ანბანი მართლმადიდებლობისა
ანბანი მართლმადიდებლობისა
სახარების კითხვა
კითხვა და განათლება ადამიანს ისევე სჭირდება, როგორც პური და ჰაერი, მით უფრო, ისეთი წიგნის კითხვა, როგორიც წმინდა წერილია. დღეს თითქმის ყველას აქვს ოჯახში ბიბლია, თუმცა მათი ნახევარიც კი არ იცნობს იმ სიბრძნეს, რაც მასშია. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ არ ვიცნობთ წმინდა წერილს, ფაქტობრივად რიგითი სექტანტი ხშირად წლობით ეკლესიურს სჯობს ახალი აღთქმის ცოდნაში - იცის, სად რა წერია და ა.შ. რა თქმა უნდა, სექტანტური ცოდნა და არასწორად განმარტებული ციტატების დაზეპირება ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ მათ ასე თუ ისე, შესწავლილი აქვთ წმინდა წერილი. ერთ-ერთი წმინდა მამა წერს, ბიბლიას მხოლოდ კი არ უნდა უყურო, არამედ გულისყურით წაიკითხე, წაკითხული კი გონებაში დაიცავიო. ღვთისმსახურებისას, როგორც კი სასულიერო პირი წმინდა სახარების კითხვას იწყებს, არ გვავიწყდება სანთლის ანთება, ხანდახან გვავიწყდება მთავარი - გულისყურით მოვისმინოთ წაკითხული და გავიაზროთ, რატომ გაგვახსენა წმინდა ეკლესიამ ესა თუ ის ადგილი სახარებიდან. რაც ფიზიკური საზრდელია ჩვენთვის - ძალების შესანარჩუნებლად, იგივეა წმინდა წერილის კითხვა სულისათვის. რომ შევიცნოთ ღმერთი, აუცილებელია, ვიკითხოთ წმინდა წერილი. ნეტარი ავგუსტინე ამბობს სახარების კითხვაზე: ლოცვისას ჩვენ ვსაუბრობთ ღმერთთან, წმინდა წერილით კი ღმერთი გვესაუბრებაო.

ერთ ბრძენს ჰკითხეს: მუდმივად რატომ კითხულობ წიგნებს, სადაც ღვთის შესახებ სწავლება და ადამიანის მოვალეობებია გადმოცემული შენ ხომ ეს უკვე რამდენჯერმე წაიკითხეო. ბრძენმა მიუგო: - დღეს რატომღა ითხოვ საჭმელს? გუშინ ხომ ჭამე? იმიტომ, რომ ვიცოცხლოო, - უპასუხა მან. მეც სწორედ იმიტომ ვკითხულობ, რომ ვიცოცხლოო, - უპასუხა ბრძენმა. ბრძენის აზრით, როგორც სხეულს სჭირდება ყოველდღიური საზრდელი, რათა იცოცხლოს, ასევე სულს ესაჭიროება ყოველდღიური საზრდელი სიცოცხლისათვის.

ღირსმა პახომი დიდმა, ძველი დროის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მეუდაბნოე მამამ, ზეპირად იცოდა მთელი სახარება და ღვთის მითითებით, თავის მოწაფეებსაც აუცილებელ პირობად უყენებდა მის შესწავლას.

დღესაც ბევრი მორწმუნე ყოველდღე თითო თავს კითხულობს სახარებიდან და თითო თავს სამოციქულოდან. სახარების ჩვენთვის გაუგებარი ადგილების სწორად გაგებისათვის წმინდა მამების განმარტებები შეგვიძლია დავიხმაროთ. ამბა პიმენი ამბობს: "ნუ დაგეზარება ხშირად იკითხო იგი, მიუხედავად იმისა, გესმის სიტყვების ძალა თუ არა, ვინაიდან ხშირი სწავლება ადრე გაუგებარს უკვე აშკარას გახდის. ხშირად მას, რაც დღეს არ გვესმის, ხვალ გავიგებთ, ღვთის მადლით, რომელიც უხილავად განხსნის ჩვენს გონებას წმინდა წერილის შესამეცნებლად".

მოგვეცა უდიდესი შესაძლებლობა: შეგვიძლია, მოვუსმინოთ თვით განხორციელებულ სიტყვას, უფლის იმ სიტყვას, რომლის მოსმენაც სურდათ წინასწარმეტყველებსა და მეფეებს, მაგრამ ვერ მოისმინეს: "ხოლო გეტყვი თქუენ, რამეთუ: მრავალთა წინაისწარმეტყველთა და მეფეთა უნდა ხილვაი... და ვერ იხილეს, და სმენად... და ვერ ესმა" (ლკ. 10, 24).

წერილს წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის სიტყვებით დავასრულებ: "ნუ დასჯერდები სახარების უბრალო კითხვას, ეცადე, მისი მცნებები შეასრულო, ეცადე, შენი საქმეებით იკითხო იგი. სახარება ცხოვრების წიგნია და მას თვით ცხოვრებით უნდა კითხულობდე".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat