სავალდებულოა თუ არა ნათლობისას ნათლიებისათვის გარკვეული თანხის გადახდა? ხელმოკლეთათვის თუ არსებობს შეღავათები?
- ზოგიერთ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიაში (საბერძნეთის, რუსეთის, იერუსალიმის...) ნათლობისა თუ სხვა საიდუმლოთა აღსრულებისათვის დაწესებულია გარკვეული თანხა.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ამგვარი ფიქსირებული გადასახადი არ არსებობს; ჩვენთან ნებაყოფლობითი შეწირულობაა. სხვა ადგილობრივ ეკლესიებში არსებული დაწესებული გადასახადებიც იგივე შეწირულობაა, ოღონდ სხვა ფორმით. გაჭირვებულ ადამიანს არავინ დაავალდებულებს რაიმეს შეწირვას.
დღეს ბევრს საუბრობენ ეკლესიის ვალდებულებებზე მრევლის წინაშე, მაგრამ არ იციან მრევლის ვალდებულება ეკლესიის წინაშე. ეკლესია მოციქულთა დროიდან შეწირულობით არსებობს. წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს, ჩვენ გაძლევთ რა სულიერს, რა დიდი ამბავია, თქვენგან ხორციელი მივიღოთო. მართლაც, რითი შეიძლება მადლიერება გამოხატოს ადამიანმა ეკლესიის წინაშე, როდესაც ეს უკანასკნელი მორწმუნეს აძლევს ყოველივე სულიერს: სიმშვიდეს, სიხარულს, მხნეობას, იმედს, ბედნიერებას, მარადიულობის განცდას, აპოვნინებს ღმერთს და გაჰყავს გადარჩენის, განღმრთობის გზაზე? ერთადერთი, რითაც ადამიანი ეკლესიისადმი მადლიერებისა და სიყვარულის გამოხატვას შეძლებს, არის ნივთიერი შეწირულობა (ფული, საჭმელი, საკუთარი შრომა). შეწირვისას დანანება და სიძუნწე ღვთის წყალობას მოაკლებს შემწირველს (რადგან ასეთ ადამიანს სიყვარული არა აქვს).
ვფიქრობ, ქართულ ეკლესიაში არსებული მდგომარეობა (ფიქსირებული გადასახადის არარსებობა) უმჯობესია, რამეთუ ადამიანს სინდისის მიხედვით მოქმედების საშუალებას აძლევს. ყოველი გასცემს შესაძლებლობისა და სინდისის მიხედვით და შესაბამისად იღებს წყალობას გულთამხილავი ღმერთისაგან.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი