გთავაზობთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ქადაგებას წმინდა ამბროსი მედიოლანელის შესახებ:
მადლობას ვსწირავთ უფალს მისი წყალობისათვის, ეს წყალობა გამოვლინდება ყოველ ადამინზე. ადამიანმა უნდა ჩაიხედოს თავის გულში, ჩვენ ვეძებთ ღმერთს ჩვენს გარშე მყოფს, სინამდვილეში უფალი ჩვენშია და ჩვენ მასში ვართ.
ამბროსი მედიოლანელს ეკავა მაღალი წოდება და იგი ესწრებოდა ეპისკოპოსის არჩევას, ამბროსი ამ დროს ერის ადამიანი იყო. როცა ვერ იქნა არჩეული ეპისკოპოსი, ერთმა ძუძუმწოვარა ბავშმა იყვირა – "ამბროსია ეპისკოპსიო" და ამან განაპირობა მისი არჩევა. ამბროსის ძალიან ეშინოდა ცოდვების გამო, გაექცა ხალს, მაგრამ ხალხმა მაინც იპოვა. თავის სახლში დაკიდა ქალების ტანსაცმელი, რომ ვითომ ქლები დადიოდნენ მასთან, ხალხმა კი უთხრა: ჩვენ არაფერი ვიცით, უფალმა ბრძანა შენი ეპისკოპოსობაო.
ერთ კვირაში იგი აკურთხეს დიკვნად, მღვდლად და ეპისკოპოსად. ამბროსი მე-4 საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. საოცარია მისი ცხოვრება, იგი ხედავდა ადამიანის შინაგან სულისკვეთებას. ერთხელ ასეთი შემთხვევა მოხდა: მასთან მოდიოდა ადამიანი, რომელიც თხოულობდა, რომ გამხდარიყო სასულიერო პირი, ამბროსი არც იცნობდა მას, მაგრამ ხედავდა, როგორ მოდიოდა და თქვა: მისი სიარული შოლტივით მირტყამდა თვალებშიო და, რა თქმა უნდა, უარი უთხრა კურთხევაზე. ღმერთმა ინებოს, რომ მისი ლოცვით, მისი ვედრებით ყველას მოგვცეს წყალობა.
ამბროს მედიოლანელი კიდევ იმით არის ცნობილი, რომ მისი ლოცვით ღმერთმა მოაქცია ნეტარი ავგუსტინე. ნეტარი ავგუსტინე არ იყო მორწმუნე და მისი დედა ცრემლით ევედრებოდა უფალს, რომ მოაქციე ჩემი შვილიო. ნეტარი ავგუსტინე ძალიან თავისუფალ ცხოვრებას ეწეოდა და 16 წლისას უკვე ჰყავდა უკანონო შვილი. ერთხელ ავგუსტინეს დედა წავიდა ამბროსისთან და ცრემლით ევედრებოდა, რომ უშველე ჩემს შვილსო, ამბროსი მედიოლანელმა ჰკითხა: ცრემლით თუ ლოცულობო შენი შვილისთვისო. კიო, სულ ცრემლით ვლოცულობო – უპასუხა დედამ. ამბროსიმ უთხრა: შეუძლებელია, რომ დედის ცრემლი დაიკარგოს ღვთის წინაშეო.
ამ დროს ნეტარმა ავგუსტინემ აიღო სახარება, თავადაც არ იცოდა რატომ, აიღო და დაიწყო კითხვა, მასზე გადმოვიდა მადლი და დაიწყო ტირილი, გოდება - მან დაინახა თავისი თავი, გავიდა ამ სახარებით ბაღში და იქ ტიროდა, იქ ინანიებდა თავის ცოდვებს. ასე მოხდა მისი მოქცევა და ეს არის დამსახურება წმინდა ამბროსი მედიოალანელისა. შევთხოვთ უფალს, რომ მისი ლოცვით მოაქციოს მთელი საქართველო. სადაც არის ღვარძლი, ბოროტება, უკეთურება, იქ ღვთის მადლით დაისადგუროს სიყვარულმა, სასოებამ და ჭეშმარიტმა სარწმუნეობამ. ღმერთმა დაგლოცოთ წმინდა ამბროსი მედიოლანელის ლოცვით, ამინ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი