საკვირაო სახარება
საკვირაო სახარება
10 აგვისტოს საკითხავი სახარება (მათე 21,33-43)
33. სხვაი იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენახი და ზღუდე გარე-მოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა.

34. და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთაი, მიავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა.

35. და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსწყვიდნეს და რომელთამე ქვაი დაჰკრიბეს.

36. კვალად წარავლინნა სხვანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა, და მათცა ეგრეთვე უყვეს.

37. ხოლო უკანასკნელ მიუვლინა მათ ძე თვისი და თქვა: შე-ხოლო-თუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა.

38. ხოლო ქვეყნის მოქმედთა მათ ვითარცა იხილეს ძე იგი მისი და თქვეს გულსა მათსა: ესე არს მკვიდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკვიდრებელი მისი.

39. და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე ვენახისა მის და მოკლეს.

40. რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი ვენახისაი მის, რაი-მე უყოს ქვეყანის-მოქმედთა მათ?

41. ჰრქუეს მას: ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენახი იგი მისცეს სხვათა ქვეყანის-მოქმედთა, რომელთა მისცენ მას ნაყოფი ჟამსა თვისსა.

42. ჰრქუა მათ იესუ: არასადა აღმოგიკითხავსა წიგნთა შინა: ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა. უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩვენთა.

43. ამისთვის გეტყვით თქვენ, ვითარმედ: მიგეღოს თქვენგან სასუფეველი ღმრთისაი და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდნენ ნაყოფსა მისსა.


ამა სოფლისკენ მიდრეკილ ადამიანებს არ სურდათ, თავმდაბალ და მორჩილ იესოში აღთქმული მესია დაენახათ, ამიტომ არც ის სურდათ, უფლის მკაცრი მსჯავრი მათთვის ყოფილიყო განკუთვნილი, მაგრამ მაცხოვარი მათ ფსალმუნის სიტყვებით ამხილებს და აუწყებს, როგორი იქნება მათი ხვედრი. მაშ, დაე, ფარისევლებმა და მწიგნობრებმა უარყონ იესო; ამით მხოლოდ იმას აღასრულებენ, რაც მესიის შესახებ არის ნაწინასწარმეტყველები, ისინი უარყოფენ და გადააგდებენ მას ვითარცა უსარგებლო ქვას, მაგრამ ღმერთის ნებით იგი შენობის საძირკველში აღმოჩნდება თავსაკიდურ ლოდად.

- ვინ არის ის "ნათესავი", რომელიც ღმერთის ნებას ჰყოფს?

- ეს ჩვენ ვართ, ყოველნი ქრისტიანენი. როცა იუდეველებმა უარყვეს ლოდი - ქრისტე, მოვიდნენ მოციქულები და მახარობლები და უარყოფილ ლოდზე ახალი ვენახი დააფუძნეს, რომელიც გაიზრდება და ნაყოფს გამოიღებს ქვეყნის დასასრულამდე.

- რა სულიერ-ზნეობრივ სამოძღვრებო გაკვეთილს შეიცავს ეს იგავი?

- იგავი ვენახისა და ვენახისმოქმედთა შესახებ პირდაპირ იუდეველების მისამართით არის ნათქვამი, მაგრამ ირიბად, არაპირდაპირ, იგი მთელს კაცთა მოდგმას, თითოეულ ჩვენგანს ეხება. აბა, ჩაუკვირდი საკუთარ თავს, ვინც არ უნდა იყო შენ, ღრმად ჩახედე საკუთარ გულს: განა მასშიც არ ჩანერგა ღმერთმა სიყვარული კეთილმსახურებისა? ბავშვობაში ზღუდედ გერტყნენ მშობლები, ახლობელ-ნათესავები და მასწავლებლები. ახლაც ადამიანთა საზოგადოებაში ცხოვრობ. სიკეთის რამდენი მაგალითია შენს წინაშე! კაცობრივი გონება ვერ მისწვდება ღმერთის სიყვარულის მთელ იმ სიმაღლესა და სიღრმეს, რომელიც ჩვენზე იესო ქრისტეს მიერ გადმოიღვარა. მით უფრო საშინელია უმადურობა ამგვარი სიყვარულის წილ. ზოგჯერ შენ სრულიად ივიწყებ უფალს და საკუთარი გონებისა და გულის ახირებებით ცხოვრობ, როგორც ბოროტმოქმედი და შფოთისთავი. გითხრა, რა გამოვა ყოველივე აქედან? - ის, რომ თუკი კვლავაც გააგრძელებ ამ გზით სვლას, ყოველივე კარგი მოკვდება შენში და შენი ხვედრი იუდეველთა - უფლის უარმყოფელთა და მკვლელთა - ხვედრის მსგავსი იქნება.

გარდა ამისა, იგავი ვენახისმოქმედთა შესახებ გვიჩვენებს, რაოდენ დიდია ღმერთის მოთმინება. განა ვერ ვხედავთ, როგორ ყვავის უკეთურება, ხოლო ჭეშმარიტი კეთილმსახურება შეიწროებულია?! მაშ, რატომ არ იძიებს შურს უფალი მართალ მორწმუნეთა წმინდა სისხლისათვის? - პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ ყველაზე უკეთური ცოდვილებიც, ვითარცა ადამიანები, ღვთის ქმნილებანი არიან და მათშიც არის აღბეჭდილი ზეციური მამის ყოვლადწმინდა ხატი, მათთვისაც იქნა მიტანილი უდიდესი და უწმინდესი მსხვერპლი - ჯვარზე სიკვდილი ღმერთის მხოლოდშობილი ძისა, მათთვისაც დაიღვარა ღვთაებრივი სისხლი კრავივით უბიწო და ყოვლადწმინდა მაცხოვრისა. ამიტომ საღმრთო სიმართლე ცოდვილის სიკვდილს კი არ მოითხოვს, არამედ მის მოქცევას უკეთური გზისაგან და ცხოვნებას კვალად. ამიტომაც არის ღმერთი მრავალმოთმინე ადამიანთა უსჯულოებისადმი, ცოდვილთა დროებითი ზეობისადმი, მართალ მორწმუნეთა დამცირებისა და შეურაცხყოფისადმი; ადამიანთა განსჯისთვის მას მარადისობა აქვს, დაუსრულებელი საუკუნენი, და მომავალი, საუკუნო ცხოვრების კეთილი საზღაურიც და სასჯელიც - დაუსრულებელია.

ოდეს აღივსება კაცობრივი უკეთურებებისა და უსჯულოების საწყაო, სწორედ მაშინ დასრულდება ღმერთის მრავალმოთმინების დროც. ოდეს სრულიად დამწიფდება იფქლიცა და ღვარძლიც ღმერთის ყანაში, სწორედ მაშინ დადგება მკის დრო. წარვალს ადამიანთათვის წინათგანსაზღვრული ჟამი სინანულისა და სიკეთის ქმნისა და დადგება დღე ღვთის სამსჯავროსი და მისაგებლის მიგებისა.

ვენახისმოქმედებმა დახოცეს უფლის მონებიც და მოკლეს თვით მისი ძეც. რა იყო მიზეზი ასეთი საძაგელი ბოროტმოქმედებისა? მხოლოდ და მხოლოდ შური! იხილეთ, ვითარ განძვინებამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი შურმა! ჭეშმარიტად, ეს ვნება ყველაზე საძაგელია ღმერთისათვის: იგი ღმერთის პირდაპირი მტრობაა. როცა მოყვასის კეთილი ყოფისადმი შურით აღივსება, ამით ადამიანი ვერაფერს იძენს საკუთარი თავისთვის; მისთვის უსიამოვნო ხდება თვით სიკეთე ანუ მოყვასის ბედნიერება. შური უპირატესად სატანური ცოდვაა, რამეთუ სწორედ ეშმაკისმიერი შურის გამო შემოხდა ქვეყნად ცოდვა, ხოლო ცოდვასთან ერთად - სიკვდილიც. ეშმაკი კაცისმკვლელია ძველთაგანვე, და ახლაც თავის შვილებად აქცევს მათ, ვინც მოყვასის სიკეთისადმი შურით უფლის მტრების მხარეს დგება - წმინდა მოციქულ იოანეს სიტყვით, "ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაი თვისი, იგი კაცისმკვლელი არს" (I იოანე 3:15).

დაბოლოს, ყურადღება მივაპყროთ მსგავსებას, რომელიც იგავის ვენახსა და ჩვენს ეკლესიას შორის არსებობს.

ქრისტეს ეკლესია ვენახს არის მიმსგავსებული და სამი უმთავრესი ნაყოფი ქრისტეს ვენახისა, რომლებიც ამ ვენახის გარეთ არსად მოიპოვება, ასეთია:

პირველი ნაყოფი ჭეშმარიტი რწმენაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია ღმერთის სათნო-ყოფა. ეს ნაყოფი თავის თავში შეიცავს ღმერთის შემეცნებას, შიშს, მოწოდებას, სასოებას, იმედს, სიყვარულს, მორჩილებასა და მოთმინებას. მეორე ნაყოფია სიყვარული, რომლითაც ჩვენ კეთილს ვუყოფთ სხვებს და მოწყალებას გავიღებთ მათთვის. პავლე მოციქული ამბობს: "სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყვარულსა არა სურნ, სიყვარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხვინელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა" (I კორინთ. 13:4-5). ეს ნაყოფი თავის თავში შეიცავს სიმართლეს, მოწყალებას, კაცთმოყვარეობას, გულუხვობას, უცხოთ შეწყნარებას. მესამე ნაყოფი კი დამშვიდებული სინდისია: "აწ უკუე განმართლებულ ვართ სარწმუნოებითა და მშვიდობაი გვაქუს ღმრთისა მიმართ უფლისა ჩვენისა მიერ იესუ ქრისტესა" (რომ. 5:1). სწორედ ეს არის ჩვენი ჭეშმარიტი სიხარული და მარადი ნუგეში. "ყოველსა ჟამსა თვალნი უკეთურნი მიელიან ბოროტსა, - ამბობს ბრძენი სოლომონი, - ხოლო სახიერნი დაყუდნიან მარადის" (იგავნი 15:15).

უფალიმც ღირს-გვყოფს, გამოვიღოთ ეს მშვენიერი ნაყოფნი, რომელთა გარეშეც უბედურნი ვიქნებით არა მხოლოდ მომავალ საუკუნო ცხოვრებაში, არამედ ამქვეყნადაც.


17 აგვისტოს საკითხავი სახარება (მათე 22,2-14)

2. (და თქვა უფალმან იგავი ესე) ემსგავსა სასუფეველი ცათაი კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თვისისაი.

3. და წარავლინნა მონანი თვისნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად.

4. კვალად წარავლინნა სხვანი მონანი და ჰრქუა: ეგრეთ არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა, პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზვარაკები და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას.

5. ხოლო მათ უდებჰყვეს და წარვიდეს: რომელიმე - თვისსა აგარაკსა, რომელიმე - სავაჭროსა თვისსა.

6. ხოლო სხვათა შეიპყრნეს მონანი იგი მისნი, აგინნეს და მოსწყვიდნეს.

7. ხოლო მეუფე იგი განრისხნა, ესმა რაი ესე, და მიავლინა ერი თვისი და მოსრნა კაცის-მკვლელნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწვა ცეცხლითა.

8. მაშინ ჰრქუა მონათა თვისთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს.

9. წარვედით მებოძირთა გზათასა და რაოდენიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას.

10. და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რაოდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინახეთა.

11. ხოლო შე-რაი-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინახეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე.

12. და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა.

13. მაშინ რქუა მეუფემან მან მსახურთა თვისთა: შეუკრენით მაგას ხელნი და ფერხნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი.

14. რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი, და მცირედ - რჩეულნი.

ამ იგავიდან ჩვენთვის ცხადი ხდება ღმერთის უსაზღვრო კაცთმოყვარეობა, მისი უდიდესი სახიერება და ენით უთქმელი მოწყალება კაცთა მოდგმისადმი. მან, წარმოგზავნა რა ქვეყნად თავისი მხოლოდშობილი ძე ჩვენი ხსნისთვის, ყოველივე ისიც მოგვანიჭა, რაც საჭიროა ან ცოდვების შენდობისთვის, ანდა მთელი ჩვენი ცხოვრების მომავალი განახლებისათვის, ანუ ჩვენი საუკუნო ნეტარებისათვის დიდების სამეუფოში.

ქორწინება გულისხმობს ღმერთის ძის გონებამიუწვდომელ შეერთებას ადამიანურ ბუნებასა და ხორცთან.

ღმერთი უკლებლივ ყველას მოუწოდებს საუკუნო ნეტარებისკენ, მაგრამ მრავალს არ სურთ იწამოს. ისინი უგულებელყოფენ ცხოვნების გზას, ეს კი ამა სოფლის სიბრმავის გამო ხდება, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, ხოლო კაცთა შეიყვარეს უფროის ბნელი, ვიდრეღა ნათელი.

კვალად, დღევანდელი სახარების იგავი ცხადად გვიჩვენებს, სადამდე მიჰყავს ადამიანი გარდამეტებულ სიყვარულსა და ამქვეყნიური საგნებისადმი მიჯაჭვას - ზოგი ქონება-სიმდიდრის გადამეტებული სიყვარულის გამო მოშორებია ქრისტეს, ზოგს დროებითი, ქვეყნიური სიმდიდრის განმრავლებით მოუკლია საკუთარი თავისთვის მარადიული ზეციური სიკეთით სარგებლობის შესაძლებლობა. ერთნი - სიძუნწეს, მეორენი კი ამპარტავნებასა და ამა სოფლის ამაო საზრუნავს მოუშორებია ღმერთისაგან.

- რას ნიშნავს იგავის ეს სიტყვები: "მოყუასო! ვითარ შემოხვედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე?"

- მოყვასი, ვისაც არ აცვია საქორწინო შესამოსელი, პირმოთნე და ცრუ ქრისტიანია, რომელიც მოსულა ქრისტეს ქორწილში, მეგობარივით ისმენს ღვთის სიტყვას, სხვებთან ერთად შეექცევა საქორწინო ტრაპეზს, იყენებს მადლმოსილ საიდუმლოს და ყველა იმ სიკეთით სარგებლობს, რომელიც ქრისტეს ხორციელ-ქმნამ მოუტანა კაცობრიობას, მაგრამ ყოველივე ამას მხოლოდ მოსაჩვენებლად იქმს. და რაკი არც ერთ პირმოთნე ადამიანს არ ძალუძს გამოცხადდეს წინაშე ღმრთისა, - როგორც მართალი იობი ამბობს, "მის წინაშე ზაკვა არა შევიდეს" (იობი 13:16), - ამიტომ მთელი შენი ძალისხმევა გამოიყენე, რომ საქორწინო შესამოსელი ანუ სიწმინდისა და უზაკველობის სამოსი შეიმოსო, შეიმოსო შინაგანად, რწმენის მეშვეობით, როცა შენს გულში დაიმკვიდრებ ქრისტეს მისი ჭეშმარიტი რწმენით.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat