კითხვა-პასუხი
კითხვა-პასუხი
* რამდენად მართებულია, რომ ზოგიერთი მღვდელი ძვირადღირებული უცხოური მანქანით დაქრის, როდესაც ჩვენი მაცხოვარი ცხენითაც არ დადიოდა და თავმდაბლობის გამო ვირზე იჯდა?

- უფალი უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს მოძღვრებს: მათ აქვთ ვალდებულება და ძალაუფლება განკურნონ ადამიანის ცოდვილი ბუნება (მიუტევონ ცოდვები, გახსნან კრულნი), მოაწესრიგონ ადამიანების სულიერი პრობლემები, დაანახონ მათ ქრისტე. სულიერ შვილებს კი ევალებათ იზრუნონ მოძღვრისა და მისი ოჯახის ყოფით პრობლემებზე. წმინდა მოციქულთა თავი პავლე პირდაპირ ბრძანებს, ჩვენ გაძლევთ სულიერს და რა დიდი ამბავია, თქვენგან ხორციელი მივიღოთო.

* ქორწინებისას მართლმადიდებლები რატომ ვიკეთებთ საქორწინო ბეჭედს მარჯვენა ხელზე და არა მარცხენაზე, როგორც ეს ქრისტიანობის სხვა კონფესიებშია მიღებული?

- ადამიანი საქმეს მარჯვენა ხელით უფრო მარჯვედ, უფრო კარგად აკეთებს. მარჯვენას ყოველთვის უპირატესობას აბიჭებდა ადამიანი. მარჯვენით ვწერთ, ვიბრძვით, ვესალმებით, პირჯვარს ვიწერთ... იერარქიულადაც, მარჯვნივ დგომა აღემატება მარცხნივ დგომას: ეპისკოპოსს ღვთისმსახურებისას მარჯვნივ უპირატესი მღვდელი უდგას; მეფეც მარჯვნივ ისვამდა თანამეფე შვილს; ძე ღმერთიც ადამიანური ბუნებით დაჯდა მარჯვენით მამისა და კაცობრივმა ბუნებამ ღვთაებრივის თანასწორი ძალაუფლება მიიღო; ქრისტეც ცხონებულ სამწყსოს მარჯვნივ დაიყენებს.

საქორწინო ბეჭედი, რომელიც მარადისობის სიმბოლოა (რგოლს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული) და ცოლ-ქმრის მარადიული ერთად ყოფნის ნიშანია, სასურველია სწორედ მარჯვენა ხელზე ეკეთოს დაქორწინებულს, რამეთუ უფალთან ცოლ-ქმრის მარადიულად ერთად ყოფნა ჩვენს ღვაწლზეც, მართალ ცხოვრებაზეც არის დამოკიდებული.
ბეჭდვაელფოსტა
23.01. 2016
დავითი
შევეხები ზემოთ დაწერილ პირველ პასუხს.20 წელია უკვე, რაც საქართველოს ფარგლებს გარეთ ვხოვრობ, შემოსავალიც საკმარისი მაქვს,მანდ პარლამენტარებს რომ არ აქვთ,მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში ჩემს თავს უფლება ვერ მივეცი არა თუ ახალი,არამედ ძვირიანი მანქანა მეყიდა. აქ საუბარია მოძღვარზე რომელმაც მრევლის შემოწირულობით უნდა იცხოვროს და თუ არ ქურდობ ასეთ ძვირფასიან მანქანას ვერ იყიდი.და ბოლოს ჩემი აზრით ეს ქრისტეს ღალატია!
03.08. 2014
რატომ არ იცვითებიან საქართველოში ბიჯები მერვე დგეს?
მე ვიმყოფები ეგვიპტეში.აქ არის მრავალი ადგილები სადაც მარიამი და იესო დადიოდნენ.აქ საქორწინო ბეჯედს მარცხენა ხელზე იკეთებენ.და კითხვა მაქ ერთი:რატომ არ ვიქცევით ისე როგორც იესო მოიქცა.რატომ არ იცვითება ბიჯები 8დგეს.როგორც ბიბლიაში წერია?
სხვა სიახლეები
19.01.2016
შეიძლება თუ არა ერთი ბავშვის ნათლია ორი და იყოს?
ორი დის მიერ ბავშვის მონათვლა დანაშაული არ არის. მთავარია, ნათლიებს გააზრებული ჰქონდეთ მათი მოვალეობა ღვთისა და ერის წინაშე
12.04.2012
მორწმუნეთა შეკითხვებს პასუხობს მონაზონი მოსე მთაწმინდელი, მოძღვარი წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის კელიისა, ყუთლუმუშის მონასტრის წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის სკიტიდან.
23.12.2010
მოგეხსენებათ, რომ ჟურნალი "კარიბჭე" თვეში ერთხელ შეხვედრებს აწყობს ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან.
04.03.2010
შეხვედრა მამა თეოდორე გიგნაძესთან

რატომ აკურთხებენ ხატებს?

ხატების კურთხევის საღვთისმეტყველო განმარტება ასეთია:
19.02.2009
"კარიბჭემ" 22 იანვარს კიდევ ერთ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი. "შეხვედრა მოძღვართან" - ასე ერქვა საღამოს, რომელიც თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა. ეს იყო გულწრფელი დიალოგი ჟურნალის კონსულტანტ დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და მსმენელს შორის.
20.03.2008
* რატომ არ დაიშვებიან მშობლები შვილის ნათლობის საიდუმლოს აღსრულებაზე?
არანაირი საეკლესიო აკრძალვა იმის შესახებ, რომ ნათლობის საიდუმლოს აღსრულებაზე ბავშვის მშობლები არ დაიშვებიან, არ არსებობს.
07.02.2008
* როგორ უნდა ვილოცოთ დედათა წესის დროს?

დედათა წესი ქრისტიანად ყოფნისგან არ გათავისუფლებთ, ამ პერიოდშიც ქრისტიანად რჩებით და გევალებათ როგორც ლოცვა, ისე მარხვა.
10.01.2008
* რა განწყობილებით უნდა შეეგებოს ახალ წელს მართლმადიდებელი ქრისტიანი?

- ფაქტია, რომ უკლებლივ, დიდს თუ პატარას, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად უხარია ახალი წელი.
13.12.2007
* 17 დეკემბერს აღესრულება დიდი დღესასწაული წმინდა ბარბარესი. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, არაერთი ხალხური ტრადიცია შემოგვრჩა, თუნდაც ბარბარობის "ბედობის დღედ" მოხსენიება...
29.11.2007
* ვისთან გავარკვიოთ ხატის კანონიკურობა და რომელი წმინდანების ხატები უნდა ვიქონიოთ შინ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat