პატიოსანნო მსმენელნო! დღეს მოვისმენთ იგავს ერთ მეპატრონეზე, რომელმაც გააშენა ვენახი, დაიქირავა მევენახეები და ჩააბარა მათ. ვენახის დაკრეფვის დრო რომ მოვიდა, გაუშვა მეპატრონემ თავისი მონები ნაყოფის მოსატანად. მევენახეებმა შეიპყრეს მონები, ზოგი სცემეს, ზოგიც მოკლეს. კიდევ გაუგზავნა სხვა მონები მეპატრონემ, მაგრამ იმთაც ისე მოექცნენ მევენახეები. ბოლოს გაუგზავნა თავისი ძე. ძე, რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: მოდით მოვკლათ და დავისაკუთროთ მისი წილიო. ნეტა რა მოუვათ იმ მევენახეებს, როდესაც მოვა მეპატრონე? რა თქმა უნდა, დახოცავს მათ და ვენახს სხვა მევენახეებს მისცემს, ვინც პატიოსნად მისცემს ნაყოფს თავის მეპატრონეს.
ამ იგავში, ძვირფასო მსმენელნო, მევენახეები ვართ, მეპატრონე-ღმერთი. ნაყოფი ის სწორი და წმინდა ცხოვრებაა, რომელსაც ღმერთი მოითხოვს ჩვენგან.
მანამ ჩვენ მოვიქცევით გონივრულად და მივუგებთ ღმერთს თავის საზღაურს, მისი საყვარელი ძენი ვიქნებით. საღაურად კი ღმერთი მოითხოვვს რას? მხოლოდ იმიას, რომ ვიყოთ ჭეშმარიტი ქრისტიანები, ვილოცოთ, ვაკეთოთ სიკეთე, გვიყვარდეს ერთმანეტი, მოვინანიოთ ცოდვები და ვეზიაროთ.
ამინ!