საკვირაო სახარება
საკვირაო სახარება
11 თებერვალს საკითხავი სახარება (მათე 25,31-46)
"31. (თქუა უფალმან): ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაი დიდებითა თვისითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თვისისათა;

32. და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა იგი მწყემსმან რაი განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან.

33. და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯვენით მისა და თიკანნი - მარცხენით.

34. მაშინ ჰრქუა მეუფემან მარჯვენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით.

35. რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე.

36. შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ და მოხუედით ჩემდა.

37. მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერ და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ?

38. ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ?

39. ოდეს გიხილეთ შენ უძლური, ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა?

40. და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყვი თქვენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით.

41. მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის,

42. რამეთუ მშიოდა და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და არა მასუთ მე;

43. უცხო ვიყავ და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა, და არა მოხუედით ჩემდა.

44. მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი ანუ წყურიელი, ანუ უცხოებასა, ანუ შიშულოებასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ?

45. მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყვი თქვენ: რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ.

46. და წარვიდეს ესენი სატანჯველსა საუკუნოსა, ხოლო მართალნი - ცხოვრებასა საუკუნოსა".

რას გულისხმობს ეს სახარება?

პირველ ყოვლისა, დღევანდელი სახარება მტკიცედ გვიმოწმებს, რომ უფალი ღმერთი "ბევრეულითა წმიდათა" ანგელოზთა "მისთაითა" აღასრულებს ყოველთა განსჯას, განკითხვას (იუდ. მუხ. 14-15). სულ ერთია, სწამთ ეს თუ არა სწამთ, მოელიან უფლის მეორედ მოსვლას თუ არ მოელიან - იგი მაინც მოვა და არ დააყოვნებს.

ამაოდ წარმოიდგენენ ამა ქვეყნის ამაოებას მიცემული ცოდვილი ადამიანები, თითქოს ქრისტეს სახარება სამსჯავროთი და საუკუნო სასჯელით მხოლოდ და მხოლოდ დასაშინებლად ემუქრებოდეთ; თითქოს ის საშინელი სურათები, რომლებითაც ღვთის სიტყვა ცოდვილთა საშინელ ხვედრს აღგვიწერს, მხოლოდ და მხოლოდ წარმოსახვაში არსებობს; რომ ღმერთი მხოლოდ დასაშინებლად ეცხადება ადამიანებს.

ამაოდ ინუგეშებენ თავს ცოდვებში ჩაფლული ადამიანები ღმერთის უსაზღვრო მოწყალებით. ნუ იფიქრებთ, ძმანო, თითქოს ღვთის კაცთმოყვარეობა შეცვლის თავისი არსობრიობის სიწმინდეს; რომ ღვთის მოწყალება გააუქმებს სიმართლეს; რომ ღვთის მრავალმოთმინება დათმობად და ხელისშემწყობად ექცევა უსჯულოებას. რამდენადაც მოწყალეა უფალი ღმერთი, იმდენადვე სამართლიანი მსაჯულია იგი.

ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი ზნეობრივი დამოძღვრა დღევანდელი სახარების საკითხავიდან საშინელი სამსჯავროს შესახებ იმაში მდგომარეობს, რომ ცათა სასუფევლის მოსაპოვებლად აუცილებლად გვესაჭიროება მოწყალება (მუხ. 34-36), რადგანაც ამ საკითხავში ვხედავთ, რომ საუკუნო ნეტარების ღირსნი ისინი ხდებიან, რომელთაც ამქვეყნად მოწყალების საქმენი აღუსრულებიათ მოყვასთა მიმართ. და ეს სავსებით ბუნებრივი და სამართლიანია.

მაშ, იჩქარე, ქრისტიანო, სანამ ჯერ კიდევ არის დრო მოწყალებისა და შეწყალებისა; სანამ ჯერ კიდევ არ დამდგარა უმოწყალო, მიუკერძოებელი სამსჯავროს ჟამი; იყავი მოწყალე, აღასრულე კაცთმოყვარეობის საქმენი, როგორი ძალიც კი შეგწევს; თუკი შეიწყალებ, ნეტარი იქნები - "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ".

აწინდელი გამოსახვა საშინელი სამსჯავროსი ამასაც გვასწავლის - როცა ღარიბ-გლახაკთ და შეჭირვებულთ შევეწევით, ამით მათი სახით თვით უფალს ვემსახურებით (მუხლი 40). მართლაც, უფალი ღმერთი, ამქვეყნად მორჩილი მონის სახით მოსული, რომელიც უპოვარებაში ცხოვრობდა და თავის მისადრეკი ადგილიც არ ჰქონდა, მახლობელია ყოველთა გლახაკთა და უპოვართა. ამიტომაც მას სათნო-ეყოფა, როცა ჩვენც ვზრუნავთ მათთვის.

დღევანდელი სახარებიდან, რომელიც უკანასკნელ საყოველთაო სამსჯავროს გვიხატავს, მთელი დიდებულებით განგვეცხადება აგრეთვე ჭეშმარიტება ღვთის მართლმსაჯულების შესახებ (მუხ. 34,41). მართლაც, ჩვენ უფალი ღმერთის წარმოდგენა ძალგვიძს როგორც ყოვლად მართლისა და სამართლიანისა. იგი არის სრული საზღაურის მიმგებელი, რადგან თითოეულის საქმეებსაც ხედავს და გულსაც; იგი არის მიუკერძოებელი მიმგებელი, რადგან თავად უცოდველია; იგი არის უტყუარი და უცვალებელი მიმგებელი, რადგან ყოვლადძლიერია და ყველა საშუალება აქვს იმისათვის, რომ დააჯილდოოს მართალი და დასაჯოს ცოდვილი.

კიდევ ერთი გაკვეთილი მივიღოთ აწინდელი სახარებიდან: მასში ჩვენ ვხედავთ, რომ საყოველთაო სამსჯავროს შემდეგ მართალთათვის დადგება მარადიული ნეტარი ცხოვრება, ცოდვილნი კი საუკუნოდ დაიტანჯებიან.

ჩვენ ამქვეყნად არ ძალგვიძს წარმოვიდგინოთ ის უდიდესი სიკეთენი, რომლებიც ღმერთს განუმზადებია ცათა შინა. პავლე მოციქული ამბობს: "ყურსა არა ესმა და თვალსა არა უხილავს და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა მისთა".

ცოდვილთა მდგომარეობა მომავალ მარადიულ ცხოვრებაში სრულიად საწინააღმდეგო იქნება მართალ მორწმუნეთა მდგომარეობისა. მხოლოდ ერთ რამეში იქნებიან მსგავსნი: ორივე ეს მდგომარეობა სამარადჟამოდ გაგრძელდება, არასდროს დასრულდება. როგორც მართალნი მორწმუნენი სამარადისოდ იცხოვრებენ მომავალ ცხოვრებაში ღმერთთან და მის წმინდა ანგელოზებთან ერთად, ასევე ცოდვილნიც სამარადისოდ იცხოვრებენ ეშმაკთან და მის ბოროტ ანგელოზებთან ერთად - კი არ იცხოვრებენ, სამარადჟამოდ დაიტანჯებიან.


18 თებერვალს საკითხავი სახარება (მათე 6,14-21)

"14. (თქუა უფალმან): უკუეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან.

15. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს თქვენ შეცოდებანი თქვენნი.

16. და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნიან პირნი მათნი, რაითა ეჩვენნენ კაცთა მმარხველად. ამინ გეტყვი თქვენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი.

17. ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი,

18. რაითა არა ეჩვენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამაი შენი, რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად.

19. ნუ იუნჯებთ თქვენ საუნჯეთა ქვეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან.

20. ხოლო თქვენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან.

21. რამეთუ სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი".

რას გვასწავლის დღეს წაკითხული სახარება?

პირველ ყოვლისა, გვიბრძანებს, განვიშოროთ ყოველგვარი სიძულვილი და მტრობა მოყვასისა, შევურიგდეთ მას, შევუნდოთ ყოველგვარი წყენა და უსიამოვნება, რაც კი ჩვენთვის მოუყენებია (მუხლი 14).

დღეს წაკითხული სახარება ჭეშმარიტ, სულის მაცხოვნებელ მარხვასაც გვასწავლის (მუხლი 17).

ჭეშმარიტი მარხვა მხოლოდ ჭამა-სმისგან თავშეკავება კი არ არის, არამედ ბოროტი ფიქრების, სიტყვებისა და საქმეების განგდებაც. რამეთუ, როგორც წმინდა ბასილი დიდი ამბობს, "ვინც საკვებისგან თავს იკავებს, მაგრამ უჯეროდ იქცევა, ეშმაკს ემსგავსება, რომელიც სულაც არაფერს ჭამს, მაგრამ განუწყვეტლივ სცოდავს".

დაბოლოს, დღევანდელი სახარება გვასწავლის, არ მივეკროთ გულით ქვეყნიურ სიმდიდრეს, არამედ შევიკრიბოთ საუნჯე ცათა შინა (მუხ. 19-20), საითკენაც უნდა იყოს კიდეც მიმართული ჩვენი გონება, სული და გული.

საღმრთო წერილიდან და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ვიცით, რომ ქვეყნიური სიკეთენი ამაო და წარმავალია; ვიცით ისიც, რომ ჩვენ, ყოველნი ქრისტიანენი, უფრო ზეციურ საუკუნო სიკეთეთა მოპოვებისა და განმრავლებისთვის უნდა ვზრუნავდეთ, ვიდრე ქვეყნიურისთვის, დროებითთა და წარმავალთათვის. მაგრამ ხშირად ზოგიერთი ქრისტიანი თავს იმართლებს: "ჩვენ ხომ ფრინველნი არა ვართ ცისანი, რომელთაც ღმერთი უშრომველად უგზავნის საზრდოს; ჩვენ ადამიანები ვართ, გვყავს ოჯახები, რომლებიც უნდა ვარჩინოთ; ხოლო სიბერისა და სნეულებათა დროს რა უნდა გავაკეთოთ, თუკი სახსრები არ გვექნება?" მართალია, ჩვენ ყველანი უნდა ვშრომობდეთ; შრომა - ჩვენი დანიშნულება და მოვალეობაა ამქვეყნად, მაგრამ ჩვენ ამა ქვეყნისთვის კი არა, ზეცისათვის ვართ შექმნილნი. შრომითა და ცხოვრებისეულ საზრუნავთა შემდგომ გონებითა და გულით ზეცად უნდა ვისწრაფოდეთ, ჩვენს სულს უნდა გადმოვღვრიდეთ ღვთის წინაშე მის დიდებისმეტყველებაში, მისდამი მადლობის მიძღვნასა და ლოცვა-ვედრებაში. ლოცვა ჩვენი მოვალეობაა, ჩვენი დიდებაა, ჩვენი ნეტარებაა, ხოლო ლოცვა-ვედრებათა შემდგომ კვლავ ვიშრომოთ. ასე განვლიოთ ეს წუთისოფელი, რათა მერმე ცად გადავსახლდეთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat