ლუთერანული აღმსარებლობა
ლუთერანული  აღმსარებლობა
პროტესტანტიზმის სახელით ცნობილ მოძრაობას XVI საუკუნეში ჩაეყარა საძირკველი. მისი ერთ-ერთი დამაარსებელი გერმანელი მღვდელი მარტინ ლუთერი (1483-1546) გახლდათ. ლუთერის სწავლებას, მისი გვარის მიხედვით, ლუთერანობა (ლუთერანიზმი) ეწოდა.

დღეისათვის ლუთერანთა რიცხვი მსოფლიოში 80 მილიონამდეა (სულ პროტესტანტების რაოდენობა 400 მილიონს სჭარბობს). ლუთერანია გერმანიის მოსახლეობის დაახლოებით 60%, დანიის, შვეციის, ნორვეგიის, ფინეთის და ისლანდიის მოსახლეობისა - 90%-ზე მეტი. ლუთერის მოძღვრების მრავალი მიმდევარია ესტონეთსა და ლატვიაში, კანადაში, აშშ-ში, აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ნამიბიაში) და სხვა.

ლუთერანული აღმსარებლობა საქართველოშიც მოქმედებს. იგი XIX საუკუნეში გადმოსახლებულმა გერმანელმა კოლონისტებმა დააარსეს. 1914 წლისთვის ეს აღმსარებლობა 21 000 მორწმუნეს აერთიანებდა, რომელთაგან 17 000 ეროვნებით გერმანელი იყო. დღეისათვის ლუთერანთა რაოდენობა საქართველოში არც ისე დიდია - დაახლოებით 500-მდე (თბილისში, სოხუმში, რუსთავში, გარდაბანში, ბოლნისში). ჰყავთ ეპისკოპოსი, აქვთ ერთი ეკლესია თბილისში და მასთან არსებული საკვირაო სკოლა.

ყველაფერი 1517 წლის 31 ოქტომბერს დაიწყო, ამ დღეს მარტინ ლუთერმა ვიტენბერგის ეკლესიის კარზე 95 თეზისი გამოაკრა. მან გაილაშქრა პაპის ძალაუფლებისა და კათოლიკე სამღვდელოების უზნეობის, ინდულგენციებით ვაჭრობისა და ინკვიზიციის წინააღმდეგ. პაპმა დიალოგის პოლიტიკა ამჯობინა და მეამბოხე მღვდელს კარდინალ კაეტანის პირით შეუთვალა, რელიგიური ექსტრემიზმისგან თავი შეიკავეო. ლუთერი თითქოს დათანხმდა, მაგრამ 1519 წელს ლაიფციგში საჯაროდ განაცხადა, რომ არც პაპის პრიმატი სწამდა და არც წმინდა მამათა და მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებების ჭეშმარიტება; გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდა, რომის პაპისთვის გადასახადის მიცემა შეეწყვიტათ, აეკრძალათ სულის მოსახსენიებელი წირვები, არ ერწმუნათ ევქარისტიის (ზიარების) დროს პურისა და ღვინის მაცხოვრის ხორცად და სისხლად გადაქცევა (მაგრამ ამავე დროს ასწავლიდა, რომ პურსა და ღვინოში ქრისტე მთელი თავისი არსებით იმყოფება და ვინც რწმენით ეზიარება, ის პურთან ერთად ქრისტეს ხორცსაც ღებულობს, ხოლო ვინც რწმენის გარეშე - ღებულობს მხოლოდ პურს).

ლუთერმა მოითხოვა, საეკლესიო საიდუმლოთა რაოდენობა ორამდე დაეყვანათ - დაეტოვებინათ მხოლოდ ნათლისღება და ზიარება, მაგრამ ამ საიდუმლოებებსაც თავის შეხედულებათა შესაბამისად უცვალა სახე (მაგალითად, ნათლისღება, ლუთერის სწავლების თანახმად, მორწმუნეს ცოდვებისგან სრულიად განწმენდას არ ანიჭებს).

რომის პაპმა ლუთერის 95 თეზისიდან 41 მწვალებლურად გამოაცხადა და მათი განადგურების ბრძანება გასცა. თვით ლუთერს მოსანანიებლად 60 დღე მისცეს, მაგრამ მან დაწვა პაპის ბრძანება და კათოლიკური წიგნები, რის გამოც რომის პონტიფიკმა იგი ერეტიკოსად გამოაცხადა და ეკლესიიდან განკვეთა.

ლუთერის იდეები არა მარტო გერმანიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ვრცელდებოდა. ამას თან სდევდა საეკლესიო პრაქტიკის რეფორმა და მოდერნიზაცია: მღვდლები ქორწინდებოდნენ, ბერმონაზვნობა მონასტრებს ტოვებდა, უგულებელყოფდნენ ხატებს, აღსარებას და მარხვებს.

1546 წლის 18 თებერვალს ლუთერი გარდაიცვალა. გერმანიაში რელიგიური ვითარება ძალზე გამწვავდა. კათოლიკეთა და ლუთერის მიმდევართა ბრძოლა 1555 წელს აუგსბურგის ზავით დასრულდა, რომლის ძალითაც ლუთერანობა გერმანიაში ისეთივე სრულუფლებიანი აღმსარებლობა გახდა, როგორიც კათოლიკობა იყო.

ლუთერანთა აზრით, ადამიანის გამართლებისთვის არაფერია საჭირო, გარდა შინაგანი, პირადი რწმენისა და ხსნის იმედისა. ამის კვალობაზე, ბუნებრივია, აღარც სიკვდილის შემდეგ მისთვის ლოცვების აღვლენასა და წმინდანთა მეოხებას ექნება აზრი, ამიტომაც ლუთერანებს ზედმეტად მიაჩნდათ წმინდანთა და ხატთა თაყვანისცემა, მიცვალებულთათვის ლოცვა და სხვა.

ლუთერანებმა უარყვეს კეთილმსახურების ყოველგვარი გარეგანი გამოხატულება და მეტისმეტად გაამარტივეს თავიანთი წეს-ჩვეულებები და საკულტო რიტუალები. ლუთერანთა სამლოცველოში, ნაცვლად კათოლიკური რთული და ხანგრძლივი მესისა (ამჟამად კათოლიკეებიც ხანმოკლე მესებს ატარებენ), შემოღებულ იქნა მარტივი ლოცვა ქადაგებით. დიდი ადგილი დაიკავა რელიგიური ჰიმნების გალობამ. ლუთერანებმა სამლოცველო ტაძრებში შეინარჩუნეს საკურთხეველი, ჯვარცმა და ზოგიერთი ხატი, შეინარჩუნეს ლოცვის დროს ზარების რეკვის წესი, ორღანის დაკვრა და ტაძარში ჯდომაც.

ლუთერანულ აღმსარებლობაში აღესრულება ჯვრისწერა, მღვდლის ხელდასხმა, მაგრამ ეს რიტუალები საეკლესიო საიდუმლოებებად აღარ მიიჩნევა.

ლუთერანულ თემს სათავეში უდგას პასტორი, რომელსაც თავად მორწმუნეები ირჩევენ, თუმცა მისი გათავისუფლება მათ არ ძალუძთ. რამდენიმე თემი ემორჩილება ეპისკოპოსსა და სინოდს, რომელთა წევრებიც საერო პირებიც არიან.

როგორც უკვე ითქვა, ლუთერანობა პროტესტანტიზმის ნაწილია, პროტესტანტობა კი ერთგვაროვანი მოვლენა არ ყოფილა. ის იმთავითვე სხვადასხვა მიმდინარეობის სახით ვითარდებოდა. დაყოფისა და გათიშვის ამგვარმა სულისკვეთებამ კი შემდგომში პროტესტანტობის წიაღიდან აღმოცენებული ათასგვარი სექტის არსებობა განაპირობა.

მოამზადა დიაკვანმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.11.2013
"ებრაელობა ერთადერთი ერი იყო, რომელსაც ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ ცოდნა მოსეს პირით თვით უფლისაგან ეუწყა...
11.04.2013
ბუდიზმი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი რელიგიაა. იგი ინდივიდუალური სულიერი განვითარების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას
06.12.2012
უკანასკნელ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში უამრავი ახალი მიმდინარეობა, ორგანიზაცია და სექტა გამოჩნდა.
25.10.2012
პირველყოფილი რელიგიები ჩინეთში
ჩინელების წარმოდგენა ღმერთის შესახებ განსხვავდებოდა დასავლეთის ხალხების რელიგიური წარმოდგენებისაგან.
02.10.2008
"ჩინური რელიგიების" ცნებაში იგულისხმება კონფუციანელობა და დაოსიზმი, რომლებიც ბუდიზმთან ერთად ქვეყნის უდიდესი ნაწილისთვის ოფიციალურ რელიგიებად ითვლება.
07.08.2008
გვიანდელი იუდაიზმი საკმაოდ დასცილდა ძველაღთქმისეულ იუდაიზმს, ამიტომაც ზოგიერთი მკვლევარი ებრაელთა დღევანდელ რელიგიას ნეოიუდაიზმად მოიხსენიებს
იუდაიზმი ებრაელი ხალხის რელიგიაა.
17.04.2008
ისლამის მიხედვით ადამიანს არ გააჩნია თავისუფალი ნება, თუმცა პასუხისმგებელია საკუთარ საქციელზე
ქართველებს მაჰმადიანობის გამოჩენისთანავე მოუხდათ მასთან შეხება
04.11.2005
"სომხეთის წმინდა სამოციქულო ეკლესია" - ასე უწოდებენ სომხები თავიანთ აღმსარებლობას. ის ერთ-ერთი უძველესი აღმსარებლობაა და ეკუთვნის ძველი აღმოსავლეთის ე.წ. ქალკედონამდელ მართლმადიდებელ აღმსარებლობათა რიცხვს (ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ეკლესიამ ქალკედონის IV მსოფლიო კრება და მისი შემდგომი კრებები არ აღიარა და ერთიან ეკლესიას გამოეყო).
06.05.2005
პროტესტანტული მიმდინარეობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კალვინისტური აღმსარებლობა. სახელწოდება "კალვინიზმი" მომდინარეობს მისი დამაარსებლის, ფრანგი ჟან კალვინის (1509-1564) სახელისგან, რომელიც შვეიცარიაში მოღვაწეობდა.
08.04.2005
პროტესტანტული მიმდინარეობის ერთ-ერთი სახეობა, ანგლიკანური აღმსარებლობა, XVI ს-ში რეფორმაციის შედეგად შეიქმნა, რაც ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის (1509-1547) სახელს უკავშირდება. თავიდან ჰენრი VIII არ ფიქრობდა ეკლესიის რეფორმაზე, ის კათოლიკური აღმსარებლობის ერთგული იყო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat