ილია მეორე - ცხოვრება მართლა გამოცდაა და ბედნიერია ადამიანი, ვინც ამ გამოცდას ღირსეულად შეხვდება ცხოვრება მართლა გამოცდაა და ბედნიერია ადამიანი, ვინც ამ გამოცდას ღირსეულად შეხვდება, - ამის შესახებ საკვირაო ქადაგებისას სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.
პატრიარქის თქმით, გამოცდა მრავალსახისაა და განსაკუთრებით იმ ადამიანს შეიძლება შეხვდეს, ვინც სიკეთეს აკეთებს.
"ჩვენი ცხოვრება განსაცდელით არის სავსე. წმინდა იობი, რომელმაც დიდი განსაცდელი და წამება გამოიარა, სვამს კითხვას: გამოცდა ხომ არ არის ჩვენი ცხოვრებაო?! ცხოვრება მართლაც გამოცდაა. ბედნიერია ის ადამიანი, ვინც ამ გამოცდას ღირსეულად შეხვდება. გამოცდა მრავალსახისაა და განსაკუთრებით იმ ადამიანს შეიძლება შეხვდეს, რომელიც სიკეთეს აკეთებს, რადგან ეშმაკს მისი შურს", - აცხადებს პატრიარქი.
ილია მეორე მორწმუნეებს მიმართავს არ შეუშინდნენ ბრძოლას და ბრძოლის დროს ყოველთვის ჰქონდეთ უფლის იმედი. "ღვთის მადლი და ძალა მოგვცემს ძალას, გავუმკლავდეთ ბრძოლას", - მიმართა მრევლს პატრიარქმა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი