კითხვა-პასუხი
კითხვა-პასუხი
სავალდებულოა თუ არა ნათლობისას ნათლიებისათვის გარკვეული თანხის გადახდა? ხელმოკლეთათვის თუ არსებობს შეღავათები?
- ზოგიერთ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიაში (საბერძნეთის, რუსეთის, იერუსალიმის...) ნათლობისა თუ სხვა საიდუმლოთა აღსრულებისათვის დაწესებულია გარკვეული თანხა. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ამგვარი ფიქსირებული გადასახადი არ არსებობს; ჩვენთან ნებაყოფლობითი შეწირულობაა. სხვა ადგილობრივ ეკლესიებში არსებული დაწესებული გადასახადებიც იგივე შეწირულობაა, ოღონდ სხვა ფორმით. გაჭირვებულ ადამიანს არავინ დაავალდებულებს რაიმეს შეწირვას.

დღეს ბევრს საუბრობენ ეკლესიის ვალდებულებებზე მრევლის წინაშე, მაგრამ არ იციან მრევლის ვალდებულება ეკლესიის წინაშე. ეკლესია მოციქულთა დროიდან შეწირულობით არსებობს. წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს, ჩვენ გაძლევთ რა სულიერს, რა დიდი ამბავია, თქვენგან ხორციელი მივიღოთო. მართლაც, რითი შეიძლება მადლიერება გამოხატოს ადამიანმა ეკლესიის წინაშე, როდესაც ეს უკანასკნელი მორწმუნეს აძლევს ყოველივე სულიერს: სიმშვიდეს, სიხარულს, მხნეობას, იმედს, ბედნიერებას, მარადიულობის განცდას, აპოვნინებს ღმერთს და გაჰყავს გადარჩენის, განღმრთობის გზაზე? ერთადერთი, რითაც ადამიანი ეკლესიისადმი მადლიერებისა და სიყვარულის გამოხატვას შეძლებს, არის ნივთიერი შეწირულობა (ფული, საჭმელი, საკუთარი შრომა). შეწირვისას დანანება და სიძუნწე ღვთის წყალობას მოაკლებს შემწირველს (რადგან ასეთ ადამიანს სიყვარული არა აქვს).

ვფიქრობ, ქართულ ეკლესიაში არსებული მდგომარეობა (ფიქსირებული გადასახადის არარსებობა) უმჯობესია, რამეთუ ადამიანს სინდისის მიხედვით მოქმედების საშუალებას აძლევს. ყოველი გასცემს შესაძლებლობისა და სინდისის მიხედვით და შესაბამისად იღებს წყალობას გულთამხილავი ღმერთისაგან.
ბეჭდვაელფოსტა
02.12. 2014
Nikolozi
ბევრგან არიან პატიოსანი მღვდლები, მაგრამ არის ტაძრები, დიდ–დიდი და ცნობილი, სადაც ტაქსაა დაწესებული. ეს არის სიმართლე
04.08. 2014
kaxa
ramodenime lari rom gvenaneba eklessistvis,carmoidginet savaldebulo gadasaxadi rom daaceson ise rogorc adre iko , shemosavlis 10% (xom vixdit sahemosavlos, mogebis gadasaxads?)ncarmomidgenia ra ambebi atkdeba da ra komentarebs dadebt ak zog-zogiertebi, xalxno nu dagenanebat oriode groshi da nu iqnebit mamaoebis ganmkitxveli
04.08. 2014
ggg
ყველა ტაძარში არ არის ვაჭრობა და ფულის გამოძალვა. ჩემი მოძღვარი მაგალითად ძალიან ბრაზდება თუ ვინმე ფულს შეაძლევს ნათლობაზე, წესის აგებაზე ან სხვა რამეზე, იგი ეუბნება რომ არსებობს შესაწირი და თუ რამის გაცემა უნდა იქ ჩააგდოს
03.08. 2014
***
ნათლობის რიტუალში დაწესებული რამდენიმე ათეული ლარი ბევრი გვეჩვენება და ნათლობის შემდეგ კი რესტორანში რამდენიმე ასეულს სიამოვნებით ვფლანგავთ! არადა, ნათლობა სულიერი ზეიმია, რომელსაც ის შესაწირავი უფრო მოუხდება, ვიდრე რესტორნებში გაუთავებელი სადღეგრძელოები.
03.08. 2014
ხატია
სამწუხაროდ,რეალობა სულ სხვაა...ეკლესიებში პირდაპირ თხოულობენ განსაზღვრულ თანხას და არც თუ ისე მცირეს...
სხვა სიახლეები
19.01.2016
შეიძლება თუ არა ერთი ბავშვის ნათლია ორი და იყოს?
ორი დის მიერ ბავშვის მონათვლა დანაშაული არ არის. მთავარია, ნათლიებს გააზრებული ჰქონდეთ მათი მოვალეობა ღვთისა და ერის წინაშე
12.04.2012
მორწმუნეთა შეკითხვებს პასუხობს მონაზონი მოსე მთაწმინდელი, მოძღვარი წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის კელიისა, ყუთლუმუშის მონასტრის წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის სკიტიდან.
23.12.2010
მოგეხსენებათ, რომ ჟურნალი "კარიბჭე" თვეში ერთხელ შეხვედრებს აწყობს ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან.
04.03.2010
შეხვედრა მამა თეოდორე გიგნაძესთან

რატომ აკურთხებენ ხატებს?

ხატების კურთხევის საღვთისმეტყველო განმარტება ასეთია:
19.02.2009
"კარიბჭემ" 22 იანვარს კიდევ ერთ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი. "შეხვედრა მოძღვართან" - ასე ერქვა საღამოს, რომელიც თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა. ეს იყო გულწრფელი დიალოგი ჟურნალის კონსულტანტ დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და მსმენელს შორის.
20.03.2008
* რატომ არ დაიშვებიან მშობლები შვილის ნათლობის საიდუმლოს აღსრულებაზე?
არანაირი საეკლესიო აკრძალვა იმის შესახებ, რომ ნათლობის საიდუმლოს აღსრულებაზე ბავშვის მშობლები არ დაიშვებიან, არ არსებობს.
07.02.2008
* როგორ უნდა ვილოცოთ დედათა წესის დროს?

დედათა წესი ქრისტიანად ყოფნისგან არ გათავისუფლებთ, ამ პერიოდშიც ქრისტიანად რჩებით და გევალებათ როგორც ლოცვა, ისე მარხვა.
10.01.2008
* რა განწყობილებით უნდა შეეგებოს ახალ წელს მართლმადიდებელი ქრისტიანი?

- ფაქტია, რომ უკლებლივ, დიდს თუ პატარას, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად უხარია ახალი წელი.
13.12.2007
* 17 დეკემბერს აღესრულება დიდი დღესასწაული წმინდა ბარბარესი. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, არაერთი ხალხური ტრადიცია შემოგვრჩა, თუნდაც ბარბარობის "ბედობის დღედ" მოხსენიება...
29.11.2007
* ვისთან გავარკვიოთ ხატის კანონიკურობა და რომელი წმინდანების ხატები უნდა ვიქონიოთ შინ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat