უფალმა აკურთხა ქორწინება
უფალმა აკურთხა ქორწინება
ამჯერდ მაცხოვრის მიერ გალილეის კანაში აღსრულებულ პირველ სასწაულზე ვისაუბრებთ...

გვესაუბრება არქიმადრიტი მაკარი (აბესაძე)

პირველი სასწაული კანაში:

გალილეის კანაში ქორწილი იყო და იესოს დედაც იქ იყო. იესო და მისი მოწაფეებიც იყვნენ მიწვეულნი ქორწილში. მექორწინეებს ღვინო შემოაკლდათ. ღვინო აღარ აქვთ, - უთხრა იესოს დედამისმა, მან კი მიუგო: რა გინდა, დედაკაცო, ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა. დედამისი მსახურებთან მივიდა და უთხრა: გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით. იქ იყო ექვსი ქვის ჭურჭელი, იუდეველთა საწესო განწმენდისთვის. თითოში ორი ან სამი საწყაული ჩადიოდა. იესომ მსახურებს ჭურჭლების წყლით ავსება დაავალა და მათაც აავსეს. შემდეგ უთხრა: "ახლა ამოიღეთ და მიართვით პურისა უფალს!". როდესაც თამადამ გემო უნახა ღვინოდ ქცეულ წყალს (მან კი არ იცოდა, საიდან იყო ეს, იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც წყალი მოიღეს), სიძეს დაუძახა და უთხრა: ყველა კაცი ჯერ კარგ ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა შეთვრებიან, მდარეს. შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს;Aასე დაიწყო იესომ სასწაულების მოხდენა გალილეის კანაში და გამოავლნა თავისი დიდება (იოანე 2, 1-11)

- ეს სასწაული მაცხოვარმა აღასრულა მას შემდეგ, რაც უდაბნოდან დაბრუნდა ორმოცდღიანი მარხულობის შემდეგ. ვიცით, რომ იოანე ნათლისმცემლისგან ნათლისღების შემდეგ, მაცხოვარი უდაბნოში გავიდა. უდაბნოდან დაბრუნებული, ერთხანს იუდეაში ქადაგებდა, შემდეგ ბრუნდება გალილეაში და იწყებს მოწაფეების შემოკრებას. სწორედ ამ დროს ხდება მაცხოვრის და მისი მოწაფეების მიწვევა ამ ქორწილში. როგორც სახარება გვეუბნება, ქორწილში ღვინო გამოილია. ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა შენიშნა, მაცხოვართან მიდის და ეუბნება, - ღვინო აღარ არის. მაცხოვარმა, რა თქმა უნდა, იცის, რომ ღვინო აღარ აქვთ, ისიც კარგად უწყის, რატომ ეუბნება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ამას, - იმის გამო, რომ მექორწინეებს შეეწიოს, მაგრამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ეუბნება, რომ ჯერ მისი დრო არ დამდგარა. თუ დრო არ იყო დამდგარი მაცხოვრის სასწაულებისა, მაშინ რატომ ქმნა შემდეგ ეს სასწაული? ან რად სჭირდება უფალს რაიმე დროს დადგომა, დრო უფალზე მაღალია? - არამც და არამც, მაგრამ ამ ფაქტით, ამ მოვლენით უფალი ჩვენ გვაჩვენებს თუ როგორ პატივს სცემს თავის მშობელს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. ეუბნება რა ამ სიტყვებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ამით ჩვენ გვეუბნება, რომ ჯერ კიდევ დრომდე, სანამ სასწაულებს დავიწყებდი, აღვასრულებ სასწაულს და ვისთვის? -Yყოვლადწმიდა ღვთისმშობლისთვის. მაცხოვარს ეს სასწაული არ აღუსრულებია იმის გამო, რომ ქორწილში ღვინო გამოელიათ, მათ შეეძლოთ, სხვანაირად ეზრუნათ, თუ ვერ იზრუნებდნენ არც ეს იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, თანაც, როგორც სახარება გვეუბნება, ამ სასწაულის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ მათ იცოდნენ, ვინც უშუალოდ წყალი ჩაასხა სარწყულებში.

მაცხოვრის პასუხის შემდეგ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მსახურებს ეუბნება, - რასაც გეტყვით, შეასრულეთო. თითქოს მაცხოვარმა უარი უთხრა ღვთისმშობელს სასწაულზე, მაგრამ მან უწყოდა, რომ მაცხოვარი აღასრულებდა ამ სასწაულს უპირველესად იმისთვის, რომ ჩვენთვის ეჩვენებინა, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ადამიანს მშობლის მიმართ. სახარებიდან ვიცით ერთი ფაქტი, როდესაც მაცხოვარი თორმეტი წლის ასაკში იერუსალიმში დარჩა და მას სამი დღის შემდეგ მიაგნეს მართალმა იოსებმა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა, როგორც სახარება გვეუბნება ამის შემდეგ წარვიდა იგი გალილეაში და "იყო დამორჩილებულ დედა-მამათა მისთა"-ო, ანუ თავის მშობლების მორჩილი იყოო (სახარება ამ მომენტში მართალ იოსებს მშობელს უწოდებს არა პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ იმის გამო, რომ ადამიანები აღიქვამდნენ იოსებს მაცხოვრის მშობლად). ამ შემთხევაშიც უფალმა გამოავლინა მორჩილება და პატივისცემა თავისი დედის მიმართ, უპირველასად იმის გამო, რომ ამით გვანახა, თუ როგორ პატივს სცემს ის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და ასევე მიგვანიშნა ჩვენ, როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენი მშობლებისთვის. თუკი უფალი, - სამყაროს შემოქმედი, ყველა ადამიანის, მათ შორის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სიცოცხლის დასაბამის მიმცემი ესოდენ სიყვარულს, პატივისცემას და მორჩილებას იჩენს თავისი მშობლისადმი, მით უმეტეს, ჩვენ, ადამიანები, რომლებსაც უფლის მსგავსიც კი არაფერი გვაქვს ნამოქმედარი, წარმოდგენაშიც კი არ შეიძლება ვიფიქროთ, რამე ისეთი გავაკეთოთ, რაც უფალს როდესმე გაუკეთებია, როგორი მორჩილები და პატივისმცემელნი უნდა ვიყოთ ჩვენი მშობლისა.

როგორც სახარება გვეუბნება, უფალი მიდის მსახურებთან და ავალებს, - მოიტანეთ წყალი და ჩაასხით სარწყულებშიო. როდესაც მსახურები იესოს სიტყვას აღასრულებენ, ეუბნება, - ამოიღეთ და მიართვით პირისა უფალს, - თამადასო. გაკვირვებას იწვევს თავად ამ მსახურების მორჩილებაც. მათ ჯერ კიდევ არაფერი იცოდნენ მაცხოვრის შესახებ, მისი სასწაულების შესახებ, რადგან ჯერ არც ერთი სასწაული არ ექმნა უფალს. სწავლების მიცემა, ქადაგება, ახალი დაწყებული ჰქონდა,Mმაგრამ ამის მიუხედავად საწყაულიდან ამოიღეს თავიანთი ჩასხმული წყალი და მიართვეს თამადას, - ისინი შინაგანად უკვე დარწმუნებულები იყვნენ, რომ მაცხოვარმა სასწაული აღასრულა და შემდეგ მართლაც მხილველნი გახდნენ უდიდესი სასწაულისა, - მათი მოტანილი წყალი მაცხოვარმა ღვინოდ აქცია. ამისთვის არც ლოცვა უთქვამს და არც სხვა რამ გაუკეთებია, არავითარი მიწიერი ქმედება არ დასჭირვებია. გალილეის კანაში აღსრულებული პირველი სასწაულით უფალმა გვანახა, ვინ იყო ის სინამდვილეში, - რომ ის იყო ყველაფრის შემოქმედი და არ გაუჭირდებოდა წყლის ღვინოდ ქცევა. თუკი უფალმა არარაობისაგან შექმნა სამყარო, მისთვის ერთი ნივთიერების მეორე ნივთიერებად გადაქცევა იოლი საქმე იყო. ფაქტობრივად, ამ სასწაულით მაცხოვარმა თავისი ღვთაებრივი ბუნება გამოაჩინა. წყლის ღვინოდ გადაქცევა უხილავი სასწაული იყო ადამიანებისათვის, უფალმა ეს სასწაული დაფარა იქ მყოფთათვის უპირველესად იმის გამო, რომ მათთვის ასეთი სასწაულის მიღება სრულიად წარმოუდგენელი იყო. თუ ძველი აღთქმის პერიოდში განკურნების სასწაულები წინასწარმეტყველთა და მართალთა ხელით ასე თუ ისე ხდებოდა, ასეთი სასწაული - ერთი ნივთიერება მეორე ნივთიერებად ექცია, არავის უქმნია, შეუძლებელიც იყო, ვინმეს ექმნა იმის გარდა, ვინც არარაობისაგან შექმნა მთელი სამყარო.

- რად ინება უფალმა ქორწილში მისვლა?

- უფალმა ამით აკურთხა ქორწინება, მაგრამ მან ქორწინება აკურთხა არა მარტო გალილეის კანას ქორწილში მისვლით, არამედ ჯერ კიდევ სამყაროს შექმნის დროიდან, როდესაც ადამი და ევა შექმნა და უთხრა: იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანაო. კანაში ქორწილში მისვლით კი უფალმა თავისი კურთხევა კიდევ ერთხელ განაახლა.

ზოგიერთები ფიქრობენ, თითქოს ამ ქორწილის ნეფე, რომელშიც უფალმა წყალი ღვინოდ აქცია, მაცხოვრის ერთ-ერთი მოციქული, სვიმონ კანანელი იყო, მან ამ სასწაულის ხილვის შემდეგ მიატოვა ქორწილი და მაცხოვარს გაჰყვაო, მაგრამ წმინდა იოანე ოქროპირი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და გვეუბნება, - არ შეიძლება ეს სიმართლე იყოს, რადგან თუ ამ სასწაულით ქორწინება დაირღვეოდა, გამოდის რომ უფალს თავისი მისვლით კი არ უკურთხებია ქორწინება, პირიქით - დაურღვევია. უფალმა თავისი მისვლით ქორწილი აკურთხა და მას, რაც აკურთხა, მაშინვე არ დაარღვევდა, ამიტომ არ შეიძლება სვიმონ კანანელი ყოფილიყო ამ ქორწილის სიძეო; შესაძლოა აზრი სხვაგვარადაც განვავითაროთ, - თუკი სვიმონ კანანელი მართლაც იყო სიძე იმ ქორწილისა, რომელშიც უფალმა წყალი ღვინოდ აქცია და იგი ქორწილის შემდეგ გაჰყვა მაცხოვარს, შესაძლოა, მასთან ერთად მისი ცოლიც ავრცელებდა ღვთის სიტყვას, მაგრამ ეს რომ ასე ყოფილიყო, აუცილებლად გვეცოდინებოდა, ისევე როგორც ვიცით საეკლესიო გადმოცემით პეტრე მოციქულზე. წმინდა გარდამოცემა გვაუწყებს, რომ პეტრე მოციქულს ცოლიც თან ახლდა მისიონერული მოღვაწეობისას, თუმცა ისინი პეტრეს მაცხოვართან დამოწაფების შემდეგ და-ძმასავით ცხოვრობდნენ.

უფალმა ქორწინება აკურთხა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას არ უკურთხებია ბერ-მონაზვნური ცხოვრება, უქორწინებლობა. წმინდა წერილში უფალი გვეუბნება, - უქორწინებლობა ქორწინებაზე აღმატებულიაო, მაგრამ შემდეგ ადამიანებს რომ არ ეფიქრათ უქორწინებლობა იყო ერთადერთი გზა უფალთან მისასვლელად, სწორედ ამის გამოც უფალმა წინდაწინ აკურთხა ქორწინება. რა თქმა უნდა, ქორწინება არის კურთხეული, მაგრამ ვისაც უნდა უფალს უფრო ზეაღმატებულად ემსახუროს, მონაზვნობის გზას ირჩევს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat