ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ლიტურგია დასრულდა.
მსახურების ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა.
პატრიარქმა დიდი ხუთშაბათის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ წმინდა სახარების მიხედვით უფალმა მოციქულებს ფეხები დაბანა და აზიარა, რითაც მათ სიმდაბლე უჩვენა.
"ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლს. დღეს აი, მაცხოვარი ჩვენ გვიჩვენებს ამ თავმდაბლობას", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
მისივე თქმით, ეს დღე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, 53 წლის წინ სიონში დიაკონად აკურთხეს. პატრიარქის თქმით, იმდენად ბედნიერი იყო, რომ არ სურდა, ლოცვა დასრულებულიყო და სახლში წასულიყო. უწმინდესის თქმით, როცა ყველაფერს მორჩნენ და საკურთხეველი დაალაგეს მივიდა წმინდა ნინოს ჯვართან. პატრიარქის თქმით, მისი კუნკულ-ბარტყული გაედო კანდელს და მთელი ზეთი თავზე გადაესხა. პატრიარქის თქმით, იქ მყოფებმა მაშინ თქვეს, რომ ეს იყო ღვთის მადლის ნიშანი.
უწმინდესმა ითხოვა ღვთისაგან, მოგვანიჭოს მადლი, თავმდაბლობა, მორჩილება და ისეთი ცხოვრება, რომელიც სათნო იქნება ღვთისათვის.
პატრიარქის თქმით, დღესვე სამებაში 19.00 საათზე 12-გზის სახარების კითხვა დაიწყება. ქადაგებისას უწმინდესმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს მსახურების დროს მოიხსენეს ისინი, რომლებიც 9 აპრილს დაეცნენ.
"აქედან ჩვენ გავალთ იმ საშინელ ადგილზე და დავანთებთ სანთლებს. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ გავუძლოთ იმ სიძინელეებს, რომელიც არის ადამიანის წინაშე", - ბრძანა პატრიარქმა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი