სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია II:
"დიდი მარხვის მესამე კვირას ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაული
წმიდა მამებმა დააწესეს ადამიანის სულიერად განმტკიცების მიზნით.
ეს დღესასწაული იმისთვის დაწესდა, რომ მორწმუნემ შეხედოს ჯვარს, თაყვანი სცეს მას და მისი მადლითა და ძალით ერთხელ კიდევ გაძლიერდეს.
ღმერთმა შეგაძლებინოთ, რომ მისი მადლით უარყოთ თავი თქვენი, აიღოთ ჯვარი თქვენი, სხვისი კი არა თქვენი ჯვარი, ის ჯვარი, რომლის ტარებაც ხელგეწიფებათ, რადგან ზოგიგრთი ადამიანის ტრაგედია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თავისას კი არა სხვის ჯვარს იღებს... და შეუდგეთ ქრისტეს.
ნუ შიშობ იტვირთო ჯვარი, უფლის მიერ შენთვის განკუთვნილი.
მაცხოვარი ყოველ ჩვენგანს განუმზადებს ისეთ ჯვარს, რომლის ტვირთვაც ძალგვიძს, ოღონდ უნდა მივენდოთ, ვუსმინოთ და მივსდიოთ მას...
"აღიღე ჯვარი შენი" - ეს ნიშნავს არ შეუშინდე, არ გაექცე შენი წილი ცხოვრების ტვირთს, რომლის სიმძიმეს განსაკუთრებით იგრძნობ ახლობლებისა და მეგობრების დაკარგვით, სიცრუისა, ღალატისა და სიყალბის მოძალებით, იმედთა გაცრუებით. ამიტომ შენი ჯვარი შენთან უნდა იყოს.
ნუ შეშინდებით, ნუ დაგაბრკოლებთ განსაცდელი.
მთელი სასოებით მიენდეთ უფალს, რომელიც ყოველთვის განგანმტკიცებთ თქვენ..
ჯვრის ძალა და მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.
ამინ!"
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი