მე ვარ მხსნელი, რომელსაც ელოდებით
მე ვარ მხსნელი, რომელსაც ელოდებით
მოციქულების მიერ იესო ქრისტეს ძე ღვთისად აღიარებისა და მაცხოვრის მიერ თავისი მიმდევრების მოწოდებიდან ექვსი დღის შემდეგ, ხდება მაცხოვრის ფერისცვალება თაბორის მთაზე, ღვთაებრივი ნათლის, ღვთაებრივი დიდების გამოცხადება ადამიანთა წინაშე; თაბორის მთაზე ფერისცვალებით იესო ქრისტემ თავისი ღვთაებრივი დიდება და ბრწყინვალება აჩვენა. ამჯერად სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ...

ვესაუბრებით არქიმანდრიტ მაკარს (აბესაძე):

ფერისცვალება
წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე და მაღალ მთაზე ავიდა სალოცავად, ლოცვის დროს ფერი იცვალა: მზესავით გაუბრწყინდა სახე, ხოლო ტანისამოსი ნათელივით განუსპეტაკდა. და აჰა, გამოჩნდნენ მოსე და ილია დიდებით და იესოსთან საუბრობდნენ მის წასვლაზე, რომელიც იერუსალიმში უნდა აღესრულებინა. პეტრე და მასთან მყოფნი დამძიმებულნი იყვნენ ძილით; როცა გაიღვიძეს, იხილეს მაცხოვრის დიდება და მასთან მდგომარე ორი კაცი. პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. თუ გნებავთ, გავაკეთებ აქ სამ კარავს: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ილიას, რადგან არ იცოდა, რას ლაპარაკობდა. საუბარი დასრულებული არ ჰქონდა, რომ ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი და მოისმა ხმა ზეცით: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ!" როდესაც მოწაფეებს ეს სიტყვები ესმათ, შეშინებულნი პირქვე დაემხნენ. იესო მიუახლოვდა მათ, შეახო ხელი და უთხრა: წამოდექით, ნუ გეშინიათო. როდესაც თვალი აახლეს, იესოს გარდა ვეღარავინ დაინახეს. მთიდან ჩამოსვლისას იესომ უთხრა მათ: არავის არაფერი უთხრათ ამ ხილვის შესახებ, ვიდრე ძე კაცისა მკვდრეთით არ აღდგებაო. მოციქულებმა გულში ჩაიდეს ეს სიტყვები და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რას ნიშნავს მკვდრეთით აღდგომაო, მაცხოვარს კი ჰკითხეს: რატომ ამბობენ მწიგნობრები პირველად ილია უნდა მოვიდესო? იესომ მიუგოთ: მართალია, პირველად ილია უნდა მოვიდეს და აღადგინოს ყოველივე, მაგრამ ილია უკვე მოვიდა, თუმცა ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ; კაცის ძესაც ასე მოელის მათგან ტანჯვაო. მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იესო იოანე ნათლისმცემელზე ესაუბრებოდათ (მათე 17, 1-13; მარკოზი 9, 2-13; ლუკა 9, 27-36).

- მაცხოვარმა თავისი მოციქულებიდან გამოარჩია პეტრე, იაკობი და იოანე, მათთან ერთად სალოცავად განმარტოებით ავიდა თაბორის მთაზე, სადაც მათ წინაშე იცვალა ფერი, - მისი პირი მზეზე უფრო მეტად გაბრწყინებული იყო, ხოლო მისი სამოსელი ნათელივით განსპეტაკებული, ეს იყო ღვთაებრივი ნათლის გამოხატულება, უფლის ნათება, შეუქმნელი, ღვთაებრივი ნათელი, - ნათელში გამოცხადებული თავად უფალი. მოციქულებმა იხილეს სწორედ ღვთაებრივი ნათელი, მაგრამ არა სრული სისავსით, არამედ იმ დოზით, რა დოზითაც მოციქულებს შეეძლოთ ამის დატევნა. ფერისცვალების ტროპარში წერია: "უჩვენე მოწაფეთა შენთა დიდებაი შენი ძალისაებრ მათისა".. რაოდენი "ძალ ედვათ", რამდენის დატევნაც შეეძლოთ, უფალმა იმ დოზით, იმ დონეზე გამოუმჟღავნა, გამოუცხადა მათ თავისი ღვთაებრივი დიდება და ბრწყინვალება. ღვთის ბრწყინვალების სრულყოფილად დატევნა არა თუ ხორცში მყოფ ადამიანს, თვით ანგელოზებსაც არ ძალუძთ.

ამ დროს მათ ეჩვენათ მოსე და ილია წინასწარმეტყველები. ძველ აღთქმაში არ არსებობდა წინასწარმეტყველთა გამოსახულებები და მოციქულებმა არ იცოდნენ მათი სახეები, მაშინ საიდან გაიგეს, რომ წინასწარმეტყველები იხილეს? - ამ დროს მოციქულები იმყოფებოდნენ საღვთო მადლში. სწორედ ამ საღმრთო მადლის მიერ ეუწყათ და იცნეს, რომ მათ წინაშე იყვნენ მოსე და ილია, რომლებიც მაცხოვართან საუბრობდნენ მისი ჯვარცმის, ვნებისა და აღდგომის შესახებ.

რატომ მაინცდამაინც მოსე და ილია წინასწარმეტყველების მოვლინება ინება ღვთის განგებულებამ და არა რომელიმე სხვა წინასწარმეტყველისა? - მოსე გამოჩნდა როგორც მამამთავარი წინასწარმეტყველთა, წინასწარმეტყველთაგან პირველი, რომელმაც სჯული მისცა ერს, გამოიხსნა ისრაელის ერი, ხოლო ილია, როგორც ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველთა შორის, რომელსაც ხორციელი სიკვდილი არ განუცდია, ცოცხლად, ხორციელად იქნა ატაცებული ზეცად. მაგრამ ღვთის წინაშე სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის საზღვარი არ გადის, ეს საზღვარი მხოლოდ ჩვენთვის, ადამიანებისთვის არსებობს. უფლის წინაშე ყველა ცოცხალია, როგორც თავად ბრძანებს სახარებაში: არ არის ღმერთი მკვდართა და ღმერთი ცოცხალთა, არამედ ღმერთი ცოცხალთა. ამით უფალი კიდევ ერთხელ აუწყებს ადამიანებს, რომ ის არის ღმერთი ცოცხალთა და ღმერთი მკვდართა. მოსე უდაბნოში აღესრულა, მან ხორციელი სიკვდილი განიცადა.

მოსე მხსნელი და სჯულისმდებელი ისრაელის ერისა და ილია - უდიდესი წანასწარმეტყველთა შორის, ეს ორი უდიდესი პიროვნება მოვიდა და თაყვანს სცემდა იესოს, ქრისტედ წოდებულს. ამასთან, მოციქულებმა იხილეს, როგორ გაბრწყინდა მაცხოვარი. აქედან დაასკვნეს, რომ მათი მოძღვარი იყო არა უბრალო ადამიანი, ან წინასწარმეტყველი, ან თუნდაც მესია, მხსნელი, რომელსაც ებრაელები მოელოდნენ, არამედ განკაცებული ღმერთი.

- როგორც სახარება გვეუბნება, ვიდრე მაცხოვარი ლოცულობდა, მოციქულებს ჩაეძინათ. რამ მოჰგვარა მათ ძილი?

- თაბორის მთა საკმაოდ მაღალი და კლდოვანია. ვიდრე იქამდე მიხვალ, კარგა მანძილი უნდა გაიარო. ამჟამად მთაზე მსუბუქი ავტომობილით ასვლაც ხერხდება, მაგრამ იმ პერიოდში ამისთვის საკმაოდ დიდი დრო იყო საჭირო. რადგან თაბორზე ასვლა დიდ ჯაფას მოითხოვდა და მოწაფეები ფიზიკურადაც დაღლილნი იყვნენ, ერთი მხრივ, სწორედ ამან მოჰგვარათ ძილი. თუმცა ეს საღვთო განგებულებითაც მოხდა. რაც იხილეს და დაიტიეს, იმაზე მეტის დამტევი უკვე მოციქულები არ იყვნენ, ადვილად რომ გადაეტანათ ეს ღვთაებრივი გამოცხადება, შემაძრწუნებელი რომ არ ყოფილიყო მოციქულებისთვის ფერისცვალების, - ამ უდიდესი სასწაულის ხილვა, უფალმა ძილი მოჰგვარათ, რათა მათი გონება შემზადებულიყო ამ სასწაულის სახილველად.

- "კეთილ არს უფალო, აქა ჩვენდა ყოფაი, გნებავთ, ავაშენებ აქ სამ ტალავარს, ერთი შენ, ერთი ელიას და ერთი მოსეს", მიმართავს საღვთო ნათლისა და დიდების მხილველი პეტრე მაცხოვარს. რისი თქმა სურდა ამით პეტრეს?

- პეტრეს სიამოვნებდა ამ მდგომარეობაში ყოფნა და ამით მაცხოვარს უთხრა, - მოდი, უფალო, აქ დავრჩეთო. რა თქმა უნდა, მოციქულებისთვის კარგი იყო ეს სულიერი მდგომარეობა, ამ დროს ისინი განიცდიდნენ სულიერ ნეტარებას, მაგრამ ეს რომ ასე მომხდარიყო, ადამიანების გამოხსნა არ იქნებოდა, სწორედAამის გამო გვეუბნება წმინდა წერილი, პეტრემ არ იცოდა, რას ამბობდაო.

- როგორც მახარებლები მოგვითხრობენ, პეტრეს საუბარი ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, როდესაც ღრუბელმა დაჩრდილა მოციქულები "და ხმაი იყო ღრუბლის გამო, რომელიც ამბობდა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ". როგორ უნდა გვესმოდეს ამ სიტყვების მნიშვნელობა? ვიცით, რომ იგივე სიტყვები მაცხოვრის ნათლისღების ჟამსაც გაისმა ზეციდან, როცა ყოვლადწმიდა სამების საიდუმლო განცხადდა...

- ნათლისღების დროს მტრედის სახით გარდამოვიდა სულიწმიდა, - ეს იყო უფრო მატერიალურად, მიწიერი თვისებებით, კაცთათვის უფრო ადვილად აღსაქმელად. ფერისცვალების დროს გაცილებით მეტი განეცხადათ მოციქულებს, ამ დროს ღვთაებრივი ნათელი იხილეს. თანაც მაცხოვრის ნათლისღების დროს ადამიანები მომზადებულები არ იყვნენ მის აღსაქმელად, არც მოციქულები. ნათლისღებისას იქ მხოლოდ ანდრია და იოანე შეიძლება ყოფილიყვნენ, რაგან ისინი იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები გახლდნენ. ფერისცვალებისას კი ეს სიტყვები გამიზნული იყო კონკრეტულად მოციქულებისთვის, რომლებსაც შემდგომ სხვებისთვის უნდა ემცნოთ და შეემეცნებინათ. როდესაც ეს სიტყვები ფერისცვალების ჟამს ესმათ მოციქულებს, რომლებიც უკვე მაცხოვრის მოწაფეები გამხდარიყვნენ და მის მიერ აღსრულებული სასწაულებიც ენახათ, ზეციური სიტყვები მათთვის უკვე გაცილებით დიდმნიშვნელოვანი იყო. ნათლისღებისას ზეციდან გარდამოსული სიტყვები მოსამზადებელი იყო, ფერისცვალების ჟამს ნათქვამი კი - გვირგვინი. სიტყვებით - "მაგისი ისმინეთ", ღმერთმა მიგვანიშნა, რომ იესო ქრისტეს, განკაცებული უფლის სწავლების გარდა სხვა სწავლება არ მივიღოთ.

როგორც სახარება გვეუბნება, ამის გამგონე მოციქულებს შეეშინდათ და ძირს დავარდნენ. უფალი მივიდა მათთან, ხელი შეახო და უთხრა: ადექით და ნუ გეშინით, ანუ უფალმა ნუგეში სცა მათ, შიშისგან აღადგინა. როდესაც მოციქულებმა თვალი გაახილეს, იესოს გარდა ვეღარავინ იხილეს.

- როდესაც მთიდან გარდამოდიოდნენ, უფალმა გააფრთხილა მოციქულები, რომ არავისთან ეთქვათ იმის შესახებ, რაც იხილეს, ვიდრე მკვდრეთით აღდგომა არ მოხდებოდა. რატომ უნდა ყოფილიყო იმ პერიოდში დაფარული ადამიანებისთვის მაცხოვრის ფერისცვალება?

- იმის გამო, რომ იმ პერიოდში ადამიანებისთვის ეს იქნებოდა სრულიად დაუჯერებელი, ხოლო როდესაც მაცხოვარი ჯვარს ეცვა და აღდგა, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მოციქულები ამ ამბავსაც გაიხსენებდნენ და სხვებსაც მოუთხრობდნენ, რაც კიდევ უფრო მეტად განუმტკიცებდა მათ რწმენას მაცხოვრის შესახებ.

- სახარებიდან ჩანს, რომ იმ დროს თავად მოციქულებიც ვერ ხვდებიან მაცხოვრის ნათქვამს. როგორც სახარება გვეუბნება, მოციქულებმა გულში ჩაიდეს იესოს სიტყვები და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, - რას უნდა ნიშნავდეს მკვდრეთით აღდგომაო...

- მიუხედავად იმისა, რომ მაცხოვარი ხშირად ესაუბრებოდა ხოლმე მოციქულებს ჯვარცმის, ვნების, გამოხსნისა და აღდგომის შესახებ, ისინი ბოლომდე ვერ იგებდენ მის ნათქვამს, განსაკუთრებით მკვდრეთით აღდგომის შესახებ, უჭირდათ იმის გააზრება, როგორ უნდა მომხდარიყო მკვდრეთით აღდგომა, როგორ შეიძლებოდა ამის აღსრულება. სწორედ ეს მომენტია აქაც.

- "რატომ ამბობენ მწიგნობრები, პირველად ილია უნდა მოვიდესო?" ეკითხებიან მოციქულები მაცხოვარს, ის კი მიუგებს: "ილია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ; კაცის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვაო"...


- ძველ აღთქმაში იყო წინასწარმეტყველება, რომ სანამ მხსნელი, მაცხოვარი მოვიდოდა, ილია უნდა მოსულიყო. მაცხოვარი ეუბნება მოციქულებს, - ილია უკვე მოვიდაო. აქ იგულისხმება იოანე ნათლისმცემელი. იოანე ნათლისმცემელი იყო ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, რომელიც ქადაგებდა, რომ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა, - მხსნელი განკაცდა, ის აღთქმა, რომელიც უფალმა დაუდო ჩვენს მამებს, უკვე აღსრულებულიაო. თუ სხვა წინასწარმეტყველები ამბობდნენ, მესია მოვა, განკაცდებაო, იოანე უკვე ქადაგებდა - განკაცდა, მოვიდაო. ამდენად ღვთაებრივი ნათლის გამოვლინების შემდეგ მაცხოვარმა მოციქულებს განუცხადა იმის შესახებაც, რომ წინამორბედი უკვე მოსული იყო და თუ ილია მოსულია, მაშინ უკვე მე ვარ მხსნელი, რომელსაც ელოდებითო.

- საერთოდ, რატომ ინება მაცხოვარმა ფერისცვალება, ღვთაებრივი დიდებისა და ნათლის ადამიანთა წინაშე გამოვლინება?

- ამის უპირველესი მიზეზი ის იყო, რომ მოციქულებისთვის თავისი ღვთაებრიობა ეჩვენებინა. უკვე დამდგარიყო დრო, როცა მათ უფრო მეტი უნდა გაეგოთ იესო ქრისტეს შესახებ. თავისი ფერისცვალებით კი უფალმა არა სიტყვით, არამედ საქმით აჩვენა მათ თავისი ღვთაებრიობა.

- რატომ გამოარჩია უფალმა მოციქულთაგან თავისი ღვთაებრივი ნათლის სახილველად მხოლოდ პეტრე, იაკობი და იოანე?

- უფალმა მოციქულთაგან გამოარჩია სწორედ ისინი, ვინც ყველაზე მეტად იყვნენ იმ დროს სულიერად წარმატებული, ყველაზე მეტად სწამდათ მაცხოვრისა და ყველაზე მეტად შეეძლოთ ამ სასწაულის მიღება და საღვთო მადლის დატევნა, რათა მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ ამ სამ რჩეულ მოციქულს განემტკიცებინა დანარჩენი მოციქულებიც და ქრისტეს მიმდევრები იმაში, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია.

პეტრე სარწმუნოებით იყო უპირატესი მოციქულთა შორის (გავიხსენოთ იესო ქრისტეს პეტრე მოციქულის მიმართ ნათქვამი სიტყვები: "სვიმონ-პეტრე, შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი..." "კლდეში" სწორედ პეტრე მოციქულის რწმენა იგულისხმება ძე ღვთისას მიმართ), იოანე სიყვარულითაა უპირატესი, იაკობი კი მოწამებით გამორჩეული. სახარებიდან ვიცით: როდესაც სამარიტელთა სოფელმა არ შეიწყნარა მაცხოვარი, იაკობმა და იოანემ სთხოვეს უფალს, - მოგვეცი ნება, ვთქვათ და ზეციდან ცეცხლი გარდამოვა და დაწვავს მათო. ამის გამო ეწოდათ ძენი ქუხილისანი. აი, ასეთი მოშურნენი იყვნენ ისინი უფლის სარწმუნოებაში.

თანაც წაიყვანა მხოლოდ სამი მოციქული იმის გამო, რომ ხალხი მარტო არ დაეტოვებინა, დანარჩენი მოციქულები ხალხთან დატოვა. რათა მათ ღვთის სიტყვის ქადაგება განეგრძოთ ხალხში.

- სახარებაში ნახსენები არ არის იმ მთის სახელი, სადაც მაცხოვარმა მოწაფეების წინაშე ფერი იცვალა. საინტერესოა, რატომ არის მიჩნეული მაცხოვრის ფერისცვალების ადგილად სწორედ თაბორის მთა?

- მაცხოვრის ფერისცვალება მოხდა გალილეის მხარეში, გალილეის ცენტრში, გალილეის მხარეში კი ყველაზე მაღალი, თანაც ერთადერთი, თაბორის მთაა. ამას გარდა, ეს არის წმინდა გარდამოცემა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს და დიდ პატივს მიაგებს წმინდა ეკლესია. ეკლესიაში არავინ კამათობს ამაზე, რადგან როდესაც მოციქულებმა ადამიანებს აუწყეს ფერისცვალების შესახებ, თავისთავად მიუთითეს, რომელ მთაზე მოხდა ეს საღვთო მოვლენა და ასე გარდამოვიდა მოციქულთა ხანიდან. ფერისცვალება რომ სწორედ თაბორის მთაზე მოხდა, ამის ერთ-ერთი დადასტურებაა ფერისცვალების დღესასწაულზე თაბორის მთაზე ყოველწლიურად გამოჩენილი ღრუბელი - ფერისცვალების დღესასწაულის დღეს, სრულიად მოწმენდილ ცაზე, აუცილებლად გამოჩნდება ღრუბელი, ღრუბლით შეიმოსება ხოლმე თაბორის მთა, ისევე როგორც ეს მოხდა მაცხოვრის ფერისცვალების დროს, არადა ამ დროს ისრაელში სრულიად უნალექო პერიოდია, გაზაფხულიდან შემოდგომამდე ციდან წვეთიც არ ჩამოვარდება...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat