საშობაო ეპისტოლე - 2023 წელი
საშობაო ეპისტოლე - 2023 წელი
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო, სა­ქარ­თვე­ლოს წმინ­და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ყო­ველ­ნო წევ­რნო, მკვიდ­რნო ივე­რი­ი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ­ნო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო,

"ვჰ­მად­ლობ­დეთ მა­მას, რო­მელ­მაც გვიხ­სნა სიბ­ნე­ლის ხელ­მწი­ფე­ბი­სა­გან… და შეგ­ვიყ­ვა­ნა თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი ძის სა­სუ­ფე­ველ­ში" (კოლ.1.13)

დგე­ბა ჟამი გა­მო­უთ­ქმე­ლი სი­დი­ა­დი­სა!

იშ­ვე­ბა ქრის­ტე, ირ­ღვე­ვა სიბ­ნე­ლის საკ­ვრელ­ნი, "ჩრდილ­ნი უკუმსვლე­ლო­ბენ და ჭეშ­მა­რი­ტე­ბა შე­მო­დის სი­ნათ­ლის და­სამ­კვიდ­რებ­ლად".

რო­გორ შეხ­ვდე­ბით მას? გვექ­ნე­ბა მონ­დო­მე­ბა და მზა­ო­ბა იმი­სა, რომ ჩვენც ქრის­ტეს­თან ერ­თად თა­ნა­ვიშ­ვათ, რათა თა­ნაჯ­ვარსვეც­ვათ, თა­ნა­და­ვიფ­ლათ, თა­ნა­ავღდგეთ და მას­თან ერ­თად ვი­ყოთ მა­რა­დი­უ­ლად?

ეს ურ­თუ­ლე­სი კი­თხვაა და მას­ზე სწო­რი პა­სუ­ხის გა­ცე­მა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის აზ­რის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ფაქ­ტია, ჩვე­ნი მუდ­მი­ვი ად­გი­ლი ამ­ქვეყ­ნად არ არის. ჩვენ ამ ყო­ფის­თვის არა ვართ გა­ჩე­ნილ­ნი; უხრწნე­ლად შე­ვიქ­მე­ნით და ამ მდგო­მა­რე­ო­ბას­ვე უნდა და­ვუბ­რუნ­დეთ. ეს აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა ჩვე­ნი ამ ქვეყ­ნი­დან გას­ვლით, ოღონდ ჩვე­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბი­სა და ღვთის ნე­ბის თან­ხვედ­რა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გო­რი იქ­ნე­ბა შემ­დგო­მი ჩვე­ნი ხვედ­რი.

ჩვე­ნი ნება ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჩვე­ნი სუ­ლით, გუ­ლით, გო­ნე­ბი­თა და სი­ტყვით ამი­ტო­მაც მათ­ზე ზრუნ­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გვმარ­თებს.

ჩვე­ნი სუ­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა სინ­დი­სი.

სინ­დი­სი ღვთის ხმაა. მას ვერ და­ი­მორ­ჩი­ლებ, შენი სურ­ვი­ლი­სა­მებრ ვერ გა­ნა­წყობ, ბო­ლომ­დე ვერც აღ­მო­ფხვრი; პი­რი­ქით, თა­ვის მყო­ფო­ბას მა­ში­ნაც გვაგ­რძნო­ბი­ნებს, რო­დე­საც ვცდი­ლობთ, გა­ვექ­ცეთ, თუმ­ცა ისეც ხდე­ბა, რომ მუდ­მი­ვი უგულ­ვე­ბელ­ყო­ფით, მისი ხმა სუს­ტდე­ბა და აღარ გვეს­მის. არ­სე­ბობს მდგო­მა­რე­ო­ბაც, რა­საც "დამ­წვა­რი სინ­დი­სი" ჰქვია და ადა­მი­ა­ნის უმ­ძი­მეს სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს.

ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რწმე­ნა და მცნე­ბე­ბი ჩვენ­ში სინ­დი­სის ხმის სიძ­ლი­ე­რი­სა და მარ­თე­ბუ­ლო­ბის ყვე­ლა­ზე უტყუ­ა­რი გან­მსა­ზღვრე­ლია და ჩვე­ნი სუ­ლის სწო­რად გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რად­გან სინ­დი­სი ჩვენს ნე­ბას ღვთის ნე­ბას­თან აკავ­ში­რებს.

"ვე­რა­ვინ ვერ და­დებს სხვა სა­ძირ­კველს, გარ­და უკვე და­დე­ბუ­ლი­სა, რო­მე­ლიც არის იესო ქრის­ტე. ხოლო თუ ვინ რას აშე­ნებს ამ სა­ძირ­კველ­ზე - ოქ­როს, ვერ­ცხლს, ძვირ­ფას ქვებს, შე­შას, თი­ვას, ჩა­ლას, - თი­თო­ე­უ­ლის საქ­მე გა­მომ­ჟღავ­ნდე­ბა ... ცე­ცხლით გამ­ჟღავ­ნდე­ბა და ცე­ცხლით­ვე გა­მო­იც­დე­ბა, ვინ რას აკე­თებს (1 კორ. 3, 11-13).

გული ცენ­ტრია ჩვე­ნი სი­ცო­ცხლი­სა, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბი­სა; ღვთის შიში, გრძნო­ბა­თა მთე­ლი სამ­ყა­რო და უფლთან ერ­თო­ბის სურ­ვი­ლი მას­ში მყო­ფობს.

გო­ნე­ბა კი გვეხ­მა­რე­ბა შე­ვიც­ნოთ გა­რე­სამ­ყა­რო და დავძლი­ოთ ჩვე­ნი და­ცე­მუ­ლი ბუ­ნე­ბა.

ცოდ­ვის­გან ადა­მი­ა­ნის გული, გო­ნე­ბა და სული თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ლოც­ვით, მარ­ხვით, მღვი­ძა­რე­ბი­თა და გან­საც­დე­ლე­ბით; ამი­ტო­მაც არ უნდა შეგ­ვე­შინ­დეს პრობ­ლე­მე­ბის. სიბ­რძნეც გვას­წავ­ლის: "კე­თილ­დღე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა უბე­დუ­რე­ბა­ზე სა­ში­ში იყოს და უბე­დუ­რე­ბა - კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე მე­ტად მა­ცხოვ­ნე­ბე­ლი."

თუ სწო­რად ვცხოვ­რობთ, ღმერ­თი აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, მისი შე­წევ­ნა კი შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­დეს იქ და მა­შინ, რა­საც ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დით.

X X X X

ადა­მი­ა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ­სე­ბაა, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია ღვთის ხა­ტად და მსგავ­სად; სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ი­ცავს რო­გორც მაკ­რო, ისე მიკ­რო სამ­ყა­როს და შე­საქ­მის გვირ­გვი­ნად და მე­ფედ არის დად­გე­ნი­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცოდ­ვით და­ცე­მის შემ­დეგ ადამ­მა და მის­მა შთა­მო­მავ­ლო­ბამ, საღვთო ღირ­სე­ბებ­თან ერ­თად, უკე­თურ ძალ­თა თვი­სე­ბე­ბიც შე­ი­ძი­ნა და ბო­რო­ტის გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ექ­ცა, შე­მოქ­მედ­მა მა­ინც არ მიგ­ვა­ტო­ვა;

კაც­თა გან­სწავ­ლა ათას­წლე­ულ­თა მან­ძილ­ზე ხდე­ბო­და წი­ნას­წარ­მე­ტყველ­თა და მსა­ჯულ­თა მიერ, სი­ტყვი­თა და რჯუ­ლით, ასე­ვე, ომე­ბით, გა­მარ­ჯვე­ბე­ბი­თა და და­მარ­ცხე­ბე­ბით... ბო­ლოს კი იუ­დას შტო­ში, იე­სეს მოდ­გმა­ში, და­ვი­თის სახ­ლში, და­ი­ბა­და ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი, - საღვთო აღმშე­ნებ­ლო­ბის მთე­ლი ის­ტო­რი­ის თა­ვის თავ­ში მომ­ცვე­ლი.

უფ­ლის მო­წყა­ლე­ბით მან მო­ი­ღო მად­ლი, - ეშვა შე­მოქ­მე­დი, რათა ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა განღმრთო­ბი­ლი­ყო და ჩვე­ნი გო­ნე­ბი­სათ­ვის მი­უწ­ვდო­მე­ლი სას­წა­უ­ლი აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი­ყო.

მო­ცი­ქუ­ლი ბრძა­ნებს: "ამი­ე­რი­დან აღა­რა ხართ მონა, არა­მედ შვი­ლი, ხოლო თუკი ძე ხარ, მა­შინ ქრის­ტეს მიერ ღმერ­თის მემ­კვიდ­რეც" (გალ.4.7).

ასე­თი გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი სი­დი­ა­დის თა­ნა­ზი­ა­რია ადა­მი­ა­ნი;

ასე­თი დი­ა­დია თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი!

და თუ თქვენ ცხოვ­რობთ ქრის­ტი­ა­ნუ­ლად სა­დი­დებ­ლად ღვთი­სა და მსა­ხუ­რე­ბად მოყ­ვა­სი­სა, არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მეც­ნი­ე­რი ხარ, პო­ლი­ტი­კო­სი, ექი­მი, მშე­ნე­ბე­ლი, გლე­ხი, სპორ­ტსმე­ნი, პე­და­გო­გი, მძღო­ლი, ჯა­რის­კა­ცი თუ სხვა, შენი საქ­მი­ა­ნო­ბა ღვთის­მსა­ხუ­რე­ბად შე­გე­რა­ცხე­ბა და ეს იქ­ნე­ბა შენი ოქრო, გუნ­დრუ­კი და მური უფ­ლის­თვის მირ­თმე­უ­ლი და გა­ი­ხა­რებ ორ­სავ სო­ფელ­სა შინა.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და ერ­თა­ნო­ბი­სათ­ვის ჩვენს ზრუნ­ვას, რად­გან გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რად რთუ­ლი ად­გი­ლი გვი­კა­ვია და მრა­ვა­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ვდგა­ვართ. "ურ­თი­ერ­თას სიმ­ძი­მე იტ­ვირ­თეთ და ესრე აღას­რუ­ლეთ რჯუ­ლი იგი ქრის­ტე­სი" (გა­ლატ.6,2), - მოგ­ვი­წო­დებს წმინ­და წე­რი­ლი.

X X X X

მო­დის მა­ცხო­ვა­რი, რათა გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლოს ურ­წმუ­ნო­ე­ბი­სა­გან და ჩვენს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს კი­თხვებს გას­ცეს პა­სუ­ხი, უბო­ძოს კა­ცობ­რი­ო­ბას ცათა სა­სუ­ფევ­ლის ცოდ­ნა და სა­მარ­თა­ლი, ყვე­ლა­ფერს და­უბ­რუ­ნოს მა­რა­დი­უ­ლო­ბა და იხ­სნას იგი სიკ­ვდი­ლი­სა და ხრწნი­ლე­ბი­სა­გან, "რად­გან კე­თილ ინე­ბა მა­მამ, რომ მას­ში (ქრის­ტე­ში) დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი­ყო მთე­ლი სავ­სე­ბა და მისი სა­შუ­ა­ლე­ბით შე­მო­ე­რი­გე­ბი­ნა ყო­ვე­ლი" (კო­ლას.1,19-20)

ყვე­ლას და, პირ­ველ რიგ­ში, უკ­რა­ი­ნის ომის მძი­მე შე­დე­გე­ბით დათ­რგუ­ნულ და და­ზა­რა­ლე­ბულ ბავ­შვებს, სა­ერ­თოდ ნე­ბის­მი­ერ მო­ზარდს მინ­და, მი­ვუ­ლო­ცო ქრის­ტე­შო­ბის დი­დე­ბუ­ლი ზე­ი­მი; მი­ვუ­ლო­ცო იგი ყვე­ლა ტვირ­თმძი­მე­სა და მაშ­ვრალს, რად­გან ეს დღე­სას­წა­უ­ლი აღ­მა­ტე­ბუ­ლია ნე­ბის­მი­ერ გან­საც­დელ­ზე, ჰმე­ტობს თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ტკი­ვილს და იმე­დით გვავ­სებს.

ჩემო სუ­ლი­ე­რო შვი­ლე­ბო, სა­ქარ­თვე­ლოს მკვიდ­რნო და უცხო­ეთ­ში მყოფ­ნო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო, სუ­ლი­ე­რად წარ­ვე­მარ­თოთ ბეთ­ლე­მი­სა­კენ, რათა მწყემ­სებ­თან ერ­თად ვა­დი­დით ყრმა იესო, მოგ­ვებ­თან ერ­თად შევ­წი­როთ ძღვე­ნი,- ოქრო, გუნ­დრუ­კი და მური და ან­გე­ლო­ზებ­თან ერ­თად ვუ­გა­ლო­ბოთ: "დი­დე­ბა მა­ღალ­თა შინა ღმერ­თსა, ქვე­ყა­ნა­სა ზედა მშვი­დო­ბა და კაც­თა შო­რის სათ­ნო­ე­ბა."

ღმერ­თმა და ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბელ­მა და­ლო­ცოს სა­ქარ­თვე­ლო!

ინე­ბოს უფალ­მა ჩვენ­მა იესო ქრის­ტემ, ჩვენ­ზეც აღ­სრულ­დეს წმინ­და და­ვით მე­ფის სი­ტყვე­ბი:

"ნე­ტარ არს ხალ­ხი, ვის­თვი­საც ღმერ­თი არის უფა­ლი, ხალ­ხი, - მის­და სამ­კვიდ­როდ გა­მორ­ჩე­უ­ლი" (ფსალ. 32.12).

თქვენ­თვის მლოც­ვე­ლი,

ილია II

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი

თბი­ლი­სი, შობა ქრის­ტე­სი 2023 წელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat