უფლის იგავებზე მუშაობა უფლისავე ნებით დავიწყე
უფლის იგავებზე მუშაობა უფლისავე ნებით დავიწყე
2003 წლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის კურთხევით, საქართველოში პირველად, თანამედროვე ქართულ ენაზე, გამოიცა უფლის იგავების წმინდა მამათა და კომენტატორთა საღვთისმეტყველო განმარტებანი. ამ ჭეშმარიტად მამულიშვილური საქმის დამწყები და აღმასრულებელი გახლავთ სასულიერო აკადემიის პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მარიამ (დოდო) ღლონტი. ქალბატონმა მარიამმა მოიძია და შეკრიბა სხვადასხვა წმინდა მამათა და კომენტატორთა ნააზრევი და საგულისხმო დაკვირვებანი უფლის იგავების შესახებ. თითოეულ წიგნში თავი მოუყარა იესო ქრისტეს ამა თუ იმ კონკრეტული სათქმელით გაერთიანებულ რამდენიმე იგავს. ეს იგავები გარკვეული თემატიკის მიხედვითაა განაწილებული თითოეულ წიგნში. სახარების იგავები უფლისმიერი წინასწარგანჭვრეტილობით უკავშირდებიან ერთმანეთს და ამიტომაც ერთ ღვთაებრივ სტრუქტურულ მთლიანობას შეადგენენ. გთავაზობთ ინტერვიუს ქალბატონ მარიამთან.

- ქალბატონო მარიამ, ნამდვილად კოლოსალური შრომა გაწიეთ და მოგვაწოდეთ სახარების იგავების შვიდწიგნეული, რომელიც დიდად შეეწევა ყველა ღვთის სიტყვის მაძიებელ ადამიანს. რამ გამოიწვია თქვენი გატაცება ამ საქმით?

- ყველაფერი ჯერ კიდევ ჩემი სტუდენტობიდან დაიწყო. ფილოლოგიის ფაკულტეტზე მასწავლიდნენ ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის დიდებული პედაგოგები: გრივერ ფარულავა, ივანე იმნაიშვილი, ლელი ბარამიძე, მზექალა შანიძე... მახსოვს, ბატონმა გრივერმა პირველსავე ლექციაზე გამოგვიცხადა: ჩემთან მაღალ ნიშანს ვერავინ მიიღებს, თუკი ოთხი სახარებიდან ერთ-ერთს მაინც თავიდან ბოლომდე არ წაიკითხავსო. ჩვენ მათეს სახარება ავირჩიეთ და აქედან დაიწყო ყველაფერი. მაგრამ მაშინ იგავები ნაკლებად მაინტერესებდა. სიყმაწვილის გამო იგავებს, როგორც ზღაპრებს ისე ვუყურებდი. ასე რომ, ცოტა არ იყოს, არაკებს უდიერად მოვეპყარი. მაგრამ ბატონი გრივერისგან კარგი გაკვეთილი მივიღე და მას შემდეგ სერიოზულად მოვკიდე ხელი... უფლის იგავებზე მუშაობა უფლისავე ნებით დავიწყე დაახლოებით 90-იან წლებში მამა გიორგი ზვიადაძის კურთხევით. მაშინ ეკლესიური ცხოვრება ახალი დაწყებული მქონდა. მამა გიორგიმ მირჩია, წამეკითხა დუბლინელი ეპისკოპოსის - ტრენჩის წიგნი. ეს წიგნი ცოტა სახიფათო წასაკითხი გახლდათ მართლმადიდებლური თვალსაზრისით, მაგრამ მისგან შეიძლებოდა უზარმაზარი ინფორმაციის მოპოვება უფლის იგავებთან დაკავშირებით. მაშინ პირველად გავეცანი ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის ,,ლუკას სახარების განმარტებას". მოგეხსენებათ, უფლის იგავების დიდი ნაწილი სწორედ ლუკას სახარებაშია განთავსებული. უფლის იგავებით დაინტერესებას კიდევ ერთმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. სიონის ტაძარში ხშირად ვესწრებოდი წირვა-ლოცვებს და ვისმენდი უწმინდესის ქადაგებებს. იგი ხშირად ქადაგებდა მოწყალების თემაზე და ახსენებდა მოწყალე სამარიტელს. ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანა, - ის ებრაელი, რომელიც სცემეს, ჩვენ ვართ, ცოდვილი ადამიანები, ხოლო მოწყალე სამარიტელი კი თავად უფალი იესო ქრისტეაო. ამან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ცხადია, დავინტერესდი და წავიკითხე ამ იგავის განმარტებები. 1997 წელს, საჯარო ბიბლიოთეკაში საპატრიარქოს ეგიდით ზნეობის საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე წავიკითხე ჩემი პირველი მოხსენება იგავების შესახებ. აქედან დაიწყო ყველაფერი.

- შვიდწიგნეულის გამოცემა ფინანსურ თანადგომაზეც არის დამოკიდებული. ვინ შეგეწიათ ამ დიდებული საქმის განხორციელებაში?

- 2003-2004 წელს საკუთარი ხარჯებით გამოვეცი ამ შვიდწიგნეულის მხოლოდ პირველი და მეორე ტომი. ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა შეიტყო ჩვენი ფინანსური შეჭირვების შესახებ, დაუყონებლივ დაუკავშირდა გამომცემლობა ,,ალილოს" ხელმძღვანელს, ბატონ ალექსი შოშიაშვილს და სწორედ მათი თანადგომით უკვე მეოთხე წიგნი გამოიცა. ღვთის წყალობით უახლოეს მომავალში დღის სინათლეს იხილავს შვიდივე წიგნი.

- უმთავრესად რომელ წმინდა მამათა და კომენტატორთა ნააზრევი და შეფასება-რეკომენდაციები არის შემოთავაზებული თქვენს წიგნებში?

- წყაროებად გამოყენებული გვაქვს ისეთ ავტორიტეტულ წმინდა მამათა და კომენტატორთა განმარტებები, როგორებიც გახლავთ: წმინდა იოანე ოქროპირი, წმინდა ბასილი დიდი, ნეტარი ავგუსტინე, ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი, წმინდა გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსი, კავკასიის არქიეპისკოპოსი სილიბისტრო, ეპისკოპოსი მიხეილი, დეკანოზი ბუხარევი, ლოპუხინი, გლადკოვი, კირილე ალექსანდრიელი, წმინდა იოანე ბოლნელი, ზიღაბენი და სხვა. სულ ვევედრები ამ წმინდა მამებს, რომ შემეწიონ ამ რთულ საქმეში. მოგეხსენებათ, შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, ამიტომ გამოცემამდე ამ წიგნებს გულდასმით კითხულობენ საღვთისმეტყველო საკითხებში კომპეტენტური ადამიანები (ბატონი ედიშერ ჭელიძე), ასევე საპატრიარქოს საგამომცემლო დეპარტამენტის თანამშრომლები.

- უფალი იესო ქრისტე თავის მაცხოვნებელ სწავლებასა და სიტყვას, შეგონებასა თუ გაფრთხილებას იგავებითაც გვაწვდის. რატომ და რისთვის ქადაგებდა უფალი იგავებით და შეიძლება თუ არა იგავიდან ამოვიცნოთ უფლის სწავლების რომელიმე დოგმა, ქრისტიანული მოძღვრების საფუძველი?

- წმინდა მამების თქმით, ამ მხრივ დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ სახარების იგავი ქრისტეს მოძღვრების წყაროდ და საფუძვლად არ მივიჩნიოთ. უფლის იგავი არის მხოლოდ სამკაული, ილუსტრაცია სწავლებისა. როგორც მხატვარი შეარჩევს ხოლმე საღებავებსა და ტილოზე გამოხატულ უღრან ტყეს ნათელს მოაფენს, ასევე მიმართავდა ჩვენი უფალი იგავს, რათა ღვთის სიტყვა კეთილად შეზავებული, გამშვენებული და იოლად დასამახსოვრებელი ყოფილიყო მსმენელისათვის. უფალი მარტივი, ნათელი, გამჭვირვალე სიუჟეტის მქონე იგავებით თავის სწავლებას ერთგვარად შუქს ჰფენდა, ილუსტრირებას უკეთებდა. ასე იქცა იგავი ქრისტეს რჯულის შესწავლის მოუცილებელ შემადგენელ ნაწილად. უნდა გვახსოვდეს, რომ თხრობის იგავურ წესს უფალმა მიმართა თავისი მოძღვრებისა და სწავლების მხოლოდ ნათელსაყოფად და დასამკვიდრებლად.

- რა დანიშნულება აქვს საერთოდ იგავს და რა დატვირთვით გამოიყენება იგი წმინდა წერილში?

- იგავი არის მოკლე ალეგორიული მოთხრობა, რომელიც მკითხველს ზნეობრივ-დამრიგებლურ დასკვნას სთავაზობს. იგავის მეშვეობით ადამიანი გადაკვრით, ნართაულად, ქარაგმულად ამბობს თავის სათქმელს. იგავი მხოლოდ გონებასა და ჭკუაზე კი არ მოქმედებს, არამედ მსმენელის გულსა და წარმოსახვაზეც ახდენს გავლენას. ცოცხალი იგავური სახეები ნათქვამსაც უფრო მეტ გამომსახველობას სძენს. სულხან-საბა ორბელიანისათვის იგავი ,,სიტყვით მაგალითია", სიტყვით ,,საჩვენებელი" და სიტყვითვე ,,მოსანიშნავი" საშუალებაა. წმიდა ილია მართლისათვის კი ,,იგავიანი" ისეთი თქმაა, სადაც ერთდროულად მრავალი მნიშვნელობა მოიპოვება და იგულისხმება.

წმინდა წერილი გადმოცემის იგავურ წესს ანიჭებს უპირატესობას. ,,აღვაღო იგავით პირი ჩემი, ვიტყოდი მე იგავთა დასაბამისათა" (ფსალმ. 77, 2).

მკითხველს ბიბლიიდან იგავური წესით მიეწოდება სიტყვაცა და ქმედებაც. წმინდა კლიმენტი ალექსანდრიელი ბრძანებს: ,,წმინდა წერილი, არსითა და ბუნებით - იგავურია, ვინაიდან უფალი, რომელიც არის ,,არა სოფლისაგანი", ამ სოფლად მოვიდა, ,,ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის".

უფალი იესო ქრისტეს ,,ხორციელ ქმნა" ის უდიდესი, უბრწყინვალესი და უსაკვირველესი ქმედითი იგავი-სასწაულია, რომლითაც უზენაესი ჭეშმარიტება გაცხადდა ცოდვილთა გადასარჩენად.

- საინტერესოა ისიც, თუ ვისთვის ქადაგებდა უფალი იგავებით?

- ნეტარი იერონიმე შენიშნავს, რომ აღმოსავლეთში იმ დროისათვის იგავი უკვე საყოველთაოდ აღიარებული, ყველაზე საყვარელი და რჩეული ფორმა იყო ზნეობრივი ჭეშმარიტების გამოსახატავად. სირიელები და პალესტინელები, თურმე, ყოველ სიტყვას იგავს დაურთავდნენ ხოლმე, რათა მსმენელს მსგავსებითა და მაგალითით იოლად დაემახსოვრებინა ის, რასაც ჩვეულებრივ თხრობით ძნელად იმახსოვრებდა. ჩვენმა უფალმა ახალი ფორმის ძიების ნაცვლად ნაცნობი და ყველასათვის ხელმისაწვდომი იგავური ფორმა გამოიყენა თავისი სათქმელის გარესამოსად. იგავი მან ღვთის სიტყვით განმსჭვალა და გასაოცარი ცხოველმყოფელობა მიანიჭა. უფალმა იგავის ღირსების ამაღლება ინება და იგი შერაცხა იმ საუკეთესო შუამავლად, რომელსაც ,,ბნელსა შინა" და სიკვდილის ჩრდილში მსხდომნი (ლუკა 1, 79) ნაცნობიდან უცნობისაკენ მიჰყავს, უმეცრების კარს ცოდნის ამ დიდებული გასაღებით შეაღებინებს, მათ გონებისთვალსა და გულისყურს მიაფენს ნათელს.

უფლის უსაზღვრო კაცთმოყვარება იმითაც მჟღავნდება, რომ იგავებით ქადაგებისას იგი მსმენელს საშუალებას აძლევს, თვითონ ჩასწვდეს სათქმელს, თავად ეძიოს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება, რაშიც სწორედ იგავური თხრობის უნიკალური შესაძლებლობები ეხმარება მას. იგავი ხომ უაღრესად სახალისოა, თან იოლად აღსაქმელ-დასამახსოვრებელი. იგი შედარება-შეპირისპირების ნაირგვარ საშუალებას იძლევა, მონდომებულ მსმენელსა და მკითხველს ცნობისწადილს აღუძრავს და ძიებისთვის განაწყობს. იგავიდან ბუნებრივად ამოიზრდება შეკითხვები - ამასაც ითვალისწინებდა უფალი, რათა ქადაგებისას ღვთის სიტყვის მაძიებელი შეკითხვებით მისულიყო მასთან. ხშირად სწორედ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მიმართავს უფალი იესო იგავს. შემკითხველი ზოგჯერ თავად იესოა (იგავის თხრობისას ან იგავის დასასრულს). ამ შეკითხვებით მსმენელის გულისყური და გონებისთვალი განსაზღვრული მიმართულებით წარიმართება - იგავის სათქმელში უცდომელი წვდომისა და ბოლო დასკვნისათვის.

უფალი მსმენელს შეკითხვას იმიტომ კი არ უსვამს, რომ მან პასუხი არ იცის, არამედ იმ მიზნით, რომ თავად მსმენელი დააფიქროს, მასვე აპოვნინოს პასუხი.

- რა მიზანი აქვს სახარების იგავს?

- სახარების იგავის სათქმელში შეუმცდარად წვდომის მიზნით აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება ამ იგავთა თანმხლებ განმარტებებს, წინამავალსა და მომდევნოს. ამ განმარტებებს ან თვით უფალი იძლევა, ან წმინდა მახარებელი, ან კიდევ მანამდე გადმოცემული ამბავი თუ ვითარება შეიცავს მინიშნებას მომდევნო იგავის სათქმელსა და მიზანზე.

წმინდა სახარებაში უფალი იესო რამდენჯერმე ამბობს: ,,რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!" (მათე 13, 9).Uუფალი ამ სიტყვებს დასკვნის სახით დაურთავს ხოლმე იგავის თხრობის ან განმარტების ბოლოს. იგავთა მთხრობელი იესო ამით მსმენელის ყურადღებას ძაბავს, რათა მან მართებულად და შეუმცდარად მიიღოს იგავური სათქმელი. ჩვენი უფალი ამასაც ურჩევს იგავის მსმენელს - ,,იხილეთ, რაი-იგი გესმის", ესე იგი, დაუკვირდით, რაც გესმითო. მართლაც, ყურით მოსმენილი და თვალით ნანახი ადამიანმა გულის-ყურითა და გონების-თვალით თუ არ გაიგონა და დაინახა, გულმოდგინებას თავისი კეთილი გონება არ შეაშველა და საკუთარი ნებით არ გამოარჩია უმჯობესი, მაშინ ასეთი კაცი იმათ დაემსგავსება, რომლებზეც იესო ქრისტე მოწაფეებთან საუბრისას ამბობს: ,,ამისთვის იგავით ვეტყვი მათ, რამეთუ ხედვენ და არა ხედვენ, ესმის და არა ესმის, არცა გულისხმა-ყვიან. და აღესრულების მათ ზედა წინასწარმეტყველება იგი ესაიასი: სმენით გესმოდის და არა გულისხმაჰყოთ, ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ. რამეთუ განზრქნა გული ერისა ამის, და ყურითა მძიმედ ისმინეს, და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისხმაყონ და მოიქცნენ, და მე განვკურნე იგინი" (მთ, 13, 13-15).

მოწაფეები თავის მოძღვარს, უფალ იესოს, ეკითხებიან: ,,რაისათვის იგავით ეტყვი მათ?" (მთ, 13, 10). უფალი მოწაფეებს იმასაც აუწყებს, რომ ხალხს არ მისცემია ცათა სასუფევლის საიდუმლოს ცოდნა, მათ კი, უფლისგან გამორჩეულთ, ამ საიდუმლოს ცოდნა მიეცათ, თუმცა ეს ცოდნა ჯერ არ იყო სრულყოფილი, სანამ სულიწმინდა არ გადმოვიდა მათზე.

სწორედ გამოუცდელი მსმენელის, ხალხის ,,ჩვილი ქრისტესმიერობა" იგულისხმა გულმოწყალე უფალმა, როდესაც იგავს და თხრობის იგავურ წესს მიანიჭა უპირატესობა ქადაგებისას. მეტი თვალსაჩინოებისათვის უფალი იესო ხალხს უქადაგებდა ,,განმარტებულითა სიტყვითა" - როგორც წმინდა იოანე ოქროპირი შენიშნავს.Aმიტომაც არის, რომ იესო ქრისტეს იგავები გამოირჩევა არაჩვეულებრივი უბრალოებით, სიცხადითა და სიწმინდით. სახარების იგავის შინაარსი უმეტესწილად აღებულია ყოველდღიური ცხოვრებიდან, საქმიანობიდან, ურთიერთობიდან, ყველასათვის ნაცნობი და გასაგები ვითარებიდან...

- რა განსხვავებაა სახარების იგავსა და არაკს შორის?

- იგავი და არაკი სწორედ სასულიერო, საღვთისმეტყველო ლიტერატურაში გაემიჯნა მკვეთრად ერთმანეთს, რის შედეგადაც არაკი ეკლესიამ საერო ჟანრს მიაკუთვნა და აღიარა მხოლოდ იგავი.

არაკი, რა თქმა უნდა, მრავალმხრივ ემსგავსება სახარების იგავს: მისი მიზანიც ზნეობის გაჯანსაღებაა, ისიც სიბრძნეს გვასწავლის, აქაც შედარება-შეპირისპირებისა თუ ალეგორიის ნაირგვარი ნიმუშები იძერწება. მაგრამ არაკი მიწას ვერ სწვდება, თავს ვერ აღწევს ყოველდღიურობას, მხოლოდ ამსოფლიური, ყოფითი, პრაქტიკული სიბრძნის გაკვეთილებს გვაძლევს. მისი იდეალია ის, რაც წუთისოფლის შვილებს შეუძლიათ მიიღონ და მოიწონონ.

არაკისაგან განსხვავებით, სახარების იგავისათვის დაუშვებელია ხუმრობა, რომ არაფერი ვთქვათ, დაცინვასა და გესლიანობაზე.Eეს, ჩვეულებრივ, არაკისათვის არის დამახასიათებელი. მკითხველი სახარების იგავიდან ზოგჯერ წყრომისა და სიმკაცრის მსუბუქ სუსხს შეიგრძნობს, მაგრამ ეს ცოდვილის გონს მოსაყვანი ის მარჯვე იგავური საშუალებაა, რომელსაც ,,მართალთა მოყვარული და ცოდვილთა მწყალობელი" ჩვენი უფალი მიმართავს. სახარების იგავთა ტკბილად მთხრობელი არასოდეს მრისხანებს, შეუბრალებლობისა თუ დაუნდობლობის ნასახიც არ არის მის ნაამბობში.

ასე რომ, არსებითი განსხვავება არაკსა და სახარების იგავს შორის მათივე გამიზნულობით მჟღავნდება, ისინი ცასა და დედამიწასავით დაშორებიან ერთმანეთს, არაკი ამსოფლიურობით იფარგლება, მისი მზერა ამქვეყნიური, ხილული სიბრძნისკენაა მიქცეული, სახარების იგავი კი ზეცას ჭვრეტს, ღვთიურ სიბრძნეს გვაწვდის.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
19.12.2013
სიმდიდრის სწორად გამოყენებაზე და მდიდრების მიერ ღარიბებისადმი დახმარების გაწევაზე თქვა იესომ იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე:
19.12.2013
ამჯერად ორ სახარებისეულ მონაკვეთზე - "ტაძრის ხარკის სასწაულებრივ გადახდასა" და "ცათა სასუფეველში უპირატესობის" შესახებ ვისაუბრებთ.
05.12.2013
ამჯერად სახარების იმ მონაკვეთზე ვისაუბრებთ, სადაც მაცხოვარი მესამედ წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმასა და აღდგომას.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat