გაიღო სასუფევლის კარი ყოველი მორწმუნისათვის
გაიღო სასუფევლის კარი ყოველი მორწმუნისათვის
აღსავლის კარი და კრეტსაბმელი
ღმერთმა ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში მოსე წინასწარმეტყველის პირით დარიგება მისცა ადამიანებს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ღვთისმსახურების ტაძარი. ახალი აღთქმის მართლმადიდებლური ტაძარი მსგავსია ძველი აღთქმისეული ტაძრისა.

ძველი აღთქმის ტაძარი (რომლის პირველსახეა მოძრავი კარავი ანუ სკინია) სამნაწილიანია: წმიდა წმიდათა, წმიდა და ეზო. მას ემსგავსება ქრისტიანული ტაძარიც - საკურთხეველი, შუა ნაწილი და კარიბჭე ანუ სტოა. ისევე, როგორც ძველ ტაძარში წმიდა წმიდათა, ახალ ტაძარშიც საკურთხეველი სასუფევლის გამომხატველია. ძველ აღთქმაში იკრძალებოდა წმიდა წმიდათაში შესვლა. მხოლოდ მღვდელმთავარს ჰქონდა წელიწადში ერთხელ ამის უფლება. როგორც ცნობილია, ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანის წინაშე დაიხშო სასუფევლის კარი. მღვდელმთავარი კი, როგორც პირველსახე ქრისტესი, ამგვარი ქმედებით აუწყებდა ერს, რომ ჟამთა გადასვლის შემდგომ ქრისტე ჯვარცმითა და თავისი სისხლის ფასად დააბრუნებდა ადამიანს სასუფეველში. ამიტომაც ქრისტეს ჯვარცმისას კრეტსაბმელი - ფარდა, რომელიც წმიდა წმიდათას (წმიდათა წმიდას) გამოყოფდა ტაძრის დანარჩენი ნაწილისაგან და ფარავდა ღვთის საიდუმლოებას ადამიანთა თვალთაგან, ორად გაირღვა: "კრეტსაბმელი ტაძრისა გაიპო ორად, ზემოდან ქვემოთ, და მიწა შეიძრა და კლდეები დასკდა" (მთ. 27,51). ასე რომ, აღთქმის კიდობანი, ქერუბიმები და სხვა, რომელთა დანახვის უფლებაც არავის ჰქონდა სიკვდილის შიშით, დასანახი გახდა ტაძარში მდგარი თითოეული მღვდლისათვის. "ღვთის ტაძარმა, რომელიც დიდად იგლოვდა განხორციელებული ღმრთის სიკვდილს, თითქოს დაფხრიწა თავისი სამოსელი ანუ ფარდა" (ნეტარი თეოფილაქტე). წმიდა წმიდათა განასახიერებდა ზეცას, კრეტსაბმელის გაპობა მიანიშნებდა, რომ ახლა ზეცასა და დედამიწას შორის გამყოფი ზღუდე დაირღვა, გაქრა მტრობა ღმერთსა და კაცს შორის, რომ ზეცა მისაღწევი გახდა ადამიანისათვის, გაიღო სასუფევლის კარი ყოველი მორწმუნისათვის იმიტომ, რომ იქ შევიდა მღვდელმთავარი იესო ქრისტე თავისი საკუთარი სისხლით. ყველაფერი, რაც უწინ იფარებოდა სჯულის ქვეშ, თითქოს ფარდის უკან, ყოველგვარი გაურკვეველი და საიდუმლოებით მოცული ძველ აღთქმაში ახლა გასაგები გახდა, რაც ქრისტეზე აღსრულდა...

მართლმადიდებლურ ტაძარში წმიდას შესატყვისია შუა ნაწილი. ძველი აღთქმისეული ტაძრის წმიდაში შესვლის უფლება მხოლოდ ღვთისმსახურთ ჰქონდათ. ახალ ეკლესიაში კი ლოცულობს ყოველი ქრისტიანი, რამეთუ ყველასთვის ღიაა სასუფეველი.

ძველი ტაძრის ეზოს, სადაც ლოცულობდა ერი, შეესაბამება ახალი ტაძრის სტოა; ეს ადგილი კათაკმეველთათვის, მონანულთა და ზიარებისაგან განყენებულთათვის არის განკუთვნილი.

მართლმადიდებლური ტაძრის საკურთხეველი აიგება აღმოსავლეთით, რადგან აღმოსავლეთის მხარეს დანერგულ სამოთხეს მოასწავებს; ამასთან, ქრისტიანები იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას სწორედ აღმოსავლეთიდან მოელიან. საკურთხეველი შემაღლებულია, რათა ყველამ იხილოს მოქმედება, რომელიც იქ ხდება. ასევე მიგვანიშნებს, რომ ის, რაც საკურთხეველში ხდება, თავისი სულიერი მნიშვნელობით ყოველგვარ ამსოფლიურზე მაღლა დგას.

საკურთხეველი შუა ტაძრისაგან გამოყოფილია ფიცრის ან ქვის კედლით, რომელშიც ჩასვენებულია წმიდა ხატები; ამ კედელს კანკელი ჰქვია. კანკელს საკურთხეველში შესასვლელად სამი კარი აქვს. შუა კარს აღსავლის ან სამეუფო კარი ჰქვია. აქედან შედიან საკურთხეველში მღვდელმსახურნი ღვთისმსახურებისთვის განკუთვნილ დროს. სხვა დროს კი დახურულია და დაბურულია ფარდით, რომელსაც კრეტსაბმელი ჰქვია. ეს ფარდა შეიძლება მოძრაობდეს ზემოდან ქვემოთ ან იწეოდეს გვერდზე. ეკლესიის მამის, სვიმეონ სოლონელის მიხედვით, ფარდა, რომელიც კიდია სამსხვერპლოს (ტრაპეზის) წინ, არის სიმბოლო იმ ადგილისა, სადაც უფლის წინაშე არსებობენ ანგელოზები და წმინდანები. აღსავლის კარს აქეთ-იქით ახლავს ერთი - სამხრეთის და მეორე - ჩრდილოეთის კარები.

ლიტურგია საღმრთო ისტორიის გამეორებაა: მწუხრის ლოცვებს გადავყავართ ძველი აღთქმის, მაცხოვრის მოლოდინის ხანაში; ცისკრის მსახურება, განსაკუთრებით კი კვირისა, მიანიშნებს ახალი აღთქმის პერიოდს, კერძოდ, მაცხოვრის შობას და მის მკვდრეთით აღდგომას... ამიტომ ღვთისმსახურებისას აღსავლის კარის გაღება-დახურვას თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. კვირის ღამისთევის მსახურების დაწყების წინ გაღებული აღსავლის კარი (და კრეტსაბმელი) იმის მიმანიშნებელია, რომ ადამიანს, ღვთის განგებით, სამოთხეში ყოფნა ჰქონდა განკუთვნილი. კმევის დასრულების შემდეგ კი აღსავლის კარის დახურვა სიმბოლურად აღნიშნავს იმას, რომ სამოთხის კარი დაიხურა ცოდვით დაცემული ადამიანისათვის. ამბიონზე დახურული აღსავლის კარის წინ მღვდელი სიმბოლურად მონანულ ადამს გამოხატავს, რომელიც სინანულით იყო აღვსილი სამოთხის კართან...

წირვის დასაწყისში კრეტსაბმელის გაწევას თავისი მნიშვნელობა აქვს. იმის საჩვენებლად, რომ იესოს დაბადების საიდუმლო გაიგეს მხოლოდ რჩეულებმა: ღვთისმშობელმა, იოსებმა, მოგვებმა და მწყემსებმა, - გახსნიან მხოლოდ კრეტსაბმელს, აღსავლის კარი კი დახურული რჩება. მცირე გამოსვლის დროს იღება სამეუფო კარი, რაც იმის მანიშნებელია, რომ უფალი იესო ქრისტე იწყებს სახარების ქადაგებას ყველასთვის. ლიტურგიის იმ ნაწილში, როდესაც მაცხოვრის დასაფლავებას აღნიშნავენ, კრეტსაბმელით იფარება აღსავლის კარი, რაც სიმბოლოა იესოს სამარხთან დაყენებული დაცვისა, ასევე იმისა, რომ მისი გარდაცვალების საიდუმლო ყველასთვის არ არის გასაგები. მოწოდებას, "კარნი, კარნი", მოჰყვება კრეტსაბმელის გაწევა, რაც სიმბოლურად გვაუწყებს, რომ უფალმა თავისი აღდგომის გაცხადება ყველასთვის მოინდომა.

სად იკიდება ფარდა და რა მნიშვნელობა აქვს მას?
მართლმადიდებელ ეკლესიაში, კერძოდ, საქართველოში, კანკელის მიღმა შესასვლელი, აღსავლის კარი, მეუფის შესასვლელი ტახტრევანის წინ არის. სამეუფო კარი იმიტომ ეწოდება შესასვლელს, რომ აქედან დიდების მეუფე - იესო ქრისტე შემოდის ხალხის საზიარებლად. არსებობს მოსაზრება, რომ სამეუფო კარმა იმიტომ მიიღო ეს სახელწოდება, რომ აქედან შემოდიოდნენ ბიზანტიელი იმპერატორები, რაც მცდარია. ბიზანტიელი იმპერატორები ეკლესიაში შემოდიოდნენ სხვა კარიბჭიდან და იხსნიდნენ გვირგვინს, იარაღსა და სამეფო რეგალიებს.

კრეტსაბმელი (ფარდა) აღსავლის კარის შიგნიდან, საკურთხევლის მხრიდან იკიდება. ფარდა საიდუმლოების საფარველს ნიშნავს, რითაც ფარავენ ღმერთის სიწმინდეებს.

განსაზღვრულ დროს ფარდა იხსნება და იხურება. რისი მიმანიშნებელია ეს?
ფარდის გახსნა ადამიანთათვის გადარჩენის საიდუმლოების გახსნას ნიშნავს, აღთქმულის გახსნას მორწმუნეთათვის, ხოლო ფარდის დახურვა - ადამიანთათვის ციური სამოთხის წართმევას მათი ცოდვების გამო. ტაძარში მდგომ ცოდვილებს ფარდის გახსნა შეახსენებს მათ ცოდვილიანობას და მოუწოდებს, შევიდნენ ღვთის მეუფებაში, ხოლო იესო ქრისტეს ჯვარცმა მის ერთგულებს კვლავ აძლევს საშუალებას, ღვთისმსახურების დროს გახდნენ ღვთიური ცხოვრების თანაზიარნი.

ფარდის ამ ძირითად სიმბოლურ მნიშვნელობას თანმიმდევრობით უერთდება უფრო კერძო მნიშვნელობები. დიდი სვლის შემდეგ (ლიტურგიაში) ქრისტეს მიერ ჯვრის ტვირთვა და ჯვარცმა ჩვენს გადარჩენას გამოხატავს, ხოლო ფარდის ჩამოფარება - ქრისტეს კუბოთდებას, ქრისტეს აკლდამაზე ლოდის მიფარებას. "მრწამსის" გალობის დროს ფარდა იხსნება. იგი იმ ქვის სიმბოლოცაა, ანგელოზებმა ქრისტეს საფლავიდან რომ გადააგდეს და რწმენისაც, რომელსაც ადამიანები ხსნისკენ მიჰყავს.

აღსავლის კარის გახსნა და დახურვა მანიშნებელია იმისა, რაც ზეცაში ხდება. ქრისტემ თავისი ხორცითა და სისხლით კაცობრიობას გზა გაუხსნა. "სწორედ ამ გზით განწმენდილნი ვართ ჩვენ, იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით" (ებრ. 10,10).
ბეჭდვაელფოსტა
16.03. 2019
ქეთევანი
პირველშეწირულის ლიტურღიის დროს რატომ ხდება კრეტხაბმელის ნახევრად დახურვა?
29.11. 2018
ნინო
წმინდა წერილის, მოციქულთა საქმეების, ახალი აღთქმის რომელ წიგნს შეესაბამება ეს რიტუალი რაც დღეს ხდება მართლმადიდებლურ ტაძრებში? რამდენჯერ უნდა მოახდინოს მღვდელთმთავარმა კრედსაბელის გახსნა დახურვა? ის ერთხელ გაიხა და მორჩა!!! ღიაა უფალთან მისასვლელი გზა ყველასთვის. აღარაა წმინდათა წმინდაში მღვდელთმსახურის საშუალებით შესვლა საჭირო. მღვდელი ვეღარ იქნება ქრისტეს სისხლის დაღვრის შემდეგ გამომსყიდველი ჩვენი ცოდვების რიტუალებით. გააუქმა იესო ქრისტემ მღვდლობა!
სხვა სიახლეები
17.04.2020
წმიდა მარიამ მაგდალინელმა იმპერატორ ტიბერიუსს კვერცხი მიართვა და აღდგომა ახარა.
17.04.2015
აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, პირველი ერთი კვირის - ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში საკურთხეველში შესასვლელ სამეუფო კარებთან, პატარა მაგიდაზე დევს არტოსი (ბერძნულად - პური).
21.11.2013
წმინდა იოანე ოქროპირმა ერთ-ერთ თავის ქადაგებაში გაახსენა მრევლს დავით წინასწარმეტყველის სიტყვები:
04.07.2013
ანბანი მართლმადიდებლობისა
ყველა, ვინც ერთხელ მაინც დასწრებია წირვა-ლოცვას, აუცილებლად მიაქცევდა ყურადღებას ლამაზ და საზეიმო შესამოსლებს.
25.04.2013
საკურთხეველს ტაძრის შუა ნაწილისაგან გამოჰყოფს ხის ან ქვის კედელი, რომელზეც გამოსახულია ხატები და მას კანკელი (ბერძ. "იკონოსტასი") ეწოდება.
12.04.2012
ქრისტიანობისათვის სიმბოლურობა პირველი საუკუნეებიდანვე ნიშნეული იყო. სიმბოლო ხომ ორ სამყაროს - ხილულსა და უხილავს - აერთიანებს.
24.11.2011
დედაეკლესიის კარიბჭესთან ახალმისულ ქრისტიანს, რომელიც ახლა იწყებს მართლმადიდებლობის ანბანის შესწავლას, ხშირად უჩნდება კითხვა - რომელი უფრო აღმატებულია
17.03.2011
ბერძნულად სიმბოლო ანუ "შერწყმა" - ნიშნავს შეერთებას მის მატარებელთან, უხილავი სინამდვილის წარმოჩენას ხილული ნატურალიზმის მეშვეობით ან გამოვლინების გამოსახულებით განმარტებას.
16.04.2009
საკურთხეველი ზეცას, აღმოსავლეთის მხარეს დანერგულ სამოთხეს განასახიერებს
ისევე როგორც ძველი აღთქმის ტაძარში წმიდა წმიდათა, ახალი აღთქმის ტაძარშიც საკურთხეველი სასუფევლის გამომხატველია. ძველ აღთქმაში იკრძალებოდა წმიდა წმიდათაში შესვლა.
16.04.2009
უდიდესი საიდუმლო, რაც კი დედამიწის ზურგზე აღესრულება, უფლის წმინდა სისხლთან და ხორცთან ზიარებაა. ევქარისტიის საიდუმლო წირვაზე სრულდება. ტრადიციულად, წირვის დაწყების წინ მართლმადიდებელი ქრისტიანები ტაძარში ვყიდულობთ სეფისკვერს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat