სულით, გულით და გონებით ავიდეთ თაბორის მთაზე და მოციქულებთან ერთად ვიხილოთ ფერისცვალება
სულით, გულით და გონებით ავიდეთ თაბორის მთაზე და მოციქულებთან ერთად ვიხილოთ ფერისცვალება
გთავაზობთ მთავარეპისკოპოსის ზოსიმეს (შიოშვილი), 1983 წლის ქადაგებას, რომელიც მან სამთავროს მონასტერში, ფერისცვალების დღესასწაულზე წარმოთქვა.


ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო!

ღვთის მადლით დღეს ჩვენ კვლავ ვდღესასწაულობთ უფლისა ჩვენისა - იესო ქრისტეს ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულს, რომლის შინაარსიც ასეთია: წამებამდე რამდენიმე ხნით ადრე მაცხოვარმა წაიყვანა თავისი სამი მოწაფე - პეტრე, იაკობი და იოანე. მათთან ერთად განმარტოვდა მაღალ მთაზე და იწყო ლოცვა. დაღლილ მოციქულებს მიეძინათ. როცა გამოეღვიძათ, დაინახეს, რომ მათ მოძღვარსა და მასწავლებელს - იესო ქრისტეს ფერი ეცვალა: სახე მზესავით უბრწყინავდა, სამოსელი კი ჰქონდა თოვლივით თეთრი. მასთან გამოცხადებულიყვნენ მოსე და ილია წინასწარმეტყველნი, რომელნიც საუბრობდნენ იმ საშინელ წამებასა და ქვეყნიურ სიკვდილზე, ქრისტეს რომ ელოდა ურიათაგან. როცა მოსე და ილია შორდებოდნენ ქრისტეს, მოულოდნელად ბრწყინვალე ღრუბელმა გაანათა ისინი და მათ მოესმათ ზეციური ხმა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი... მაგისი ისმინეთ". მოწაფენი შიშით დაემხნენ მიწაზე. იესო მივიდა მათთან, შეეხო და უთხრა: "ადექით, ნუ გეშინიათ". გამხნევებული მოწაფენი ადგნენ და დაინახეს თავიანთი მოძღვარი, ჩვეულებრივი სახით. აი ამ დიდებულ ამბავს იხსენიებს წმიდა ეკლესია დღეს.

ბუნებრივია, ყოველ ჩვენთაგანს დააინტერესებს მიზეზი მაცხოვრის ფერისცვალებისა. როგორ მოხდა, რომ იესო ქრისტემ თვითონ გამოაჩინა ღვთაებრივი დიდება თვისი მოწაფეთა წინაშე, მაშინ, როცა ყოველთვის გაურბოდა კაცთაგან დიდებასა და პატივს? ფერისცვალების დღესასწაული მართლაც განსაკუთრებულია მაცხოვრის სასწაულთა შორის. იგი ეხება არა ძე კაცისას ზეციდან გარდამოსვლისა და განკაცების საიდუმლოს, არა მაცხოვრის ქვეყნიურ მოღვაწეობას, არამედ საუკუნო ცხოვრებას, მართალთა საუკუნო ნეტარებას. მაცხოვარმა ფერისცვალება ინება იმისათვის, რომ ცხადად ეჩვენებინა მოციქულთათვის და ყველა მორწმუნისათვის საიდუმლო მომავალი ცხოვრებისა, მდგომარეობა გამართლებული ადამიანისა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფერისცვალებისას ქრისტეს სახე გაუბრწყინდა როგორც მზე. წმიდა მოციქული პავლეც იგივეს ამბობს გამართლებულ ადამიანებზე - მართალნი სასუფეველსა შინა ცათასა გაბრწყინდებიან ვითარცა მზეო. როგორც ჩანს ცხონება-გამართლება ადამიანებისა სასუფეველსა შინა, მდგომარეობს მათ ფერისცვალებასა და გაბრწყინვებაში თავიანთი ღირსების მიხედვით ისე, როგორც უფალი ჩვენი იესო ქრისტესი თაბორის მთაზე.

მაგრამ საყვარლნო ძმანო ასეთი გაბრწყინვება-გაცისკროვნება, ანუ ფერისცვალება ადამიანისა მოუმზადებლად არ მოხდება, იგი შესაძლებელია მხოლოდ დიდი მოთმინებისა და შრომა-გარჯის შედეგად. მთელი ქვეყნიური ცხოვრება ქრისტიანისა, სხვა არაფერი უნდა იყოს, გარდა განუწყვეტელი, თანდათანობითი ფერისცვალება, ანუ გადასვლა მიწიერი - ცოდვილი მდგომარეობიდან, სულიერ - წმიდა მდგომარეობაში. სულიერი ცხოვრება ქრისტიანისა ნელ-ნელა, დღითი-დღე უნდა იცვლებოდეს, ახლდებოდეს, უმჯობესდებოდეს, მაღლდებოდეს და ვითარდებოდეს. აკი ბრძანებს ამაზე წმ. მოციქული პავლე: "ნუ თანა ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქვენისათა, რათა გამოიცადოთ, რა იგი არს ნება ღმრთისა, კეთილი, სათნო და სრული" (რომ. 12, 2). ე.ი. ამ სოფელს ნუ დაემსგავსებით, არამედ შეიცვალენით, გონებით განახლდით, რომ იცნათ ნება ღვთისაო. მართლაც და ძმანო, თუ კაცის გონება თანდათან არ გამდიდრდა ღვთის სიტყვის სწავლით, მაშინ იგი ვერ ჩასწვდება ნებას ღვთისას, რომელმაც უნდა აღამაღლოს და სრულყოს ადამიანი. ღვთის ნებას დაშორებული კაცი კი ემონება ქვეყნიურ ამაოებას, ხორციელ გულისთქმასა და ვნებას, რაც წმ. მოციქულ იაკობის თქმით "მტერობა არს ღვთისა" (იაკ. 4, 4). ამიტომ კაცი ყოველთვის თავის მოქმედებას უნდა იკვლევდეს გულდასმით, ღვთიურია ის თუ არა, არის თუ არა ღვთის ნება და კურთხევა მასზე, რომ ღვთის ნების გატარებით მიუახლოვდეს უფალ ღმერთს - სიმართლისა და სიწმიდის ნათელს და ამ ნათლითა და სისპეტაკით თავადაც განათლდეს და გასპეტაკდეს. ცხადია ძმანო, რომ თუ აქვე, სიცოცხლეშივე არ ვიწყეთ მზადება, თუ აქედანვე არ შევუდექით ჩვენს სულიერ ფერისცვალებას, მაშინ ვერ ვეღირსებით ღვთის სასუფევლის დამკვიდრებას, ღვთაებრივი ნათლის ხილვას. რასაც შეიძენს კაცი ამ სოფელში, იმას გადაიტანს იმ ქვეყნადაც. რა ფერსაც მიიღებს ადამიანის სული აქ ქვეყნიური სიცოცხლისას, იმ ფერით გადადის საიქიო სამყოფელში და წარსდგება შემოქმედთან.

ამიტომ ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო, მაცხოვრის ფერისცვალების ამ დიდებულ დღეს მოდით და ჩვენც სულით, გულით და გონებით ავიდეთ თაბორის მთაზე და მოციქულებთან ერთად ვიხილოთ ფერისცვალება იესო ქრისტესი. ვიხილოთ ნათელი დიდებული და თავადაც გავნათლდეთ: ვიხილოთ მეუფე ჩვენი გაბრწყინვებული და ჩვენც გავბრწყინდეთ. აღვიდეთ ძმანო თაბორის მთაზე და ვისმინოთ სანატრელი ხმა უზენაესისა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი... მაგისი ისმინეთ", ვისმინოთ საყვარელნო, ჩვენთვის განკაცებული, ჩვენთვის ტანჯული, დაფლული და აღდგომილი იესო ქრისტესი და დავიმარხოთ გულში მცნებანი მისნი. დაუტევოთ ქვეყნიური ზნე და ფერი, გამოვიცვალოთ ხასიათი, დაუტეოთ მიწის ფერი და შევიმოსოთ ბრწყინვალე ზიციური ნათელით, რომ ღვთიური ნათლით შემოსილნი ვმსახურებდეთ უფალ ღმერთს - მამასა და ძესა, და წმიდასა სულსა, რომელსა შვენის ყოველი დიდება და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat