რაც უფრო ვშორდებით უფალს, მით მეტად ვეფლობით ამქვეყნიურ ამაოებებში
რაც უფრო ვშორდებით უფალს, მით მეტად ვეფლობით ამქვეყნიურ ამაოებებში
ამჯერად უფლის კიდევ ერთი სასწაულის - "წყალზე სვლის" შესახებ გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).

წყალზე სვლის სასწაული
ხუთი ათასი კაცის ხუთი პურითა და ორი თევზით სასწაულებრივად დაპურების შემდეგ, მაცხოვარი ნავით უშვებს მოციქულებს, თვითონ კი სალოცავად განმარტოვდება მთაზე. მოსაღამოებულზე მოციქულების ნავი უკვე შუა ზღვაში იყო და რადგან პირქარი იყო, ტალღებს ებრძოდა. ღამის მეოთხე გუშაგობისას მივიდა მათთან იესო. მოწაფეებმა წყალზე მავალი რომ დანახეს, შეძრწუნდნენ - მოჩვენება ეგონათ და შიშით შეჰყვირეს. იესო მყისვე გამოეხმაურა მათ: "გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!" პეტრემ მიმართა: "უფალო, თუ შენ ხარ, მიბრძანე წყალდაწყალ მოვიდე შენთან". "მოდი!" - მიუგებს მაცხოვარი. პეტრე გადმოვიდა ნავიდან და წყალდაწყალ მიაბიჯებდა, რათა იესოსთან მისულიყო, მაგრამ შემდეგ ქარს მიაპყრო ყურადღება, დაფლვა იწყო და იყვირა: "უფალო, მიხსენი მე!" იესომ მაშინვე გაუწოდა ხელი, ამოიყვანა და უთხრა: "რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ". აიყვანა ნავში და ქარიც ჩადგა. ნავში მსხდომებმა თაყვანი სცეს მას და უთხრეს: ჭეშმარიტად ღვთის ძე ხარ შენ. მოციქულების ნავი მყისვე ნაპირზე აღმოჩნდა (მთ 15, 22-33; მარკ. 6, 45-51; იოან. 6, 15-21).

- რატომ იყო საჭირო პურის გაბევრების სასწაულის შემდეგ მალევე ამ სასწაულის აღსრულება მოციქულებისთვის?

- პურის გაბევრების სასწაული უფალმა ქმნა ყველასთვის, მაგრამ ამჯერად უფალი სასწაულს აღასრულებს კონკრეტულად მოციქულებისთვის, რათა უფრო ამაღლდნენ სულიერად და უფრო განუმტკიცოს სარწმუნოება. სულ ცოტა ხნის წინ მოციქულებს ასეთი სასწაული აჩვენა - ხუთი პურით ხუთი ათასი მარტო კაცი დაანაყრა, ქალებისა და ბავშვების გარდა და თორმეტი გოდორი ნარჩენებით აავსეს. ამის შემდეგ უფალი მათ ტოვებს დროებით, ხილულად არ არის მათთან, თორემ ვიცით, რომ ის ყოველთვის იყო და იქნება მთელ სამყაროში. უშვებს მარტო ნავით ზღვაში სარწმუნოების ასამაღლებლად, თავიანთი თავის სარწმუნოებაში გამოსაცდელად, რათა თვითონ შეიცნონ, რა დონის სარწმუნოება აქვთ, თორემ უფალმა ეს მშვენივრად უწყოდა.

მოციქულების ნავს შუა ზღვაში ქარი დაატყდა თავს, ნავი დაინთქმოდა, იძირებოდა. მოციქულები შეშინდნენ, ანუ ჯერ კიდევ არ იყო მათი სარწმუნოება იმ დონეზე, სცოდნოდათ, რომ მათი მოძღვარი იყო განკაცებული ღმერთი და მიუხედავად იმისა, ხორციელად სად იმყოფებოდა, განუშორებელად იყო მათთან, არ მარტო მათთან, არამედ მთელ სამყაროში. ისიც გავიხსენოთ, როდესაც მოციქულებთან ერთად ზღვაში გასულ მაცხოვარს ნავში ჩაეძინა. მაშინაც ამოვარდა ქარი და დაიწყო ღელვა, მაგრამ იმ დროს მოციქულებს იმედი ჰქონდათ და როცა ძალიან შეეშინდათ, მივიდნენ და გააღვიძეს უფალი. ამჯერად კი უფალი მათთან ფიზიკურად არ იმყოფებოდა. უფალს ასე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ აჰყავს მათი სარწმუნოება ზემოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ აძლევს ნიშანს, როგორ მიიღონ სარწმუნოება. პირველ შემთხვევაში, მაცხოვარი მათთან იყო, მაგრამ ეძინა. უფალს ფიზიკურად ეძინა თუ ეღვიძა, სულ ერთი იყო, იმის გამო, რომ ის ისევე განუშორებელად იყო უფალთან, ეძინა თუ ეღვიძა, მთელი სამყაროს სტიქიონები მაინც მას ემორჩილებოდა. ხორციელად ეძინა მას და არა ღვთაებრივად. მოციქულებმა ერთხანს ითმინეს ღელვა, მაგრამ როდესაც იფიქრეს, დავიღუპებითო, გააღვიძეს მაცხოვარი. აქაც ჩანს, რომ ჯერ კიდევ მცირეა მოციქულების სარწმუნოება - ფიქრობდნენ, თუ უფალს გააღვიძებდნენ, ის მათ დაიცავდა. ფიქრობდნენ, რომ უფალს შეეძლო მათი დაცვა, მაგრამ თუ ეძინა, ვერ დაიცავდა, ანუ მათი სარწმუნოება ჯერ კიდევ არ არის სათანადო დონეზე. მართლაც, უფალმა შერისხა ქარს, ღელვას და ყველაფერი დააწყნარა. შესაძლოა, მოციქულებს ამ დროსაც გახსენებოდათ ეს სასწაული, როდესაც უფალმა ზღვა და ღელვა დააცხრო, მაგრამ ახლა უფალი მათთან არ იყო. ამის გამო იყვნენ შეშინებულნი. უფალი ადამიანებს არასოდეს აძლევს იმაზე მეტს, რისი დატევნაც ადამიანს არ შეუძლია. თუგინდ განსაცდელები ავიღოთ, იმაზე მეტ განსაცდელს არასოდეს მოგვცემს, რისი დატევნაც არ შეგვიძლია. ამ შემთხვევაშიც, თითქმის სასოწარკვეთილ მოციქულებთან უფალი მივიდა ზღვაზე სვლით და მათ ყოველგვარი შიში და მწუხარება განუქარვდათ. ვიცით, რომ მოციქულებს თავიდან შეეშინდათ, რადგან წყალდაწყალ მიმავალი მაცხოვარი მოჩვენება ეგონათ. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მოციქულების სულიერი მდგომარეობა ჯერ კიდევ არ იყო იმ დონეზე, როგორზეც სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ ისინი ამაღლებულნი იყვნენ ყოველგვარ მიწიერზე, მათი გონება მთლიანად უფლით იყო სავსე და უკვე არ ეშინოდათ, რომ უფალი ფიზიკურად მათთან არ იყო, არავითარი მიწიერი განსაცდელის შიში აღარ ჰქონდათ, მაგრამ იმ დროს მათთვის წარმოუდგენელი იყო ასეთი რამ... ხშირად ადამიანები რაიმე დიდ განსაცდელს ადვილად გადავიტანთ, მცირედზე კი შევძრწუნდებით ხოლმე ისევე, როგორც პეტრე აღელვებული ზღვის ტალღებზე დადიოდა, რაც ადამიანის გონებისათვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია და შეეშინდა ქარის, არა თუ ზღვის ტალღების, რომელიც უკვე უფალმა დაუმორჩილა მას და მასზე დადიოდა, შეეშინდა ქარის და დაიწყო დაფვლა, დაძირვა, ანუ მისი სარწმუნოება შეირყა, თუმცა პეტრემ მყისვე შესთხოვა უფალს, - შემეწიე უფალოო და უფალიც მაშინვე შეეწია, - მიჰყო ხელი და ამოიყვანა, შევიდნენ ნავზე და ნავი ნაპირზე აღმოჩნდა. აქ კიდევ ერთი სასწაული აღესრულა - მოციქულები არ იყვნენ მიახლოებულნი ნაპირს, მაგრამ მაცხოვარი ავიდა თუ არა ნავზე, ისინი მეყსეულად აღმოჩნდნენ ნაპირთან.Uუფალმა არაერთი სასწაული აჩვენა მოციქულებს ამ დროს, რათა მათი რწმენა განემტკიცებინა და შიში, რაც მათმა განიცადეს მაცხოვრის მათთან ხორციელად არყოფნის, ღელვისა და ქარიშხლის დროს, განქარვებულიყო, ნელ-ნელა შეეცნოთ, რომ მათი მოძღვარი იყო არა უბრალო კაცი, არამედ განკაცებული ღმერთი და ამით მათი სული სიხარულით აღვსებულიყო.

- რატომ მიმართავს უფალს სწორედ პეტრე მოციქული?

- მოციქულთა შორის პეტრე იყო ყველაზე გულმხურვალე და თამამი. იმდენად უყვარდა მაცხოვარი, რომ როგორც სახარება გვამცნობს, მაცხოვრის ჯვარცმის დრო რომ მოახლოვდა, უფალი მოციქულებს ეუბნება, ყველანი ჩამომშორდებითო, პეტრე ეუბნება: ყველამ რომ მიგატოვოს, კიდეც რომ მომკლან, მე არ მიგატოვებო. უფალი პეტრეს მიმართავს: გათენებამდე სამგზის უარმყოფო. უფალი ამით პეტრეს აჩვენებს, რომ არა თავის თავზე, საკუთარ ძალისხმევაზე უნდა იყოს მინდობილი, არამედ უფალზე, მაგრამ გულმხურვალება სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ უფალს მივენდოთ. სწორედ იმ გულმხურვალებით უნდა ვიყოთ უფალზე მინდობილი, რა გულმხურვალებაც პეტრეს ჰქონდა, როდესაც უფალს უთხრა, - უფალო, თუ შენ ხარ, მიბრძანე, წყალდაწყალ მოვიდე შენთანო. აქ პეტრე უფალს სრულად იყო მინდობილი, რადგან იცოდა, რომ თუ არა უფალი, თვითონ წყალზე ვერ გადივლიდა, მაგრამ შემდეგ შეძრწუნდა, არა იმის გამო, რომ გულმხურვალება მოაკლდა, არამედ შეეშინდა. შიში ხშირად აშორებს ადამიანს უფალს. სწორედ შიშმა განაშორა უფალს შემდეგ პეტრეც და მან იწყო დანთქმა, მაგრამ ის მაშინვე მიხვდა, ღვთის გარეშე ვერ გადარჩებოდა და ისევ უფალს შესთხოვა შეწევნა. ასევე, როდესაც ჩვენ განსაცდელში ჩავვარდებით, მაშინვე უნდა მივმართოთ უფლისკენ მზერა და შევთხოვოთ შეწევნა. პეტრეს მსაგავსად, უფალი ჩვენც მაშინვე გამოგვიწოდებს ხელს და ამოგვიყვანს მიწიერი, ამქვეყნიური განსაცდელებიდან, როგორც პეტრე ამოიყვანა აღელვებული ზღვიდან.

რაც უფრო ვშორდებით უფალს, მით უფრო ვეფლობით ამქვეყნიურ ამაოებებში, ამქვეყნიურ საზრუნავებში. ხოლო, რაც უფრო ვუახლოვდებით უფალს, ამქვეყნიურ საზრუნავებზე მაღლა დავდივათ, ისევე როგორც პეტრე დადიოდა ზღვის ტალღებზე, მაგრამ როგორც კი შეშინდა, ანუ როგორც კი მისი გონება მოწყდა უფალს და მიაპყრო ქარს, დაიწყო დაფვლა, მაგრამ თუ კვლავ მივუბრუნდებით უფალს, მაშინვე გვიწვდის ხელს და ამოვყავართ მიწიერი პრობლემებიდან. ჩვენით ვერაფრით გამოვალთ, ამქვეყნიურ ამაოებებს თავს ვერ დავაღწევთ.

- "მე ვარ" - ამ სიტყვებს უფალი სულ რამდენჯერმე ამბობს სახარებაში და მათ წარმოთქმას ყოველთვის თან სდევს ზებუნებრივი მოვლენები...

- როდესაც მოსეს მაყვლოვანში გამოეცხადა უფალი, მოსემ ჰკითხა, - "ვინ ხარ შენ, უფალო?" და იქიდან ისმის ხმა, - "მე ვარ", ეს სიტყვები უფალმა მოსეს უთხრა ებრაულად, რაც გამოითქმის როგორც "იაჰვე". სწორედ იგივე სიტყვებს ამბობს ხოლმე მაცხოვარი, ამ შემთხვევაშიც და შემდეგაც, როდესაც იუდეველთა მღველმთავარნი და მწიგნობარნი გეთსიმანიის ბაღში მიდიან მის დასაჭერად და ეუბნებიან, - იესოს ვეძებთ, ნაზარეველსო. უფალი მათ ეუბნება, - "მე ვარ". ისინი შეძრწუნდებიან და პირქვე ემხობიან. უფალი ამბობდა ზუსტად იმ სიტყვებს, რა სიტყვებიც მაყვლოვანში უთხრა მოსეს, რომელსაც წელიწადში მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ ამბობდა მღვდელმთავარი, ანუ ეს სიტყვები იუდეველებისთვის იყო ერთ-ერთი მანიშნებელი იმისა, რომ მათ წინაშე იყო განკაცებული ღმერთი, ის, ვინც მოსეს მაყვლოვანში გამოეცხადა, ვინც აბრაამს ეცხადებოდა, ვინც ეგვიპტიდან გამოიყვანა ერი. ამითაც უნდა მიმხვდარიყვნენ, სწორედ ის არის განკაცებული და ის მოვიდა კაცობრიობის სახსნელად. თანაც უფალი ამ სიტყვებს იმ ძალმოსილებით ამბობდა, რა ძალმოსილებითაც მოსეს უთხრა და ამიტომაც შეძრწუნდნენ იუდეველთა სჯულის მეცნიერნი გეთსიმანიის ბაღში. საერთოდაც, ამ სიტყვების წარმოთქმას რაღაც ზებუნებრივი, არამიწიერი მოვლენები მოჰყვება ხოლმე სახარებაში.

"მე ვარ", ეს არის წმინდა სამების სიტყვები. ე.წ. იეღოვას მოწმეები ამ სიტყვებს გამოიყენებენ ღვთის სახელად, ისიც მხოლოდ ებრაულად ნათქვამს, ახალი აღთქმა კი მრავალგზის გვიმტკიცებს, რომ ეს სიტყვები თავად ქრისტემ თავის თავზე თქვა - როდესაც მოსეს მაყვლოვანში გამოეცხადა უფალი, მას ესმის ხმა მაყვლოვანიდან და კითხულობს: "ვინ ხარ შენ, უფალო?" პასუხად ესმის: "მე ვარ", რაც ებრაულად გამოითქმის, როგორც "იაჰვე". რასელისტები, იგივე იეღოვას მოწმეები, ამტკიცებენ, რომ თითქოს ეს იყო ღმერთის მარადიული სახელი, უფალმა თავისი მარადიული სახელი აუწყა მოსეს, მაგრამ ეს ასე არ არის; როდესაც მოსემ წარმოთქვა - "ვინ ხარ შენ, უფალო?", ამ სიტყვებში ღმერთი არ მოუაზრებია. მას ესმა ხმა და მოკრძალების გამოსახატავად წარმოთქვა სიტყვა "უფალო" (ჩემო ბატონო). მოსეს კვლავ ესმა ხმა მაყვლოვანიდან - "მე ვარ". როდესაც წმინდა მამები ამ მოვლენას, წმინდა წერილის ამ ადგილს განმარტავენ, ბრძანებენ: როდესაც ნაცნობი გვესტუმრება და კარის გაღებამდე ვეკითხებით ვინაობას, ხშირად სახელს არ გვეუბებიან, უბრალოდ გვპასუხობენ: "მე ვარ", რადგან უკვე კარგად ვიცნობთ, იმდენად ახლობელია, რომ ვიცით, ვინც არის. მოსეს გული ახლოს იყო უფალთან, ის იცნობს უფალს და ამიტომაც ეუბნება ღმერთი: "მე ვარ" - მე ის ვარ, ვინც შენს გულშიაო. რაც შეეხება სახელს, უფალს არავითარი სახელი არ აქვს, რადგან სახელი უნდა დაარქვას მან, ვინც მასზე აღმატებულია და სახელი მაშინ სჭირდება არსებას, როდესაც არსება არა ერთი, არამედ რამდენიმეა, რათა ამ სახელებით იქნას გამორჩეული ერთმანეთისგან. ხოლო ღმერთი არის ერთი და მას არავითარი სახელი არ სჭირდება. ის სახელები კი, რომლებითაც ჩვენ უფალს მივმართავთ, ვთქვათ, "ემანუელი" თუ სხვა, რომლებიც წმინდა წერილშია მოხსენიებული, ესენი ღვთის თვისებების გამომხატველია.

- როდესაც მაცხოვარი ნავში ადის, მას მოციქულები ეუბნებიან: ჭეშმარიტად ძე ღვთისა ხარ შენო. ვიცით, რომ მოციქულებმა იესო ქრისტეში მაცხოვარი, განკაცებული ღმერთი სრულად სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ შეიმეცნეს. რას გულისხმობდნენ ამ დროს ამ სიტყვებში მოციქულები?

- "ჭეშმარიტად ძე ღვთისა ხარ შენ", ამ სიტყვებს მოციქულთა შორის პირველად ნათანაელი ეუბნება მაცხოვარს. როდესაც ის ფილიპემ მიიყვანა მასთან, უფალი ეუბნება: გიხილე შენ ლეღვსა ქვეშე მდგომარე პირველ ფილიპეს ხმობამდეო. ნათანაელი მიუგებს: ჭეშმარიტად ძე ღვთისაი ხარ შენ, მაგრამ ნათანაელის მიერ იმ დროს წარმოთქმული ეს სიტყვები არ იყო იმ მნიშვნელობით ნათქვამი, როგორც ამ დროს პეტრე და მოციქულები, მათ შორის ნათანაელიც ეუბნებიან. როდესაც ნათანაელი პირველად წარმოთქვამს ამ სიტყვებს, დააყოლებს, - შენ ხარ მეუფე ისრაელისა, ანუ ნათანაელი პირველად მაცხოვართან მიმართებით ძე ღვთისას წარმოთქვამს იმ გაგებით, რა გაგებითაც ბიბლიაში მოიხსენიებიან ღვთის ძენი, ძენი ღვთისანი - ღვთისმოსავი, უფალთან ძალიან ახლოს მყოფი ადამიანები. ხოლო როდესაც ამ დროს პეტრე და სხვა მოციქულები ამბობენ ამ სიტყვებს, აქ უკვე ნათქვამია, რომ ქრისტე არის ძე ღვთისა, ანუ თავად ღმერთი, - თვისობრივად, ბუნებითად არის ძე ღვთისა. ამის გამო ეუბნება უფალი პეტრეს და პეტრეს სახით მოციქულებს, - შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მასო. მაცხოვარი კლდეს უწოდებს არა მოციქულებს, არამედ იმ სარწმუნოებას, რა სარწმუნოებაც მოციქულებმა აღიარეს ამ დროს, - რომ ქრისტე არის ძე ღვთისა. პირველ შემთხვევაში უფალი ნათანაელს არ ეუბნება ამ სიტყვებს, არამედ მას შემდეგ ამბობს მოციქულთა მიმართ, როდესაც ისინი უკვე მიხვდნენ და აღიარეს, რომ იესო ქრისტე ბუნებითად იყო ძე ღვთისა და არა პატივით, როგორც პირველ შემთხვევაში გულისხმობდა ნათანაელი და როგორც ბიბლიაში არიან მოხსენიებულნი ძენი ღვთისანი. ეს არის ის სარწმუნოება, რაზეც დაფუძნებულია ჭეშმარიტი სარწმუნოება, რაზეც დაფუძნებულია ეკლესიის სწავლება და ადამიანების ცოდნა, - რომ ქრიტე არის ძე ღვთისა, ოღონდ ბუნებითად ძე ღვთისა და არა პატივით ძე ღვთისა. პატივით ძე ღვთისა ხდება ყველა ღვთის მადიდებელი ადამიანი. ბუნებითად ძე ღვთისა არის ერთადერთი, მარადიული ძე, რომელიც დაუსაბამო და დაუსრულებელია, ისევე, როგორც მამა და ისევე, როგორც სულიწმიდა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat