რამდენადაც გვექნება ნდობა ღვთისა, იმდენად იქნება ჩვენი ცხოვრება დალოცვილი, კურთხეული და წარმატებული
რამდენადაც გვექნება ნდობა ღვთისა, იმდენად იქნება ჩვენი ცხოვრება დალოცვილი, კურთხეული და წარმატებული
მხოლოდ ბოროტ საქმეთა გამო კი არ განვისჯებით, არამედ იმიტომაც, რომ შეგვეძლო სიკეთის ქმნა და არ ვაკეთებდით
დრონი მიდიან, მაგრამ ჭეშმარიტი ფასეულობები არ იცვლება. ადამის მთელი მოდგმის ისტორია ღმერთთან ურთიერთობის ისტორიაა. თითოეული ადამიანისა თუ ქვეყნის ბედიც იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გულწრფელია ჩვენი ურთიერთობა უფალთან, როგორი სიყვარული შეგვიძლია, ვხედავთ საკუთარ შეცდომებს თუ მხოლოდ სხვისი განმკითხველები ვართ.

გთავაზობთ ამონარიდებს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ("ლურჯი მონასტრის") წინამძღვრის დეკანოზ დავით შარაშენიძის რამდენიმე ქადაგებიდან.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

დღევანდელი სახარება ჩვენი უახლესი ისტორიის იმ უმძიმეს პერიოდს გვახსენებს, როდესაც უღმრთოება სახელმწიფო იდეოლოგიად გამოცხადდა. ვგულისხმობ გასული საუკუნის დასაწყისში ოქტომბრის სოციალისტურ რევოლუციად წოდებულ გადატრიალებას, რომელსაც სოციალიზმთან არაფერი აკავშირებდა. ეს გადატრიალება არ იყო ხალხის ნების გამოხატულება, როგორც მას შემდგომ წარმოაჩენდნენ; იგი გარკვეული ძალების მიერ უცხოეთში დაიგეგმა და მთავარ მიზნად რუსეთში მონარქიის მოსპობასა და მართლმადიდებელი ეკლესიის განადგურებას ისახავდა.

მიზანი მიღწეულ იქნა, თუმცა არა საბოლოო, რადგანაც მაცხოვარი ბრძანებს, რომ კლდესა ზედა დაშენებულ ეკლესიას "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან". ბოლშევიკთა გადატრიალებაც უსუსური აღმოჩნდა ისტორიის წინაშე. ეს 70-წლიანი პერიოდი იყო საშინელი სიბრმავისა და სიბნელის ხანა, როცა სახელმწიფო იდეოლოგია - ათეიზმი, მმართველი პარტიის მთავარი დოქტრინა კი ადამიანთა გულიდან, სულიდან და გონებიდან ღვთის რწმენის ამოშანთვა გახლდათ. იმ ღვთის რწმენისა, რომელმაც მთელი ხილული და უხილავი სამყარო შექმნა და ჩვენი ისტორია დღევანდელ დღემდე მოიტანა.

დასახული მიზანი, ბუნებრივია, ვერ მიიღწეოდა, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ კაცთა განსჯა იყო, ხოლო ღვთის წინაშე ბოროტ კაცთა განსჯა უძლურია.

მაშ, რატომ დაუშვა უფალმა ეს განსაცდელი? განა არ შეიძლებოდა, ადამიანები უმისოდაც გულწრფელად მისულიყვნენ უფალთან?

როგორც ჩანს, არა. სწორედ ეს განსაცდელი იყო აუცილებელი, ეკლესიის შვილები ფარისეველთა ბრბოდ რომ არ გადაქცეულიყვნენ.

...18 წელი ადამიანი მიწას ჩასჩერებოდა, წელში ვერ იმართებოდა... იგი მაცხოვარმა განკურნა. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ამ მოვლენას დიდი სიხარული გამოეწვია, ფარისეველი, სინაგოგის მთავარი, იესო ქრისტეს აყვედრის - განა არ იცი, რომ შაბათს არ შეიძლება საქმის კეთებაო?!

რა თქმა უნდა, ყურით მოთრეული არგუმენტია, წუხილის მთავარი მიზეზი კი ქრისტეს მიერ აღსრულებული კურნება გახლდათ. მაცხოვარმა ფარისეველს ორგული უწოდა, რადგანაც ის გულწრფელი არ იყო.

ფარისევლები კვირაში ორჯერ მარხულობდნენ, მსხვერპლს სწირავდნენ უფალს, თითქოს სჯულს ყოველმხრივ აღასრულებდნენ, მაგრამ ვერ მიხვდნენ, რომ იესო იყო ის, ვისაც ელოდა კაცობრიობა დღიდან ადამიანის გაჩენისა, და გამუდმებით ცდილობდნენ, იგი სიკეთეში "ემხილებინათ".

დღესაც ძალიან დიდია საფრთხე იმისა, რომ ჩვენი ერთობა, ჩვენი კრებული უცებ ფარისეველ ადამიანთა კრებულად გადაიქცეს. სახარებაში მოხსენიებულ მწიგნობრებსა და ფარისევლებს შესაძლოა ჩვენზე მეტი გულწრფელობაც ჰქონდათ: ჩვენ გვაქვს ამბიცია - თავს ქრისტიანები ვუწოდოთ, ისინი თავს მართლმორწმუნეებს ეძახდნენ, მაგრამ მათი რწმენითი ცხოვრება გარეგნული ფორმითღა შემოიფარგლებოდა, შინაგანი რწმენა კი სრულიად დაკარგეს. შინაგანი თვალი დაბრმავებული ჰქონდათ, შინაგანი ხედვის გარეშე კი უფლის ხილვა და მისი მიგებება შეუძლებელია...

შეგვიძლია დავასკვნათ: ჩვენს რეალობაში უფლისგან ასეთი საშინელი გადატრიალების დაშვება იმის შედეგი იყო, რომ რწმენა და ეკლესია მხოლოდ გარეგნული რიტუალების სახლად გადაიქცა. მასში აღარ მოიძებნებოდნენ გულწრფელი ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირებს ეკლესიები ვეღარ იტევდა (იმ დროს უშტატო მღვდლებისთვის სპეციალური ბირჟაც კი არსებობდა, სადაც მათთან მისვლა და საეკლესიო რიტუალის შეკვეთა შეიძლებოდა), სულიერების ძალიან დიდი დეფიციტი შეინიშნებოდა.

ამით ის მინდა ვთქვა, რომ ამ საკითხში რაოდენობა უმნიშვნელოა. მერე რა, რომ ძალიან ბევრნი ვართ, რომ ტაძრები ხალხს ვეღარ იტევს; თუ ადამიანთა კრებული ფარისეველთა კრებულად გადაიქცევა, რომლის წევრებიც მხოლოდ სხვათა დასანახად დადიან ეკლესიაში, ხოლო რწმენა, უფალთან ერთობის შინაგანი განცდა და მასთან შეხების სურვილი არ აქვთ, მაშინ, ტაძარში მათ მოსაყვანად გაწეული დიდი ძალისხმევის მიუხედავად, უფალს ვერ მიეახლებიან...

***
ხშირად საქციელით კი არა, გულითა და განწყობილებით ფასდება ადამიანი. შეიძლება სიკეთის კეთების საშუალება არ ეძლეოდეს, მაგრამ კეთილი იყოს. ჩვენ კი, როგორც მამები ამბობენ, მხოლოდ ბოროტ საქმეთა გამო კი არ განვისჯებით, არამედ იმიტომაც, რომ შეგვეძლო სიკეთის ქმნა და არ ვაკეთებდით...

როდესაც სიკეთეს ვჩადით, ბოროტი ძალა გამუდმებით გვიბიძგებს, რომ ეს სიკეთე საჩინო და საცნაური გახდეს სხვა ადამიანთათვის. ხშირად უამრავ მიზეზს მოვიხმობთ, თუ რისთვისაა ეს საჭირო.

უფალი კი გვასწავლის, რომ ჩვენი საქმე დაფარული უნდა იყოს. იმდენად, რომ სხეულის დანარჩენმა ნაწილებმაც კი არ იცოდნენ, რას სჩადის სხვა ნაწილი - "ნუ სცნობნ მარცხენა შენი, რასა იქმოდის მარჯვენა შენი". ეს საკმაოდ რთულია, მხოლოდ რჩეულ და სრულყოფილ ადამიანებს შეუძლიათ, უშურველად და უანგაროდ, ყოველგვარი მოლოდინის გარეშე აკეთონ სიკეთე.

***
სწორედ რწმენაა იმის მთავარი განმსაზღვრელი, ადამიანი რამდენად ახლოს არის ან რამდენად დაშორებულია უფალს...

კაცობრიობა შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ: ერთნი, რწმენაზე სხვადასხვა მხრიდან ძლიერი შემოტევის მიუხედავად, მაინც ღვთის ერთგულნი რჩებიან და უფლის კაცთმოყვარებასა და მის ყოვლისშემძლეობას ენდობიან; მეორენი კი ყოველდღიურად ხვდებიან თავიანთ ცხოვრებაში უფლის სასწაულებს, კითხულობენ და ისმენენ სახარებას, დადიან ეკლესიაში, მაგრამ მაინც ურწმუნონი არიან და ღალატობენ უფალს.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რწმენა, ჩვენი ნდობა ღვთისადმი. გახსოვთ სისხლმდინარე დედაკაცი, რომელიც რწმენით შეეხო მაცხოვრის კაბის კალთას და განიკურნა. უფლის შეკითხვას: ვინ შეეხო ჩემს სამოსელსო? - გაოცებულმა მოციქულებმა უპასუხეს: უფალო, ათასობით ადამიანია შენს ირგვლივ, რომელიმე შეგეხებოდაო. მაგრამ ეს ჩეულებრივი კი არა, რწმენითი შეხება იყო. თურმე რწმენითი ურთიერთობის შედეგად შეიძლება სულიერი კურნებისა და ღვთის მადლის მიღება და არა უბრალო შეხებით, როგორც ეხებოდა უფალს უამრავი იქ მყოფი. ჩვენ კი, როდესაც ხელმძღვანელს, დირექტორსა თუ სხვა თანამდებობის პირს რაიმეს ვთხოვთ, ყოველ ღონეს ვხმარობთ, რომ ჩვენი თხოვნა გულთან მიიტანოს. მაგრამ ხშირად, როდესაც ხატების წინაშე ვდგებით, უსასოოდ ვითხოვთ, არ გვაქვს დიდი იმედი თხოვნის აღსრულებისა. რა უბადრუკობაა! შეგვიძლია ადამიანის მიმართ გვქონდეს სასოება, ღვთისადმი კი, რომელსაც ყველაფრის მყისიერად შეცვლა ძალუძს, მეფეს ერთ უბირ ადამიანად აქცევს, ხოლო ყველაზე ლიტონს განადიდებს, - არა.

რამდენადაც გვექნება ნდობა ღვთისა, იმდენად იქნება ჩვენი ცხოვრება დალოცვილი, კურთხეული და წარმატებული. თუ მხოლოდ და მხოლოდ რიტუალური, ძალდატანებითი რწმენა გვექნება, ჩვენი ცხოვრება საინტერესო, ღვთის მადლით, სიმშვიდითა და ძალით კურთხეული და დალოცვილი არ იქნება.

***
როდესაც მეზვერე ლევისთან (იგი შემდგომ მათე მახარებელი გახდა) მივიდა, ფარისევლებმა და იქ მყოფებმა მაცხოვარი განიკითხეს: ეს რომ ჭეშმარიტად მართალი ადამიანი იყოს, მიხვდებოდა, ვის ოჯახში ჭამს პურსო. მაშინ უფალმა მათ უცხო და გაუგებარი ირონიით მიმართა: "არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად". ასეთი "მართალნი" დღესაც ცხოვრობენ. აცხადებენ, რომ ქრისტე არ სჭირდებათ, არ სჭირდებათ ეკლესია, მის საიდუმლოებებში მონაწილეობა, აღსარება, ზიარება, არ სჭირდებათ ეკლესიაში ცოდვილ ადამიანთა გვერდით დგომა. ზოგი მათგანი ხომ მრუშია, ზოგი - ავაზაკი, ზოგი - უსინდისო, ზოგიც - კომუნისტური წყობის ერთგული. ის კი, "მართალი" კაცი, რატომ უნდა თანაეზიაროს ცოდვილთა კრებულს?

საცდური იმისა, რომ საკუთარი თავი მართლად წარმოვიდგინოთ, თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურად აქვს. ხშირად ასეც ვიქცევით. ამაზე სწორედ ის მიუთითებს, რომ ადვილად შეგვიძლია სხვების მსაჯულები გავხდეთ.

აღსარებაში ხშირად მომისმენია: ძალიან ძნელია, არ განვიკითხოთ, ისეთია საზოგადოებრივი ცხოვრება, თავისთავად განგვაწყობს განკითხვისთვისო.

მოგიყვანთ იმის თვალსაჩინო მაგალითს, თუ რატომ არ უნდა განვიკითხოთ: ვერ წარმომიდგენია ავადმყოფი, რომელსაც ტკივილი ტანჯავს და ამ დროს სხვის ტკივილსა და სნეულებაზე საუბრობს. ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ მძიმე დაავადებით ვართ შეპყრობილნი. მივედით ექიმთან და ჩვენი მეგობრის ან ახლობლის სენზე ვილაპარაკეთ. სინამდვილეში ხომ ექიმს გულწრფელად მოვუყვებით ყველა სიმპტომს, ვეტყვით, რომ ძალიან შეწუხებული ვართ. ექიმიც სათანადო დანიშნულებას მოგვცემს და ჩვენც კმაყოფილები წამოვალთ. ის კი არა, ყველას თავს მოვაბეზრებთ ჩვენს ტკივილზე საუბრით. და ეს იმიტომ, რომ განვიცდით საკუთარ ავადმყოფობას, ვგრძნობთ ტკივილს.

სწორედ აქ ჩანს ჩვენი არასულიერება. ჩვენ არ განვიცდით საკუთარ სულიერ მდგომარეობას, საკუთარ დაცემულობას, საკუთარ ვნებულობას, ცოდვიანობას და ამიტომაც უფრო ადვილად ვხედავთ სხვათა შეცდომები, ვიდრე საკუთარს. ალბათ, ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ განკითხვისგან ვერაფრით ვერ ვიკავებთ თავს, განკითხვის მთავარი ობიექტი კი - საკუთარი თავი გვავიწყდება, მის მიმართ ძალიან ლმობიერნი ვართ. უფალი მოწყალეა, მაგრამ სამართლიანიც არის. ჩვენ მის მოწყალებას ძირითადად საკუთარი თავისთვის ბოროტად ვიყენებთ, ხოლო სამართლიანობას სრულიად უგულებელვყოფთ, უწყალონი და კატეგორიულნი ვართ სხვათა მიმართ, მათი შეცდომების მიმართ...

ხშირად მეკითხებიან, სად არის ზღვარი განსჯასა და განკითხვას შორისო. ეს ზღვარი ძალიან ფაქიზია. რა თქმა უნდა, მსჯელობა ყველას შეგვიძლია, მაგრამ აუცილებელია გავიაზროთ, რისთვის გვჭირდება ის. თუ მხოლოდ და მხოლოდ სხვა ადამიანის ნაკლოვანი მხარეების წარმოსაჩენად, მაშინ ასეთი მსჯელობა არასწორია. მაგრამ თუ ვიტყვით, რომ ის სცოდავს და ამ ცოდვის სივერაგეზე ვისაუბრებთ, თვით ადამიანს კი დაზიანებულ ჭურჭლად განვიხილავთ, რომელშიც ცოდვის სახით ბოროტი სითხეა ჩაღვრილი, - ასეთი მსჯელობით დიდ სარგებელს მივიღებთ. მაგრამ საკმარისია ერთი არასწორი სიტყვა და განკითხვის თანამონაწილენი გავხდებით.

ღვთის სამსჯავროს წინაშე ჩვენი ცოდვებისთვის ნაკლებად რომ მოგვეთხოვოს პასუხი, მაცხოვარი ძალიან მარტივ გზას გვასწავლის: ნუ განიკითხავთ და არ იქნებით განკითხულნი; რა საწყაულითაც მიუწყავთ, რა საწყაულითაც განიხილავთ ადამიანს, იმ საწყაულითვე, იმ კრიტერიუმებითა და პარამეტრებით მიიღებთ, განიხილებით და განისჯებით.

ზოგჯერ ეს საწყაული მეტისმეტად მკაცრი და დაუნდობელია, საბოლოო დასკვნაც კი გამოგვაქვს და ვამბობთ, რომ ესა თუ ის ადამიანი აუცილებლად ჯოჯოხეთის მკვიდრი გახდება. ამის საპასუხოდ უფალი გვეუბნება, რომ უამრავი უკან მდგომი წინ აღმოჩნდება, ხოლო ბევრი, ვისაც უფლის წინაშე წინ დგომის კადნიერება ჰქონდა - უკან. მრავალია ჩინებული ანუ წოდებული, მაგრამ ძალიან ცოტა - რჩეულიო.

მამები ამბობენ, როდესაც გარდავიცვლებით და ღვთის წინაშე წარვდგებით, საოცრებებს ვნახავთ: იქ ისეთი ხალხი დაგვხვდება, ვისაც არ ველითო. ჩვენ ხომ ადამიანები კატეგორიებად გვყავს დაყოფილი: ზოგი წმინდანია, ზოგი - მართალი, ზოგი - პატიოსანი, ზოგი - კეთილსინდისიერი. მათ გარდა არიან, ჩვენი თვალთახედვით, "ძენი წარწყმედისანი", რომლებიც ვერ ცხონდებიან.

მთელი სახარება კი ამის საპირისპიროს გვიჩვენებს: ლოცვისას მეზვერე განმართლდა და ფარისეველი გამტყუნდა; იუდა, რომელიც ყოველდღე ეხებოდა მაცხოვარს და მის მიერ აღსრულებულ სასწაულებს ხედავდა, გამყიდველი გამოდგა; კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება ავაზაკობით ცხოვრობდა, სასუფევლის პირველი მოქალაქე შეიქმნა. განა საოცრება არ არის, რომ სასუფევლის პირველი მოქალაქე გახდა არა იოანე ნათლისმცემელი, არა მამა ყოველთა მორწმუნეთა - აბრაამ მამამთავარი, ან ისაააკი, იაკობი, მოსე წინასწარმეტყველი... არამედ სწორედ ეს ავაზაკი?!

ასეთი "უცნაური" სამართალი აქვს უფალს. სამართალი, რომელიც ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელია და ჩვენს "დალაგებულ" სამართალს ეწინააღმდეგება.

არაჩვეულებრივი ლოცვა ეფრემ ასურისა - "მომანიჭე მე, უფალო, განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა" - მთავარი აზრი და არსია ჩვენი ცხოვრებისა. თუ მარხვას განკითხვაში, შუღლში, შურსა და სხვების ნაგვის ქექვაში გავატარებთ, მას აზრი სრულებით არ ექნება.

***
ცნობილია ნაპოლეონის გამოთქმა: "ღმერთი იქ არის უძლური, სადაც ძლიერია არტილერიაო", თუმცა საწინააღმდეგო მოხდა ვატერლოოს ბრძოლისას. მოწინააღმდეგესთან შედარებით მას ორჯერ მეტი არტილერია ჰყავდა, მაგრამ დამარცხდა. ასე რომ, არ იმარჯვებს არტილერია, არც კბილებამდე შეიარაღებული და კარგად მომზადებული ჯარი; ომს იგებენ მოტივირებული ადამიანები, რომლებსაც თავდადება და თავგანწირვა შეუძლიათ, რომლებმაც იციან, რომ მათ თავდადებას უფალი შეიწირავს და ამით ცხონდებიან. ჩვენი მთავარი მიზანი ქვეყნის სიგრძე-სიგანეში გაფართოება კი არა, სულის გადარჩენა და ღმერთთან სიახლოვე უნდა იყოს. ასეთი განწყობის მქონე ადამიანებს დიდი ბრძოლების მოგება შეუძლიათ. ღვთის შემწეობით წინასწარ წაგებული ბრძოლები მოგვიგია. ისეთი სასწაულებიც ყოფილა, როცა ქართველთა მხარდამხარ თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი იბრძოდა. ეს ზღაპარი არ არის, ამ ფაქტებს ქართველი ისტორიკოსების გარდა უცხო ტომის მემატიანენიც აღნიშნავდნენ...

რატომ გამოირჩია ეკლესიამ დავით აღმაშენებელი და წმინდანთა დასში შერაცხა? ბევრი დამსახურების გამო. მაგრამ მე მაინც მათგან ყველაზე დიდს გამოვყოფდი: დიდგორისა თუ სხვა სასახელო ბრძოლების მოგებას კი არა, არც რუის-ურბნისის კრებასა თუ მრავალ სხვა სიკეთეს, არამედ მის ბოლო ამოხდომას - "გალობანი სინანულისანი" კარგად გვიჩვენებს მის სიდიადეს.

წმინდა მეფე დავითს ვთხოვთ სიძლიერეს, შეწევნას ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ თუ მისნაირი ადამიანი არ იდგება ქვეყნის სათავეში, რომელსაც ექნება მისნაირი გულშემუსვრილება, განცდა სინანულისა, განცდა საკუთარი ცოდვებისა, უნარი შეცდომების დანახვისა, აღიარებისა და სურვილი ღვთის წინაშე მართლად წარდგომისა, ჩვენ მეორედ ვერც დიდგორს მოვიგებთ და ვერც რუის-ურბნისის მსგავს ღირსეულ კრებას ჩავატარებთ.

ღმერთმა დაგლოცოთ, წყალობა, მშვიდობა მოგცეთ და გეხაროთ ორსავ სოფელსა შინა!

მოამზადა
მარი აშუღაშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
17.02. 2017
ჩემი ტკბილი მამაო.
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat