"ქრისტიანული ცხოვრება სერიოზული პრობლემების დაძლევას გულისხმობს.
რა თქმა უნდა, ამ გზაზე ხშირად გვხვდება ცილისწამება, ღვარძლი, გაჭირვება, შური", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. როგორც პატრიარქი აღნიშნავს, "ადამიანი ბედნიერებისათვისაა შექმნილი და ამას ესწრაფვის იგი მაშინაც, როდესაც ვნებებს ემონება და მაშინაც, როდესაც ცოდვებს განეშორება".
"როდესაც ვსაუბრობთ, რომ დროებითი სიკეთენი უნდა დავთმოთ მარადიული ნეტარებისთვის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მორწმუნე ადამიანი (საერო თუ სასულიერო პირი) ამქვეყნიურ ცხოვრებას მუდმივ მწუხარებაში ატარებს; სულაც არა. ცოდვასთან და სხვადასხვა ბოროტებასთან სულიერი ბრძოლა თუ ხდება ლოცვითა და ღმერთზე მინდობით, უფალთან უხილავი, მაგრამ რეალური ისეთი კავშირი მყარდება, ისეთი სხვა განცდა შემოდის, რომ იგი თავისი სიძლიერით ფარავს ნებისმიერ ტკივილს. ამიტომაც ამბობენ, რომ ამგვარად მცხოვრებთათვის სამოთხე დედამიწიდან იწყებაო.
დიახ, ადამიანი ბედნიერებისათვისაა შექმნილი და ამას ესწრაფვის იგი მაშინაც, როდესაც ვნებებს ემონება და მაშინაც, როდესაც ცოდვებს განეშორება.
ვისაც ცოდვის მორევში ყოფნა მოსწონს და ამაში ჰპოვებს მხოლოდ სიამოვნებას, მისთვის გაუგებარი და მიუღებელია ის სიხარული და ნეტარება, რომელსაც ჯვარცმული იესო გვთავაზობს", - ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში.
უწმინდესი ბრძანებს, რომ "ასეთ ადამიანს სხვა ვერაფრით დავეხმარებით, გარდა ლოცვისა და ჩვენც შევთხოვოთ აღდგომილ მაცხოვარს, ყველას გაუნათოს გული და გონება წარუვალი ბედნიერების შესაგრძნობად".
"როგორც აღვნიშნეთ, ქრისტიანული ცხოვრება სერიოზული პრობლემების დაძლევას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ამ გზაზე ხშირად გვხვდება ცილისწამება, ღვარძლი, გაჭირვება, შური...და დგება ისეთი მომენტებიც, როცა ჩვენც აღმოგვხდება: ,,მამაო ჩემო! თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი" (მთ. 26,39), ანდა ,,ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე" (მთ. 27,46), მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იმაზე დიდ ჯვარს არ მოგვცემს, რისი ტვირთვაც არ ძალგვიძს. ამიტომაც, გაჭირვების ჟამს მასვე უნდა მივმართოთ, სულიერი ღვაწლი განვაძლიეროთ და პრობლემები მალევე დაიძლევა. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს!
ხოლო ის, ვინც სისუსტის, შიშის თუ სხვა რაიმე მიზეზის გამო თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, რთულ სიტუაციას კი არ განერიდება, არამედ მარადიული ტანჯვის მორევში შედის. ამიტომაც, ვისაც ასეთი ფიქრები გაუჩნდება, მსწრაფლ უნდა მოიშოროს თავიდან, მოძღვართან მივიდეს აღსარება თქვას, რათა სულიერად განმტკიცდეს და ბოროტის მარწუხებისგან თავი დაიცვას", - ბრძანებს ილია მეორე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი