საკვირაო სახარება
საკვირაო სახარება
11 მარტს საკითხავი სახარება (მარკოზი 8,34-38; 9,1)
8,34. და მოუწოდა (უფალმან) ერსა მას მოწაფეთა მისთა თანა და ჰრქუა მათ: რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაი, უვარ-ყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე.

35. რამეთუ რომელსა უნდეს სულისა თვისისა განრინებაი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის გინა სახარებისათვის, მან აცხოვნოს იგი.

36. რაი სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თვისი იზღვიოს?

37. ანუ რაი მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა?

38. რამეთუ რომელსა-იგი სირცხვილ უჩნდეს ჩემი და სიტყვათა ჩემთაი, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხვინოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თვისისაითა ანგელოზთა თანა წმიდათა.

9,I. და ეტყოდა მათ: ამენ გეტყვი თქვენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოი სიკვდილისაი, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაი, მომავალი ძალითა.

მაინც რა იქცევს ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას სახარების სწავლებაში საკუთარი თავის უარყოფისა და ჯვრის აღების, ტარების შესახებ?

უპირველესად, ამ სახარებიდან ჩანს, რომ სამოთხისაკენ მიმავალი გზა მწუხარებითაა აღსავსე, ძნელად სავალი, ვიწრო; სხვა გზა მისკენ არ არსებობს (მუხლი 35). სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რამეთუ ჩვენ ამჟამად, ჩვენს ქვეყნიურ ცხოვრებაში, განდევნისა და ტანჯვის ქვეყანაში ვართ და ყველანი სიკვდილამდე ღირსად და სამართლიანად ვართ დასჯილნი შრომითა და სნეულებებით, მწუხარებებითა და ურვით, სიმწარითა და უბედურებებით.

ყველა ამ მწუხარებამ და უბედურებამ სამოთხეში, ცათა სასუფეველში რომ მიგვიყვანოს, აუცილებელია ეს განსაცდელი ცხოველი რწმენითა და გულწრფელი სინანულით მივიღოთ; საჭიროა მათი გადატანა მოთმინებით, უდრტვინველად, ღვთის სახელისთვის, რათა ამ სათნოებებით ვძლიოთ ეშმაკს, რომელიც სამოთხის გზას გვიღობავს. მაგრამ როგორ მივაღწიოთ მწუხარებათა და განსაცდელთა ამგვარ უდრტვინველ, მოთმინედ გადატანას? ყოველთვის ვუმეორებდეთ საკუთარ თავს, რომ ეს ქვეყანა, ჩვენი ქვეყნიური ცხოვრება სამოთხე კი არ არის, არამედ სამოთხიდან გაძევებაა; საჭიროა უარვყოთ ის შეცთომილება, რომლითაც ადამიანები ცდილობენ, ეს გაძევება ვითომდა სამოთხედ გადააქციონ.

დღევანდელი სახარება გვასწავლის, რომ ჩვენი სული ყველაზე ძვირფასი საუნჯეა ჩვენთვის მთელ სამყაროში და ამიტომ ყველაზე მეტად სწორედ მისი ხსნისთვის, მისი ცხოვნებისთვის უნდა ვზრუნავდეთ (მუხლი 36). ანგელოზთა, მთავარანგელოზთა, ქერუბიმთა და სერაბიმთა შემდგომ ჩვენი სული ყველაზე მნიშვნელოვანი ქმნილებაა ღმრთისა ყველა სხვა ქმნილებათა შორის; თავისი ბუნებით იგი არის ღვთის ხატი, მისი მსგავსება.

ადამიანის სული იმიტომაც არის ზეაღმატებული და დიდებული, რომ იგი არის ტაძარი, სამკვიდრებელი ყოვლადწმინდა სულისა. წმინდა პავლე მოციქული ამბობს: "არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ და სული ღმრთისაი დამკვიდრებულ არს თქვენ შორის?"

გარდა ამისა, ადამიანის სულის მაღალი ღირსება იქიდანაც ცხადდება, რომ ღვთის ძე, საუკუნო დაღუპვისაგან რომ ეხსნა ჩვენი სული, რასაც ის ცოდვებისგან ეწია, თავად გარდამოხდა ცით, განკაცდა, იშვა და ცხოვრობდა სიგლახაკეში, შრომობდა, ოფლს ღვრიდა, ცხოვრებისეულ სიმძიმეთ ებრძოდა, დევნული, შეურაცხყოფილი, გვემული ჯვარს აცვეს და მოკვდა უსასტიკესი ტანჯვა-წამებით. ამგვარად, ღმერთკაცის უწმინდესი სისხლით იქნა გამოსყიდული სამარადისო წარწყმედისაგან ჩვენი უკვდავი სული! და თუკი ჩვენს სულს ასეთი მაღალი ღირსება აქვს, მაშინ მზრუნველობას, ძალისხმევასა და გულმოდგინებას უნდა ვახმარდეთ მის საუკუნოდ შენარჩუნებას, ხსნას, ცხოვნებას.

დაბოლოს, ღრმად დამმოძღვრელია ჩვენთვის უფლის სიტყვები - ის ადამიანები, რომელთაც სირცხვილად მიაჩნიათ უფალ იესო ქრისტეს და მისი ღვთაებრივი მოძღვრების აღიარება ამქვეყნად, უარყოფილნი იქნებიან მის მიერ მომავალ, საუკუნო ცხოვრებაში (მუხლი 38). ყოველთვის იყვნენ და არიან ასეთი ადამიანები, - და მათი რიცხვი დიდია. და რაც ყველაზე ცუდია, ისინი ჩვენს თანამედროვე "ქრისტიანთა" შორისაც გვხვდებიან და თვით "მართლმადიდებელთა" შორისაც, რამეთუ მათ მართლმადიდებლობა მხოლოდ გარეგნულად მიუღიათ, როგორც საუკუნოვანი ქრისტიანული ცხოვრების მემკვიდრეობა.


18 მარტს საკითხავი სახარება (მარკოზი 9,17-31)
17. და (მას ჟამსა შინა) მო-ვინმე-უგო მას (იესუს) ერთმან მის ერისაგანმან და ჰრქუა: მოძღუარ, მოვიყვანე ძე ჩემი შენდა, რომლისა თანა არს სული უტყუებისაი.

18. და სადაცა დააპყრის იგი, დააკუეთის, და პეროვინ და იღრჭენნ კბილთა და განხმებინ. და უთხარ მოწაფეთა შენთა, რაითამცა განკურნეს, და ვერ შეუძლეს.

19. მიუგო იესუ და ჰრქუა: ჰოი, ნათესავი ურწმუნოი! ვიდრემდე ვიყო მე თქვენ თანა? ვიდრემდე თავს ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა!

20. და მოჰგუარეს იგი მას. და იხილა რაი იგი, მეყსეულად სულმან არაწმიდამან დააკუეთა იგი; და, და-რაი-ეცა ქვეყანასა, გორვიდა და პეროოდა.

21. და ჰკითხა იესუ მამასა მისსა: რაოდენი ჟამი არს, ვინაითგან შეემთხვია ესე? ხოლო მან ჰრქუა: სიყრმითგან.

22. და მრავალ-გზის ცეცხლსა შთააგდო ეგე და წყალსა, რაითამცა წარწყმიდა ეგე. არამედ რაი ძალ-გიც, შემეწიე ჩუენ, უფალო, და წყალობა-ყავ ჩვენთვის.

23. ხოლო იესუ ჰრქუა მას: უკუეთუ ძალ-გიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა.

24. და მეყსეულად ხმა-ყო მამამან მის ყრმისამან და ჰრქუა ცრემლით: მრწამს, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა";

25. და ვითარცა იხილა იესუ, რამეთუ შეკრბებოდა ერი მის ზედა, შეჰრისხნა სულსა მას და ჰრქუა უტყუსა და ყრუსა სულსა: მე გიბრძანებ შენ - განვედ მაგისგან და ნუღარა შეხუალ მაგისა!

26. და ღაღადჰყო და ფრიად გორვიდა და განვიდა მისგან და იქმნა იგი, ვითარცა მკუდარი, ვითარმედ მრავალნი იტყოდესცა, ვითარმედ: მოკუდა.

27. ხოლო იესუ უპყრა ხელი მისი და აღადგინა იგი, და აღდგა.

28. და ვითარცა შევიდა იესუ სახიდ, მოწაფეთა მისთა თვისაგან ჰკითხეს მას: რაისათვის ჩვენ ვერ შეუძლეთ განძებად მას?

29. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა.

30. და მიერ განვიდეს და წარმოჰვლიდეს გალილეასა; და არა უნდა, რაითამცა აგრძნა ვინ.

31. რამეთუ ასწავებდა და მოწაფეთა თვისთა და ეტყოდა მათ, რამეთუ: ძე კაცისაი მიეცემის ხელთა კაცთასა და მოკლან იგი; და მო-რაი-კუდეს, მესამესა დღესა აღდგეს.

რას გვასწავლის დღეს წაკითხული სახარება?

პირველ ყოვლისა, ჩვენს ყურადღებას იმსახურებს ბოროტეშმაკეულობის ის უძლურება, რომლითაც იტანჯებოდა სახარებაში გამოყვანილი ჭაბუკი. ეს უძლურება გვიჩვენებს, რომ ბოროტი სული მთლიანად შეიძლება ეუფლოს ადამიანს (მუხლი 17). ადამიანი ერთხელ დაემორჩილა ბოროტი სულის გავლენას - და ეშმაკის მონადაც შეიქნა. ეშმაკი გახდა ამ ქვეყნის მთავარი და იმ უბედური წუთიდან მისი ხელმწიფება ადამიანებზე სულ უფრო იზრდებოდა, ვიდრე იმდენად თავზარდამცემი არ შეიქნა, როგორადაც ამ სნეულ ჭაბუკში იჩინა თავი. უფალი ჩვენი იესო ქრისტე სწორედ იმისათვის მოვიდა ამქვეყნად, რომ დაერღვია ეშმაკის საქმენი და გაეთავისუფლებინა ადამიანი მისი დამღუპველი ხელმწიფებისაგან. მისი მოსვლით ეშმაკი ძლეულია, მაგრამ ჯერ არ არის მთლიანად განადგურებული, არ არის გაძევებული ამა ქვეყნიდან, და ჩვენ ჯერ არ ძალგვიძს სრულიად უვნებლად, უხიფათოდ მივიჩნევდეთ თავს მისი ზეგავლენისაგან.

ბოროტეშმაკეული ჭაბუკი, შეპყრობილი ყრუმუნჯობის ბოროტი სულით, იმ ცოდვილის სახეა, რომელიც გულგრილია, უყურადღებოა სარწმუნოებისმიერი შეგონებებისადმი და არ ზრუნავს ცოდვების მონანიებისა და აღიარებისთვის (მუხლი 17). ყრუმუნჯობის ბოროტი სული იმათ ეუფლება ხოლმე, ვინც შეუნანებლად არის შთაფლულნი ცოდვებსა და მანკიერებებში და დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე გადადებს სინანულს, მიუხედავად წმინდა ეკლესიის განუწყვეტელი შეგონებებისა და შეხსენებებისა, მიუხედავად კეთილმსახური ადამიანებისა და თავიანთი სულიერი მოძღვრების ჩაგონება-დარწმუნებისა.

ძველი ცოდვები ძველ ჭრილობებს ჰგვანან, რომლებიც დროის გასვლასთან ერთად სულ უფრო დიდდებიან, მრავლდებიან და უკურნებელნი ხდებიან. რაც უფრო დიდხანს რჩებიან ისინი ადამიანში, მით უფრო მიეფარებიან თვალს. აქედან გამომდინარეობს ის, რომ რაც უფრო იშვიათად მიდის ადამიანი აღსარების ჩასაბარებლად, მით ნაკლებად ხედავს თავის ცოდვებს და თუ არ მიუთითებენ და არ შეახსენებენ, ხშირად არც იცის, რა შეინანოს.

ბოროტეშმაკეული ჭაბუკის მამის მაგალითი, რომელიც შეჰღაღადებდა ქრისტეს: მრწამს, უფალო, შემეწიე მე ჩემს ურწმუნოებაშიო (მუხლი 24), გვასწავლის, რომ შეეჭვებისა და ყოყმანის წუთებში ჩვენც ლოცვა-ვედრებით უნდა მივმართოთ ღმერთს, რათა მან განამყაროს ჩვენი რწმენა.

რა ხშირად ვპოულობთ სხვადასხვა ეჭვს გარედან ცდუნებისა და საცთურის გარეშეც, როცა სარწმუნოების საკითხებზე ვფიქრობთ! განსაკუთრებით მაშინ, თუკი იშვიათად ვლოცულობთ ღვთის წინაშე, ან თუ უყურადღებოდ ვლოცულობთ; თუკი ცოტას ან საერთოდ არ ვკითხულობთ საღმრთო წიგნებს; თუკი ფუსფუსსა და ამაოებაში ვატარებთ ცხოვრებას, არ ჩავუღრმავდებით საკუთარ თავს, ჩვენს მოვალეობებს, ჩვენს დანიშნულებას და მხოლოდ ჩვენს ვნებებსა და მდაბალ მიდრეკილებებსა ვართ აყოლილნი. და მაშინ, როცა ასე ვიქცევით, რამდენი გადაუჭრელი კითხვა და აზრი წარმოუდგება ჩვენს გონებას სარწმუნოების საგნებზე ფიქრისას, ღვთისა და მომავალი საუკუნო ცხოვრების შესახებ ფიქრისას - ისეთი კითხვები და აზრები, რომლებიც არ ეთანხმებიან ჩვენს რწმენას. ასე რომ, მაშინ ისღა დაგვრჩება, ღმერთს შევღაღადოთ: უფალო, მწამს და შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა.

დაბოლოს, დღევანდელი სახარების საკითხავში ყურადღებას იპყრობს უფალ იესო ქრისტეს სიტყვები ეშმაკთა შესახებ: "ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა" (მუხლი 29). ამრიგად, თვით მაცხოვრის სიტყვით, სწორედ მარხვა და ლოცვა განაგდებენ ადამიანისაგან ბოროტ სულებს.

წმინდა მამათა სიტყვებით, რომელთაც თვით საკუთარი გამოცდილებით შეუცვნიათ ცხოვნების ჭეშმარიტი გზა, მარხვა და ლოცვა ის ორი ფრთაა, რომლებითაც ჩვენი სული ამა ქვეყნიდან ზეცად ამაღლდება ღმერთთან.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat