იუდაიზმი
იუდაიზმი
"ებრაელობა ერთადერთი ერი იყო, რომელსაც ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ ცოდნა მოსეს პირით თვით უფლისაგან ეუწყა...
ქართულ-ებრაულ თანაცხოვრებასა და სულიერ-კულტურულ ურთიერთობებს ხანგრძლივი, მრავალმხრივი და ღრმა ტრადიცია აქვს, ამიტომ სურვილი იმის ცოდნისა, თუ რა არის ამ ერის სულიერი ორიენტირი, რა წარმართავდა მათ რელიგიურ ცხოვრებასა და ყოველდღიურობას, სრულებით ბუნებრივი და ისეთივე ძველია, როგორიც თავად ეს კავშირი...

სწორედ ამაზე გვესაუბრება სასულიერო აკადემიის პედაგოგი, ბატონი ზურაბ ეკალაძე:

- იუდაიზმი ებრაელი ხალხის ეროვნული რელიგიაა და იგი დღეისთვის 15 მილიონ ადამიანს აერთიანებს. როგორც ბიბლიიდანაა ცნობილი, მოსეს მიერ ებრაელებს მიეცათ სჯული, რომელიც მათ, როგორც ღვთის რჩეულ ერს, ძე ღმრთისას განკაცებამდე მოამზადებდა. ანუ ძველი აღთქმა იყო განმამზადებელი იმ წიაღისა, რომელშიც მესია, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე უნდა შობილიყო.

ებრაელობა ერთადერთი ერი იყო, რომელსაც ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ ცოდნა მოსეს პირით თვით უფლისაგან ეუწყა.

ძველი აღთქმის რელიგია ებრაელთა რწმენისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ასპექტს განსაზღვრავდა ლოცვითი მსხვერპლშეწირვიდან საყოფაცხოვრებო საქმიანობამდე. ამ ხალხის რელიგიური ცხოვრების ცენტრს მეფე სოლომონის მიერ აგებული იერუსალიმის ტაძარი წარმოადგენდა, რომელიც ძვ. წ. VI საუკუნეში ბაბილონის მეფემ, ნაბუქოდონოსორმა დაანგრია. მოგვიანებით, ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულმა ებრაელებმა ახალი ტაძარი ააგეს.

როგორც ბიბლიური ისტორია მოგვითხრობს, მთლიანობაში ერს ძლიერ უჭირდა მოსეს მცნებებით ცხოვრება, ებრაელობა და მათი მრავალი მეფე ხშირად მიიდრიკებოდა ხოლმე წარმართობისაკენ და უცხოტომელთა "ღმერთებს" სცემდა თაყვანს. ამგვარი განდგომილებისა და უსჯულოების მამხილებელნი იყვნენ წინასწარმეტყველნი, რომელნიც დაბნეულ ერს კვლავ ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემისკენ მოუწოდებდნენ.

სულიერი ამპარტავნებით შეპყრობილმა ისრაელმა ქრისტე ღმერთად და მხსნელად ვერ შეიცნო. მართალია, ისინი დიდი სასოებით მოელოდნენ აღთქმული მესიის დაბადებას, მაგრამ მათი მოლოდინი დამახინჯებული გახლდათ, კერძოდ, ისინი პოლიტიკური ლიდერის მოსვლას ელოდნენ, ადამიანს, რომელიც არა მხოლოდ რომაელთა ბატონობისაგან იხსნიდა ისრაელს, არამედ სხვა ხალხებზეც გააბატონებდა მათ. ებრაელთა იმდროინდელი მენტალიტეტისათვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ფაქტი, რადგან ვერაფრით წარმოიდგინეს, რომ ღმერთს, აბსოლუტურ არსებას, შეიძლებოდა ჰყოლოდა ძე და ისიც დამცირებული და ჯვარცმული. ამიტომაც იქცა ქრისტე, როგორც პავლე მოციქული წერს, "იუდეველთათვის საცთურად" და იმის მიუხედავად, რომ ქრისტეს მოწაფენი ებრაელები იყვნენ, ერმა მთლიანობაში მაინც უარყო მაცხოვარი. ამის შემდგომ მათ დაკარგეს ღვთისრჩეულობა, ხოლო ძველი აღთქმის რელიგია, ქრისტეს ეკლესიის გაჩენის შემდეგ, უქმ იქმნა.

ახ. წ. 70 წელს, ებრაელთა აჯანყების საპასუხოდ, რომაელებმა იერუსალიმის ტაძარი და მთელი იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს, ებრაელობა კი სხვადასხვა ქვეყნებში განიფანტა.

ამის შემდეგ იუდაიზმი ებრაელთა ნაციონალური კონსოლიდაციისა და ეროვნული თვითშეგნების საფუძვლად იქცა. იმის მიუხედავად, რომ შუა საუკუნეებში ებრაელთა რელიგიური შეხედულებანი, არსებითად, ძველი აღთქმის წიგნებს, უპირველესად, მოსეს ხუთწიგნეულს, თორას, ემყარებოდა, ებრაელები ძველ რაბინთა გადმოცემებსაც აღიარებდნენ, რომლებიც თავიდან თაობებს ზეპირად გადაეცემოდა, მოგვიანებით ხსენებული გადმოცემები ჩაიწერეს და "თალმუდის" (მოძღვრება, მეცნიერება) სახელით გააერთიანეს და იგი ებრაელთათვის მეორე კანონად იქცა.

არსებობს თალმუდის ორი სახეობა: - ბაბილონური და იერუსალიმური, ანუ პალესტინური. მათ შორის უფრო გავრცელებული და ავტორიტეტული პირველია. არის თალმუდის განმარტებანი, ე. წ. მიდრაში, რომელიც, თავის მხრივ, ორი სახისაა: დაწერილი (მიდრაშ გალაჰა) და დაუწერელი (მიდრაშ ჰაგადა).

XII საუკუნეში, ცნობილმა ფილოსოფოსმა და თეოლოგმა მოსე მაიმონიდმა, იუდაიზმის ტრადიციული დოგმატები "რწმენის 13 სიმბოლოდ" ჩამოაყალიბა:

1) არსებობს ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო;

2) ის ერთია;

3) უსხეულოა;

4) მას დასაწყისი არ გააჩნია;

5) უნდა ვილოცოთ მხოლოდ მასზე;

6) საღვთო გამოცხადება ჭეშმარიტებაა;

7) მოსე ყველაზე დიდი წინასწარმეტყველია;

8) თორა ღმერთმა უკარნახა მოსეს;

9) მოსეს კანონის სხვა კანონით შეცვლა არ შეიძლება;

10) ღვთის განგება მართავს სამყაროს;

11) არსებობს სიკეთისათვის ჯილდო და ბოროტებისათვის სასჯელი;

12) ისრაელში მოვა მესია;

13) მკვდრეთით აღდგომა ჭეშმარიტებაა.

იუდეველთა მოქმედება სწორედ ამ დოგმატებით განისაზღვრება.

"რწმენის 13 სიმბოლოში" მესიის მოლოდინი კვლავ ფიგურირებს და ეს ბუნებრივიცაა, ქრისტეს მესიად არაღიარებით ძველი აღთქმისეული მოლოდინი ბუნებრივად გაგრძელდა გვიანდელ იუდაიზმშიც. მოლოდინი გაამძაფრა მსოფლიოში გაფანტული ებრაელობის მძიმე ხვედრმა, სამშობლოს ნოსტალგიამ და სახელმწიფოს აღდგენის იმედმა. ზოგიერთი თალმუდისტი მესიის მოსვლის კონკრეტულ თარიღსაც კი ასახელებდა. იერუსალიმის ტაძრის დანგრევის შემდგომ იუდაიზმში მსხვერპლშეწირვაც შეწყდა და იგი მხოლოდ მაშინ განახლდება, როდესაც სოლომონის ტაძარი კვლავ აიგება (იქ დღეს ომარის მეჩეთი დგას), ამიტომაც იუდეველთა ღვთისმსახურება მხოლოდ ლოცვითა და თორის შესწავლით ამოიწურება, რაც სინაგოგებში (შესაკრებელი, ებრაულად - ბეთ-ჰა-ქნესეთ) აღესრულება.

იმავდროულად, თალმუდში მოცემულია სამართლებრივი ნორმები, ეთიკური სისტემა, რომელიც ყოველმა მორწმუნე ებრაელმა უნდა დაიცვას.

- დღესასწაულებზე რა შეგიძლიათ თქვათ?

- ისევე, როგორც ძველი აღთქმის ეპოქაში, ყველაზე დიდ დღესასწაულად პასექი - ებრაელი ერის ეგვიპტის მონობისაგან გათავისუფლების გახსენება - ითვლება. სხვა დღესასწაულებია: როშ-ჰაშანა (ახალი წელი), იომქიფური (განკითხვის დღე), ხანუქა, ფურიმი და სხვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ იუდაიზმში, თალმუდის გარდა, არსებობს ფილოსოფიურ-მისტიკური ხასიათის სწავლება, რომელსაც კაბალა ეწოდება. ეს უკანასკნელი ორ წიგნშია გადმოცემული: "იეცირასა" და "ზოჰარში". პირველი მათგანი ბენ-აკიბას მიეწერება, მეორე კი მის ვაჟს, სიმონ-ბენ-იოხიას, რომლებიც ახ.წ. II საუკუნეში მოღვაწეობდნენ, თუმცა ზოგიერთ მკვლევარს კაბალა მხოლოდ შუა საუკუნეებში შექმნილ წიგნად მიაჩნია, როდესაც ებრაელებმა არაბთა მეშვეობით ნეოპლატონიზმი გაიცნეს და მისი მისტიციზმის გავლენა განიცადეს. როგორც ჩანს, ძველი წარმომავლობის მიუხედავად, კაბალისტურმა მოძღვრებამ დასრულებული სახე შუა საუკუნეებში მიიღო.

კაბალა თავს საიდუმლო მოძღვრებად ასაღებს. კაბალისტთა მოძღვრებით, საღმრთო წერილის გარეგანი შინაარსის ქვეშ ღრმა და მისტიკური აზრია დაფარული და სწორედ იგია სრული და საბოლოო ჭეშმარიტების წყარო, რომელიც ღმერთმა მოსეს გაანდო და გადმოცემით გადაეცა თაობებს, ვიდრე საბოლოოდ კაბალისტურ წიგნებში არ დაფიქსირდა.

იუდაიზმი დღეს ისრაელის სახელმწიფო რელიგიაა და მისი გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ძალზე დიდია, სკოლა რელიგიისაგან არაა გამოყოფილი, არსებობენ კლერიკალური პარტიები: "მიზრახი", "აგუდა ისრაელი" და სხვა.

- როდის გაჩნდა პირველი ებრაული თემები ჩვენში?

- საქართველოში იუდაიზმს 26-საუკუნოვანი ისტორია აქვს. პირველი ებრაული თემები ჩვენს ქვეყანაში ნაბუქოდონოსორის ლაშქრობის შედეგად მიგრირებულმა ებრაელებმა შექმნეს. გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს ებრაელთა რაოდენობა საქართველოში 70 000 კაცს აღწევდა, თუმცა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ეს რიცხვი მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ამის მიუხედავად, იუდაისტური სინაგოგები საქართველოს ყველა იმ ქალაქში მოქმედებს, სადაც ებრაელობა კომპაქტურად ცხოვრობს. თბილისის მთავარ სინაგოგას რამდენიმე წლის წინ ასი წელი შეუსრულდა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.04.2013
ბუდიზმი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი რელიგიაა. იგი ინდივიდუალური სულიერი განვითარების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას
06.12.2012
უკანასკნელ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში უამრავი ახალი მიმდინარეობა, ორგანიზაცია და სექტა გამოჩნდა.
25.10.2012
პირველყოფილი რელიგიები ჩინეთში
ჩინელების წარმოდგენა ღმერთის შესახებ განსხვავდებოდა დასავლეთის ხალხების რელიგიური წარმოდგენებისაგან.
02.10.2008
"ჩინური რელიგიების" ცნებაში იგულისხმება კონფუციანელობა და დაოსიზმი, რომლებიც ბუდიზმთან ერთად ქვეყნის უდიდესი ნაწილისთვის ოფიციალურ რელიგიებად ითვლება.
07.08.2008
გვიანდელი იუდაიზმი საკმაოდ დასცილდა ძველაღთქმისეულ იუდაიზმს, ამიტომაც ზოგიერთი მკვლევარი ებრაელთა დღევანდელ რელიგიას ნეოიუდაიზმად მოიხსენიებს
იუდაიზმი ებრაელი ხალხის რელიგიაა.
17.04.2008
ისლამის მიხედვით ადამიანს არ გააჩნია თავისუფალი ნება, თუმცა პასუხისმგებელია საკუთარ საქციელზე
ქართველებს მაჰმადიანობის გამოჩენისთანავე მოუხდათ მასთან შეხება
04.11.2005
"სომხეთის წმინდა სამოციქულო ეკლესია" - ასე უწოდებენ სომხები თავიანთ აღმსარებლობას. ის ერთ-ერთი უძველესი აღმსარებლობაა და ეკუთვნის ძველი აღმოსავლეთის ე.წ. ქალკედონამდელ მართლმადიდებელ აღმსარებლობათა რიცხვს (ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ეკლესიამ ქალკედონის IV მსოფლიო კრება და მისი შემდგომი კრებები არ აღიარა და ერთიან ეკლესიას გამოეყო).
06.05.2005
პროტესტანტული მიმდინარეობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კალვინისტური აღმსარებლობა. სახელწოდება "კალვინიზმი" მომდინარეობს მისი დამაარსებლის, ფრანგი ჟან კალვინის (1509-1564) სახელისგან, რომელიც შვეიცარიაში მოღვაწეობდა.
08.04.2005
პროტესტანტული მიმდინარეობის ერთ-ერთი სახეობა, ანგლიკანური აღმსარებლობა, XVI ს-ში რეფორმაციის შედეგად შეიქმნა, რაც ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის (1509-1547) სახელს უკავშირდება. თავიდან ჰენრი VIII არ ფიქრობდა ეკლესიის რეფორმაზე, ის კათოლიკური აღმსარებლობის ერთგული იყო.
25.03.2005
პროტესტანტიზმის სახელით ცნობილ მოძრაობას XVI საუკუნეში ჩაეყარა საძირკველი. მისი ერთ-ერთი დამაარსებელი გერმანელი მღვდელი მარტინ ლუთერი (1483-1546) გახლდათ. ლუთერის სწავლებას, მისი გვარის მიხედვით, ლუთერანობა (ლუთერანიზმი) ეწოდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat