ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობის ყველაზე საიმედო საყრდენი არის მართლმადიდებელი სარწმუნოება
ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობის ყველაზე საიმედო საყრდენი არის მართლმადიდებელი სარწმუნოება
(ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან)
"ჩვენი მისწრაფება მშვიდობისაკენ - ეს ქრისტიანული რელიგიის არსებითი მხარეა. ყველა ადამიანი და ყველა ხალხი თანასწორუფლებიანია. მიგვაჩნია, რომ თითოეული ადამიანის და განსაკუთრებით კი მორწმუნე ქრისტიანის ვალია, ყოველგვარი საშუალებით წინ აღუდგეს ომის გაჩაღების საფრთხეს. ომისა და მშვიდობის პრობლემა საერთო პრობლემაა. იგი მოიცავს და აღელვებს ყველას, განურჩევლად მათი რელიგიური, კულტურული თუ პოლიტიკური შეხედულებებისა".

* "ნებისმიერი ახლანდელი ლოკალური კონფლიქტი შეიძლება გლობალურში გადაიზარდოს. დღეს თითოეული სახელმწიფო სხვა ქვეყნებთან პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა ურთიერთობითაა დაკავშირებული, დაკავშირებულია მრავალგვარი მოლაპარაკებითა და ვალდებულებით, რომელთაც კონფლიქტის დროს შეიძლება მეტად სავალალო შედეგები მოჰყვეს".

* "მშვიდობის შენარჩუნება ამ მოუსვენარ და შფოთით სავსე მსოფლიოში დღეს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის საზრუნავია... თითქოს ყველას სურს მშვიდობა, მაგრამ იგი ყველას სხვადასხვანაირად ესმის. არსებობს ასეთი თეორიაც: "განიარაღებამდე უნდა შეიარაღდე". ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა მშვიდობაზე მხოლოდ ლაპარაკი არ კმარა; აუცილებელია კონკრეტული მოქმედება. მშვიდობის შენარჩუნების პასუხისმგებლობა დღეს აკისრია არა მარტო სახელმწიფოთა მთავრობებს, არამედ ყველას, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენც..."

* "ყველა ვგრძნობთ იმ საშიშროებას, რომელიც ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს და ცივილიზაციას. ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილად ვუყუროთ იმ ფაქტს, რომ მაშინ, როცა ქვეყანაზე არსებობს შიმშილი და სხვადასხვა ავადმყოფობა, მილიარდები იხარჯება შეიარაღებაზე. კაცობრიობა უნდა გადარჩეს! ამისათვის ყველამ უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ".

* "როგორც წმინდა ბასილი დიდი, მღვდელმთავარი კესარია-კაბადოკიისა, ამბობს: ბოროტება არ იკურნება ბოროტებით, ბოროტება მხოლოდ სიკეთით იკურნება. დღეს კი ჩვენს ირგვლივ ბოროტება მძვინვარებს, რისი მიზეზიც თითქოს აუხსნელია, რადგან მეცნიერულსა და ტექნიკურ სიახლეებს ზღვარი არ აქვს, მაგრამ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სამაგიეროდ უზარმაზარი ნაბიჯებია გადადგმული უკან მორალისა და სულიერების სფეროში, ყოველივე ნათელი გახდება... სულიერი განვითარება აუცილებელია. როდესაც ეს ჩამორჩენა მოისპობა, ის საფრთხე, რომელიც ემუქრება კაცობრიობას, აღარ იქნება საშიში".

* "ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ცივი ომის საფრთხე, ერთი შეხედვით, წარსულს ჩაბარდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დგას ცივი მშვიდობის ჟამი, რომლის განვითარება და შედეგები შეიძლება სავალალოდ იქცეს კაცობრიობისათვის. მე სავსებით ვიზიარებ ფრანგი მწერლის, ფილიპ ოჟიეს სიტყვებს: "ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ დღეს მსოფლიო საჭიროებს ახალ ეთიკას - როგორც ეს იყო ყოველთვის, როცა გვიახლოვდებოდა განსაცდელისა და უბედურების ჟამი. მას სჭირდება კეთილშობილი იდეალისტები და მსოფლიო მშვიდობის იდეის მხარდამჭერი ენერგიული, გონიერი მომხრეები. ადამიანები, რომელნიც შეძლებენ ურთიერთთანამშრომლობის გზების გამოძებნას, რომ პასუხი გაეცეს სამყაროს ახალ გამოწვევებს, სამყაროსი, რომლის უშიშროებაც დღეს უკვე მხოლოდ ურთერთგაგებასა და ნდობას შეიძლება დაეფუძნოს".

* "უნდა შეიქმნას პირობები იმისა, რომ საზოგადოებაში მოიხსნას აგრესია, ამისთვის კი აუცილებელია, ადამიანებს გავუღვივოთ ჭეშმარიტების ძიების სურვილი, რომ ისინი ეზიარონ უფლის მცნებებს და განუმტკიცდეთ სურვილი საერთო-საკაცობრიო (ზნეობრივი) ღირებულებების დაცვისა, რათა თვითონ მივიდნენ ურთიერთგაგების, თანადგომისა და მშვიდობის დაცვის აუცილებლობამდე".

* "ათონის მთაზე მოღვაწეობდა ღირსი მამა სილუანი. როცა ჰკითხეს, როგორ წარმოედგინა ადამიანის მიწიერი ცხოვრება, მან იგი სამ ეტაპად დაყო. პირველი ნაბიჯები მოღვაწისა - ეს არის მადლის მოპოვება, მეორე ეტაპი - მისი დაკარგვაა, როცა ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდა, მონასტერში ან ერში მოღვაწეობით მადლს მოიპოვებს და საკუთარი თავით აღფრთოვანებულს სულში ამპარტავნება შეეპარება. მას თავისი თავი უკვე სრულყოფილად წარმოუდგენია და შეიძლება სასწაულების ჩადენაზეც კი განაცხადოს პრეტენზია. სინამდვილეში კი, სწორედ მაშინ, როცა ადამიანი იწყებს ფიქრს იმაზე, რომ რაღაცას მიაღწია, იწყება მისი დაცემა, რადგან ამპარტავნების უმძიმესი ცოდვისგან გათავისუფლება ხშირად შეუძლებელი ხდება. როგორც წმინდა მამები ამბობენ - ადამიანის ამ ცოდვისაგან განთავისუფლება მხოლოდ ყოვლადწმინდა სამებას შეუძლია. დაცემის შემდეგ დგება მესამე ეტაპი; როცა ადამიანი მიხვდება, რომ ღვთისგან მიცემული მადლი დაკარგა, ნათლად დაინახავს თავის ცოდვებს და ამ ცოდვების განცდის წყალობით თავმდაბლობას შეიძენს. სწორედ ამ თავმდაბლობისა და სინანულის წყალობით იგი დაკარგულ მადლს ისევ დაიბრუნებს და დაცემის მძიმე დღეების გადამტანს ამპარტავნების დაუფლების საშიშროება აღარ დაემუქრება".

* "ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობის ყველაზე საიმედო საყრდენი და ორიენტირი არის მართლმადიდებელი სარწმუნოება. მე ხაზს ვუსვამ მართლმადიდებელ სარწმუნოებას, რადგან სწორედ არასწორი სარწმუნოება აშორებს ყველაზე ხშირად ადამიანს ჭეშმარიტებისაგან და საბოლოო ჯამში ღუპავს მას. უნდა გვახსოვდეს, ჭეშმარიტრების ძიება რთული პროცესია; რუდუნებით სავსე სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური შრომა, რომლისთვისაც ყრმობიდანვე უნდა მოვამზადოთ მომავალი თაობა".

* "ჩვენ ყოვლადწმინდა სამებას უნდა შევთხოვოთ, რომ განაქარვოს "ერის უმეცრებაი". საიდუმლო ლოცვებში, რომლებსაც წირვა-ლოცვის დროს მოძღვარი ან მღვდელმთავარი კითხულობს, ხშირად მეორდება ვედრება: გვაპატიე ჩვენი ცოდვანი და ერის უმეცრება.

რას ნიშნავს "ერის უმეცრება"? ერი უმეცარია მაშინ, როცა ერთმანეთისაგან ვერ არჩევს კეთილსა და ბოროტს, თეთრსა და შავს, როცა ვერ ხედავს ჭეშმარიტების ანუ ქრისტეს გზას, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა და რომელმაც უნდა გადაგვარჩინოს. აი, ამიტომ უნდა შევევედროთ ყოვლადწმინდა სამებას, რომ ცოდვანი შეგვინდოს და "უმეცრებაი ერისა" განაქარვოს".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat