საკვირაო სახარება
საკვირაო სახარება
24 სექტემბერს საკითხავი სახარება (მათე 22,35-46)
35. და (მას ჟამსა შინა) ჰკითხა ერთმან მათგანმან სჯულის-მოძღვარმან (იესუს), გამოსცდიდა მას და ეტყოდა:
36. მოძღვარ, რომელი მცნებაი უფროის არს სჯულსა შინა?


37. ხოლო იესუ ჰრქუა მას: შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.

38. ესე არს დიდი და პირველი მცნებაი.

39. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი;

40. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინასწარმეტყველნი დამოკიდებულ არიან.

41. შეკრებულ რაი იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ

42. და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქვენ ქრისტესათვის, ვისი ძე არს? ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი.

43. ჰრქუა მათ იესუ: ვითარ უკუე დავით სულითა ჰხადის მას და უფლად იტყვის:

44. ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯვენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქვეშე ფერხთა შენთა?

45. უკუეთუ დავით სულითა უფლად ხადის მას, ვითარ ძე მისი არს?

46. და ვერვის ეძლო სიტყვის-მიგებად მისა, არცაღა ვინ იკადრა მიერ დღითგან კითხვად მისა არღარაი.

რას გვასწავლის დღევანდელი სახარება?

პირველ ყოვლისა, გვასწავლის, რომ ჩვენი სიყვარული ღმერთისადმი ყველა ქვეყნიურ მისწრაფებასა და სიყვარულზე მაღლა უნდა იდგეს, რამეთუ საღმრთო სჯულიც ამას გვიბრძანებს: "შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძლიერებითა შენითა" (მათე 22,37-38). ღმერთისადმი სიყვარულის უპირატესობა და ყოველივე სხვაზე აღმატებულობა სავსებით სამართლიანია კაცობრივი ჯანსაღი განსჯითაც. ჩვენ ღმერთმა შეგვქმნა. მანვე მოგვანიჭა ყოველივე, რაც გვაქვს - ცხოვრება და ჩვენს გარშემო არსებული ყველა საგანი, რომელნიც გვაცოცხლებენ და გვასაზრდოებენ.

გარდა ამისა, ღმერთმა მრავალი ისეთი რამ მოგვმადლა, რაც სხვა არც ერთ ქმილებას არა აქვს ამქვეყნად: ჩვენთვის შექმნა ყოველივე, რასაც ვხედავთ და ამა სამყაროს სრულ მეუფეებად შეგვქმნა. მან მიგვაახლოვა ზეციურ ანგელოზებთან და საკუთარი თავიც კი ცხოვლად გამოხატა ჩვენში, ვითარცა სურათზე. ყოველივე ამის შემდეგ განა ძალგვიძს, ყოველივეზე მეტად არ გვიყვარდეს ჩვენი შემოქმედი ღმერთი?!

ღვთისა და მოყვასის სიყვარულში მდგომარეობს მთელი საღმრთო სჯული (მუხლი 40). მართლაცდა, რაკი ქრისტიანული სჯულის სული სიყვარულია, ამიტომ იგი გარეგან სჯულისმიერ მოქმედებებში კი არ აღესრულება, არამედ სჯულისმიერად მოქმედი ადამიანის შინაგან განწყობაში. ამიტომაც მხოლოდ ის ადამიანი შეიძლება მივიჩნიოთ სჯულის აღმსრულებლად, ვინც სიყვარულით არის აღსავსე, რამეთუ უსიყვარულოდ შეუძლებელია საღმრთო სჯულის აღსრულება.

კვალად, აწინდელი სახარებიდან ის ჭეშმარიტება განგვეცხადა, რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი (მუხლი 45). საღმრთო წერილი ათასგზის და განუწყვეტლივ გვიმოწმებს, რომ იესო ქრისტე - ღმერთია. მისი ღვთაებრიობა ცხადად განმსჭვალავს მთელ მის ქვეყნიურ ცხოვრებას. ქრისტეს შობა აღინიშნა ისეთი მოვლენებით, რომლებშიც, მის უაღრეს დამდაბლებასთან ერთად, აშკარად განცხადდა მისი ღვთაებრივი დიდებაც... იოანე მახარებელმა დედაკაცთაგან შობილი უდიდესი ადამიანის - უფლის წინამორბედის პირით იღაღადა ქრისტეს საუკუნოობა და მისი უსაზომო დიდებულება (იოანე 1,27). ქრისტეს ღვთაებრივი ძალმოსილება, სხვათა თანად, გამოვლინდა პეტრეს, ანდრიას, იაკობისა და იოანეს სამოციქულოდ მოწოდებაში (მათე, თავი 4), და თუ არა ღვთაებრივი, სხვა რა შეიძლება იყოს ის ძალა, რომელიც უფლის ბაგეთაგან გახმიანებულ სულ მცირედთა სიტყვათა მეშვეობით ესოდენ ანაზდეულად, ძალმოსილად, ესოდენ ზებუნებრივად და ძლევამოსილად ზემოქმედებს ადამიანთა უძლიერეს ბუნებრივ მიდრეკილებებზე, გრძნობებზე, წარმოდგენებზე?! მოციქულთა მოწოდებებისას მათ ღვაწლში იესო ქრისტემ საღმრთო ყოვლისმცნობელობაც წარმოაჩინა. ასეთივე თვისება გამოავლინა მან განრღვეულის განკურნებისას.

დაბოლოს, აწინდელი სახარებიდან ვიგებთ, რომ მთელი საღმრთო წერილი არის ღვთის სიტყვა, რადგან თავად იესო ქრისტე ამბობს, რომ დავითი საღმრთო სულით ანუ სულიწმინდით უწოდდა მესია-ქრისტეს უფლად, ღმერთად (მუხლი 46). საღმრთო წერილი რომ ღვთის სიტყვაა, ეს მტკიცდება წინასწარმეტყველთა და მოციქულთა ღმრთივსულიერობით და ღმრთივშთაგონებულობით, რომელთა მიერ იგი შეიქმნა, დაიწერა. ამრიგად, საღმრთო წერილის ყველა წიგნი სულიწმინდის კარნახით არის დაწერილი. ხოლო რადგანაც სულიწმინდა ჭეშმარიტების სულია, ამიტომ სულიწმინდით აღძრული წინასწარმეტყველების მიერ წარმოთქმული ყველა სიტყვაც ჭეშმარიტი უნდა იყოს და არის კიდეც. ამიტომაც ჩვენც ჭეშმარიტებად უნდა ვაღიაროთ ყველა ის სიტყვა, რომლებიც ნაუწყებია საღმრთო წიგნებით და ჩაწერილია მათში წინასწარმეტყველთა მიერ ღმერთის სახელით. ასევე, მოვალენი ვართ, ვკითხულობდეთ და ვისმენდეთ საღმრთო წერილს გულწრფელი სურვილით - როგორ სათნო-ვეყოთ ღმერთს და ძალაც შევიძინოთ კეთილმსახური და ღმერთისათვის საამო ცხოვრებისა.

უნდა გვახსოვდეს, რომ საღმრთო წერილის კითხვისას ყოველ ადამიანს როდი აქვს უფლება თავისებურად გაიგოს და განმარტოს იგი, რადგან საღმრთო წერილი მრავალ ისეთ ზეაღმატებულ და ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელ ჭეშმარიტებას შეიცავს, რომელთა მიღება, აღიარება და წვდომა შესაძლებელია მხოლოდ რწმენით, წმინდა მამათა და წმინდა ეკლესიის ხელმძღვანელობით.


1 ოქტომბერს საკითხავი სახარება (მათე 25,14-30)
14. (და თქვა უფალმან იგავი ესე:) ვითარცა-იგი რაჟამს წარვალნ კაცი და მოუწესნ მონათა თვისთა და მისცის მათ მონაგები თვისი:

15. და რომელსამე მისცა ხუთი ქანქარი და რომელსამე ორი ქანქარი და რომელსამე ერთი, კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თვისისა, და მეყსეულად წარვიდა.

16. ხოლო წარვიდა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, აქმნია მას ზედა და შესძინა სხუაიღა ხუთი ტალანტი.

17. ეგრეთვე, რომელმან-იგი ორი მიიღო, შესძინა სხვაი ორი.

18. ხოლო რომელმან-იგი ერთი მიიღო, წარვიდა და მოთხარა და დაჰფლა ქვეყანასა ვერცხლი იგი უფლისა თვისისაი.

19. შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი იგი მონათაი და სიტყუაი ყო მონათა მათ თანა.

20. და წარმოდგა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, და მოართუა მას სხვაიღა ხუთი ქანქარი და ჰრქუა: უფალო ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა ესერა სხუაიღა ხუთი ქანქარი შევსძინე.

21. ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა.

22. მოვიდა იგიცა, რომელსა ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაი ორი ტალანტი შევსძინე.

23. ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა.

24. მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, უწყოდე რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ შენ: მოიმკი, სადა არა დასთესი, და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიედ.

25. და შემეშინა, წარვედ და დავმალე ქანქარი იგი შენი ქვეყანასა. აჰა ესერა შენი შენ თანა არს;

26. მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას: ბოროტო მონაო და მედგარო! უწყოდე, რამეთუ მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიედ.

27. ჯერ-იყო შენდა დადებად ვერცხლი ჩემი სავაჭროსა და მო-მცა-ვედ და მოვიღე ჩემი იგი აღნადგინებითურთ.

28. მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე და მიეცით მას, რომელსა აქუს ათი ქანქარი.

29. რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს, და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. და ამას რაი იტყოდა, ხმა-ყო: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ.

30. და უხმარი ეგე მონაი განხადეთ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი.

უპირველესად, ამ იგავიდან განცხადდება, რომ უფალი ზოგს ხუთ ტალანტს ანუ თავის საბოძვარს, ნიჭს აძლევს, სხვებს - ორს, მესამეთ კი - ერთ ნიჭს და სულაც არ ანიჭებს ყველას ერთნაირად (მუხლი 15). რატომ არიგებს უფალი თავის საბოძვართ ასე არათანაბრად? ჩვენივე სარგებლობისთვის. თუკი ახლაც, ქვეყნიურ ცხოვრებაში თითოეული ჩვენგანი სხვის დახმარებას საჭიროებს: მდიდარი - საქმიანი ადამიანებისას, ხოლო ღარიბნი - მდიდრებისას, - და მაინც ჩვენს შორის ნაკლებია დამთმობლობა, ერთურთის შეწევნა, მაშინ რაღა იქნებოდა, ყველანი ყველაფრით ერთმანეთის თანასწორნი რომ ვყოფილიყავით? როგორღა ვიცხოვროთ ამქვეყნად? თუკი, მაგალითად, მავანი ამპარტავანი, ბოროტი ადამიანისაგან ყველა შეწუხებულია მისი უბადრუკობის, სიღარიბის დროსაც კი, მაშინ რაღა იქნებოდა, ყველაფერთან ერთად იგი მდიდარიც რომ ყოფილიყო?! თუკი ცბიერი და მზაკვარი თავისი მოკლე ჭკუითაც ახერხებს დახვეწილი გამომგონებლობით მოატყუოს მოყვასი, მაშინ რაღა იქნებოდა, გამჭრიახი გონებით, ძალაუფლებითა და დიდება-პატივით რომ ყოფილიყო დაჯილდოებული?! კვალად, თუკი ადამიანთა უდიდეს ნაწილს მცირედი ქონების ჯეროვნად მოხმარება არ შეუძლია, მაშინ რაღა იქნებოდა, ღმერთს მათთვის ყოველივე უხვად რომ მიეცა?! თავსაც დაიღუპავდნენ და სხვებსაც მრავალი ცოდვის ჩასადენად უბიძგებდნენ. აი, სწორედ ამიტომაც უფალი თითოეულს გონებასაც, ქონებასაც და სხვა ყოველივეს იმდენს აძლევს, რამდენიც მისი სულისთვის იქნება სასიკეთო და სასარგებლო.

დღევანდელი სახარების იგავიდან ჩანს, რომ ღმერთისაგან მიღებული ნიჭი ჩვენს საქმეში უნდა გამოვიყენოთ (მუხლები 20-23). სულ ერთია, ბევრი ნიჭი მიიღო კაცმა, ნაკლები თუ სულ ცოტა - ყველა ვალდებულია, სინდისიერად და ქმედითად გამოიყენოს იგი. და ვინც ღმერთისგან მიღებულს, ბევრსა თუ მცირეს, მნიშვნელოვანსა თუ უმნიშვნელოს, კარგად იყენებს და ამით სარგებლობა მოაქვს საკუთარი სულისთვისაც და სხვათათვისაც, იგი კეთილი მონაა ღმერთის წინაშე და როცა დაასრულებს თავისი ქვეყნიური ცხოვრების გზას, საუკუნო ნეტარებით დატკბება. მაგრამ ვინც თავის ნიჭს, რა მცირეც არ უნდა იყოს იგი, გამოუყენებლად დატოვებს და სარგებლობას არ მოუტანს არც თავის სულს და არც სხვებისას, უარყოფილი იქნება ღვთის მიერ და განგდებული ბნელსა მას გარესკნელსა.

რას გვასწავლის ბოროტი და მცონარა მონის მაგალითი?

არამც და არამც არ უნდა უგულებელვყოთ სულ მცირე ნიჭიც კი (მუხლი 29). რატომ არ იღვაწა ამ მონამ სხვების მსგავსად, როცა თავისი უფლისაგან ტალანტი მიიღო, რატომ არ დაშვრა მისი განმრავლებისთვის და მიწაში დაფლა იგი? რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ მისდა ბოძებულ ტალანტს, ნიჭს მეტისმეტად მცირედ, უმნიშვნელოდ მიიჩნევდა, ისეთად, რომელიც არ ღირდა დასაშრომლად და იმაზე საზრუნავად, რომ მისი განმრავლება ეცადა. და განა ჩვენს თავსაც იგივე არ ხდება ხოლმე? ბევრს რასმე ჩვენს ცხოვრებაში არ ვაქცევთ ყურადღებას, რადგან კნინად და უმნიშვნელოდ მიგვაჩნია. მაგრამ აკი საღმრთო სიბრძნე ესრეთ გვამცნებს მისთვის: მცირედსა ზედა ჩემსა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ.

მაშ, უფრთხოდე, ქრისტიანო, ყოველ სულ მცირე ცოდვასაც კი, რამეთუ იგი, ვითარცა ცოდვა, საძულველია უფალი ღმერთისთვის. ნუ გაუშვებ შემთხვევას, რომ ყოველ ნაბიჯზე შენი ცხოვრებისა ნებისმიერი, სულ მცირე, უმნიშვნელო სიკეთენიც აკეთო, იმიტომ, რომ იგი სათნო-ეყოფა და აამებს ჩვენს უფალს და მაცხოვარს იესო ქრისტეს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat