მათ.

22. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამაი მათი და მისდევდეს მას.

23. და მოჰვლიდა იესუ ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფევლისასა და განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა ერსა შორის.

პირველი გაკვეთილი, რასაც დღევანდელი სახარებიდან ვიღებთ, შეეხება ნათესაურ სიყვარულს (მუხლები 18-21). ორი ღვიძლი ძმა, პეტრე და ანდრია, ერთად დაშვრებიან თავიანთი ყოველდღიური საქმიანობით, რათა არსობის პური მოიპოვონ. იმავეს ვხედავთ ორ სხვა ძმასთან - იაკობთან და იოანესთანაც, რომელნიც მამასთან ერთად არიან ნავში და ბადეებს მართავენ. ისინი ერთად შრომობენ, ერთმანეთს შეეწევიან და ამით ნათესაური თანხმობისა და ურთიერთსიყვარულის მაგალითს გვაძლევენ. რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი, როცა ნათესავები ერთმანეთს მტრობენ, გაურბიან ერთურთთან შეხვედრას?

მეორე დამოძღვრა არის ის, რომ მოწოდება სამწყემსო მსახურებისთვის ღმერთის ნებით ხდება, რამეთუ ვნახეთ, რომ მოციქულებს თვით უფალმა მოუწოდა ცათა სასუფევლის საქადაგებლად და საღმრთო მსახურებისათვის (მუხ. 19-22).

სამწყემსო მსახურებისთვის ადამიანის არჩევა ღვთის ნებით ხდება, ეს კი ყველას აღგვძრავს, ღრმა პატივისცემით ვიყოთ განმსჭვალულნი ღმერთის მსახურთა მიმართ და ყოველთვის შევისმენდეთ მათ დამოძღვრას, ვითარცა ადამიანთა სულების მომნადირებლებისა ზეციური ნეტარებისთვის.

დღევანდელი სახარების მესამე, უდიდესი ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობს, რომ უფალს ჩვენ მტკიცე, ურყევი გადაწყვეტილებით და გადაჭრით უნდა შევუდგეთ (მუხლები 21-22). როცა საღმრთო მოწოდება ესმათ, მოციქულებს არ დაუწყიათ ფიქრი და ჭოჭმანი: მათ უმალვე მიატოვეს ყველა და ყველაფერი და უფალს შეუდგნენ. მივბაძოთ მათ მტკიცე გადაწყვეტილების მიღებასა და უფლის შედგომაში: ცხოვნების საქმეში ყველაფერი სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

დაბოლოს, როცა მოგვითხრობს, თუ როგორ მოვლიდა უფალი იესო მთელ გალილეას, ასწავლიდა რა იუდეველთა შესაკრებლებში - სინაგოგებში და ქადაგებდა ცათა სასუფევლის სახარებას, განკურნებდა რა ყოველგვარ სნეულებასა და უძლურებას კაცთა შორის, დღევანდელი სახარება გვაიძულებს მეტი დაკვირვებით მოვეკიდოთ ჩვენი ცხოვნების საქმეს, რათა უმადურნი არ აღმოვჩნდეთ ღვთის მიმართ (მუხ. 23). რა დიდ შემწყნარებლობას, მოთმინებას, შრომასა და გულმოდგინებას, რაოდენ სიყვარულს გამოუჩენს უფალი იესო ქრისტე ცოდვებში შთაფლულ და წარსაწყმედლისაკენ მავალ კაცობრიობას! და განა ჩვენც ასევე გულმოდგინედ ვზრუნავთ საკუთარი ხსნისთვის, როგორც უფალი იესო ქრისტე ზრუნავდა და ზრუნავს ყოველი ადამიანის საცხოვნებლად? განა ასევე გულმოდგინედ ვზრუნავთ ერთურთის ცხოვნებისათვის? განა ასეთივე სიყვარულით ვართ აღვსილნი ერთმანეთისადმი? არა! ჩვენ სულ ვთვლემთ და გვძინავს მოფუსფუსეთ ამაო, ცოდვიან ცხოვრებაში. ხელები უღონოდ ჩამოგვიყრია, საჭურველი დაგვიგდია, რაკი გვგონია, რომ ხსნა თავისით მოვა...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat