საკვირაო სახარება
საკვირაო სახარება
28 იანვარს საკითხავი სახარება (ლუკა 18,10-14)
10. თქუა უფალმან იგავი ესე, ვითარმედ: ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე.

11. ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თვისაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხვანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზვერე;

12. ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა.

13. ხოლო მეზვერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თვალთაცა ზე აღხილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე მე, ცოდივილსა ამას.

14. გეტყვი თქვენ: გარდამოვიდა ესე განმართლებული სახედ თვისა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს.

იგავს მეზვერისა და ფარისევლის შესახებ მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. იგი მთელი სიცხადით გვიჩვენებს, თუ რას უნდა გავურბოდეთ და რისკენ ვისწრაფოდეთ, რათა ჩვენი სინანული კეთილმოქმედი იყოს ჩვენი ზნეობრივი ცხოვრებისათვის.

ჩვენს წინაშეა ორი სრულიად საწინააღმდეგო ხასიათის ადამიანი. ერთია ფარისეველი - იმ კლასის წარმომადგენელი, რომელიც საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდა, მაგრამ სინამდვილეში მრავალი მანკიერებით იყო აღვსილი და უმეტესწილად კეთილმსახურების მხოლოდ გარეგნულ სახეს ატარებდა, მეორე კი მეზვერე - ერთი იმათგანი, ვინც დიდ ცოდვილად ითვლებოდა და ამიტომ მოძაგებულიც იყო ხალხისგან, ვისაც ყველა ზიზღით აქცევდა ზურგს, თუმცა კი ყოველთვის როდი იმსახურებდა ზიზღს. და აი, ორივე, მოჩვენებითი მართალიცა და მოჩვენებითი ცოდვილიც, "აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა" ანუ იერუსალიმის ტაძრის ერთ-ერთ ეზოში, ე.ი. კარიბჭეში.

ამრიგად, ორივე, ფარისეველიცა და მეზვერეც, სალოცავად მოვიდა ტაძარში, თუმცა სხვადასხვა მიზეზით: ერთი მადლობას უძღვნის ღმერთს იმისთვის, რომ უზენაესმა კეთილმსახურად ცხოვრების ღირსი გახადა იგი, მეორე კი ცოდვებს ინანიებს და შენდობას სთხოვს ღმერთს.

ფარისეველი უბრალოდ კი არ იდგა, არამედ გამორჩეული სახით იყო წარმდგარი, რათა ყველასთვის საჩინო ყოფილიყო და საერთო ყურადღებაც მიექცია თავისი ღვთისმოშიშებით. სიტყვები: "წარდგა და ამას ილოცვიდა თვისაგან" - შეიძლება ისეც იქნეს გაგებული, რომ ფარისეველი სხვა მლოცველებისგან მოშორებით დადგა და თავისთვის ილოცვიდა. ამ ლოცვაში ფარისეველმა მთლიანად გამოავლინა თავი როგორც ამპარტავნებითა და თავისმოყვარეობით აღვსილმა ადამიანმა. მისი ლოცვის დასაწყისი აშკარად მრავლის აღმთქმელია, რადგან შეგნებული აქვს, რომ ღმერთის შეწევნის გარეშე ადამიანს არ ძალუძს სიკეთის ქმნა. აკი თვითონაც მადლობას უძღვნის ღმერთს კეთილი საქმეებისათვის. მაგრამ ეს იმედისმომცემი დასაწყისი მისი ლოცვისა მალე განქარდება: ღმერთისადმი მადლობის მიძღვნით იგი საკუთარ თვითკმაყოფილებას ნიღბავს და უფლის განდიდებაც მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ საკუთარი თვითკმაყოფილება და სხვებზე აღმატება გამოხატოს, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ კეთილმსახურია და ცოდვა არ აქვს.

რატომ ფიქრობს ფარისეველი ეგზომ აღმატებულად საკუთარ თავზე? - "ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისაო" - ამბობს იგი. აი, ეს არის მთელი მისი ღვაწლი და ყველა მისი სათნოება, რომლებიც, მისივე შეხედულებით, სხვებზე აღმატებულად და უმჯობესად შექმნიან მას. მოსეს სჯულის მიხედვით, მარხვა დადგენილი იყო წელიწადში ერთ დღეს, კერძოდ - განწმენდის დიდ დღეს (მე-7 თვის მე-10 დღე), როცა მსხვერპლი შეიწირებოდა მთელი ერის ცოდვებისათვის (ლევიტ. 16,29; რიცხვთა 29,7); ფარისეველი კი კვირაში ორ დღეს მარხულობდა. მოსეს სჯულით განწესებული იყო ნაყოფთაგან და პირუტყვთაგან მეათედის შეწირვა მღვდელმსახურთა და ლევიტელთა შენახვისათვის; ფარისეველი კი მთელი თავისი ქონების, ყველა სახის შემოსავლის მეათედ ნაწილს შესწირავდა. ამრიგად, ფარისეველი მხოლოდ აქებ-ადიდებს საკუთარ თავს სათნოებათათვის და არაფერს ინანიებს, თითქოსდა ცოდვა არც კი ჰქონდეს; იგი ვერ გრძნობს საკუთარ თავში ვერავითარ ნაკლს, ხედავს მხოლოდ ღირსებებსა და სრულყოფილებას. ასეთმა მაღალმა შეხედულებამ საკუთარ ღირსებებზე დაუბინდა მას თავისი ნაკლოვანებების შეგნება.


4 თებერვალს საკითხავი სახარება (ლუკა 15,11-32)

KARIBCHE11. მერმე იტყოდა და თქუა: კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე.

12. და ჰრქუა უმრწემესმან მან მამასა თვისაა: მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკვიდრებელისაი. და განუყო მათ საცხოვრებელი იგი.

13. და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხონდებოდა იგი არაწმიდებით.

14. და ვითარცა წარაგო მან ყოველივე მისი, იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა, და იწყო მან მოკლებად.

15. და მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგი ველად თვისა ძოვნად ღორთა.

16. და გული ეტყოდა განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა ჭამედ ღორნი, და არავინ სცის მას.

17. და მოეგო რაი თავსა თვისსა, თქუა: რავდენთა სასყიდლით დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები.

18. აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა,

19. და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი.

20 და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თვისისა. და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა; და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას.

21. და ჰრქუა მას ძემან მან: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა.

22. ჰრქუა მამამან მონათა თვისთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ხელსა მისსა და ხამლნი ფერხთა მისთა.

23. და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული და დაკალთ და ვჭამოთ და ვიხარებდეთ,

24. რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. და იწყეს განცხრომად.

25. და იყო ძე იგი მისი უხუცესი ველსა გარე. და ვითარცა მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ესმა ხმაი სიხარულისაი და განცხრომისაი.

26. და მოუწოდა ერთსა მონათაგანსა და ჰკითხვიდა, ვითარმედ: რაი არს ესე?

27. ხოლო მან ჰრქუა მას, რამეთუ: ძმაი შენი მოსრულ არს და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოვიდა იგი.

28. ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად. ხოლო მამაი მისი გამოვიდა და ჰლოცვიდა მას.

29. და მან მიუგო და ჰრქუა მამასა თვისსა: აჰა ესერა ესოდენნი წელნი გმონენ შენ და არასადა მომეც ერთი თიკანი, რაითამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე.

30. და ოდეს ძე ესე შენი მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხოვრებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული.

31. ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს.

32. ხოლო აწ მხიარულებაი და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმაი ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა.

პირველ ყოვლისა, იგავიდან განგვეცხადება, რომ ჩვენი ზეციური მამა, ოდეს გვანიჭებს უკლებლივ ყველას ადამიანისთვის აუცილებელ სიკეთეებს, რაც სრულიად საკმარისია ჩვენი სიცოცხლისა და კეთილმსახური ცხოვრებისთვის, ამავე დროს არავის უზღუდავს ნებისა და ქმედების თავისუფლებას. იგი თითოეულ ჩვენგანს ეუბნება: "ვისაც გსურთ შემომიდგეთ, მოვედით და ცხოვნდით; ვისაც გინდათ, სული იცხოვნოთ, გწამდეთ სახარება!" და ადამიანის ნებაა, როგორც სურს, ისე მოიქცეს: შეუძლია, მამის სიყვარულის ერთგული დარჩეს და მის საფარველქვეშ მყოფმა მიაღწიოს ზეციურ სავანეებს.

ამავე იგავიდან ვსწავლობთ იმას, რომ თავისუფლების ძიება პირველი ნაბიჯია ღმერთისაგან სულის განდგომისა. ცხადია, უჯერო არაფერია იმაში, რომ სურთ, გამოიყენონ თავისუფალი ნება, როგორც ღმერთის მიერ ბოძებული ნიჭი. მაგრამ სინამდვილეში უფრო ისე ხდება, რომ ეს წყურვილი თავისუფლებისა, ეს დაჟინებული მოთხოვნა თვითნებობის, ამპარტავნების საქმეა, რომელიც იმას ითვისებს და ეპატრონება, რაც არ ეკუთვნის. რას ნიშნავს ჭეშმარიტი თავისუფლება? ჭეშმარიტი თავისუფლება, წმინდა თავისუფლება, არის უსიტყვო, ნებაყოფლობითი მორჩილება ზეციური მამის ნებისა. როცა თავისუფლებას თავისთვის ეძიებენ, მაშასადამე, უმძიმთ ღმერთის ხელმწიფების ქვეშ ყოფნა და მისი ნების აღსრულებით ცხოვრება კი არ სურთ, არამედ ის, რომ თვითნებურად გამოიყენონ თავისუფლება. ამიტომ ჩვენი თვითნებური ნაბიჯი არა მხოლოდ დანაშაულებრივი აღმოჩნდება ხოლმე, არამედ ისეთიც, რომელიც სულ ბოროტმოქმედებისკენ გვეწევა.

უძღები შვილი, რომელიც შორეულ ქვეყანაში წავიდა და მთელი ქონება გაფლანგა უჯერო ცხოვრებით, იმ ადამიანის სახეა, ვინც, მას შემდეგ, რაც ყოველივე აუცილებელს იღებს ზეციური მამისაგან სიცოცხლისთვისაც და კეთილმსახურებისთვისაც, უარყოფს ღმერთს და ურწმუნოების, ვნებებისა და უსჯულოების ბატონობის ქვეყანაში განეშორება. ასეთი ადამიანი სრულიად უგულისხმო, უგუნური ხდება. ასეთ ადამიანთა გული იმ ზომამდე უხეშდება, რომ სულ ამას იმეორებენ - ვჭამოთ და ვსვათ, რამეთუ ხვალ მოვკვდებითო.

იგავი იმასაც გვასწავლის, თუ როგორ უნდა ვინანიებდეთ ცოდვებს. ჭეშმარიტი სინანული უსათუოდ სიმდაბლითა და მორჩილებით უნდა იყოს აღვსილი. ჭეშმარიტად მონანული ცოდვილი გულისხმაყოფს თავის ცოდვიანობას და გრძნობს, რომ ცოდვათა გამო დაუკარგავს უფლება, ვითარცა ძემ, მიიღოს მამისეული მოწყალებანი, რადგან ისე როდი უცხოვრია, როგორც ძეს შეეფერება. ამიტომაც წყალობად თვლის, თუკი ნებას დართავენ და მსახურთა შორის მიიღებენ მამისეულ სახლში.

მაგრამ ეს ცვლილება, რომელიც მონანულ ცოდვილში უნდა აღსრულდეს, არ უნდა შემოიფარგლებოდეს საკუთარი სავალალო მდგომარეობის ოდენ მოხილვით; ცვლილება მის ნებაშიც უნდა აღსრულდეს, მან საბოლოოდ და მტკიცედ უნდა გადაწყვიტოს, რომ ჩამოშორდება იმ გზებს, რომლებითაც აქამდე ვიდოდა.

ჭეშმარიტი სინანული არ არის ერთი აზრთაწყობის შეცვლა მეორეგვარი აზრთაწყობით, ჭეშმარიტი სინანული მთლიანად სულის შეცვლაა. ადამიანის სრული სული უნდა მოიქცეს ცოდვისაგან ზეციური მამისაკენ.

უძღები შვილის იგავი იმასაც გვიჩვენებს, რომ თუკი ჩვენ ღმერთისაკენ მოქცევას ვისწრაფვით და წრფელ სინანულს აღვუვლენთ მას, მაშინ იგი, უფალი ღმერთი, ჩვენი ზეციური მამა თავად გამოვა ჩვენს შესახვედრად და ისეთ წყალობას გვიყოფს, როგორის წარმოდგენაც კი არ ძალგვიძს.

დაბოლოს, ამპარტავანი უფროსი ძის სახე დიდად სამოძღვრებოა თითოეულისთვის. რა სახიფათოა ჩვენი ხსნისთვის, ჩვენი ცხოვნებისთვის ამპარტავნებით განმსჭვალული თავისმოყვარეობა! რა სახიფათოა იგი განსაკუთრებით მაშინ, როცა გარეგნულად თითქოს ჯეროვანი სახით ვიქცევით ადამიანთა შორის, რათა საკუთარი თავისადმი საყვედური არ მოვისმინოთ, მაგრამ ამავე დროს უმძიმეს ცოდვებს დავუშვებთ, ოღონდ ადამიანთაგან ფარულად, და ამიტომ მხოლოდ პატივისცემას ვხედავთ ჩვენი გარეგანი პატიოსნებისადმი, მოჩვენებითი მართალი მორწმუნეობისადმი.

თუკი ნაცვლად იმისა, მადლობა ვუძღვნათ ღმერთს და განვადიდოთ ძმის წარმატებისთვის, მწვავე მტრობას, ფარულ ქიშპობას, გაბოროტებასა და შურს ვიგრძნობთ ძმის მიმართ, - მაშინ დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენში ბევრი ყოფილა საშინელი, ფარისეველთამიერი ამპარტავნება, გვეშინოდეს მისი და დავამდაბლოთ იგი თავის განკიცხვით.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat