საკვირაო სახარება
საკვირაო სახარება
ეკლესიაში 30 ივლისს საკითხავი სახარება (მათე 9,27-35)
"27. და (მას ჟამსა შინა) წარმო-რაი-ვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩვენ, იესუ, ძეო დავითისაო!

28. და ვითარცა შევიდა იესუ სახლსა, მოუხდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო.

29. მაშინ შეახო თვალთა მათთა და ჰრქუა მათ: სარწმუნოებისა თქვენისაებრ გეყავნ თქვენ!

30. და მეყსეულად აღეხუნეს თვალნი მათნი. და შეჰრისხნა მათ იესუ და ჰრქუა: იხილეთ, ნუმცა ვინ უწყის.

31. ხოლო იგინი გამოვიდეს და მიმოდადვეს იგი ყოველსა მას ქვეყანასა.

32. და ვითარცა იგი გამო-ოდენ-ვიდეს, მოჰგუარეს მას კაცი ყრუი და ეშმაკეული;

33. და ვითარცა განხადა ეშმაკი იგი, იტყოდა ყრუი იგი და დაუკვირდებოდა ერსა მას და იტყოდეს: არასადა ისრაელსა შორის ესრეთ გამოჩნდა;

34. ხოლო ფარისეველნი იტყოდეს: მთავრითა ეშმაკთაითა განასხამს ეშმაკთა.

35. და მოჰვლიდა იესუ ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფევლისასა და განჰკურნებდა ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა ერსა შორის".

პირველ რიგში რა უნდა შევიმეცნოთ ამ სახარებიდან? ბრმებისადმი აღმოჩენილი თანალმობითა და მათი განკურნებით ქრისტე, ჩვენი მაცხოვარი, იმის მაგალითს გვაძლევს, რომ სიბრალულით აღვივსოთ მსგავსი უბედური ადამიანებისადმი და შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ (მუხლი 30).

ძალზე საცოდავნი არიან კოჭლნიც, ხეიბარნიც, ყრუ-მუნჯნიც და სხვაგვარი სახიჩარი გლახაკნი, მაგრამ უსინათლონი, შესაძლოა ყველა მათგანზე უბედურნი იყვნენ. ბრმა ვერ ხედავს დღის სინათლეს - ღვთის ამ საბოძვარს, მას შეუძლებელია რაიმე წარმოდგენა ჰქონდეს ხილული სამყაროს მშვენიერების შესახებ. უბედურ ბრმათათვის მხოლოდ ერთი ბნელი, უკუნი ღამე არსებობს. მათ არ უწყიან არც დილა, არც შუადღე, არც მწუხრი, არ შეუძლიათ დატკბნენ ფერთა თამაშით. ვერ ხედავენ ვერც ღვიძლ მშობლებს, ახლობლებს და მოკლებულნი არიან შრომის შესაძლებლობას. ამიტომ შეძლებისამებრ ყოველთვის უნდა შევეწიოთ ბრმებს. აი, პირველი გაკვეთილი, რომელსაც აწინდელი სახარებიდან მივიღებთ.

- უფალს ხომ ისედაც შეეძლო განკურნება, რატომღა ეუბნება, "სარწმუნოებისა თქვენისაებრ გეყავნ თქვენ?"

- ამ სიტყვებით ის უმნიშვნელოვანესი ჭეშმარიტება განგვეცხადება, რომ ყოველი კეთილმოქმედება და ნებისმიერი სრულყოფილი ნიჭი ზეგარდმო მოგვემადლება ნათლის მამისაგან და მივიღებთ ჩვენი რწმენისაებრ. თავისი მადლის ყოვლადუხვობის გამო ღმერთს, რა თქმა უნდა, ყოველთვის სურს გადმოგვიღვაროს თავისი ნიჭნი, რამეთუ იგი - სიყვარულია, ოღონდ ყოვლადბრძენი სიყვარული და ამ სიბრძნის ძალით უდროოდ და განურჩევლად როდი გადმოგვიღვრის თავის ნიჭთ, რათა უაზროდ არ გავფანტოთ და უფრო მეტი არ დავაშავოთ მის წინაშე. მას სურს, რომ ჩვენ ყველაზე მეტად სწორედ მას ერთს, ჩვენს შემოქმედ ღმერთს, მივეკრათ რწმენითა და სიყვარულით და ჩვენი რწმენის ზომისაებრ და მისადმი სიყვარულში ჩვენი მგზნებარების კვალობაზე გვანიჭებს თავისმიერ საბოძვართ ჩვენი ჭეშმარიტი სიკეთისათვის. ასეა ყოველთვის, ჩვენი რწმენის ზომისაებრ გადმოიღვრება ჩვენზე საღვთო საბოძვარნი. ეს საქმით, ქმედითად აღესრულება არა მხოლოდ სულიერ საბოძვართა და ზეციურ სიკეთეებთან დაკავშირებით, არამედ ქვეყნიურ კურთხევათა მიმართაც.

- რატომ ითხოვს მაცხოვარი განკურნებულთაგან, რომ ეს არ გაახმაურონ?

- ამით მაცხოვარი გვასწავლის, გავურბოდეთ კაცობრივ დიდება-პატივს, რა სახითაც არ უნდა გამოიხატოს იგი. კაცობრივ დიდებას კი უპირველესად იმიტომ უნდა გავურბოდეთ, რომ ადამიანს ძალიან უჭირს ისე გადაიტანოს ქვეყნიური დიდება, რომ სულს არა ავნოს რა; ეს ძნელია არა მხოლოდ ვნებით შეპყრობილთათვის თუ ვნებებთან მებრძოლი ადამიანისთვის, არამედ წმინდანთათვისაც, ვისაც უკვე უძლევია საკუთარ თავში ვნებები. მართალია, მათ უკვე მინიჭებიათ ძლევა ცოდვისა, მაგრამ ჯერ არ მოსცილებიათ შესაძლებლობა - კვლავაც დაუბრუნდნენ ცოდვასა და ვნებათა უღელს, რაც შემთხვევია კიდევ ზოგიერთს სიფხიზლის უკმარისობის გამო.

ღირსი მამა მაკარი დიდი მოგვითხრობს, რომ ერთმა მოსაგრე ბერმა, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა, ისეთი სიჭარბით მიიღო კურნების ნიჭი, რომ ოდენ ხელდასხმით განკურნავდა სნეულთ; მაგრამ როცა კაცთაგან განიდიდა, ამპარტავნებამ შეიპყრო და ცოდვათა უაღრეს სიღრმეში შთავარდა (27-ე საუბარი, 16).

ამრიგად, უარვყოთ გარეგანი და ამაო დიდება და შინაგანი, სულიერი დიდების მოსაპოვებლად ვიზრუნოთ.

- რითია გამორჩეული ყრუ ეშმაკეულის მდგომარეობა?

- ჩვენს ყურადღებას იმსახურებს ყრუ ეშმაკეულის მდგომარეობაც, რადგან ამ დღეში ხშირად ჩვენც ვიმყოფებით ხოლმე (მუხლი 32). ზოგჯერ მავანი, მძიმედ სნეული, ვერ გრძნობს თავის სახიფათო სენს, არც სჯერა, თუ ვინმე ამას ეტყვის, სხვებისთვის კი ესოდენ საცნაურია მძიმე სენის ნიშნები. ასეა აქაც, სულიერ ცხოვრებაშიც - თუკი ქრისტიანის სული დაემორჩილება ყრუმუნჯობის სულს, მაშინ იგი უუნარო ხდება ნებისმიერი ქრისტიანული საქმის აღსრულებაში: ყრუმუნჯობის სული, არაწმინდა და ბოროტი სული, თრგუნავს მასში კეთილ საქმეთა ყველა ჩანასახს, კეთილ აზრებსა და სურვილებს. დიდად ევნება და იტანჯება მაშინ უბედური სული არაწმინდა, ბოროტი სულის მიმძლავრებით, რომელიც მდაბალი ვნებებით შემოსავს მას და დააბნელებს ცხოვრებისეული ამაო ფუსფუსით. საწყალობელი სულიც ისე იტანჯება, რომ არც გამოთქვამს თავის ტანჯვას და არც კურნებას ეძიებს.

სახარებიდან ჩვენ დავინახეთ, რომ ფარისევლებმა ისიც კი შესწამეს ბოროტი სიცრუით უფალ იესოს, თითქოს სასწაულებს ეშმაკთა მთავრის ძალით, მისი შეწევნით აღასრულებდა. უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მიუთითებს რა გაბოროტებულ გულზე, ვითარცა ცილისწამების წყაროზე, ამ უკანასკნელს ყველაზე მძიმე ბოროტმოქმედებებს ადარებს, როგორებიცაა სიძვა და მრუშობა. "რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულისსიტყვანი ბოროტნი, კაცის-კვლანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი", - ამბობს იგი (მათე 15,19). თავისი ბუნებით ბილწი და საზიზღარი ცილისწამება ყოველთვის ულმობელია. ცხოვრების გამოცდილება, ისტორია ზოგჯერ, თუმც კი იშვიათად, წარმოგვიდგენს თანალმობისა და დიდსულოვნების მაგალითებს ყველაზე მძიმე ბოროტმოქმედთა და მკვლელთა შორისაც... ცილისწამება კი უმოწყალოა; მან თვით ღმერთის ძე - უფალი ჩვენი იესო ქრისტეც კი არ დაინდო!


ეკლესიაში 6 აგვისტოს საკითხავი სახარება (მათე 14,14-22)

KARIBCHE"14. და (მას ჟამსა შინა) გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი და განკურნა სნეულნი მათნი.

15. და ვითარცა შემწუხრდა, მოუხდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე და ჟამი გარდასულ არს: განუტევე ერი ესე, რაითა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თვისისა საზრდელი.

16. ხოლო იესუ ჰქუა მათ: არა უხმს მათ წარსლვაი; თქვენ ეცით მაგათ ჭამადი.

17. ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გვაქვს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი.

18. ჰრქუა მათ იესუ: მომართვით მე იგი აქა!

19. და უბრძანა ერსა მას დასხდომაი თივასა ზედა და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხა და განტეხა და მისცა პური იგი მოწაფეთა თვისთა და მოწაფეთა მათ მისცეს ერსა მას.

20. და ჭამეს ყოველთა და განძღეს: და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსე.

21. ხოლო იყვნეს, რომელთა იგი ჭამეს, მამანი ხოლო ხუთ ათას, თვინიერ ყრმებისა და დედებისა.

22. და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა და წინაწარძღუანვად მისა წიაღ-კერძო, ვიდრემდე განუტეოს ერი იგი".

- როდის შესთავაზა უფალმა შეკრებილ ერს ეს ნივთიერი ტრაპეზი?

- მაშინ, როდესაც ხალხმა უკვე საკმაოდ ასაზრდოვა თავი სულიერი საზრდოთი - ღვთის სიტყვის მოსმენით უფალ იესოს ბაგეთაგან (მარკოზი 6,14; ლუკა 9,11). ამგვარად, ჩვენს ცხოვრებაშიც პირველ ადგილზე სწორედ სულიერი საზრდოს მიღება უნდა იდგეს. მაშასადამე, ჩვენ უწინარესად სულის საჭიროებაზე უნდა ვზრუნავდეთ. ძილისაგან აღდგომილმა დილით პირველად ღვთის წინაშე ილოცე, წაიკითხე ღვთის სიტყვა, წმინდა სახარება - ესაა შენი სულიერი საზრდო - და მხოლოდ ამის შემდგომ შეგიძლია იფიქრო ცხოვრებისეულ საქმეებზეც და თამამად შეუდგე მათ აღსრულებას. მაგრამ ხშირად ბევრს რამდენიმე წუთის დათმობაც არ სურს ლოცვისათვის, ერთი სტრიქონის წაკითხვაც კი არ უნდა საუკუნო ცხოვრების სიტყვათა შემცველი წიგნიდან, პირდაპირ სხეულებრივ საზრდოს ეცემა და ჩვეულ საქმეებს შეუდგება ისე, რომ პირჯვარსაც არ გადაისახავს და ყველაზე მოკლე ლოცვასაც არ წარმოთქვამს.

მაგრამ ნახეთ, როგორ შეუდგა ეს უდიდესი სიმრავლე ერისა ტრაპეზობას: დასხდომამდე მანაც ილოცა ისე, როგორც ეს საკვირველმოქმედმა უფალმა ქმნა (მათე 14,19). განა ჩვენც მარადჟამს იმავეს არ უნდა ვიქმოდეთ?! ან კი როგორ არ ვილოცოთ ხოლმე საზრდოს მიღების წინ, როცა ვიცით, საზრდო ღვთის საბოძვარია და არასდროს გვექნებოდა ლუკმაპური, უფალი რომ არ გვანიჭებდეს შრომის ძალას, - ბავშვებს მშობლებს რომ არ აძლევდეს, ხოლო მოხუცებულებს, ღარიბ-გლახაკებსა და ქვრივ-ობლებს - კეთილისმყოფელთ. ყოველივე ღვთისგანაა და როგორღა შეიძლება ყველაფრისთვის მადლობას არ აღვუვლენდეთ უფალ ღმერთს? როგორღა ძალგვიძს ტრაპეზობად დამსხდართ, არ გაგვახსენდეს ის, ვინც გვასაზრდოებს? როგორ არ აღვივსოთ მადლიერებით და ასე არ ვთქვათ მის წინაშე: "უფალო, ჩვენ არაფერი გვაქვს საკუთრივ ჩვენი; ყოველივე შენგან გვენიჭება. ეს შენ, ჩვენზე ზრუნვით, გვიგზავნი ყოველივე აუცილებელს. გვაკურთხე იმისათვის, რომ შენს განსადიდებლად და ჩვენივ სარგებლობისთვის გამოვიყენოთ შენი სახარებისგან მიღებულნი საბოძვარნი!" მარადჟამს ასე უნდა ვაღიარებდეთ ჩვენს დამოკიდებულებას ღმერთზე; ასე უნდა ვამოწმებდეთ, რომ შეგვიგრძნია მისნი წყალობანი ჩვენდამი.

ამასვე გვასწავლის პავლე მოციქულის პირდაპირი და ცხადზე უცხადესი სიტყვა, რომლის არც შეცვლა ძალუძს ვინმეს და არც სხვაგვარი განმარტება: "გინა თუ სჭამდეთ, გინა თუ ჰსუმიდეთ, გინა თუ რასაცა იქმოდით, ყოველსავე სადიდებელად ღმრთისა იქმოდეთ!" (I კორინთ. 10,31); რამეთუ შეუძლებელია ლოცვის მეშვეობისა და მონაწილეობის გარეშე რაიმეს აღსრულება ღვთის სადიდებლად; ლოცვა არის ერთადერთი და ყველაზე სარწმუნო საშუალება ღმერთთან ურთიერთობისთვის, ღმერთთან სასაუბროდ.

ამასვე მოითხოვს ჩვენგან ჩვენივ საკუთარი სარგებლობაც: რამეთუ რისთვის ვჭამთ და ვსვამთ ჩვენ? საკუთარი სიცოცხლის განგრძობისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად? მაგრამ ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წყარო უფალ ღმერთშია: "რამეთუ იგი, - საღმრთო წერილის მოწმობით, - თავად მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით კერძო" (საქმე მოციქ. 17,25). ამიტომაც სწორედ ამ ერთადერთი წყაროდან არის შესაძლებელი სიცოცხლის განგრძობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიღება და კიდევაც მისგან უნდა ვიღებდეთ მათ. მაგრამ როგორ და რისი საშუალებით? კვლავ და კვლავ ლოცვით, რამეთუ ზეციურმა მოძღვარმა ცხადად გვითხრა: "ითხოვდით და მოგეცეს თქვენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით და განგეღოს თქვენ!" (მათე, 7,7) და კიდევ: "თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (იოანე 15,5) - "ვერ ძალ-გიც ერთისაცა თმისა განსპეტაკებად გინა დაშავებად" (მათე 5,36).

დღევანდელ სახარებაში ყურადღებას იქცევს ისიც, რომ საღმრთო კურთხევის ძალით 5 ათასზე მეტი ადამიანი დანაყრდა ხუთი პურითა და ორი თევზით. და ეს ერთადერთი შემთხვევა როდია ქრისტეს ეკლესიაში. მაშ, ხშირად რატომ ვერ ვხედავთ საღმრთო კურთხევის დიადი ძალის კვალს? იმიტომ, რომ ჩვენ თავადვე გვსურს, საკუთარ თავს უზრუნველვყოფდეთ ყოველივეთი, რაც ქვეყნიური ცხოვრებისათვის გვესაჭიროება; უფალს, მისი საკვირველმოქმედებითურთ, არც რჩება აქ ადგილი! საქმეს ღვთის კურთხევითა და ლოცვით რომ ვიქმოდეთ, მაშინ ყოველი კეთილად წარგვემართებოდა, ხოლო ღვთის შეწევნითა და ჩვენი პატიოსანი, მართალი შრომით მონაგარი მტკიცე საფუძველზე იქნებოდა დამყარებული და მემკვიდრეობად გადაეცემოდა ჩვენს შვილებს. ამრიგად, ღვთის კურთხევის გარეშე ნურასდროს ნურც დაიწყებთ და ნურც დაასრულებთ ნურც ერთ საქმეს! და თუ ამას ვიქმთ, უსათუოდ შევიტყობთ, რაზომ დიდია საღმრთო კურთხევის ძალა.

დღევანდელი სახარება იმასაც გვასწავლის, რომ აუცილებელია თავშეკავება და ზომიერება საზრდოს მიღებაში. მოციქულთა საზრდოს მთელი მარაგი უდაბნოდ ყოფნის ჟამს ხუთად ხუთი პური და ორი თევზი იყო, თანაც ეს პურები, აღმოსავლური ჩვეულებისამებრ, საკმაოდ მომცრო ზომისა უნდა ყოფილიყო. თევზებიც ვერ იქნებოდა დიდი ზომისა, რადგან გენესარეთის ტბაში წვრილი თევზი დაცურავს; და ამ მარაგს უფლის მოწაფენი სავსებით სამყოფად მიიჩნევდნენ.

გავიხსენოთ ისიც, რომ ეს მწირი მარაგი ცამეტ ადამიანს უნდა განაწილებოდა. თითოეულს შეხვდებოდა თითო ლუკმა პური და მცირეოდენი თევზი. და სად არის აქ მრავალგვარი ნუგბარი თუ საწებლები, სანელებლები, რომლებიც ჩვენი სუფრის აუცილებელ კუთვნილებად ქცეულა?!

უხვი და მრავალფეროვანი სანოვაგე, ძვირფასი ღვინოები და სანელებლები, ნუგბარი ნამცხვრები და დელიკატესები კი არ არის ჩვენი ჯანმრთელობის სათავე, არამედ მარადის ზომიერი, მეტ-ნაკლები ზომით ტვირთულ შრომასა და მღვიძარებათა შემდგომ მარხვისაებრ მიღებული ყველაზე უბრალო და ჯანსაღი საზრდო, რათა შევინარჩუნოთ და აღვიდგინოთ სასიცოცხლო ძალები. განა მკურნალნიც ზოგიერთი მძიმე სნეულების დროს თავადვე არ განუწესებენ ავადმყოფებს მარხვას, როგორც უპირველესსა და უმჯობეს საშუალებას?!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat