საკვირაო სახარება
საკვირაო სახარება
22 ოქტომბერს წასაკითხი სახარება (ლუკა 6,31-36)
31. (თქვა უფალმან) და ვითარცა-იგი თქვენ გნებავს, რაითა გიყონ კაცთა, თქვენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ.

32. და უკუეთუ გიყვარდენ თქვენ მოყვარენი თქვენნი, რაი არს მადლი თქვენდა? რამეთუ ცოდვილნიცა მოყვარეთა მათთა ჰყვარობენ.

33. და უკუეთუ კეთილის-მყოფელთა თქვენთა კეთილსა უყოფდეთ, რომელი მადლი არს თქვენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ამას ჰყოფენ.

34. და უკუეთუ ავასხებდეთ მათ, რომელთაგან ესავთ კვალად მოღებასა, რომელი მადლი არს თქვენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ავასხებენ, რაითა მოიღონ სწორი.

35. ხოლო თქვენ გიყვარდედ მტერნი თქვენნი და კეთილსა უყოფდით და ავასხებდით და ნურარას უსასო ჰყოფთ; და იყოს სასყიდელი თქვენი მრავალ და იყვნეთ ძე მაღლის, რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათვისცა და უკეთურთა.

36. იყვენით თქვენ მოწყალე, ვითარცა მამაი თქვენი მოწყალე არს.

თავისი ღვთაებრივი სწავლებით უფალი დაგვმოძღვრავს, რომ ჭეშმარიტი სიკეთის მისაღწევად, მოსაპოვებლად ისე უნდა ვეპყრობოდეთ ადამიანებს, როგორ მოპყრობასაც თავად ვისურვებდით მათგან (მუხლი 31). მუდამ გახსოვდეთ ეს და მრავალ ცდუნებასა და ცოდვას აიცილებთ თავიდან, ხოლო მოყვასს მრავალ უსიამოვნებასა და უბედურებას აარიდებთ. მაგალითად, ხომ არ გსურთ, თქვენზე და თქვენს ოჯახზე ზედმეტს, უჯეროს, ცუდს ამბობდნენ? ამიტომ თქვენც სიფრთხილეს მოუხმეთ სხვებზე საუბრისას.

ამრიგად, ქრისტიანული ცხოვრება სხვა ადამიანების მიმართ ფრთხილი, სამართლიანი მოქცევით დაიწყეთ; დაინდეთ სხვების პატივი, ღირსება, სიცოცხლე და ქონება... გული დადებითი კეთილისმოქმედებისათვის განაწყვეთ. მარტო იმას კი არ ეცადოთ, რომ ბოროტება არ ჩაიდინოთ, არამედ მუდამ იქმოდეთ სიკეთეს და ამას უყოფდეთ არა ოდენ ახლობელ-ნათესავებსა და მეგობრებს, არამედ უცხოებსაც.

მეორე, რასაც დღეს წაკითხული სახარება გვასწავლის, ის არის, რომ თვით ჩვენი მტრებიც უნდა გვიყვარდეს (მუხლი 35). შესაძლებელია ეს? სამართლიანი იქნება კი ჩვენი მტრების სიყვარული და იმ ადამიანთა კეთილის-ყოფა, რომლებიც შეურაცხგვყოფენ სიტყვით თუ საქმით, გვიგინებენ ღირსებას, გვართმევენ საკუთრებას და ზოგჯერ ჩვენს სიცოცხლესაც ხელყოფენ? სიყვარული გულისმიერი გრძნობა თუ მოძრაობაა. ჩვენ არ ძალგვიძს გულის ამ მოძრაობის წარმართვა. მაშ, როგორღა შევძლოთ მტრის სიყვარული? მტრის სიყვარული არამცთუ არ მიემძლავრება ადამიანის გულის ბუნებრივ მისწრაფებებს, არამედ, პირიქით, არის უმაღლესი სამართლიანობა და უეჭველი დასტური იმისა, რომ ადამიანის გული ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს ღვთაებრივი სწავლების სულისკვეთებით ვითარდება.

ვთქვათ, მოყვასმა ზიანი მომაყენა. ბუნებრივია, მოელის, რომ ვეცდები, შური ვიძიო მასზე, და მოულოდნელად ზიანის ნაცვლად სიკეთეს მიიღებს ჩემგან. ჩვენი ასეთი დიდსულოვნება შეაშფოთებს, დააფიქრებს მას და იგიც, თუკი სრულებით წამხდარი არ არის, ადრე თუ გვიან პატიებას გვთხოვს თავისი საქციელის გამო და ცათა სასუფევლისთვის შევიძენთ მოყვასს, ძმას.

ამგვარად, გულის სწორი, ჯეროვანი განვითარებიდან ღმრთისა და მოყვასისადმი ჭეშმარიტ, სამართლიან სიყვარულში გარდაუვალად გამომდინარეობს მტრის სიყვარულიც, რადგან ჩვენი მოყვასია ამქვეყნად მცხოვრები უკლებლივ ყველა ადამიანი, ჩვენი მოყვარეცა და ჩვენი მოძულეც. მაშ, სწორედ ეს ჭეშმარიტი სიყვარული აღვიგზნოთ გულში და მარადის მისით ვგიებდეთ ღვთის სადიდებლად და ჩვენსავ საცხოვნებლად.

დაბოლოს, სახარების ეს მონაკვეთი იმ ჭეშმარიტებას განგვიცხადებს, რომ მოწყალების გაღებით ღმერთს მივემსგავსებით (მუხლი 35). წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის: "ისე არაფერი აახლოებს ადამიანს ღმერთთან, როგორც სათნოება, მიუხედავად იმისა, რომ უფალ ღმერთს შეუდარებლად უფრო მეტი სიკეთის ქმნა ძალუძს... ღმერთმა ადამიანი შექმნა, და კვლავ და კვლავ აღადგენს მას ხრწნილებისაგან, შენ კი დაცემულს მაინც ნუ მოიძაგებ! ღმერთმა ადამიანის მიმართ უდიდესი მოწყალება გამოიჩინა, როცა, ყველაფერთან ერთად, მისცა მას საღმრთო სჯული, წინასწარმეტყველნი, ხოლო მანამდე - ბუნებითი, დაუწერელი სჯულიც, ეს მარადიული საპირწონე ჩვენთა საქმეთა; როცა ამხილებდა ადამიანებს, შეაგონებდა მათ და სწორი ცხოვრებისკენ მიუძღოდა.


29 ოქტომბერს წასაკითხი სახარება (ლუკა 7,11-16)

KARIBCHE11. და (მას ჟამსა შინა) იყო ამისა შემდგომად და წარვიდოდა ქალაქს, რომელსა ჰრქვიან ნაინ, და თანა-უვიდოდეს მას მოწაფენი მისნი და ერი მრავალი.

12. და ვითარ მიეახლა ბჭეთა ქალაქისათა, და აჰა ესერა გამოაქუნდა მკვდარი, ძე მხოლოდშობილი დედისა თვისისაი, და იგი იყო ქვრივ. და ერი მრავალი იყო ქალაქისაი მის თანა.

13. და იხილა დედაკაცი იგი იესუ და შეეწყალა იგი და ჰრქუა მას: ნუ სტირ!

14. და მივიდა ცხედარსა მას და შეახო. ხოლო რომელთა აქუნდა ცხედარი იგი, დადგეს. და ჰრქუა მას: ჭაბუკო, შენ გეტყვი, აღდეგ!

15. და ზე წამოჯდა მკვდარი იგი და იწყო სიტყვად; და მისცა იგი დედასა თვისსა.

16. და შიში დაეცა მათ ყოველთა ზედა, და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: წინასწარმეტყველი დიდი აღდგომილ არს ჩვენ შორის, და რამეთუ მოხედნა ღმერთმან ერსა თვისსა.

რა ზნეობრივი სწავლება შეგვიძლია მივიღოთ წაკითხული სახარებიდან?

როცა უფალმა იესო ქრისტემ დაინახა საბრალო ქვრივი, რომელსაც ერთადერთი ვაჟიშვილი მოჰკვდომოდა, გულგრილად კი არ ჩაუარა გვერდით, არამედ გულწრფელი თანალმობით მოეპყრო და უდიდესი სიკეთე უყო - მკვდრეთით აღუდგინა გარდაცვლილი ძე. ნურც ჩვენ ვიქნებით გულგრილნი ღარიბთა, ობოლთა, ქვრივთა და სხვა უბედურთა მიმართ, რომლებიც ცხოვრების გზაზე შემოგვხვდებიან; გულწრფელად თანავუგრძნოთ და შეძლებისდაგვარად კეთილიც ვუყოთ მათ. ასე უნდა მოვიქცეთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტემ დაგვიტოვა ხატი, "ხელით წერილი, რაითა შევუდგეთ კვალთა მისთა" (I პეტრე 2:21), არამედ იმიტომაც, რომ ყოველი ღარიბი და უბედური ჩვენი ძმაა ხორციელი და სულიერი, და უფალსაც სურს, მათზე ვზრუნავდეთ, რამეთუ "შენდა დაშთომილ არს გლახაკი, ობოლსა შენ ეყავ მწე" (ფსალმ. 9:35).

უფალმა იესო ქრისტემ საბრალო ქვრივს მაშინ მიანიჭა უდიდესი ნუგეში, როცა ის არც კი მოელოდა ამას, და გააკეთა მისთვის ის, რაც ბუნების ძალებს აღემატება (მუხლები 14-15). ასეთსავე ნუგეშსა და შეწევნას მიიღებს ყველა, ვისაც ეს სჭირდება, ამიტომ რა განსაცდელიც არ უნდა გვეწვიოს, ნურასოდეს წარვიკვეთთ სასოს.

როცა უფალმა იესო ქრისტემ უთხრა ქვრივი დედაკაცის გარდაცვლილ ძეს, აღდეგო, ჭაბუკი უმალვე წამოდგა და ალაპარაკდა. მაშასადამე, იგი ისეთივე ადამიანად აღდგა მკვდრეთით, როგორიც სიკვდილამდე იყო (მუხლი 15). აქედან ჩანს, რომ უფალმა, რომელმაც კვლავ ქვეყნიური ცხოვრებისთვის გააცოცხლა იგი, ახალი სული კი არ მიანიჭა მას, არამედ მისივე სული დაუბრუნა, რომელიც უწინ იმყოფებოდა მის სხეულში. ეს კი ცხადყოფს, რომ სხეულებრივი სიკვდილი ადამიანთა სულებს არ სპობს. ისინი განაგრძობენ არსებობას იმავე სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და შეუძლიათ, ღვთის ნებით, თავიანთ სხეულებსაც კი შეუერთდნენ. ამიტომ ნუ დავმწუხრდებით, როცა ნათესავი თუ მეგობარი გარდაგვეცვლება, რამეთუ ისინი, სხეულებრივად მკვდარნი, ცოცხალნი რჩებიან სულით და შესაძლოა, ჩვენს გვერდითაც კი იმყოფებოდნენ. ნურც საკუთარი სიკვდილისა შეგვეშინდება, რამეთუ ამით არ წყდება ჩვენი არსებობა; ის მხოლოდ სახეს იცვლის და იმ სფეროში გადავყავართ, რომელიც შემოქმედმა უსხეულო სულებს განუმზადა. მახარებელი დასძენს: "რამეთუ არა არს ღმერთი მკვდართაი, არამედ ცხოველთაი, რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე" (ლუკა 20:38).

ნაინელი ქვრივი დედაკაცის ძის სასწაულებრივი მკვდრეთით აღდგინება რომ იხილეს, იუდეველებმა ღმერთი ადიდეს (მუხლი 16). ჩვენ კი, მით უფრო, მარადის უნდა განვადიდებდეთ მას, რადგან ვიცით, რომ იესო ქრისტემ თავისი ხორციელად ცხოვრების ჟამს ეს ერთი სასწაული კი არ აღასრულა მხოლოდ, არამედ მრავალი სხვაც, რომლებიც მისმა მკვდრეთით აღდგომამ დააგვირგვინა. უფრო მეტად კი იმისთვის უნდა განვადიდებდეთ უფალს, რომ მან თვით ჩვენზე აღასრულა მეორედ შობის, მკვდრეთით აღდგინების უდიდესი საიდუმლო: "რამეთუ ვიყვენით ჩვენ მკვდარ შეცოდებითა, ქრისტეს თანა განგვაცხოველნა... და თანა-აღმადგინნა და თანა-დამსხნა ზეცათა შინა ქრისტე იესუის მიერ" (ეფეს. 2:5-6); ამასთანავე, უხვად მოგვმადლებს თავის მადლისმიერ საბოძვართ და საკვირველ საქმეთ აღასრულებს ჩვენ შორის. თვით ისიც კი, რომ ჯერ კიდევ ცოცხალნი ვართ, მიუხედავად ჩვენი სიკვდილის ღირსი ცოდვებისა, მისი მადლისა და მოწყალების უდიდესი სასწაულია. მაშ, ვადიდოთ ღმერთი სულითა და ხორცით და შევწიროთ ისინი, მოციქულის სიტყვისაებრ, "მსხვერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა" (1 კორინთ. 6:20; რომ 12:1); "განვიწმიდნეთ თავნი ჩვენნი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთაისა და სულისა" და ვეცადოთ, ვიყოთ წმინდანი "ყოველსავე შინა სლვასა" ჩვენსა (II კორინთ. 7,1; I პეტრე 1,15). მაშინ მხოლოდ ჩვენი სათნოებებით კი არ ვადიდებთ უფალს, არამედ სხვებიც, ჩვენს კეთილ საქმეებს რომ იხილავენ, განადიდებენ ზეციურ მამას (მათე, 5:16).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat