სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, დღეში რამდენიმეჯერ სთხოვოს დახმარება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას.
როგორც სულთმოფენობის დღესასწაულზე წირვის შემდეგ ქადაგებისას პატრიარქმა აღნიშნა, იგი მრევლს აძლევს ასევე კურთხევას, ხშირად მიიღონ ზიარება.
"მოგეხსენებათ თქვენ, რამდენად რთულია დღევანდელი დღე მთელ მსოფლიოში, რაღაც არაჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენები, ასევე ადამიანთა და სახელმწიფოთაშორის დაპირისპირებებია, ასევე, დაპირისპირებაა საქართველოში. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ უნდა გაძლიერდეს ჩვენი ლოცვა, ჩვენი ვედრება. მეტი სულიერება გვჭირდება. ჩვენ როცა გვიჭირდა, ვლოცულობდით "მოწყალებისა კარი განგვიღენ", ახლაც გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დღეში რამოდენიმეჯერ ვთხოვოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას დახმარება, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ხშირად მიიღოთ წმინდა ზიარება, ეს ძალას მოგცემთ, ასევე, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველდღე იფიქროთ სულიერებაზე, დროებით ცხოვრებაზე და მარადიულ ცხოვრებაზე. ერთ-ერთი ფილოსოფოსი ამბობს: ყველაზე დიდი ფილოსოფია არის ის, რომ ადამიანი მოემზადოს გარდაცვალებისთვის", - აღნიშნა პატრიარქმა.
უწმინდესმა ასევე მრევლს მისცა ლოცვა-კურთხევა, საკუთარი შთაბეჭდილებები და სულიერი განცდები ჩაიწერონ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი