კონფუციანელობა, დაოსიზმი, სინტოიზმი
კონფუციანელობა, დაოსიზმი, სინტოიზმი
პირველყოფილი რელიგიები ჩინეთში
ჩინელების წარმოდგენა ღმერთის შესახებ განსხვავდებოდა დასავლეთის ხალხების რელიგიური წარმოდგენებისაგან. ჩინეთში რელიგია სამ დონეზე არსებობდა: უმაღლესი - რელიგიურ-ფილოსოფიური, დაბალი - ცრურწმენაში გამოხატული და საშუალო, რომელიც მოიცავდა როგორც პირველი, ისე მეორე დონის ელემენტებს. ჩინელების სარწმუნოების მთავარი მიზანი ზეცასთან ჰარმონიაში შესვლის უზრუნველყოფა იყო. ზეცა მიიჩნეოდა მთელი სამყაროს უმაღლეს მმართველად. რანგით მეორე საფეხურზე იდგა მიწა. მსხვერპლშეწირვით მორწმუნე გამოხატავდა თავის მონაწილეობას სამყაროს ცხოვრებაში. მისი რწმენით, ის სამყაროს ერთიან რიტმს უერთდებოდა. შესაბამისად, დასავლეთისაგან განსხვავებით, მსხვერპლშეწირვა არ ატარებდა ღმერთების მომადლიერების შინაარსს.

რელიგიურ კულტურაში მნიშვნელოვან ადგილს "ზეცის შვილის" ტიტულით დამშვენებული იმპერატორი იკავებდა. ყოველი ახალი წელი ზეცის ტაძარში ხარის მსხვერპლშეწირვით იწყებოდა. რიტუალს იმპერატორი აღასრულებდა. იმპერატორი, აგრეთვე ხალხის ლოცვის თანხლებით, სიმბოლურად, სამეფო მამულის დამუშავებასა და წინაპრების სახელობის ტაძარში მათ ხსოვნასთან დაკავშირებული მსხვერპლის შეწირვაში მონაწილეობდა.

ჩინელების რწმენით, ზეცის გარდა არსებობდნენ სხვა ღმერთებიც, თუმცა ისინი ამ უკანასკნელის დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ.

ფილოსოფიური შეხედულებები
ჩინურ ფილოსოფიურ აზროვნებაში სამყაროს სრულფასოვანი აღქმისათვის რამდენიმე მეტაფიზიკური კონცეფცია ჩამოყალიბდა. ორი უდიდესი რელიგიური მიმართულების კონფუციონიზმისა და დაოსიზმის გასააზრებლად გთავაზობთ სამ მნიშვნელოვან გაგებას:

* დაო - არის სამყაროს არსებობის ხატება, მისი სიღრმისეული კანონი, სამყაროს განუსაზღვრელი საწყისი, ჰარმონია და გზა სიცოცხლისაკენ.

* იანი და ინი - ორი საპირისპირო და ამავდროულად ერთმანეთის შემავსებელი ძალა. იანი გამოხატავს სინათლეს, დადებით საწყისს, მამაკაცურს, ძლიერს, შემოქმედებითს, ეს არის ზეცა, მოძრაობა და გონიერება. ინი, პირიქით, სიბნელის გამოხატულებაა, უარყოფითია, ქალური სუსტი საწყისია, მიწაა, სიმშვიდეა და მჭვრეტელობაა.

ერთი ავსებს მეორეს და ამით მიიღწევა სამყაროს ჰარმონია. ორი პოლარულობის ასეთი ურთიერთშევსება წარმოადგენს იმ გზას, რომელშიც დაო ვლინდება. ამ პოლარული კავშირითაა განმსჭვალული მთელი სამყაროს ყოველი არსი, მათ შორის ადამიანი, რომელიც სამყაროს ნაწილია.

კონფუციანელობა
კონფუცი
კონფუციანელობა ატარებს მისი ფუძემდებლის, კონფუცის სახელს. ჩინურად ეს სახელი თავდაპირველად ჟღერდა - "კუნ ფუ ცი" (მასწავლებელი კუნი), რომელსაც მისიონერი იეზუიტები წარმოთქვამდნენ, როგორც "კონფუცი". ის დაიბადა ქრისტეს შობამდე 551 და გარდაიცვალა 479 წელს. ჩინელებს ამ პერიოდში საკმაოდ ბევრი პრობლემა ჰქონდათ: გვაროვნულ-პატრიარქალური საზოგადოება იმსხვრეოდა და მის ადგილს იკავებდა ბიუროკრატიული მმართველობის სისტემა. ძველი ტრადიციული ყოფის ნგრევა ქაოსის შეგრძნებას ბადებდა. კონფუციმ გააიდეალა უძველესი ტრადიციები. ის მოუწოდებდა ხალხს მიჰყოლოდნენ წინაპარი მამაკაცების კეთილშობილებას და კაცობრიობის სიბრძნეს. კონფუცის სწავლებამ ჩვენამდე წიგნის "ლუნ იუის" (საუბრები და მსჯელობები) სახით მოაღწია. წიგნში საუბარია კონფუცის შესახებაც - ის იყო "უბრალო, მომხიბვლელი, კეთილი, შთამბეჭდავი, ღირსეული და სასიამოვნო, მაგრამ არა მკაცრი ადამიანი". ის არ იყო ასკეტი, თუმცა ფიქრობდა, რომ ამ ქვეყანაზე ყველაფერი ზომიერი უნდა იყოს და "ოქროს შუალედის" პრინციპს უნდა ეხმაურებოდეს.

კონფუცის სწავლება
კონფუცის ღრმად სწამდა საზოგადოებრივი ცხოვრების სწორად მოწყობის მნიშვნელობის. ამიტომ მთელი მისი სწავლება ორიენტირებულია იმაზე, თუ როგორ უნდა მიაღწიოს პიროვნებამ ჰარმონიულ ურთიერთობას როგორც ადამიანთან, ისე სამყაროსთან. კონფუცი არასდროს მიმართავდა ადამიანის რწმენას ღმერთისაკენ. ის იყო აგნოსტიკოსი (ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ღმერთის არსის შეცნობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არსებობს) და ზედმეტად მიაჩნდა იმქვეყნიურ სამყაროზე ფიქრი. ის ასწავლიდა, რომ ყველა ადამიანს შეუძლია იცხოვროს პატიოსნად, იყოს კეთილშობილი. ასეთი ტიპის ადამიანების ცხოვრება ვლინდება ხუთი სახის "წრფელ" ურთიერთობაში. ეს ურთიერთობებია: მამისა და შვილის, მმართველისა და მსახურის, უფროსი და უმცროსი ძმის, ქალისა და მამაკაცის და ზოგადად მეგობრების. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოა ოჯახურ ურთიერთობებს, სადაც უნდა ყოფილიყო აბსოლუტური პატივისცემა უფროსების მიმართ. მისი აზრით, სახელმწიფოსა და საზოგადოებაში დაბალ საფეხურზე მყოფი ადამიანის ურთიერთობა უნდა ყოფილიყო მორჩილებითი მასზე მაღლა მდგომის მიმართ. კონფუცის მიერ შემუშავებულ სწავლებას ("სწავლება უფროსებისადმი პატივისცემის შესახებ") საფუძვლად დაედო წინაპართა თაყვანისცემის ტრადიცია. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ დღემდეც ის ჩინელების ტრადიციის უმნიშვნელოვანეს კომპონენტად რჩება.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება რიტუალებს, რომლებიც გარკვეულ გარემოებებში ქცევის ნორმად არის მიჩნეული. ტრაქტატებში თავმოყრილი რიტუალები დღესაც შეუცვლელი ფორმით ხორციელდება.

კონფუციანელობა ჩინელების სახელმწიფო იდეოლოგია და თითოეული ჩინოვნიკის სავალდებულო მსოფლმხედველობის საფუძველია. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მაღალ საფეხურზე მოღვაწეობდა მოხელე, მით უფრო ყურადღებითა და მონდომებით უნდა შეესრულებინა შესაბამისი ცერემონიები. საზოგადოებაში თვალსაჩინო მდგომარეობის მოსურნე ვალდებული იყო კონფუციონიზმისთვის მთელი თავისი ცხოვრება მიეძღვნა.

კონფუციონიზმში არ ფიგურირებდნენ პროფესიონალი სასულიერო პირები, მსხვერპლშეწირვა ხდებოდა ოჯახის უფროსების, სახელმწიფო მოხელეებისა და იმპერატორების მიერ. სწორედ კონფუციანელობის დამსახურებით ჩინეთის მსოფლმხედველობა 2500 წლის მანძილზე შეუცვლელი დარჩა.

კონფუციონიზმში ცის კულტთან ერთად განსაკუთრებულად ეთაყვანებოდნენ სახელმწიფოებრიობასაც, რომლის სათავეშიც იმპერატორი იდგა. ის ითვლებოდა ცივილიზებულ ჩინეთად, რომელშიც მყოფობს "ბარბაროსობის" საპირისპირო ცისქვეშეთი. სახელმწიფოს თაყვანისცემა ვლინდება სოციალურ-ეთიკურ დადგენილებებსა და ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ სისტემაში, რომლითაც რეგულირდება ეკონომიკური პროცესები.

საიმპერატორო ჩინეთში კონფუციანელობა სახელმწიფო რელიგიად იყო გამოცხადებული. რესპუბლიკურ ჩინეთში, კერძოდ ტაივანში, დღესაც შენარჩუნებულია მოსახლეობის პატივისცემა ამ იდეოლოგიური სისტემის მიმართ. 1966-1976 წლებში (კულტურული რევოლუცია ჩინეთში) კონფუცის სწავლება მაოიზმის კომუნისტურ იდეოლოგიასთან შეუთავსებლად და სახელმწიფოსთვის სახიფათოდ იქნა მიჩნეული. მიუხედავად ამისა, მაო ძედუნის გარდაცვალების შემდეგაც კონფუციონიზმი გარკვეულწილად აქტუალურია. ამას ხელს უწყობს ის, რომ მთელ სოციალურ-ეთიკურ ცხოვრებისეულ მიზნებს, არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ ზოგადად ახლოაღმოსავლურ საზოგადოებაში, საფუძვლად უდევს კონფუციანელობა.

კონფუცის გარდაცვალების შემდეგ ლუს სამეფოს მმართველმა, მის პატივსაცემად ტაძარი ააგო და ბრძანა, რომ ამ ტაძარში განხორციელებულიყო მსხვერპლშეწირვის რიტუალები. ხალხის მასებში კონფუცი ყოველთვის ღვთაებად აღიქმებოდა. არსებობს მისადმი მიძღვნილი არაერთი რიტუალი, რომელიც მსხვერპლშეწირვას, რელიგიურ ცეკვებსა და ლოცვებს მოიცავს. კონფუცი თავის ქვეყანაში ყველა სხვა ღვთაებაზე მეტად არის განდიდებული.

დაოსიზმი
კონფუცისთან ერთად პოპულარობა მოიხვეჭეს იმ მოაზროვნეებმა, რომლებიც ქადაგებდნენ თვითჭვრეტასა და ასკეტიზმს. ისინი მიზნად ისახავდნენ სიმშვიდესა და შინაგანი ქაოსის დაძლევას, ქადაგებდნენ უბრალოებასა და ბუნებრიობას. დაოსიზმი, კონფუციანელობისგან განსხვავებით, არ იყო დაინტერესებული საზოგადოების სწორად მოწყობით. დაოსიზმის ფილოსოფიური მხარე საგრძნობლად განსხვავდება მისი რელიგიური ფორმისაგან. ეს უკანასკნელი დაკავშირებულია ცრუმორწმუნეობასა და მაგიურ ტექსტებთან, რომლებშიც საუბარია სიცოცხლის ელექსირზე, ადამიანის უკვდავებაზე. ფილოსოფიური დაოსიზმის დამფუძნებელი იყო ლეგენდარული ლაო-ძი (რაც ნიშნავს უხუცეს მასწავლებელს).

ლაო-ძის სწავლება
ლაო-ძის სწავლება აღწერილია მისივე წიგნში "დაო დე ძინი". დაოსი უმეტეს ყურადღებას უთმობს ადამიანს, დაო - მუდმივი რეალობა, სამყაროს სამარადისო კანონი, აბსოლუტური, ღვთაებრივი შემოქმედებითობაა. ადამიანის ცხოვრების აზრი და მიზანი დაოს შემეცნებაში, მის გზაზე შედგომასა და მასთან შერწყმაში მდგომარეობს. დაო ადამიანს აქვს სამი საგანძური: სიყვარული, ზომიერება და თავმდაბლობა. დე - არის მოქმედების ხატი და თუ ვლინდება დე არსებულში, ეს არის დაო. ის არის საგნის ბუნება და ყველა ამ ბუნებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ არავის აქვს უფლება ჩაერიოს საგნის არსში მისი შეცვლის მიზნით. პირიქით, კარგია, თუ ყველა პროცესი ბუნებრივად განვითარდება.

ლაო-ძის მთავარი კანონი იყო უმოქმედობა - სამყაროს ნება არ არის, რომ ჩვენ გვეკუთვნოდეს და შესაბამისად, ჩვენი მხრივ არ იქნება გამართლებული მის წესრიგში ცვლილების შეტანა. ის ჩვენია მხოლოდ იმ მნიშვნელობით, რომ ჩვენ მასში ვცხოვრობთ და მისი გვესმის. უმოქმედობა ნიშნავს ჩვენი შეხედულებებით მოქმედებაზე უარის თქმას, უარის თქმას სამყაროს "გაუმჯობესებაზე", ეს არის ბუნებრივი ცხოვრებისეული გზით სიარული. ჰარმონია არ იბადება აგრესიიდან, არამედ გამოდის სიმშვიდიდან და თვითგანქარვებიდან.

დაოსიზმის მიმდევართათვის სახელმწიფო წყობილების იდეალი პატარა ქვეყანაა, რომელიც არ აწარმოებს ომებს, არ აქვს ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან, იმართება უმოქმედობის პრინციპით და აღიარებს სამყაროს პირველობას ადამიანთან მიმართებით.

ჩინეთის ისტორიაში დაოსიზმი არაერთხელ გამხდარა სოციალური უტოპიების წყარო, მისი სახელით არაერთი ამბოხი წამოწყებულა.

ყველაზე სრულყოფილ ცხოვრების წესად განდეგილობა ითვლება. განდეგილ დაოსელთა მიზანი უკვდავების მიღწევაა. უკვდავება მიიღწევა მაშინ, როდესაც ადამიანი ყველაფერში ემსგავსება დაოს. ამისათვის გამოიყენება ასკეტიზმი, მედიტაცია, სუნთქვის რეგულაცია და ალქიმიაც კი. დაოსიზმის წიაღიდან ამოიზარდა ასტროლოგია და გეომანტია - ფენშუი (სწავლება მიწიერ რელიეფზე კოსმიური და სულიერი სამყაროს ზემოქმედების შესახებ). სულიერი ცენტრების როლს დაოსიზმში მონასტრები ასრულებდნენ.

სინტოიზმი
სინტოიზმი იაპონელების უძველესი რელიგიაა. "სინტო" ნიშნავს "გზას" (ჩინურად "დაო" - იაპონურად "ტო").

სული ("სინ") ზებუნებრივის (კამი) სიმბოლოა. მას იაპონელები ოდითგანვე სცემდნენ პატივს. აღნიშნული რელიგია თავის თავში ტოტემიზმს (რწმენა, რომ რომელიმე ცხოველი გარკვეული გვარის მფარველია) ანიმიზმს (მოვლენებისა და საგნების გასულიერების რწმენა), წარსული ბელადებისა და მიცვალებულთა კულტის თაყვანისცემას გულისხმობს. "კამი" მოიცავს ადამიანებს, მცენარეებს, ტბებსა და მთებს. "კამის" ერთ-ერთი წარმომადგენელია იაპონიის იმპერატორი. შესაბამისად, იაპონელთა ღვთაებები სხვა არაფერია, თუ არა ამ სამყაროში მათი გამოვლინება. იმპერატორთა ბრძანებით იაპონური მითები ჩაიწერა განსაკუთრებულ წიგნებში: "ნიხონგი", "კოძიკი" და "ფუდოკი". ისინი ასახავენ იაპონელთა მსოფლმხედველობას, სამყაროსა და იაპონიის წარმოშობას და ა.შ.

მათ პანთეონში შევხვდებით უამრავ ღმერთს, რომლებიც სხვადასხვა რაიონებში განსხვავებულ მნიშვნელობას ატარებენ (მთის, მდინარის, ზღვის, ბრინჯის ღმერთი და ა.შ.). საწყისმა ღვთაებრივმა წყვილმა იძანაგიმ (ზეცის მამა) და იძანამიმ (დედამიწის დედა) შექმნეს იაპონიის კუნძული. იძანაგი უშედეგოდ ცდილობდა გაეთავისუფლებინა გარდაცვლილი იძანამი მოკვდავთა ქვეყნიდან. იძანაგი შეშინდა ამქვეყნიური სიბინძურის გამო და აქედან გაქცევის შემდეგ გაიარა განწმენდის რიტუალი, რომლის შედეგადაც გაჩნდნენ სხვადასხვა ღმერთები. მისი მარცხენა თვალის ნაწილისაგან გაჩნდა მზის ღვთაება - ამატერასუ.

იმისათვის, რომ მიწას ეარსება ზეცასთან შეთანხმებულად, ამატერასუმ გაგზავნა თავისი დისშვილი იაპონიის სამართავად და მისცა სინტოისტური რელიგიის სამი წმინდა საგანი: იმპერატორის მოკაზმულობა - იასპის სამკაული (მოწყალების სიმბოლო), ხმალი (ძალაუფლებისა და სამართლიანობის სიმბოლო) და სარკე (შინაგანი სისუფთავისა და პატიოსნების სიმბოლო). გამოდის, რომ იმპერატორები არიან ღმერთების შთამომავლები და მეორე მსოფლიო ომის დადგომამდე იყვნენ ხალხის თანყვანისცემის ობიექტები.

მას შემდეგ, რაც V საუკუნეში იაპონიაში ბუდისტური მოძღვრება გამოჩნდა, სინტოიზმი გარკვეულწილად შეერია მას. ბუდიზმმა შეავსო სინტოიზმისათვის დამახასიათებელი სულიერი ვაკუუმი, რომელიც არ აძლევდა ადამიანს სულიერი სრულყოფისაკენ სწრაფვის საშუალებას. პატრიოტული მისწრაფებების აღმავლობის პერიოდში იაპონელები სინტოიზმს უბრუნდებოდნენ. 1868 წელს, ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ, რომელმაც შეინარჩუნა მონარქიული წყობა, გამოიცა განკარგულება ბუდიზმისა და სინტოიზმის გაცალკევების შესახებ. სინტოიზმი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომის დროს მან ნაციონალისტური ელფერი შეიძინა და აღმოსავლეთ აზიის ხალხების გენოციდის ლეგიტიმაციის საფუძველი გახდა. ომისშემდგომი იაპონიის მკვეთრი სტრუქტურული ცვლილებების მიუხედავად სინტოიზმი კვლავ რჩება ტრადიციულ რელიგიად. დღეისათვის ის ნაციონალურ ტრადიციებსა და დღესასწაულებთან არის გაიგივებული. რელიგიური რიტუალი საშუალებს აძლევს იაპონელს ილოცოს უხვი მოსავლისთვის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. რიტუალები ტარდება არქიტექტურულად მარტივ სინტოისტურ ტაძრებში. საკურთხეველთან მლოცველები მცირე ზომის ფურცლებს ტოვებენ. მათზე ჩამოწერილია წინაპრებისა და ღმერთების სახელები. მსხვერპლშეწირვად ითვლება სანთლების, ყვავილების, ბრინჯის პურის შეწირვა. სინტოიზმი დღემდე რჩება მხოლოდ იაპონელთა რელიგიად.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.11.2013
"ებრაელობა ერთადერთი ერი იყო, რომელსაც ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ ცოდნა მოსეს პირით თვით უფლისაგან ეუწყა...
11.04.2013
ბუდიზმი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი რელიგიაა. იგი ინდივიდუალური სულიერი განვითარების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას
06.12.2012
უკანასკნელ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში უამრავი ახალი მიმდინარეობა, ორგანიზაცია და სექტა გამოჩნდა.
02.10.2008
"ჩინური რელიგიების" ცნებაში იგულისხმება კონფუციანელობა და დაოსიზმი, რომლებიც ბუდიზმთან ერთად ქვეყნის უდიდესი ნაწილისთვის ოფიციალურ რელიგიებად ითვლება.
07.08.2008
გვიანდელი იუდაიზმი საკმაოდ დასცილდა ძველაღთქმისეულ იუდაიზმს, ამიტომაც ზოგიერთი მკვლევარი ებრაელთა დღევანდელ რელიგიას ნეოიუდაიზმად მოიხსენიებს
იუდაიზმი ებრაელი ხალხის რელიგიაა.
17.04.2008
ისლამის მიხედვით ადამიანს არ გააჩნია თავისუფალი ნება, თუმცა პასუხისმგებელია საკუთარ საქციელზე
ქართველებს მაჰმადიანობის გამოჩენისთანავე მოუხდათ მასთან შეხება
04.11.2005
"სომხეთის წმინდა სამოციქულო ეკლესია" - ასე უწოდებენ სომხები თავიანთ აღმსარებლობას. ის ერთ-ერთი უძველესი აღმსარებლობაა და ეკუთვნის ძველი აღმოსავლეთის ე.წ. ქალკედონამდელ მართლმადიდებელ აღმსარებლობათა რიცხვს (ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ეკლესიამ ქალკედონის IV მსოფლიო კრება და მისი შემდგომი კრებები არ აღიარა და ერთიან ეკლესიას გამოეყო).
06.05.2005
პროტესტანტული მიმდინარეობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კალვინისტური აღმსარებლობა. სახელწოდება "კალვინიზმი" მომდინარეობს მისი დამაარსებლის, ფრანგი ჟან კალვინის (1509-1564) სახელისგან, რომელიც შვეიცარიაში მოღვაწეობდა.
08.04.2005
პროტესტანტული მიმდინარეობის ერთ-ერთი სახეობა, ანგლიკანური აღმსარებლობა, XVI ს-ში რეფორმაციის შედეგად შეიქმნა, რაც ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის (1509-1547) სახელს უკავშირდება. თავიდან ჰენრი VIII არ ფიქრობდა ეკლესიის რეფორმაზე, ის კათოლიკური აღმსარებლობის ერთგული იყო.
25.03.2005
პროტესტანტიზმის სახელით ცნობილ მოძრაობას XVI საუკუნეში ჩაეყარა საძირკველი. მისი ერთ-ერთი დამაარსებელი გერმანელი მღვდელი მარტინ ლუთერი (1483-1546) გახლდათ. ლუთერის სწავლებას, მისი გვარის მიხედვით, ლუთერანობა (ლუთერანიზმი) ეწოდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat