ფარისეველნი და სადუკეველნი
ფარისეველნი და სადუკეველნი
პურის გაბევრების ორი უდიდესი სასწაულის აღსრულების შემდეგ უფალი მიდის დალმანუთის მხარეში, სადაც იუდეველები მას ზეციურ ნიშანს, სასწაულის აღსრულებას სთხოვენ , თუმცა უფალი მათთვის სასწაულს არ აღასრულებს, ტოვებს მათ და მოციქულებთან ერთად გალილეის მხარისკენ გაემართება. სწორედ ამის შემდეგ საუბრობს მაცხოვარი მოციქულებთან იგავურად ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარის შესახებ. ამჯერად ამ სახარებისეულ მონაკვეთზე ვისაუბრებთ...

არქინადრიტი მაკარი (აბესაძე):

ფარისეველთა და სადუკეველთა საფაური
გალილეისკენ მაცხოვართან ერთად მიმავალ მოციქულებს პურის წაღება დაავიწყდათ, ნავში ერთი პურის მეტი არ ჰქონდათ. იესო მოციქულებს მიმართავს: ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს. მოციქულები გულში ფიქრობდნენ: ამას ალბათ იმიტომ გვეუბნება, პურის წამოღება რომ დაგვავიწყდაო.Mმიუხვდა იესო და უთხრა მათ: რას ფიქრობთ, პურის წამოღება რომ დაგავიწყდათ? ნუთუ არ გესმით, ან არ გახსოვთ ხუთი პურით ხუთი ათასი კაცის პურობა და რამდენი კალათი გაავსეთ კიდევ? ანდა შვიდი - ოთხი ათასს, და ნარჩენებით კიდევ რამდენი კალათი გაავსეთ? ნუთუ არ გესმით, პურის გამო როდი მითქვამს: ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს-მეთქი? მაშინღა მიხვდნენ, რომ იესო აფრთხილებდა მათ, მორიდებოდნენ არა პურის საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას (მათე 16, 5-12; ლუკა 8, 13-21).

- როდესაც ფარისევლებმა და სადუკეველებმა ზეციური ნიშანი, სასწაული ითხოვეს მაცხოვრისგან, მაცხოვარმა არ აღუსრულა, დატოვა ისინი და მოწაფეებთან ერთად სხვა მხარეში გაემგზავრა საქადაგებლად. მოციქულებთან განმარტოებით მყოფი მაცხოვარი მათ ეუბნება: ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთა და სადუკეველთა, რათა მათი შინაგანი მდგომარეობა და ცოდნა კიდევ მეტად აღამაღლოს. უფალი ამ სიტყვებს იგავურად წარმოთქვამს, ამჯერად მოციქულებსაც იგავურად ეუბნება სათქმელს, რადგან მოციქულები ჯერ კიდევ არ იყვნენ ასული ღვთისმეტყველების იმ საფეხურებზე, იმ სიმაღლეებზე, რომ მაცხოვრის ყველა სიტყვა, ყველა პირდაპირ ნათქვამი გაეგოთ. ამ დროისათვის მოციქულების გონება ნელ-ნელა მიემართება მაცხოვრის იგავურად ნათქვამის გასაგებად. როდესაც იგავების წარმოთქმის შემდეგ უფალი ეკითხება ხოლმე მათ: გაიგეთ, რა იგულისხმება ამ იგავშიო, პასუხობენ, - გავიგეთო, მაგრამ რა თქმა უნდა, ისინი ჯერ კიდევ ვერ იგებდნენ სრულად მაცხოვრის ნათქვამს, როგორც ამ შემთხვევაში, რადგან ამ დროისთვის მოციქულებზე გარდამოსული არ არის სულიწმიდა და ჯერ კიდევ სუსტნი არიან სულიერად, ამის გამო უფალი დროდადრო მათაც კი იგავურად ესაუბრებოდა. როგორც სახარება გვეუბნება, მოციქულებს პურის წაღება დაავიწყდათ, მხოლოდ ერთი პური ჰქონდათ თან და ფიქრობენ, ამას იმიტომ გვეუბნება, პური, საგზალი რომ არ გვაქვსო.

იცის რა უფალმა ყველა ადამიანის გულის ზრახვა, მათ შორის მოციქულებისაც, მათ მიმართავს, - ამას იმის გამო არ გეუბნებით, რომ პური არა გაქვთ. არ იცით, რა სასწაულიც მოვახდინე? პურზე რომ იყოს საუბარი, გაიხსენეთ რამდენი კაცი დანაყრდა მცირედი პურით და თევზით. განა არ გახსოვთ ხუთი პურით და ორი თევზით ხუთი ათასი კაცის პურობა? თუნდაც შვიდი პურით და ორი თევზით ოთხი ათასი კაცის დაპურება და რამდენი ნამცეცი დარჩა კიდევ? თუ საჭირო იქნებოდა, განა ერთი პურით თორმეტ კაცს ვერ დააპურებდა უფალი?

მართლაც, როგორც სახარება გვეუბნება, ამ მინიშნების, ამ სასწაულების შეხსენების შემდეგ მოციქულები მიხვდნენ, რომ არა პურის გამო ეუბნებოდა ამას უფალი, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა სწავლების გამო, - მაცხოვარი ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარში გულისხმობდა ფარისეველთა და სედუკეველთა მოძღვრებას, სწავლებებს.

- ანუ, უფალი თავის მოწაფეებს აფრთხილებს, რომ ერიდონ, არ მიიღონ ფარისეველთა და სადუკეველთა სწავლებები, მათ სწავლებებს განშორებოდნენ...

- რა თქმა უნდა. იმ დროისათვის სწავლებაში არსებობდა ძირთადად ეს ორი მიმდინარეობა - ფარისეველთა და სადუკეველთა. ერთნიც და მეორენიც დამახინჯებულად ასწავლიდნენ საღვთო სჯულს. სადუკეველები ფაქტობრივად მთლიანად განშორებულები იყვნენ ჭეშმარიტ სწავლებას, თავად ღვთისმეტყველებაშიც კი არ აღიარებდნენ ანგელოზთა არსებობას, სულების არსებობას... ფარისეველნი საღვთო სწავლების დოგმატურ საკითხებს, ასე ვთქვათ, ძველ სჯულს არ ამახინჯებდნენ, მაგრამ მათ სჯულის გარეგნულ აღსრულებაზე ჰქონდათ გადატანილი ყურადღება, თავიანთი განმარტებებით სჯულის არსი ჰქონდათ შეცვლილი, ჭეშმარიტი სწავლება დამახინჯებული ჰქონდათ და მათი სწავლებით ადამიანებს აღარ შეეძლოთ ჭეშმარიტი ღვთის მიღება. ეს ნათლად გამოჩნდა, როდესაც მაცხოვარი მოვიდა და ქადაგებდა, - მისი სწავლება ფარისეველთა და მწიგნობართა მიმდევრებმა არ მიიღეს. ის, ვინც მათ სწავლებებს მიჰყვებოდა, უკვე ქრისტეს, მაცხოვრის მიმდევარი და უფლის მიმღები აღარ იყო.

თუ ფარისევლებმა თავიანთი სწავლებებით, განმარტებებით სჯულს თავისი ჭეშმარიტი არსი მოაცილეს და ადამიანებს უკვე ისე არ ასწავლიდნენ ღვთის მცნებებს, როგორც სინამდვილეში იყო, არამედ მხოლოდ სჯულის გარეგნულად აღსრულებას მოუწოდებდნენ, სადუკევლები აბსოლუტურად მოსცილდნენ უფალს, მათი სწავლება მთლიანად დაცილებული იყო ჭეშმარიტ სწავლებას. სადუკეველთა მოძღვრებაში თითქმის აღარაფერი იყო დარჩენილი საღვთო სწავლებისა. ამიტომაც ეუბნება უფალი მოციქულებს, რომ მათი სწავლებიდან და ჩვეულებებიდან მცირედი რამეც კი არ აიღონ, იმის გამო რომ ჭეშმარიტი სწავლება არ დააზიანონ, ანუ როდესაც მაცხოვარი ეუბნება მოციქულებს, ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარსო, ამით იმასაც ეუბნება, რომ საღვთო სწავლებები არ დაამახინჯონ არც სულიერად და არც ხორციელად - არც დოგმატური თვალსაზრისით და არც საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, ფარისევლებს არ უნდა ემსგავსონ იმით, რომ ისინი მხოლოდ გარეგნულად აღასრულებდნენ სჯულს, ხოლო სადუკევლებს იმით, რომ ისინი დოგმატებს არღვევდნენ.

- ხუთი ათასი და ოთხი ათასი კაცის სასწაულებრივად დაპურების შემდეგ უფალი მოციქულებს განამტკიცებს წყალზე სვლის სასწაულით, ამის შემდეგ მალევე ხდება ამ იგავური თქმით განმტკიცება. როგორც ვთქვით, მოციქულები ხშირად თავადვე ხვდებიან მაცხოვრის ნათქვამს და ქმედებასაც ხსნიან, თუმცა დროდადრო მაინც განმტკიცებას საჭიროებენ...

- ამ დროისათვის მოციქულები, ჯერ კიდევ უბრალო ადამიანები, არ იყვნენ განმტკიცებულები სულიერად, არა თუ ასე სწრაფად ესწავლათ ის, რასაც უფალი ეუბნებოდათ, თავად ფაქტებიც კი ავიწყდებოდათ, რასაც სწორედ ამ ადგილას ახსენებს უფალი. მათ დაავიწყდათ, რომ უფალმა ათასობით ადამიანი დააპურა. თუ ხუთი პურით უფალმა ხუთი ათასი კაცის დაპურება შეძლო, განა ერთი პურით თორმეტ მოციქულს ვერ დააპურებდა? მაგრამ ისინი ისეთ უჩვეულო რაღაცებს ხედავდნენ, - მაცხოვრის სასწაულებს, მის ქადაგებებს, მის ცხოვრებას, მათთვის ამ ყველაფრის აღქმა შეუძლებელი იყო. მოციქულებმა მხოლოდ მაცხოვრის აღდგომის შემდეგ დაიწყეს ყველაფრის გახსენება და ყველაფრის აღდგენა სულიწმიდის მადლით, თორემ თავად იმ პერიოდში ძალიან ხშირად ავიწყდებოდათ უფლის სასწაულები, ქმედებები და ქადაგებები, ამის გამო უფალი ხშირად ახსენებდა მათ სასწაულებს, ფაქტებს და სწავლებებსაც უმეორებდა, რათა მათი სულიერი ცოდნა ამაღლებულიყო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat