დღეს არის დღესასწაული ხატისა "ბარძიმი შეუსმელი", რომელსაც ლოთობისა და ნარკომანიისაგან განკურნების განსაკუთრებული ძალა გააჩნია
დღეს არის დღესასწაული ხატისა "ბარძიმი შეუსმელი", რომელსაც ლოთობისა და ნარკომანიისაგან განკურნების განსაკუთრებული ძალა გააჩნია
საინტერესოა ამ ხატის ისტორია:"შეუსმელ ბარძიმად" წოდებული ხატის გამოცხადება 1878 წელს მოხდა. ტულის გუბერნიის ეფრემოვის მაზრის ერთ-ერთი გლეხი, გადამდგარი ჯარისკაცი, მემთვრალეობის ვნებას ჰყავდა შეპყრობილი. მან მთელი თავისი სარჩო-საბადებელი ლოთობაში გაანიავა და მალე სრულიად გაღატაკდა. უზომო სმისგან მას ფეხები სავსებით წაერთვა, მაგრამ მაინც განაგრძობდა სმას.

ერთხელ მას სიზმრისეულ ჩვენებაში ბერი ეჩვენა და უბრძანა, ქალაქ სერპუხოვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტერში ჩასულიყო, სადაც ღვთის დედის ხატი "ბარძიმი შეუსმელი" ბრძანდებოდა და მისი სავედრებელი პარაკლისი გადაეხადა.მონასტერში მისულმა იქაურებს მოუთხრო თავის სიზმრისეულ ჩვენებაზე და პარაკლისის გადახდა სთხოვა, მაგრამ მონასტერში არავინ უწყოდა ღვთისმშობლის ამგვარი ხატის შესახებ. მაშინ იფიქრეს, სადიაკვნოს შესასვლელში რომ ხატი კიდია, ის ხომ არ არისო?

მართლაც ხატის უკანა მხარეს ნახეს წარწერა: "ბარძიმი შეუსმელი". იქ მყოფ ერთ-ერთ ბერში დასნეულებულმა გლეხმა მაშინვე შეიცნო სიზმრად ნანახი ბერი. სერპუხოვიდან შინ გლეხი სავსებით გამოჯანმრთელებული დაბრუნდა.ღვთის დედის ხატის საკვირველი განდიდების ამბავი მალე მთელ რუსეთს მოედო. მემთვრალეობის სენით შეპყრობილნი, მათი ახლობლები და ნათესავები იჩქაროდნენ, ლოცვები აღევლინათ სნეულებისაგან განკურნებისათვის ღვთისმშობლის ხატის წინაშე, ბევრი კი იმისთვის მოილტვოდა, რათა სამადლობელი შეეწირა დედოფლისთვის მისი უდიდესი წყალობის გამო.

ტროპარი, ხმა 4


სამართლად შეუვრდებით დღეს ღუთივსახიერსა და ყოვლადსასწაულთმოქმედსა ხატსა ყოვლადწმიდისა ღუთისმშობელისასა და მართლითა გულითა უგალობთ ზეციურსა ბარძიმსა აღუვსებელსა მოწყალებისასა და მორწმუნეთა ერთათვის სასწაულთა მიმთუალველსა. რამეთუ ჩუენცა მხილველნი და მსმენელნი მათნი ვიხარებთ სულითა და ხმითა გალობისათა ვხმობთ: ყოვლადმოწყალეო დედუფალო, ვნებანი და წყლულებანი ჩუენნი განკურნენ, ევედრე ძესა შენსა - ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.


ლოცვა ყოვლად-წმიდა ღმრთისმშობლის ხატის "დაულევნელი ბარძიმი"-ს წინაშე
ლოთობისა და ნარკომანიის საწინააღმდეგოდ


ჰოი, ყოვლად-მოწყალეო დედუფალო! შენსა მფარველობასა შეუვრდებით, ლოცვათა ჩუენთა ნუ უგულებელსყოფ, არამედ მოწყალებითა შენითა შეისმინე ჩუენი, ცოლთა, შვილთა და დედათა, და მემთვრალეობისა სასტიკითა სენითა შეპყრობილნი და მით დედისა მათისა – ქრისტეს ეკლესიისა და სულის ჴსნისაგან განშორებულნი ძმანი და დანი და მონათესავენი ჩუენნი განჰკურნენ.

ჰოი, მოწყალეო დედაო ღმრთისაო, შე-რა-ეხე ესე გულთა მათთა, მსწრაფლ აღადგინე ცოდვითა დაცემულნი და მჴსნელი მოთმინება მიჰმადლე.

ევედრე ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რათა შეგვინდოს ჩუენ შეცოდებანი ჩუენნი და არა გარემიაქციოს წყალობა თჳსი ერისაგან თჳსისა, არამედ განგვამტკიცოს ჩუენ სიფხიზლესა და უბიწოებასა შინა.

ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, მიითვალე ვედრება დედათა, ძეთა თჳსთათჳს ცრემლთა დამთხეველთა; ცოლთა, ქმართა თჳსთათჳს მგოდებელთა; შვილთა, ობოლთა და გლახაკთა გზა-აბნეულად დატევებულთა; და ჩუენ ყოველთა, წმიდასა ხატსა შევდრომილთა, და ჰყუენ, რათა ლოცვითა შენითა, გოდება ესე ჩუენი მიეახლოს საყდარსა მაღლისა ღმრთისასა.

დაგვიცევ და დავგიფარენ ჩუენ ბადეთაგან მაცდურისასა და მტერისა ჩუენისა ყოველთა მზაკვრობათაგან, ხოლო საშინელსა ჟამსა სულისა ჩუენისა განსვლისასა, შეგვეწიენ მშჳდობით განსლვად ჰაერთა საზვერეთასა. ლოცვითა შენითა გვიჴსენ ჩუენ საუკუნო სასჯელისაგან, რათა გვფარვიდეს ჩუენ წყალობა ღმრთისა, დაუსრულებელთა საუკუნეთა მიმართ. ამინ.


სტატიის სრული ვერსია

გიორგი დუნდუას ხატი
ბეჭდვაელფოსტა
19.05. 2014
didia zala uplisa
deda xvticmshoblis locva kurtxevam gaazlieros sruliad sakartvelo da kartveli eri
სხვა სიახლეები
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat