უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგება ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეს.
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგება ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეს.
"ეკლესიამ უნდა შეასრულოს თავისი დიდი მოვალეობა და ჩვენი ერი შეიყვანოს სასუფეველში!"

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ადამიანის გონება ვერასდროს ჩაწვდება ღვთის სიდიადეს. ვიცით მხოლოდ, რომ ღმერთი არის შემოქმედი ცათა და ქვეყანისა და მფარველი ხილული და უხილავი სამყაროსი.

დღეს არის განსაკუთრებული დღესასწაული - ხსენება ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. ხშირად გვეკითხებიან: რატომ ვამბობთ "ყაზანის", "ვლადიმირის", "ივერიის" ღვთისმშობელი, დედა ღვთისა ხომ ერთია?

ეს იმიტომ, რომ ღვთისმშობელი დედის სასწაულები სხვადასხვა ქვეყანაში გამოვლინდა და ყველამ მის ხატს შესაბამისი ადგილის სახელი უწოდა. ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა არაერთხელ იხსნა რუსეთის ქვეყანა დიდი განსაცდელისაგან. ეს წმინდა ტაძარიც მის სახელზეა აშენებული.

რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრმა ქვეყანამ იმისათვის, რომ სათნო ვეყოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს.

უფალი ბრძანებს: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე!"

აი, ამ გზით უვლია ჩვენს წინაპრებს და ასევე უნდა იაროს მომავალშიც ჩვენმა ხალხმა. ეს არის ერთადერთი გადამრჩენელი გზა, მხოლოდ ამ გზით გავხდებით მკვიდრნი სასუფევლისა.

წმინდა პავლე მოციქული ამბობს: "ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი." ყველაზე რთული სწორედ ისაა, თუ შეძლებ, რომ შენს ჯვართან ერთად იტვირთო სხვისი ჯვარიც, სხვისი სიმძიმეც; მითუმეტეს, რთულია ეს ჩვენს დროში.

მოგეხსენებათ, ძალიან რთულ პერიოდში ვცხოვრობთ, რომელსაც გლობალიზაციის ხანას უწოდებენ.

ეს არის ჟამი, როცა ქვეყნები ერთმანეთს უახლოვდებიან, როცა ძალიან აქტიურად შემოდის ჩვენში დასავლეთის კულტურა და მასთან ერთად შემოდის ფსევდოკულტურა.

სწორედ მისი გავლენითაა, რომ დღეს ადამიანებს უკვე ცოდვა ცოდვად აღარ მიაჩნიათ და უარყოფენ 10 მცნებას.

დაიკარგა ზღვარი უფროსებსა და უმცროსებს შორის, დაიკარგა სიწმინდე. თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, ნიშნავს, რომ ჩვენ დაღუპვის გზაზე ვდგავართ. ამიტომაც უნდა ვიცოდეთ, რა ვაკეთოთ.

რადიოში ახლახან მოვისმინე ასეთი საუბარი: 24 წლის ახალგაზრდა ამბობდა: ჩვენ სამი ძმანი ვართო.

ერთი მათგანი იეღოველი ყოფილა, მეორე მართლმადიდებელი და მესამე, ანუ თვითონ - საერთოდ ურწმუნო.

რაზე მეტყველებს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანის ოჯახში აღზრდა სათანადო დონეზე არ იყო, რომ მათ მშობლებს არ შეუსრულებიათ თავისი მოვალეობა.

ამ ახალგაზრდამ, რომელსაც 24 წლის ასაკში უკვე მოვლილი აქვს ციხე, თურქეთში, აზერბაიჯანში და დღესაც "თავისუფალი ცხოვრებით" ცხოვრობს. რა უნდა მოუტანოს ან თავის თავს, ან სამშობლოს? რადგან, ვიმეორებ, ეს ყალბი "თავისუფლება" ნიშნავს ისეთ მდგომარეობას, როცა ადამიანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, როცა არავითარი ზნეობრივი ფარგლები და კანონები მისთვის აღარ არსებობს.

მე მინდა, ჩვენს ხალხში გამომუშავდეს იმუნიტეტი ასეთი გარემოსაგან თავის დასაცავად.

ჭეშმარიტი თავისუფლება ჩვენ უფალმა მოგვანიჭა; მაგრამ მოგვანიჭა იმისათვის, რომ თვითონ ადამიანმა გააკეთოს არჩევანი და დაინახოს, სად არის თეთრი და სად არის შავი.

ხშირად მახსენდება ერთი იაპონელი პოეტის ლექსი: "მოვიდა გაზაფხული და აყვავდა ალუბალი, მაგრამ მოვიდა თოვლი და მე ვეღარ ვარჩევ, სად არის თოვლი და სად არის ყვავილი."

ეს ადამიანებზეა ნათქვამი. ჩვენ უკვე ვეღარ ვარჩევთ, სად არის კეთილი და სად არის ბოროტი. მაგრამ იმედი უნდა გვქონდეს, რომ მზე გამოვა და ეს თოვლი დადნება და ადამიანი კვლავ დაინახავს იმ ალუბლის ყვავილს, დაინახავს სიკეთეს.

ყველამ უნდა შევთხოვოთ უფალს, რომ გაგვიხსნას სულიერი ხედვა სიკეთისა და ბოროტების გასამიჯნად, გაგვიხსნას იმისათვის, რომ გავხდეთ მკვიდრნი სასუფეველისანი.

დღეს არის დიდებული დღესასწაული. უპირველეს ყოვლისა, ვულოცავ მას მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მიტროპოლიტ სერგის; ვულოცავ ადგილობრივ ხელისუფლებას, ადგილობრივ სამღვდელოებასა და მრევლს.

ძალიან მახარებს, რომ მორწმუნეთა ასეთი სიმრავლეა ამ წმიდა ტაძარში. ეს იმას ნიშნავს, რომ რწმენამ გაიღვიძა ჩვენში და საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება.

ეკლესიამ უნდა შეასრულოს თავისი დიდი მისია და ჩვენი ერი შეიყვანოს ღვთის სასუფეველში.

თქვენ კარგად იცით, მრავალი ქართველი ცხოვრობს ირანში, ფერეიდანში; თითქმის 5 მილიონი კი თურქეთშია და მათშიც, ღვთის წყალობით და ღვთის მადლით იღვიძებს ქართული სული, იღვიძებს მართლმადიდებელი სარწმუნოება.

უკვე მრავალი ქართველი ჩამოდის უცხოეთიდან და ინათლება ჩვენთან. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო გადარჩება.

ფერეიდნელი ქართველები ირანში ჩვენი ყოფნისას ასე გვლოცავდნენ: "ღმერთს ებარებოდეთო!"

და მეც შევთხოვ უფალს, ღმერთს ებარებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველო და ყოველი ქართველი!

დალოცვილი და გახარებული იყავით. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს!

ჩვენთან არს ღმერთი!

ლაგოდეხი, ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, 4 ნოემბერი, 2004 წელი.

გაზეთი "საპატრიარქოს უწყებანი" 42 (300), 2004 წელი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat