საკვირაო სახარება
საკვირაო სახარება
5 ნოემბერს წასაკითხი სახარება (ლუკა 8, 5-15)
5. (თქვა უფალმან იგავი ესე): გამოვიდა მთესვარი თესვად თესლისა თვისისა; და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა და დაითრგუნა და მფრინველთა ცისათა შეჭამეს იგი.

6. და სხვაი დავარდა კლდესა ზედა, აღმოცენდა და განხმა, რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაი.

7. და რომელიმე დავარდა შორის ეკალთა, და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი.

8. და სხვაი დავარდა ქვეყანასა კეთილსა და აღმოსცენდა და ყო ნაყოფი ასი წილი. ამას ეტყოდა ხმითა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!

9. ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი ვითარმედ: რაი არს იგავი ესე?

10. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: თქვენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოი სასუფეველისა ღმრთისაი, ხოლო სხვათა - იგავით. რაითა ხედვიდენ და ვერ იხილონ და ესმოდის და ვერ გულისხმა-ყონ.

11. ხოლო იგავი იგი ესე არს: თესლი იგი არს სიტყუაი ღმრთისაი.

12. ხოლო გზასა ზედა იგინი არიან, რომელთა ესმის, მერმე მოვიდის ეშმაკი და მოუღის სიტყვაი იგი გულისაგან მათისა, რაითა არა ჰრწმენეს და ცხოვნდენ.

13. ხოლო რომელი-იგი კლდესა ზედა - რომელთა იგი რაჟამს ისმინიან, სიხარულით შეიწყნარიან სიტყვაი იგი და ამათ ძირი არა უბნ. რომელთა-იგი ჟამ ერთ ჰრწამნ და ჟამსა განსაცდელისასა განდგიან.

14. ხოლო რომელი-იგი ეკალთა შინა დავარდა, ესე არიან, რომელთა ისმინიან სიტყვაი და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არა ნაყოფიერ იქმნიან.

15. ხოლო რომელი-იგი კეთილსა ქვეყანასა დაეთესა, ესე არიან, რომელთა გულითა კეთილითა და სახიერითა ისმიანიან სიტყვაი და შეიკრძალიან და ნაყოფი გამოიღიან მოთმინებით.

მარტივი, გასაგები ენით, უბრალო მაგალითის მოშველიებით მაცხოვარი განგვიმარტავს ცათა სასუფევლის უზენაეს საიდუმლოს, რითაც გვასწავლის, რომ "არა სიტყვითა არს სასუფეველი ღმრთისაი, არამედ ძალითა" (I კორინთ. 4:20). ამიტომაც ღვთის სიტყვის მქადაგებელნი უნდა ცდილობდნენ, მარტივად, გასაგებად გადასცემდნენ მსმენელს ყოველივე იმას, რაც მას ცხოვნებისთვის სჭირდება - უბრალო ადამიანს ხომ ზოგჯერ მაშინაც უჭირს სულიერი, საუკუნო ცხოვრების საკითხების შემეცნება, როცა ისინი მარტივი ენით არის გადმოცემული.

ეკალი, სადაც თესლმა ვერ იხარა, ღვთის სიტყვის ის მსმენელია, რომელიც ამქვეყნიურ კეთილდღეობაზე ზრუნვით, ნივთიერის სიყვარულით შეაშთობს მას. ასე რომ, უნდა ვისწავლოთ სიძუნწის დაძლევა და თავი მოვიზღუდოთ სიმდიდრისმოყვარებისგან, რომელიც შხამზე უარესია. თუ ჩვენკენ სიმდიდრე წარმოედინება, ვევედროთ უფალს, მიდრიკოს გული ჩვენი ღმერთის მოწმობისკენ და არა ანგარებისკენ, ხოლო თუკი არ გვაქვს ქონება, ნუ დავმწუხრდებით ამის გამო, ზედმეტად ნუ ვინდომებთ მის მოპოვებას. შიშველნი მოვდივართ ამქვეყნად და შიშველნივე ვუბრუნდებით მიწას.

კვალად, მთესვარისა და თესლის იგავი ჩვენთვის საცნაურყოფს, რომ ღვთის სიტყვა გამუდმებით ეუწყება ადამიანს, ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, გულმოდგინედ უნდა ვისმენდეთ მას. რწმენა პირდაპირ კი არ იღვრება ჩვენს არსებაში, არამედ სიტყვის მეშვეობით გვეძლევა. ამრიგად, ცხოვნების მოსაპოვებლად ღვთის სიტყვის მოსმენაა საჭირო. შეუძლებელი იყო, ადამიანს ღმერთის დაუხმარებლად შეემეცნებინა ღმერთი. უფალი თავისი სიტყვის მეშვეობით გვასწავლის მის შემეცნებას. ამიტომაც არ კმარა, მხოლოდ დროდადრო მივუგდოთ ყური ღვთის სიტყვას; ქრისტიანს მარადის სჭირდება ეს მაცხოვნებელი, რწმენის განმამტკიცებელი საშუალება.

ჩვენს წინაპრებს დიდი გულმოდგინება ჰქონდათ ღვთის სიტყვის მოსმენისა. სირცხვილი ჩვენს თანამედროვეებს!

იგავი იმასაც გვასწავლის, რომ საკმარისი არ არის ღვთის სიტყვის მხოლოდ მოსმენა; იგი ღრმად უნდა დავიმარხოთ გულში და აღვასრულოთ კიდეც. თესლი, თუკი მიწაში არ შთაეფლობა და ფესვს არ გაიდგამს, ვერც ნაყოფს გამოიღებს. ასევეა ღვთის სიტყვაც - თუკი ქრისტიანი ღრმად არ დაიმარხავს გულში, იგი ცხოვნების კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს.

რა გვიშლის ხელს ღვთის სიტყვის შენარჩუნებაში?

* უკეთურთა საზოგადოება. ისინი თელავენ, ახშობენ ღვთის სიტყვას, ამიტომ უნდა გავურბოდეთ მათთან ურთიერთობას.

* მეგობარ-ახლობელთა გარყვნილება, რამეთუ განხრწნიან ბოროტი საუბრები კეთილ ჩვეულებათ. ყოველი გარყვნილი სიტყვა, ყოველი უსჯულო აზრი ჩვენი მანკიერი მეგობრისა დაგვაშორებს ქრისტიანულ კეთილმსახურებას.

* მესამე ხელისშემშლელი გარემოებაა ჩვენივე გულგრილობა, რის გამოც განსაცდელთა და საცთურთა დროს უკან ვიხევთ. როგორც პაპანაქება მზეში ხმება მცენარე, ასევე განეშორება განსაცდელთა ცეცხლის დროს მრავალი ქრისტიანი ღმერთს.

* დაბოლოს, კიდევ ერთი ხელისშემშლელი გარემოებაა ჩვენი ზრუნვა ამქვეყნიურ, წარმავალ სიკეთეთა მოპოვებისთვის, რამეთუ ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და ცხოვრებისეული ამპარტავნება თრგუნავენ ღვთის სიტყვას ჩვენს გულში. ამ ვნებებით შეპყრობილი ადამიანი ხშირად ეკლესიაში დგას, ფიქრით კი სხვაგან არის, ქონებას ითვლის, მოგზაურობს, ხატავს, იშენებს სახლს და გონება მრავალი სხვა ამაო საქმით აქვს დაკავებული.


12 ნოემბერს წასაკითხი სახარება (ლუკა 16, 19-31)
19. (თქვა უფალმან იგავი ესე): კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ.

20. გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქვე ძვრებოდა.

KARIBCHE

21. და გული ეტყოდა განძღებად ნამუსრევისაგან გარდამოცვივნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა. არამედ ძაღლნიცა მოვიდოდეს და ჰლოშნიდეს წყლულსა მას მისსა.

22. და იყო სიკვდილი გლახაკისაი მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკვდა მდიდარიცა იგი და დაეფლა.

23. და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თვალნი თვისნი, იყო რაი ტანჯვასა შინა, და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა.

24. და მან ხმა-ყო და თქვა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაითა დააწოს მწვერვალი თითისა მისისაი წყალსა და განმიგრილოს ენაი ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ძალითა ამით ცეცხლისაითა.

25. ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები.

26. და ამას ყოველსა თანა შორის ჩვენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს, რაითა რომელთა უნდეს წიაღსლვად ამიერ თქვენდა, ვერ ხელეწიფოს, არცა მაგიერ ჩვენდა წიაღმოსლვად;

27. ხოლო მან ჰრქუა: გლოცავ შენ, მამაო, მიავლინე ეგე სახლსა მამისა ჩემისასა,

28. რამეთუ მისხენ ხუთნი ძმანი, რაითა ეუწყოს მათ, და არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა.

29. ჰრქუა მას აბრაჰამ: ჰქონან მოსე და წინაისწარმეტყველნი. მათი ისმინონ.

30. ხოლო მან თქვა: არა, მამაო აბრაჰამ, არამედ უკუეთუ ვინმე მკვდრეთით აღდგეს და მივიდეს მათა, შეინანონ.

31. ჰრქუა მას აბრაჰამ: უკუეთუ მოსესი და წინაისწარმეტყველთაი არა ისმინონ, არცაღა, მკვდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ.

ამ იგავით, უწინარეს ყოვლისა, ის განგვეცხადება, რომ ჩვენი არსებობა არ მთავრდება ხორციელი სიკვდილით. იგავში მოხსენიებული ორივე პირი, მდიდარიცა და გლახაკიც, სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს არსებობას, ოღონდ სხვა, ჩვენთვის უცნობ სამყაროში და სრულიად სხვა მდგომარეობაში, მაგრამ ხორციელი ცხოვრების ხსოვნით. იგავი განგვიცხადებს, რომ ჩვენს მომავალ ცხოვრებას არსებითი კავშირი აქვს ახლანდელ, ამქვეყნიურ ყოფასთან, რომ ჩვენი საიქიო ხვედრი იმ ცხოვრებასა და საქმიანობაზეა დამოკიდებული, რომელთაც აქ, ამქვეყნად ვეწეოდით. რასაც აქ დავთესავთ, იმასვე მოვიმკით იმქვეყნად. კეთილ საქმეთ კეთილი ჯილდო მოჰყვება, ბოროტ საქმეთ - სასჯელი.

მხოლოდ ბოროტის უქმნელობა როდი შეიქმს კაცს სასუფევლის ღირსად. სასუფევლის ნეტარება ჯილდოა, რომელიც მრავალი ღვაწლითა და შრომით, კეთილი, ღმრთივსათნო საქმეებით მოიპოვება. ზოგი იტყვის: არც ქურდი ვარ, არც მძარცველი, მემრუშე თუ მემთვრალეო, - და ამით იმშვიდებს სინდისს. მაგრამ რა დამსახურებაა ამაში? "მაჩვენე შენი რწმენა შენი საქმეებით", - აი, რას გვთხოვს უფალი! განზრახ არავინ გაგიუბედურებია, მაგრამ თუ შეწევიხარ უბედურს? ნუგეში თუ გიცია მტირალისთვის? თუ შეგიფარებია ობოლი და უმწეო? თუ გამოსარჩლებიხარ დაჩაგრულს?

ლაზარე უბედურების ჟამს არ დრტვინავდა ღმერთზე და მოთმინებით იტანდა თავის მწარე ხვედრს. ჩვენც განსაცდელის ჟამს მტკიცე იმედი უნდა გვქონდეს უფლისგან ნუგეშის მიღებისა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანები მიგვატოვებენ.

ბოროტის დათმენა როდია ბოროტება, არამედ ბოროტის ქმნაა ბოროტება, ამიტომ უბედურებათა მოთმინებით გადატანისთვის ცათა სასუფეველი გვაქვს აღთქმული.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat