"გონიერნი მაშინ ვიქნებით, თუ საქმის კეთებას დავიწყებთ არა ლანძღვით, არამედ ერთმანეთის მხარში ამოდგომით"
"გონიერნი მაშინ ვიქნებით, თუ საქმის კეთებას დავიწყებთ არა ლანძღვით, არამედ ერთმანეთის მხარში ამოდგომით"
(ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან)
"ქრისტიანის მიზანი, მტკიცე რწმენასთან ერთად, უნდა იყოს სიყვარული, კეთილმოქმედება, სულიერი სრულყოფა, რის შედეგადაც ადამიანი დაუსრულებელ სიხარულსა და ნეტარებას აღწევს. ყოველივე ამის მიღწევა შესაძლებელია, თუ მოვუხმობთ მთელ ჩვენს ნებისყოფას და გავყვებით წმინდა პეტრე მოციქულის სიტყვებს: "აღორძინდებოდეთ მადლითა და მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა" (2 პეტრე 3,18)".

***
"თუ ვერ შევძლებთ ჩვენი ჯვრის ტარებას, თუ ვერ აღვუდგებით წინ ჩვენს ცოდვებს, ვერ დავძლევთ პატივმოყვარეობას, საკუთარი თავის სიყვარულს... და ტვირთით დამძიმებულნი დავეცემით, სულის განსამტკიცებლად უნდა მივაპყროთ მზერა პატიოსანსა ჯვარსა მისსა, რომელიც ჩვენისა ცხოვნებისათვის გარდამოხდა ზეცით, ეწამა ჩვენთვის... და აუცილებლად ვიგრძნობთ მის დახმარებას. სხვანაირად რომ ვთქვათ, ისინი, ვინც ქრისტეს მოძღვრებას მიიღებენ, მოვალენი არიან იცხოვრონ ისე, რომ გააგრძელონ საქმენი კაცობრიობისთვის შეწირული უფლისა. უკუეთუ გსურთ, იყოთ ჭეშმარიტი მორწმუნენი, ღრმად დაუკვირდით ამ სიტყვებს: "რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაი, უვარ-ყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე" (მარკ. 8,34). თავის უარყოფა ნიშნავს გათავისუფლებას მიწიერი მისწრაფებებისგან, ვიწრო ეგოიზმისა და ამპარტავნებისგან (როცა პიროვნება ქედმაღლურად უყურებს და მხოლოდ იმის მიხედვით აფასებს ადამიანებს, თუ ვის რა სიკეთის მოტანა შეუძლია მისთვის); თავის უარყოფა ნიშნავს მსახურებას მოყვასისათვის".

***
"საკვირველია წმინდა პავლეს უსაზღვრო სიყვარული ღვთისა და ხალხისადმი. ამიტომაც ბრძანებს ასე: ვიცი, რომელი იგი მრწმენა (2 ტიმ. 1,12). ეს სიტყვები შეუძლია გაიმეოროს ყველამ, ვინც კი ღრმად ჩასწვდა წმინდა წერილის აზრს, ვისი ცხოვრებაც და საქმიანობაც შეესატყვისება ღვთის მცნებებს, რადგან ამ შემთხვევაში იქნება რწმენა მისი ურყევი და წყარო სიყვარულისა - დაუშრეტელი მასში. ასეთი პიროვნება თვითონ იქცევა იმ დიდებულ ტაძრად, რომელშიც ივანებს უფალი, და ჩვენ ხომ სწორედ ამისთვის ვართ მოწოდებულნი. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ "სიკეთის ქმნა შეუძლია მხოლოდ მას, ვინც თავისი სურვილით მიდის სიკეთესთან და გონებით იღებს მას" (ვ.ს. სოლოვიოვი)".

***
"ყველას გვმართებს დაუღალავი ზრუნვა ჩვენში ღვთის ხატების შენარჩუნებისა და მასთან მსგავსების მიღწევისათვის. რთულია პიროვნების სულიერი სამყარო, მასში ორი ძალა მოქმედებს: სიკეთისა და ბოროტებისკენ მიმართული. მოციქული პავლე შინაგან გაორებას გრძნობდა, ამიტომ რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერდა: "რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი, რამეთუ არა რომელ-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვჰყოფ" (რომ. 7,15)".

***
"ჩვენ მიერ ჩადენილი ყოველი ბოროტება ცოდვაა. იგი ღვთისა და თვით ჩვენი თავის წინააღმდეგ მოქმედებაა, ყოფნის არყოფნად გარდაქმნაა, ჩვენი ბუნების დამახინჯებაა, ჩვენი დამაქცეველი ძალაა; ესაა მსვლელობა დამღუპველი მიზნისკენ... უკეთურებისგან თავის დაღწევისთვის ერთადერთი ნუგეში და იმედი მაცხოვარია, ჩვენი ხნისათვის ამქვეყნად მოვლენილი, "რამეთუ შჯულმან სულისა ცხორებისამან ქრისტე იესუის მიერ განმათავისუფლა მე შჯულისა მისგან ცოდვისა და სიკუდილისა" (რომ. 8,2). სად და როგორ ხდება ეს განთავისუფლება? ქრისტეს საქმეს, სულის ხსნისა და გადარჩენის საქმეს ემსახურება ქრისტეს ეკლესია, რომელიც მუდამ იყო, არის და იქნება ჩვენი განმანათლებელი და განმაბრწყინვებელი უძლეველი ძალა. ლოცვითა და ადამიანის ცოდვილი ბუნების საიდუმლო განახლებით იგი ასრულებს თავის დიად მოვალეობას. ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი მწარედ ცდებიან".

***
"უფალმა თავისი განხორციელებით, ცხოვრებით, ჯვარცმითა და აღდგომით ადამიანი სულიერი სრულყოფის ახალ საფეხურზე აიყვანა, ზეციური ნათლით განაბრწყინვა, ღვთაებრივ სიყვარულს აზიარა. მას რომ მივეახლოთ, სიტყვითა და საქმით ქრისტიანულად უნდა ვიცხოვროთ, უნდა დავძლიოთ ვნებები და ცოდვისმიერი მისწრაფებები, მაშინ სული ჩვენი იქცევა სპეტაკ ტაძრად და უფალი ღირს გვყოფს, მასში დაივანოს".

***
"იყო ვინმე სერაპიონი, წარმოშობით ეგვიპტელი. გამოირჩეოდა იგი ქვეყნიურ კეთილდღეობათა მიმართ გულგრილობით, ამიტომაც შეარქვეს მშვიდი, აუღელვებელი. წერა-კითხვა რომ ისწავლა, მთელი წმინდა წერილი დაიზეპირა და თავის მთავარ საქმედ სახარების ქადაგება აირჩია. ერთ ქალაქში ოც მონეტად მონად დაუდგა წარმართ მსახიობებს. მათთან ერთად ცხოვრობდა, მათთვის შრომობდა და თან გამუდმებით უქადაგებდა ღვთის სიტყვას. ბოლოს მიაღწია იმას, რომ ყველანი გააქრისტიანა და დაარწმუნა, დაეტოვებინათ წარმართთა თეატრი. როცა ისინი მოინათლნენ, გადაწყვიტეს, მონობიდან გაეთავისუფლებინათ სერაპიონი. მაშინ ღირსმა მამამ უთხრა, რომ იგი მონა არ ყოფილა და მხოლოდ მათი გადარჩენისა და ჭეშმარიტების გზაზე დაყენებისთვის ემსახურებოდა. მსახიობებმა სთხოვეს სერაპიონს, მათთან დარჩენილიყო და სულიერი მამობა გაეწია, მაგრამ უარი მიიღეს. წმინდა სერაპიონმა დაუბრუნა ის ორი მონეტა, თვითონ კი გაემგზავრა სხვა ქალაქებისა და სოფლებისაკენ სხვა გაჭირვებულთა დასახმარებლად".

***
"აღდეგ რა ქრისტესთან ერთად, - ბრძანებს გრიგოლ ღვთისმეტყველი, - ახალ ქმნილებად იქმენ, რომელი განმზადებულ არს კეთილ საქმეთა აღსასრულებლად. დაე, განახლდეს სრულიად ცხოვრება შენი და გზა შენი მოღვაწებისა განახლდეს სრულად..." ჩვენი რწმენა ჩვენს ქცევაში, აზროვნებასა და ადამიანებთან ურთიერთობაში ვლინდება. ჩვენი საქმენი სახეა ჩვენი სულისა; ვცხოვრობთ ისე, როგორც გვწამს. "იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს" (მათე 5,48), - მოგვიწოდებს უფალი".

***
"ღამე იგი განგუეშორა და დღე შემოგუეახლა: განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაი" (რომ. 13,12).

ამქვეყნად გამეფებული წესი ცხოვრებისა შეიძლება სამ საფეხურად წარმოვიდგინოთ.

პირველი საფეხური ძალისაა. იგი გულისხმობს სუსტთა და ძლიერთა შორის ბრძოლას არსებობისა და გადარჩენისათვის, როცა პირველნი მსხვერპლად ეწირებიან ძლიერთა ამა სოფლისათა; ეს უკანასკნელნი კი ამას თვლიან ნორმალურ მდგომარეობად.

მეორე საფეხური კანონის საფეხურია. იგი არ ცნობს განსხვავებას პიროვნებებს შორის და ამართლებს პრინციპს, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამბობდნენ: Dურა ლეხ, სედ ლეხ - მკაცრია კანონი, მაგრამ კანონია. კანონი ყველას უყენებს გარკვეულ პირობებს და სჯის, ვინც არ ემორჩილება მის წესებს.

მესამე საფეხური არის სიყვარულისა და თანაგრძნობისა. იგია გზა ქრისტიანული მოწყალებისა, როცა ერთნი გასცემენ ღვთის სადიდებლად, სხვანი კი იღებენ ასევე ღვთის სადიდებლად, ისე, რომ არ შელახონ ერთმანეთის ღირსება. აქ მეფობს სული ქრისტესმიერი ძმური ერთობისა, რომელმაც არ იცის კეთილ საქმეში უკან დახევა, რათა აღსრულდეს სიტყვები უფლისა: "რომელი გთხოვდეს შენ, მიეც; და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარე-მიიქცევი" (მათე 5,42).

საქმეში გამოვლენილი ქრისტიანული სიყვარული შინაგანი სრულყოფით მოიპოვება, რომლის მისაღწევად წმინდა იოანე კიბისაღმწერელმა ოცდაათ სულიერ საფეხურზე ამაღლების აუცილებლობა გვიჩვენა".

***
"გონიერნი მაშინ ვიქნებით, თუ საქმის კეთებას დავიწყებთ არა ლანძღვით, არამედ ერთმანეთის მხარში ამოდგომით, ერთმანეთის მოსმენით, ურთიერთგაგებით, კარგი იდეების გაზიარებით".

***
"ის, ვისი ცხოვრებაც ღვთის რწმენასა და სიყვარულზეა დაფუძნებული, აუცილებლად იქნება ღვთის მოშიში, პატივს მიაგებს მშობლებს, შეიყვარებს მოყვასს, არ მოიპარავს, არ ხელყოფს სხვის სიცოცხლეს, არ დასწამებს ცილს ადამიანს, თავისუფალი იქნება შურისგან, იცხოვრებს ეკლესიურად და უსურვებს ყველას მას, რაც თავისთვის უნდა, რადგან ჭეშმარიტი სიყვარული მოიცავს ქრისტიანის ცხოვრების ყველა მხარეს, განსაზღვრავს და საფუძვლად ედება ურთიერთობას პიროვნებასა და შემოქმედს შორის, ადამიანთა შორის".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat