ანგლიკანური აღმსარებლობა
ანგლიკანური  აღმსარებლობა
პროტესტანტული მიმდინარეობის ერთ-ერთი სახეობა, ანგლიკანური აღმსარებლობა, XVI ს-ში რეფორმაციის შედეგად შეიქმნა, რაც ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის (1509-1547) სახელს უკავშირდება. თავიდან ჰენრი VIII არ ფიქრობდა ეკლესიის რეფორმაზე, ის კათოლიკური აღმსარებლობის ერთგული იყო. 1520 წელს პროტესტანტების წინააღმდეგ ტრაქტატიც კი დაწერა, რის გამოც რომის პაპმა "რწმენის დამცველის" საპატიო წოდება მიანიჭა. ცოტა ხნის შემდეგ ჰენრიმ მოინდომა გაყროდა კანონიერ მეუღლეს ეკატერინე არაგონელს და ცოლად შეერთო ფრანგი ანა ბოლეინი. ეს კი შესაძლებელი იყო მხოლოდ რომის პაპის თანხმობით, მაგრამ პაპმა კლიმენტი VII-მ უარი უთხრა. ამიტომ ინგლისის პარლამენტმა 1534 წელს გაათავისუფლა ინგლისის ეკლესია რომის აღმსარებლობის დაქვემდებარებისაგან და ინგლისის აღმსარებლობის მეთაურად მეფე გამოცხადდა. ჰენრი VIII ცოლს გაეყარა და ანა ბოლეინი შეირთო. თუმცა მან გააუქმა პაპის უფლება ინგლისის აღმსარებლობაზე და გაწყვიტა კავშირი რომთან, მაგრამ პროტესტანტულ მოძრაობას მაინც არ შეუერთდა და ეკლესიაში ყველაფერი უცვლელად დატოვა.

ჰენრი VIII პირველ რეფორმატორად კი ითვლება, მაგრამ ნამდვილი სარწმუნოებრივი გარდაქმნა დაიწყო მისი მემკვიდრის ედუარდ VI-ის დროს (1547-1553), რომლის მეფობის პირველი წლებიდანვე იწყება ინგლისის აღმსარებლობის ახალი რჯულმოძღვრების შექმნაზე ზრუნვა. კენტერბერის მთავარეპისკოპოსი თომას კრანმერი 1553 წელს აქვეყნებს ახალი სარწმუნოების 42 მუხლს, რომელიც შეიცავს სწავლებას ეკლესიასა და ცხონება-გადარჩენაზე. კრანმერის ეს რადიკალური კონცეფცია სწრაფად იწყებს გავრცელებას. ჰენრი VIII-ს მხოლოდ პაპისგან დამოუკიდებელი აღმსარებლობის შექმნა უნდოდა, მისმა მიმდევრებმა კი საქმე მის სრულ რეფორმაციამდე მიიყვანეს.

მაგრამ რეფორმაციის სრულ გამარჯვებამდე ჯერ კიდევ ადრე იყო. სარწმუნოების 42 მუხლის გამოქვეყნებიდან მალე ედუარდ VI გარდაიცვალა. ინგლისის ტახტი დაიკავა მარიამ ტიუდორმა, მეტსახელად მარიამ კათოლიკემ, ანუ მარიამ სისხლიანმა (1553-1558), რომელიც კათოლიციზმის ფანატიკური მომხრე იყო. მთავარეპისკოპოსი კრანმერი, რომელმაც არც მარიამი ცნო კანონიერ დედოფლად და არც თავის შეხედულებებზე თქვა უარი, 1556 წელს კოცონზე დაწვეს. დაიწყო კონტრრეფორმაცია, ჩამოახრჩვეს 200 კაცი.

1558 წელს გარდაიცვალა მარიამ ტიუდორი და ინგლისის დედოფალი გახდა ელისაბედ ტიუდორი (1558-1603), მარიამის ნახევარდა. მან ინგლისში აღადგინა და განამტკიცა რეფორმაცია. ანგლიკანურმა სარწმუნოებამ საბოლოო სახე მიიღო მის დროს - 1563 წელს გამოქვეყნებულ სარწმუნოების 39 მუხლში ჩამოყალიბებული იქნა ახალი მიმართულების მთავარი დოგმატები.

ანგლიკანები აღიარებენ მარტო ორ საეკლესიო საიდუმლოს - ნათლისღებას და ზიარებას, ისიც - ლუთერანული გაგებით. დანარჩენ საიდუმლოებებს უყურებენ, როგორც კარგ ქრისტიანულ წეს-ჩვეულებებს. ანგლიკანობა უარყოფს წმინდანების, მათი ნაწილების და ხატების თაყვანისცემას. აღიარებს სწავლებას უცილობელი ბედისწერის შესახებ. კათოლიკეების მსგავსად, ცნობს საეკლესიო იერარქიას, რომელიც შედგება ეპისკოპოსების, მღვდლებისა და დიაკვნებისგან, მათ აგრეთვე შეინარჩუნეს პირჯვრის წერა, მუხლმოდრეკა ლოცვის დროს, საეკლესიო შესამოსელი და ზოგიერთი დღესასწაული.

XVII-XVIII საუკუნეებში ანგლიკანური აღმსარებლობა სამ პარტიად გაიყო, რომლებიც დღესაც განაგრძობენ არსებობას. ესენია: დაბალი ეკლესია, მაღალი ეკლესია და ფართო ეკლესია. დაბალი ეკლესია ცდილობს, ანგლიკანობა დაუახლოვოს პროტესტანტობას, მაღალ ეკლესიას რომის კათოლიკური აღმსარებლობისკენ აქვს მიდრეკილება, ხოლო ფართო ეკლესია ცდილობს, ეს ორი მიმართულება ერთმანეთს მოარიგოს და დააკავშიროს. თავის მხრივ, ინგლისის მეფეს, როგორც ეკლესიის მეთაურს, უფლება მიეცა დაენიშნა კენტერბერის მთავარეპისკოპოსი. აღმსარებლობა სრულიად შეერწყა სახელმწიფოს და ანგლიკანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.

ანგლიკანობა მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული: თავად ინგლისში, შოტლანდიაში, უელსსა და ნაწილობრივ ირლანდიაში, გარდა ამისა, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და სამხრეთ აფრიკის იმ ქვეყნებში, რომლებიც ადრე ინგლისის დომინიონებს წარმოადგენდა. ამ სარწმუნოებას მსოფლიოში 50 მლნ-მდე აღმსარებელი ჰყავს.

1967 წელს შვედეთის ერთ-ერთმა ლუთერანულმა აღმსარებლობამ მღვდელმსახურად ქალი აკურთხა. ეს ეპიდემია ევროპის ქვეყნებს მოედო, მათ შორის ინგლისსაც. მართალია, დღეისათვის ინგლისის ანგლიკანურ აღმსარებლობაში ჯერ არ გვხვდება ქალი მღვდელმსახური, მაგრამ სხვა ანგლიკანურ აღმსარებლობებში (ინგლისის ფარგლებს გარეთ) ქალთა მღვდლობა დაშვებულია, აშშ-ში კი ქალთა ეპისკოპოსად კურთხევასაც ფიქრობენ. გარდა ამისა, ისინი უფრო შორსაც წავიდნენ - შარშან ეპისკოპოსად მამათმავალი აკურთხეს.

როგორც აღვნიშნეთ, ანგლიკანურ აღმსარებლობას სათავეში მეფე უდგას (დღეისთვის - დედოფალი, ელისაბედ II უინძორი). მთელი ინგლისის აღმსარებლობა დაყოფილია ორ საარქიეპისკოპოსოდ - კენტერბერისა და იორკის. უპირატესობით სარგებლობს კენტერბერის საარქიეპისკოპოსო, რომლის მეთაური ინგლისის აღმსარებლობის პრიმასად არის გამოცხადებული. საარქიეპისკოპოსოები იყოფა საეკლესიო ოლქებად, რომელთაც ეპისკოპოსები მეთაურობენ. ანგლიკანური სამღვდელოება აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეპისკოპოსთა დიდი ნაწილი ლორდთა პალატის წევრია.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.11.2013
"ებრაელობა ერთადერთი ერი იყო, რომელსაც ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ ცოდნა მოსეს პირით თვით უფლისაგან ეუწყა...
11.04.2013
ბუდიზმი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი რელიგიაა. იგი ინდივიდუალური სულიერი განვითარების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას
06.12.2012
უკანასკნელ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში უამრავი ახალი მიმდინარეობა, ორგანიზაცია და სექტა გამოჩნდა.
25.10.2012
პირველყოფილი რელიგიები ჩინეთში
ჩინელების წარმოდგენა ღმერთის შესახებ განსხვავდებოდა დასავლეთის ხალხების რელიგიური წარმოდგენებისაგან.
02.10.2008
"ჩინური რელიგიების" ცნებაში იგულისხმება კონფუციანელობა და დაოსიზმი, რომლებიც ბუდიზმთან ერთად ქვეყნის უდიდესი ნაწილისთვის ოფიციალურ რელიგიებად ითვლება.
07.08.2008
გვიანდელი იუდაიზმი საკმაოდ დასცილდა ძველაღთქმისეულ იუდაიზმს, ამიტომაც ზოგიერთი მკვლევარი ებრაელთა დღევანდელ რელიგიას ნეოიუდაიზმად მოიხსენიებს
იუდაიზმი ებრაელი ხალხის რელიგიაა.
17.04.2008
ისლამის მიხედვით ადამიანს არ გააჩნია თავისუფალი ნება, თუმცა პასუხისმგებელია საკუთარ საქციელზე
ქართველებს მაჰმადიანობის გამოჩენისთანავე მოუხდათ მასთან შეხება
04.11.2005
"სომხეთის წმინდა სამოციქულო ეკლესია" - ასე უწოდებენ სომხები თავიანთ აღმსარებლობას. ის ერთ-ერთი უძველესი აღმსარებლობაა და ეკუთვნის ძველი აღმოსავლეთის ე.წ. ქალკედონამდელ მართლმადიდებელ აღმსარებლობათა რიცხვს (ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ეკლესიამ ქალკედონის IV მსოფლიო კრება და მისი შემდგომი კრებები არ აღიარა და ერთიან ეკლესიას გამოეყო).
06.05.2005
პროტესტანტული მიმდინარეობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კალვინისტური აღმსარებლობა. სახელწოდება "კალვინიზმი" მომდინარეობს მისი დამაარსებლის, ფრანგი ჟან კალვინის (1509-1564) სახელისგან, რომელიც შვეიცარიაში მოღვაწეობდა.
25.03.2005
პროტესტანტიზმის სახელით ცნობილ მოძრაობას XVI საუკუნეში ჩაეყარა საძირკველი. მისი ერთ-ერთი დამაარსებელი გერმანელი მღვდელი მარტინ ლუთერი (1483-1546) გახლდათ. ლუთერის სწავლებას, მისი გვარის მიხედვით, ლუთერანობა (ლუთერანიზმი) ეწოდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat