ჩინური რელიგიები
ჩინური რელიგიები
"ჩინური რელიგიების" ცნებაში იგულისხმება კონფუციანელობა და დაოსიზმი, რომლებიც ბუდიზმთან ერთად ქვეყნის უდიდესი ნაწილისთვის ოფიციალურ რელიგიებად ითვლება. მათ ერთობას სანძიაო ეწოდება, რაც სამ რელიგიას ნიშნავს. როგორც სინოლოგები აღნიშნავენ, ამ სამი რელიგიის მიმდევართა რაოდენობის დადგენა ჭირს, რადგან მრავალი ჩინელი სამივე რელიგიისთვის დამახასიათებელ რიტუალებს ასრულებს. თუმცა კონფუციანელები მაინც ყველას სჭარბობენ. როგორც ერთი, ისე მეორე რელიგია ძვ.წ.აღ.-ით VIს.-ში წარმოიშვა. მათ დამაარსებლად ითვლება კონფუცი (იგივე კუნ-ძი, კუნ-ფუ-ძი ანუ მასწავლებელი კუნი. კონფუცი კონფუციუსის გალათინურებული ფორმაა და იგი პირველად იხმარა იეზუიტმა მატეო რიჩიმ, რომელმაც 1600 წელს იმოგზაურა ჩინეთში), რომლის დაბადების თარიღად 551 ან 555 წელს მიიჩნევენ, დაოსიზმის დამაარსებელი ლაოძი კი დახლოებით 604 წელს დაიბადა.

ბუდიზმის მსგავსად, თავდაპირველად, ორივე ეს რელიგია ფილოსოფიურ სისტემებს წარმოადგენდა.

ამ დროისთვის ჩინეთში კიდევ ოთხი ფილოსოფიური სკოლა ჩამოყალიბდა: 1) ინიანძი (მოძღვრება ინ-სა და იან-ზე); 2) მონ-ძია (სახელთა სკოლა); 3) ფა-ძეა (კანონიკურს ნიშნავს და ამის გამო მას ევროპაში ლიგიზმის სახელით იცნობენ); 4) მოიზმი (იგი დააარსა მო-ძიმ).

გარდა ამისა, X საუკუნეში ჩნდება ნეოკონფუციანელობა, რომლის წინამორბედად ხან-იუ და ლიაო (VIII-IXს.ს.), ხოლო ფუძემდებლად - სიენ ფუ, ხუ-იუანი და ში-ძე ითვლებიან. III საუკუნეში დაოსიზმის ასაღორძინებლად შეიქმნა ნეოდაოსიზმი - ხე-იანისა და გან-ბის მიერ, რომელიც შემდგომში ბუდიზმს შეერწყა და გაქრა. ნეოკონფუციანელობა კი უფრო სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა და მან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნამდე - 1949 წლამდე იარსება.

მათ გარკვეულწილად შეითვისეს ძველი ჩინური რწმენა - წარმოდგენათა ელემენტები, კერძოდ, რიტუალები და სწავლება ინ-სა და იან-ზე.

ინი და იანი მზიან და მოღრუბლულ ამინდს აღნიშნავს. შემდგომ ჩინელებმა ამ ტერმინების საშუალებით დაპირისპირებულ მოვლენათა გამოხატვა დაიწყეს. მაგალითად, სინათლე-სიბნელე, ცეცხლი-წყალი, აქტიური-პასიური, მამრობითი-მდედრობითი და ა.შ. საერთოდ კი, ინი მიწიერი, უხეში საწყისია, იანი - წმინდა, ზეციური, სულიერი. ისინი მარადიულად არსებობენ და პარალელურად იმყოფებიან, მაგრამ ერთმანეთს არ სპობენ. მათ ემორჩილება ყოველივე. ისინი ამოქმედებენ 4 ელემენტს და გარდაქმნიან მათ. ინისა და იანის ერთობლივ წესრიგს დაო ეწოდება.

კონფუცის მოძღვრებას ძნელია რელიგია ეწოდოს, ამ სიტყვის მკაცრი გაგებით. მასში არათუ პიროვნული, აბსოლუტის, არამედ არც კოსმოგონიის, ონტოლოგიის, გნოსეოლოგიის, ლოგიკისა და მეტაფიზიკის პრობლემები არსებობს. იგი, უპირველესად, ეთიკურ-პოლიტიკურ დოქტრინას წარმოადგენს და მისი ძირითადი საკითხებიც ადამიანის ბუნება, მისი ზნეობა, ოჯახური ცხოვრება და სახელმწიფოს მართვაა.

კონფუციანელობის მთავარი თემა ზეციერისა და მიწიერის ურთიერთობაა. მისი აზრით, ზეციური ბატონობს მიწაზე და განაგებს მას. იგია ის, რაც ადამიანებს ბედისწერას უმორჩილებს, ეს უკანასკნელი კი ადამიანის ცხოვრებას განაგებს. ზეცა ბუნების ნაწილია, მაგრამ ამავე დროს, მისი უმაღლესი სულიერი ძალაცაა, რომელიც ადამიანის ბუნებას განაპირობებს. ადამიანი, რომელსაც ზეცისგან მონიჭებული აქვს გარკვეული ეთიკური თვისებები, ზნეობრივი კანონების (დაო) მიხედვით უნდა იქცეოდეს და სწავლის მეშვეობით სრულყოფდეს ზნეობას. სწავლის მიზანი "კეთილშობილი მამაკაცის" (ძიუნ-ძი) დონის მიღწევაა, რომელიც ფლობს ლი-ს, რაც კეთილი ხალხის მიმართ სამართლიანი და უფროსების მიმართ პატივისმცემელი ადამიანის ეტიკეტია. კონფუცის სისტემაში დიდი ადგილი უჭირავს ტერმინ "ჟენ"-ს (ადამიანურობა). ესაა კანონი ადამიანთა შორის ოჯახში, საზოგადოებასა და სახელმწიფოში იდეალური ურთიერთობების შესახებ, რომელიც შეესატყვისება პრინციპს: "ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გსურს თავად შენ". ამავე დროს, კონფუცისთვის უცხოა მტრების სიყვარული. იგი ამბობდა: "თუ მეგობრებივით მოვექცევი მტრებს, მაშინ როგორღა მოვექცე მეგობრებსო".

ამგვარი ეთიკური თეორიიდან აგებს კონფუცი თავის პოლიტიკურ კონცეფციას. იგი მოითხოვს ვალდებულებათა მკაცრ და ზუსტ იერარქიულ განაწილებას საზოგადოების წევრებს შორის, რის მაგალითადაც მას ოჯახი მიაჩნია. როგორც ზეცას ექვემდებარება მიწა და იმპერატორი, ისე ამ უკანასკნელს ემორჩილებიან მოხელეები, მამას - ოჯახის წევრები, უფროს ძმას - უმცროსი და ა.შ. ე.ი. ზნეობრივი ცხოვრება სუბორდინაციაზეა დამყარებული.

კონფუციანელობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება რიტუალის შესრულების სიზუსტესა და პედანტურობას, თუმცა ამისთვის სხვა ფილოსოფოსები კონფუცის აკრიტიკებდნენ, რადგან ამგვარ პედანტობაში მიმდევართა მიზიდვის საშუალებას ხედავდნენ. იგი მაინც ჩინებულად მოერგო ჩინელთა ეროვნული ხასიათის კონსერვატიზმსა და ტრადიციათა დაცვის მოვალეობის გრძნობას.

კონფუცის გარდაცვალების შემდეგ მისი მოძღვრება 8 მიმდინარეობად გაიყო, რომელთაგან მნიშვნელოვანია მხოლოდ ორი:

იდეალისტური სკოლა - მენძი.

მატერიალისტური სკოლა - სუ-ძი.

ორივე სკოლა ძვ.წ. III საუკუნეში ჩამოყალიბდა. მათი შემქმნელები იყვნენ შესაბამისად მენ-ძი (372-289წ.წ.) და სუნ-ძი (313-235 ან 298-238 წ.წ.). მათ შორის განსხვავება ყველაზე მეტად ანთროპოლოგიაში ჩანს, კერძოდ, მენ-ძის მიხედვით, ადამიანის ბუნება კეთილია. ეს მისი ძირეული პოსტულატია, საიდანაც იგი ასკვნის, რომ ადამიანში ჩადებულია სიკეთის ცოდნა და სიკეთის ქმნის უნარი. ბოროტება ადამიანში ჩნდება იმ შემთხვევაში, როცა იგი თავისი ბუნების მიხედვით არ მოქმედებს, შეცდომას უშვებს ან ძალა არ შესწევს, უცხო გავლენას დააღწიოს თავი. ბოროტების აღმოფხვრა ადამიანის თავდაპირველი ბუნების აღდგენით უნდა მოხდეს, რაც განათლებით მიიღწევა, რის შემდეგაც ადამიანი შეიცნობს ზეცას და მის სამსახურში ჩადგება.

მენძიმ ადამიანში ორი საწყისი გამოყო: იდეალური (გული, სული, გონება, ნება) და მატერიალური (ცი), რომელთაგან უპირატესობა ნებას (ჯი) მიანიჭა. სუნძი მეორე უკიდურესობაში ჩავარდა. მან ადამიანის ბუნება ბოროტად მიიჩნია. მისი აზრით, ადამიანი არ არის დამოკიდებული გარეშე ფაქტორებზე, არც ზეცაზე, პირიქით, იგი თვითონ უნდა მართავდეს ბუნებას. მენ-ძისაგან დიამეტრულად განსხვავებული პოზიციის მიუხედავად, სუნძიც ადამიანური ბოროტების მოსასპობად იმავე მეთოდს ირჩევს - აღზრდას, რიტუალების დაცვასა და მოვალეობის შესრულებას. სრულყოფილება კი ხანგრძლივი სწავლით მიიღწევა, რაც მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება.

ანალოგიურ აღზრდის მეთოდს გვთავაზობს დუნ ჯუნ-სუც (180-115 ან 177-104 წ.წ.), რომელიც, წინამორბედთა რადიკალიზმის ნაცვლად, ადამიანში როგორც ბოროტი, ისე კეთილი საწყისის არსებობას აღიარებს და დუალიზმის პოზიციაზე დგება.

როგორც ვხედავთ, კონფუცის მიმდევრები ბოროტების დაძლევის გზას ზნეობრივ სრულყოფილებაში ხედავენ, რაც ერთი შეხედვით ქრისტიანულ სწავლებას წააგავს, მაგრამ ისინი არაფერს ამბობენ, თუ რატომაა ადამიანი ბუნებით კეთილი ან ბოროტი, ან ორივე ერთდროულად, რა არის ამის მიზეზი, რადგან მათთვის უცნობია პიროვნული ღმერთის, როგორ შემოქმედის, ცოდვით დაცემისა და სხვა ფუნდამენტური ცნებები. თვით სულის უკვდავების საკითხიც არა მარტო კონფუციანელობაში, არამედ მთელ ჩინურ აზროვნებაში საკმაოდ ბუნდოვანია, თუმცა გარდაცვლილისადმი პატივისცემის რიტუალი მეტად მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. ადამიანის სრულყოფისა და ბოროტების დაძლევის გზის ძიებას კონფუციანელები ღვთის შეწევნის გარეშე ცდილობენ, ხოლო ამ ძიების მთელი სიმძიმე პიროვნებასა და საზოგადოებაზე გადააქვთ. გარდა ამისა, კონფუციანელობის მიხედვით, პიროვნება დეტერმინირებულია, ერთი მხრივ, ფატალიზმით, მეორე მხრივ, საზოგადოებრივი წესრიგისა და სახელმწიფოს ინტერესების გააბსოლუტურებით, რის გამოც ადამიანი ამ სახელმწიფოს უბრალო შემადგენელ ნაწილადაა ქცეული.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.11.2013
"ებრაელობა ერთადერთი ერი იყო, რომელსაც ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ ცოდნა მოსეს პირით თვით უფლისაგან ეუწყა...
11.04.2013
ბუდიზმი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი რელიგიაა. იგი ინდივიდუალური სულიერი განვითარების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას
06.12.2012
უკანასკნელ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში უამრავი ახალი მიმდინარეობა, ორგანიზაცია და სექტა გამოჩნდა.
25.10.2012
პირველყოფილი რელიგიები ჩინეთში
ჩინელების წარმოდგენა ღმერთის შესახებ განსხვავდებოდა დასავლეთის ხალხების რელიგიური წარმოდგენებისაგან.
07.08.2008
გვიანდელი იუდაიზმი საკმაოდ დასცილდა ძველაღთქმისეულ იუდაიზმს, ამიტომაც ზოგიერთი მკვლევარი ებრაელთა დღევანდელ რელიგიას ნეოიუდაიზმად მოიხსენიებს
იუდაიზმი ებრაელი ხალხის რელიგიაა.
17.04.2008
ისლამის მიხედვით ადამიანს არ გააჩნია თავისუფალი ნება, თუმცა პასუხისმგებელია საკუთარ საქციელზე
ქართველებს მაჰმადიანობის გამოჩენისთანავე მოუხდათ მასთან შეხება
04.11.2005
"სომხეთის წმინდა სამოციქულო ეკლესია" - ასე უწოდებენ სომხები თავიანთ აღმსარებლობას. ის ერთ-ერთი უძველესი აღმსარებლობაა და ეკუთვნის ძველი აღმოსავლეთის ე.წ. ქალკედონამდელ მართლმადიდებელ აღმსარებლობათა რიცხვს (ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ეკლესიამ ქალკედონის IV მსოფლიო კრება და მისი შემდგომი კრებები არ აღიარა და ერთიან ეკლესიას გამოეყო).
06.05.2005
პროტესტანტული მიმდინარეობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კალვინისტური აღმსარებლობა. სახელწოდება "კალვინიზმი" მომდინარეობს მისი დამაარსებლის, ფრანგი ჟან კალვინის (1509-1564) სახელისგან, რომელიც შვეიცარიაში მოღვაწეობდა.
08.04.2005
პროტესტანტული მიმდინარეობის ერთ-ერთი სახეობა, ანგლიკანური აღმსარებლობა, XVI ს-ში რეფორმაციის შედეგად შეიქმნა, რაც ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის (1509-1547) სახელს უკავშირდება. თავიდან ჰენრი VIII არ ფიქრობდა ეკლესიის რეფორმაზე, ის კათოლიკური აღმსარებლობის ერთგული იყო.
25.03.2005
პროტესტანტიზმის სახელით ცნობილ მოძრაობას XVI საუკუნეში ჩაეყარა საძირკველი. მისი ერთ-ერთი დამაარსებელი გერმანელი მღვდელი მარტინ ლუთერი (1483-1546) გახლდათ. ლუთერის სწავლებას, მისი გვარის მიხედვით, ლუთერანობა (ლუთერანიზმი) ეწოდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat